საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.10.2013
ძალის დაკარგვა 16.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/67
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016095
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 621 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.10.2013 მიღება
16.01.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ბერიკაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/67 2013 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ     „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმანანა ბერიკაშვილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა)   უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში ეკონომიკურ სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის,  საქართველოს კანონის "სახელმწიფო ქონების შესახებ",  საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word;  Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ;  Microsoft Office Outlook ) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად). მუხლი 2🔗. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება  მაკონტროლებელ ორგანოში; გ) საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის,  საქართველოს კანონის "სახელმწიფო ქონების შესახებ",  საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).   მუხლი 3🔗.  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (1) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (1) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; გ)საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" და საქართველოს კანონის"სახელმწიფო ქონების შესახებ" ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word ;  Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ; Microsoft Office Outlook) ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ძლიან კარგად). მუხლი 4🔗.  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მაკონტროლებელ ორგანოში; გ)საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ",საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის,საქართველოს კანონის "სახელმწიფო ქონების შესახებ", საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).