საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/68
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016096
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.10.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ბერიკაშვილი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/68
2013 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმანანა ბერიკაშვილი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში - 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის "სახელმწიფო ქონების შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" და, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel);
ე) ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციომოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება მათ შორის 3 წლიანი - ლოჯისტიკის სფეროში;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე პროგრამების ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;) ცოდნა.
ე) ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).