საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№73-უ.ს.შ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

საქართველოს   კონსტიტუციის  67-   მუხლის   შესაბამისად ,   საკანონმდებლო   ინიციატივის   წესით  ` პატიმრობის   კოდექსში   ცვლილების   შეტანის   შესახებ ~   საქართველოს   კანონის   პროექტის   საქართველოს   პარლამენტში   წარდგენის   თაობაზე

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს :

1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი `პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ~.

2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                            ავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი ,

2013 წლის 17 ოქტომბერი

#73- . . . .

 


 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

პატიმრობის   კოდექსში   ცვლილების   შეტანის   შესახებ  

 

მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -16 მუხლის მე -6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

`6. ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრების, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, დეპარტამენტის, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს სახალხო დამცველის, დამცველის, პროკურორის სახელზე გაგზავნილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი.~.

2. მე -60 მუხლის პირველ ნაწილს ~ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ~ ქვეპუნქტი :

„ბ 1 ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;~.

3. 82- მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

`შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის `ი~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრები, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.~.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                     

ქუთაისი ,

2013 წლის

#

 

განმარტებითი ბარათი

„პატიმრობის   კოდექსში   ცვლილების   შეტანის   შესახებ  

საქართველოს   კანონის   პროექტზე  

) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მიღების მიზეზია `პატიმრობის კოდექსში~ ავტონომიებთან მიმართებაში საჭირო ცალკეული ნორმების არარსებობა.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია `პატიმრობის კოდექსში~ ავტონომიებთან მიმართებაში საჭირო ნორმების მიღება.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის, ემატება და ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-60მუხლის პირველი ნაწილის `ბ 1 ~ ქვეპუნქტი და 82-ე მუხლის `შენიშვნა~.

კანონის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერისას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, დამცველის, პროკურორის სახელზე გაგზავნილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონპროექტის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და ჩამონათვალს დაემატოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრები და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები.

კანონპროექტის მე-60 მუხლის პირველ ნაწილს ემატება `ბ 1 ~ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობას. აღნიშნული ნორმა უმაღლესი საბჭოს წევრების წინადადების საფუძველზე 2005 წლიდან შეტანილი იყო და მოქმედებდა პატიმრობის კოდექსში (52-ე მუხლი, მიღების თარიღი 22.07.1999 წელი, #2263), რომელიც დღეს ძალადაკარგულია და,სამწუხაროდ,აღნიშნული ნორმა კანონის მოქმედ რედაქციაში შეტანილი არ არის. ასევე მინისტრის ბრძანებაც არ ითვალისწინებს თანამდებობის პირთა ჩამონათვალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და შესაბამისად მისთვის და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობის უფლების მინიჭებას.

პროექტის 82-ე მუხლის `შენიშვნა~ ყალიბდება ახალი რედაქციით (მე-16 მუხლის მე-6 ნაწილიდან გამომდინარე) და დისციპლინური გადაცდომისთვის გათვალისწინებული შეზღუდვა არ გავრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი, სხვა პირებთან/ორგანიზაციებთან ერთად, იქნებიან ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრები და ან ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები. ამ პირებს, როგორც წესი, ხშირი ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და მათთვის მიმართვის უფლება ისევე უნდა ჰქონდეთ მსჯავრდებულებს, როგორც აქვთ ეს უფლება `პატიმრობის კოდექსის~ შესაბამისად პარლამენტის წევრებისა და სამინისტროებისათვის მიმართვისას.

) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო.

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.

კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

კანონპროექტს მოსალოდნელი ფინანსური შედეგები არ გააჩნია.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი).

კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა.

) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან.

არ არის მიმართებაში ევროკავშირის დირექტივებთან და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან.

არ არის მიმართებაში საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან.

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

) კანონპროექტის ავტორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე.

) კანონპროექტის ინიციატორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

პატიმრობის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

მუხლი 16. ბრალდებულის / მსჯავრდებულის მიმოწერა

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია). პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯით.

3. ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.

5. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.

6. ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, დამცველის, პროკურორის სახელზე გაგზავნილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი.

მუხლი 60. პატიმრობის / თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესვლის უფლება

1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი;

გ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები; 

დ) საქართველოს სახალხო დამცველი;

ე) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;

ვ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.

2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს მინისტრი.

3. დაუშვებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეო- და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის შეტანა სპეციალური ნებართვის გარეშე. ნებართვას გასცემს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.

მუხლი 82. დისციპლინური სახდელის სახეები

1. დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;

ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით.

თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

კ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ.

2. ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.

3. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელი.

შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.