საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.10.2013
ძალის დაკარგვა 09.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/66
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016094
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ბერიკაშვილი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/66
2013 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმანანა ბერიკაშვილი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. მინისტრის აპარატის უფროსი
მინისტრის აპარატის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე - 5 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ; საქართველოს კანონის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ; საქართველოს კანონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ; საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ; საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ; საქართველოს კანონის კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ; საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს კანონის პროფესიული თეატრების შესახებ; საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ; საქართველოს კანონის საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს კანონის საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ; საქართველოს კანონის კულტურის შესახებ; საქართველოს კანონის მუზეუმების შესახებ ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა;
ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, (ძალიან კარგად).
მუხლი 2🔗. მინისტრის აპარატის თანაშემწე
მინისტრის აპარატის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ; საქართველოს კანონის საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ; საქართველოს კანონის კულტურის შესახებ; საქართველოს კანონის საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა.
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).