საქართველოსა და შვეიცარიას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №824
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016890
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/10/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.10.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი | საქართველოს პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და შვეიცარიას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №824
2013 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოსა და შვეიცარიას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1.
ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოსა და შვეიცარიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ 2013 წლის 13 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება.
2.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი