საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.10.2013
ძალის დაკარგვა 02.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/69
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 718 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.10.2013 მიღება
02.10.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ბერიკაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/69 2013 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ     „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმანანა ბერიკაშვილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) ფინანსების სფეროში  მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი  გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა  და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად). მუხლი 2🔗. ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა)  უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის,  საქართველოს კანონის " სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"; საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა და საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა. დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word;  Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint  ) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად). მუხლი 3🔗.  შესყიდვების სამმართველოს უფროსი შესყიდვების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის,  საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"  და საქართველოს კანონის " საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა. დ) ძირითდი საოფისე კომპიუტერული ( Microsoft Office Word;  Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა; ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად). მუხლი 4🔗. შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა. დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა; ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად). მუხლი 5🔗.  შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტი შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:  ა)  უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული  პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;  Microsoft Office PowerPoint) ცოდნა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა; ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად). მუხლი 6🔗. ორგანიზაციებისა და პროგრამების მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი ორგანიზაციებისა და პროგრემების მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში ფინანსების სფეროში მინიმუმ  5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ ცოდნა. დ)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint) ცოდნა; ე) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის (etreasury.ge), ბიუჯეტის ელექტრონული სისტემისა(ebudget.ge) და ორისის მენეჯერის ცოდნა; ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად). მუხლი 7🔗. ორგანიზაციებისა და პროგრამების მხარდაჭერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ორგანიზაციებისა და პროგრამების მხარდაჭერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუ 2 წლიანი - ფინანსურ სფეროში; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", სქართველოს კანონი "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა და საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა. დ) ძირითადი საოფისე კომპიტერული პროგრამების ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა; ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).