საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №169
2007 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“(საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 01.06.06. №1/180).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი