შპს „სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01/29-ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ _ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  

2013 წლის 17   ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

შპს „სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე

 

,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 20 მარტის №354-II ს ცვლილების შეტანის თაობაზე“საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, ამავე კანონის 335 მუხლის,  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ 1-ლი და მე-17 მუხლებისსაფუძველზე, ვბრძანებ:

 

1. დასრულებულად იქნეს გამოცხადებული შპს „სადაზღვევო კომპანია „ვესტის“გაკოტრების საქმის წარმოება.

 2. შპს „სადაზღვევო კომპანია „ვესტის“მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება ჩაითვალოს მოუკითხავ რესურსად და გადავიდეს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

3. მოხდეს   შპს „სადაზღვევო კომპანია „ვესტის“       ამოღება  შესაბამისი რეესტრიდან.

2.  გადაწყვეტილება     დაუყოვნებლივ                 გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლი მაცნეში“, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე და წარედგინოს შპს „სადაზღვევო კომპანია „ვესტის“  შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.

  4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. აღნიშნული  ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ლაშანიკოლაძე