ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2013
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №220
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2013 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (33)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№220
2013 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ
„
სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 დანართისა და „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-9 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები
პრეამბულა
„ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები” შემუშავებულია „ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 დანართის მე-3 ნაწილის „სხ-ების საერთაშორისო საფრენოსნო ექსპლუატაცია, ვერტფრენები” შესაბამისად და მისი მიზანია ვერტმფრენების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” ( შემდგომ - წესები) მოთხოვნები ვრცელდება ვერტმფრენებით კომერციული საერთაშორისო და შიდა გადაზიდვების შესრულებისას, თუ:
ა) ვერტმფრენი რეგისტრირებულია „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში”;
ბ) საქართველოში სერტიფიცირებული ვერტმფრენის ექსპლუატანტი (შემდგომ – ექსპლუატანტი) ასრულებს ფრენას უცხო სახელმწიფოს რეესტრში რეგისტრირებული ვერტმფრენით;
გ) უცხო სახელმწიფოს ვერტმფრენის ექსპლუატანტი საქართველოში ასრულებს ფრენას;
2. ამ „წესებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტმაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
3. ეს წესები არ ვრცელდება ვერტმფრენებზე, რომლებიც ასრულებენ საავიაციო სამუშაოებს.
მუხლი 2🔗.
წესებში გამოყენებული შემოკლებები
„წესებში” გამოყენებულ შემოკლებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სხ – საჰაერო ხომალდი;
ბ) გვფწ – განსაკუთრებული ვიზუალური ფრენის წესები;
გ) გმს – გადაწყვეტილების მიღების სიმაღლე;
დ) ვსხ – ამწევი ძალის სამატი სისტემით აღჭურვილი სხ-ი;
ე) ვფწ – ვიზუალური ფრენის წესები;
ვ) იკაო – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია;
ზ) კატ. – კატეგორია;
თ) კგ – კილოგრამი;
ი) კვ – კვანძი;
კ) კმ – კილომეტრი;
ლ) ლ – ლიტრი;
მ) მ – მეტრი;
ნ) ჰპ – ჰექტოპასკალი
ო) მ. ბარი – მილიბარი;
პ) მმ.ვწ.სვ. – ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლე მილიმეტრობით;
ჟ) მუს – მინიმალური უსაფრთხო სიმაღლე;
რ) რტს – რადიოტექნიკური საშუალებები;
ს) სად – სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი;
ტ) სბ – სამიმოსვლო ბილიკი;
უ) სდ – სასწავლო დაწესებულება;
ფ) სეს – საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო;
ქ) სთ – საათი;
ღ) სისა – საფრენოსნო ინფორმაციის საბორტო აღმრიცხველი;
ყ) სმ – სანტიმეტრი;
შ) სმმ – საჰაერო მოძრაობის მომსახურება;
ჩ) სმპ – სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები;
ც) სტმ – საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები;
ძ) სფწ – სახელსაწყო ფრენის წესები;
წ)ადზ – ასაფრენ-დასაფრენი ზოლი;
ჭ) ტმ – ტექნიკური მომსახურება;
ხ) უკზ – უსაფრთხოების კიდური ზოლი;
ჯ) ფტ – ფუტი;
ჰ) წთ – წუთი;
ჰ1 ) ფშს – ფრენების შესრულების სახელმძღვანელო;
ჰ2 ) ღქსს – ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე;
ჰ3 ) შმნ – შუქმძლავრი ნათურები;
ჰ4 ) შმრს – შორეული მიმყვანი რადიოსადგური;
ჰ5 ) ACAS - შეჯახების თავიდან აცილების სისტემა;
ჰ6) ADRS–საბორტო მონაცემების თვითჩამწერი სისტემა;
ჰ7) ADS – ავტომატური დამოკიდებული მეთვალყურეობა;
ჰ8 ) ADS-C – საკონტრაქტო ავტომატური დამოკიდებული მეთვალყურეობა;
ჰ9) AEO – ყველა მუშა ძრავი;
ჰ10 )AIG – საავიაციო მოვლენების მოკვლევა და თავიდან აცილება;
ჰ11) AIR–ვიზუალური მდგომარეობის საბორტო თვითჩამწერი;
ჰ12) AIRS –ვიზუალური მდგომარეობის საბორტო თვითჩამწერი სისტემა;
ჰ13) AOC – საავიაციო ოპერატიული კონტროლი;
ჰ14) AOC – ექსპლუატანტის სერტიფიკატი;
ჰ15) ASE – სიმაღლის საზომი სისტემის ცდომილება;
ჰ16) ASIA/PAC – აზიის/წყნარი ოკეანის რეგიონი;
ჰ17) ATS - საჰაერო მიმოსვლის მომსახურება;
ჰ18 ) CARS – კაბინის ბგერითი მდგომარეობის თვითჩამწერი სისტემა;
ჰ19 ) CDL – კონფიგურაციიდან გადახრის ჩამონათვალი;
ჰ20 ) CFIT – გამართული სხ-ს დედამიწასთან შეჯახება;
ჰ21) CPDLC – რადიოკავშირი „მეთვალყურე-პილოტი“, მონაცემების გადაცემის ხაზით;
ჰ22) CVR – კაბინის საუბრის თვითჩამწერი;
ჰ23) DA- გადაწყვეტილების მიღების სრული სიმაღლე;
ჰ24) DA/H – გადაწყვეტილების მიღების სრული/ფარდობითი სიმაღლე;
ჰ25 ) D-FIS –საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება, მონაცემების გადაცემის ხაზით;
ჰ26) DH – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე;
ჰ27) DLR –მონაცემთა გადამცემი ხაზის თვითჩამწერი;
ჰ28) DLRS –მონაცემთა გადამცემი ხაზის თვითჩამწერი სისტემა;
ჰ29) DME – მანძილის საზომი აღჭურვილობა;
ჰ30) ECAM – ელექტრონული ცენტრალიზებული საბორტო მონიტორი;
ჰ31) EDTO – სათადარიგო აეროდრომამდე გაზრდილი ხანგრძლივობით ფრენა;
ჰ32) EFIS – სხ-ს საპილოტაჟო აღჭურვილობის ელექტრონული სისტემა;
ჰ33) EGT – გამონაბოლქვი აირების ტემპერატურა;
ჰ34) EICAS – ძრავის მუშაობის ინდიკაციისა და ეკიპაჟის გაფრთხილების სისტემა;
ჰ35) ELT – საავარიო მიმყვანი გადამცემი;
ჰ36) ELT(AD) – ავტომატურად განშლადი ELT;
ჰ37) ELT(AF) - ავტომატური ფიქსირებული ELT;
ჰ38) ELT(AP) – ავტომატური მობილური ELT;
ჰ39) ELT (S) – საავარიო-სამაშველო ELT;
ჰ40) EPR – ძრავში წნევის მატების ხარისხი;
ჰ41)EVS– ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ტექნიკური ხედვის
სისტემა;
ჰ42) FDR – საფრენოსნო მონაცემების თვითჩამწერი;
ჰ43 ) FL – ფრენის ეშელონი;
ჰ44) FRMS – დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემა;
ჰ45) HUD – კოლიმატორული ინდიკატორი;
ჰ46) QFE – ფარდობითი სიმაღლე;
ჰ47) QNH – სრული სიმაღლე;
ჰ48) DA – გადაწყვეტილების მიღების სრული სიმაღლე;
ჰ49) DH – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე;
ჰ50) MDA/H – დაშვების მინიმალური სრული/ფარდობითი სიმაღლე;
ჰ51 ) MEL – მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (ა/კ-ის მიერ დადგენილი);
ჰ52) MMEL – მინიმალური აღჭურვილობის ძირითადი ჩამონათვალი(სეს-ით);
ჰ53 )NOTAM – შეტყობინება მფრინავთათვის;
ჰ54) OCA/H – დაბრკოლებების გადაფრენის სრული/ფარდობითი სიმაღლე;
ჰ55) PBN – მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობა;
ჰ56) RCP – კავშირის საჭირო მახასიათებლების ტიპი;
ჰ57) RNAV –ზონალური ნაოსნობა;
ჰ58) RVR – ადზ-ზე ხილვადობის სიშორე;
ჰ59) RVSM – ეშელონირების შემცირებული ვერტიკალური მინიმუმი;
ჰ60)TLS – უსაფრთხოების მისაღწევი დონე;
ჰ61)TVE – სიმაღლის ჯამური ცდომილება.
მუხლი 3🔗.
ტერმინებისა და ცნებების განმარტებები
„წესებში” გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჰაერო ხომალდი – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ჰაერთან ურთიერთმოქმედების შედეგად ატმოსფეროში მდებარეობას ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთმოქმედების გამოკლებით. ამ წესის მიზნებისათვის სხ-ი გულისხმობს მხოლოდ ვერტმფრენს.
ბ) ვერტმფრენი - ჰაერზე უფრო მძიმე საჰაერო ხომალდი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ძალური დანადგარის მეშვეობით, დაახლოებით ვერტიკალურ ღერძზე მდებარე, მბრუნავი ხრახნ(ებ)ით წარმოქმნილი ნაკადის რეაქციის წყალობით ინარჩუნებს.
გ) ვერტოდრომი – აეროდრომი ან ხმელეთზე ან ნაგებობაზე განთავსებული ადგილი, რომელიც, მთლიანად ან ნაწილობრივ, ვერტმფრენის ასაფრენ დასაფრენად და სამიმოსვლოდ არის განკუთვნილი.
შენიშვნა: 1. ყველა შემთხვევაში როცა ამ წესში იხმარება ტერმინი ,,ვერტოდრომი“, იგულისხმება რომ ეს ტერმინი ვრცელდება აგრეთვე აეროდრომებზე, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია თვითმფრინავების მომსახურებისათვის.
2. ვერტმფრენებს შეუძლიათ შეასრულონ ფრენები მოედნიდან ან მოედნებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ვერტოდრომებს.
დ) საავარიო მიმყვანი გადამცემი (ELT) - იმ აღჭურვილობის მიმართ გამოყენებული ზოგადი ტერმინი, რომელიც განსხვავებულ სიგნალებს გადასცემს გარკვეულ სიხშირეებზე და, გამოყენების სახეობისდა მიხედვით, შეუძლია ავტომატურად ამუშავება დარტყმის შედეგად ან ხელით. ELT შეიძლება იყოს ერთ-ერთი შემდეგი ტიპებიდან:
დ.ა) ავტომატურად განშლადი ELT(AD) – რომელიც უმოძრაოდ არის დამაგრებული სხ-ზე, ავტომატურად ბრუნდება და ზოგიერთ შემთხვევაში აქტივირდება ზემოქმედებით და აგრეთვე ჰიდოსტატიკურ სენსორებით. ასევე გათვალისწინებულია მექანიკურად მობრუნება;
დ.ბ) ავტომატური ფიქსირებული ELT(AF) – ავტომატურად აქტივირებული, რომელიც მუდმივად არის დამაგრებული სხ-ზე;
დ.გ) ავტომატური მობილური ELT(AP) – ავტომატურად აქტივირებული, რომელიც უმოძრაოდ არის დამაგრებული სხ-ზე, მაგრამ ადვილად მოსახსნელი;
დ.დ) საავარიო-სამაშველო ELT (S) – რომელიც იხსნება სხ-იდან, განლაგებული ისე, რომ ადვილად იყოს გამოყენებადი ავარიული სიტუაციის დროს და მექანიკურად შეიძლება მოვიდეს მოქმედებაში გადარჩენილების მიერ.
ე) ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმები – ვერტოდრომით სარგებლობის შეზღუდვები შემდეგისათვის:
ე.ა) ასაფრენად, გამოხატული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და/ან ხილვადობით და, საჭიროებისას, ღრუბლიანობის პარამეტრებით;
ე.ბ) დასაფრენად, დასაფრენად ზუსტი შესვლისას და დაფრენისას, გამოხატული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და/ან ხილვადობით და, საექსპლუატაციო კატეგორიის შესაბამისი, გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H);
ე.გ) დასაფრენად, ვერტიკალური მიმართვით დასაფრენად შესვლისას და დაფრენისას, გამოხატული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და/ან ხილვადობით და გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H);
ე.დ) დასაფრენად, დასაფრენად არაზუსტი შესვლისას და დაფრენისას, გამოხატული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და/ან ხილვადობით, დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (MDA/H) და, საჭიროებისას, ღრუბლიანობის პარამეტრებით;
ვ) ვერტობანი - ღია ზღვაში მცურავ ან უძრავ ნაგებობაზე განთავსებული ვერტოდრომი.
ზ) გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური (DA) ან ფარდობითი (DH) სიმაღლე – დასაფრენად ზუსტად ან ვერტიკალური მიმართვით შესვლისათვის დადგენილი ის სიმაღლე, როცა უნდა დაიწყოს მეორე წრეზე წასვლა, თუ, დასაფრენად შესვლის გასაგრძელებლად, ორიენტირებთან აუცილებელი ვიზუალური კონტაქტი არ დამყარდა.
შენიშვნა: 1. DH ზღვის დონიდან გამოითვლება, DA – ადზ-ის ზღურბლის დონიდან.
2. ,,ორიენტირებთან აუცილებელი ვიზუალური კონტაქტი“ ნიშნავს ვიზუალური საშუალებების ნაწილის ან დასაფრენად შესვლის ზონის მხედველობას დროის განმავლობაში, რომელიც საკმარისია პილოტის მიერ სხ–ს ადგილმდებარეობის და ფრენის ნომინალური ტრაექტორიასთან მისი ცვლილების სიჩქარის განსაზღვრისთვის. გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი (DH) სიმაღლის გამოყენებით III კატეგორიით ფრენისას ორიენტირებთან აუცილებელი ვიზუალური კონტაქტის დამყარება შეიცავს პროცედურების შესრულებას, რომელიც მითითებულია კონკრეტული წესებისა და ფრენის პირობებისათვის.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე ცნებები გამოიყენება, შეიძლება გამოყენებული იყოს ფორმა „გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე“ და შემოკლება „DA/H“;
თ) დაშვების მინიმალური აბსოლუტური (MDA) ან ფარდობითი (MDH) სიმაღლე - დასაფრენად არაზუსტი ან წრიდან შესვლის სქემით მითითებული აბსოლუტური ან ფარდობითი სიმაღლე, რომლის დაბლაც დაშვება აკრძალულია, ორიენტირებთან სათანადო ვიზუალური კონტაქტის გარეშე.
შენიშვნა: 1. დაშვების მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე (MDA) აითვლება ზღვის საშუალო დონიდან, ფარდობითი (MDH) - აეროდრომის შემაღლებიდან ან მისი ზღურბლის შემაღლებიდან, თუ ეს შემაღლება 2 მ-ზე (7ფტ-ზე) მეტად ნაკლებია აეროდრომის შემაღლებაზე. დაშვების მინიმალური ფარდობითი სიმაღლე, წრიდან დასაფრენად შესვლისას, აითვლება აეროდრომის შემაღლებიდან.
2. ”ორიენტირებთან სათანადო ვიზუალური კონტაქტი” ნიშნავს ვიზუალური საშუალებების ნაწილის ან დასაფრენად შესვლის არეს ხედვას იმ დროის განმავლობაში, რაც პილოტისათვის საკმარისია ფრენის ნომინალური ტრაექტორიის მიმართ სხ-ს მდებარეობის და მისი ცვლილების სიჩქარის შესაფასებლად. წრიდან დასაფრენად შესვლისას, საჭიროა ვიზუალური კონტაქტი ადზ-ის რაიონში მდებარე ორიენტირებთან.
3. თუ ორივე ცნება გამოიყენება, შეიძლება ვისარგებლოთ შემდეგი ფორმით: ”დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე (MDA/H)”.
ი) დაბრკოლების გადაფრენის აბსოლუტური (OCA) ან ფარდობითი (OCH) სიმაღლე – მინიმალური აბსოლუტური ან ფარდობითი სიმაღლე ადზ-ის შესაბამისი ზღურბლის თავზე ან, შესაბამის შემთხვევაში, აეროდრომის შემაღლების თავზე, რაც გამოიყენება დაბრკოლებების გადაფრენის კრიტერიუმების დასაცავად.
შენიშვნა: 1. დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური სიმაღლე აითვლება ზღვის საშუალო დონიდან, ფარდობითი - ადზ-ის ზღურბლის შემაღლებიდან ან, დასაფრენად არაზუსტი შესვლისას, აეროდრომის ან მისი ზღურბლის შემაღლებიდან, თუ მისი შემაღლება 2 მ-ზე (7ფტ-ზე) მეტად ნაკლებია აეროდრომის შემაღლებაზე. დაბრკოლებების გადაფრენის ფარდობითი სიმაღლე, წრიდან დასაფრენად შესვლისას, აითვლება აეროდრომის შემაღლებიდან.
2. თუ ორივე ცნება გამოიყენება, შეიძლება ვისარგებლოთ შემდეგი ფორმით: ”დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე (OCA/H)”.
კ) I კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი ექსპლუატაცია – ექსპლუატაცია ისეთი სტმ-ით, რომ, კრიზისული ძრავის მტყუნებისას, ვერტმფრენს აქვს შესაძლებლობა დაფრენის შესაბამის არემდე უსაფრთხოდ განაგრძოს ფრენა, თუ ძრავა არ გამოვიდა მწყობრიდან აფრენისას გადაწყვეტილების მიღების წერტილის მიღწევამდე (TDP) ან დაფრენისას გადაწყვეტილების მიღების წერტილის (LDP) გავლის შემდეგ, როდესაც ვერტმფრენმა უნდა შეძლოს შეასრულოს დაფრენა შეწყვეტილი აფრენის ზონის ან დასაფრენი მოედნის ფარგლებში .
ლ) II კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი ექსპლუატაცია – ექსპლუატაცია ისეთი სტმ-ით, რომ, კრიზისული ძრავის მტყუნებისას, ვერტმფრენს აქვს შესაძლებლობა დაფრენის შესაბამის არემდე უსაფრთხოდ განაგრძოს ფრენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ძრავა მწყობრიდან გამოდის აფრენის მანევრის დაწყებისას ან დაფრენის მანევრის დასრულებისას, როცა იძულებითი დაფრენა შეიძლება გახდეს საჭირო.
მ) III კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი ექსპლუატაცია – ექსპლუატაცია ისეთი სტმ-ით,, რომ, ფრენის ნებისმიერ მომენტში ძრავის მტყუნებისას, იძულებითი დაფრენაა საჭირო.
ნ) VTOSS – მინიმალური სიჩქარე, რომელიც უზრუნველყოფს სიმაღლის აღებას არამუშა კრიტიკული ძრავით, თუ დანარჩენი ძრავები მუშაობენ დადგენილ საექსპლუატაციო ჩარჩოებში.
შენიშვნა. ეს სიჩქარე შესაძლებელია განისაზღვროს ხელსაწყოების ჩვენებით ან მიიღწევა საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული მეთოდიკით.
ო) დასაფრენად შესვლა და დაფრენა სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის და დაფრენის სქემების გამოყენებით კლასიფიცირდება შემდეგი წესით:
ო.ა) დასაფრენად არაზუსტი შესვლა და დაფრენა - დასაფრენად შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით, გვერდითი მიმართვის გამოყენებით, მაგრამ არა ვერტიკალური მიმართვით.
ო.ბ) დასაფრენად შესვლა და დაფრენა ვერტიკალური მიმართვით - დასაფრენად შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით, გვერდითი და ვერტიკალური მიმართვის გამოყენებით, რომელიც არ შეესაბამება დასაფრენად ზუსტი შესვლისა და დაფრენისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
ო.გ) დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა - დასაფრენად შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით, ზუსტი გვერდითი და ვერტიკალური მიმართვის გამოყენებით, დასაფრენად შესვლისა და დაფრენის კატეგორიებით განსაზღვრული მინიმუმებისას.
შენიშვნა: გვერდითი და ვერტიკალური მიმართვა არის მიმართვა, რომელიც უზრუნველყოფილია სახმელეთო სანაოსნო საშუალებით, ან კომპიუტერით ფორმირებული სანაოსნო მონაცემებით.
პ) დასაფრენად ზუსტი შესვლისა და დაფრენის კატეგორიები:
პ.ა) კატ. I - დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით:
პ.ა.ა) გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე, არანაკლებ 60მ (200ფტ); და
პ.ა.ბ) ან ხილვადობა არანაკლებ 800მ, ან ადზ-ზე ხილვადობა არანაკლებ 550მ.
პ.ბ) კატ. II. დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით - გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 60მ-ზე (200ფტ) ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 30მ (100ფტ) და ადზ-ზე ხილვადობა არანაკლებ 300მ.
პ.გ) კატ. III A. დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით - გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 30მ-ზე (100ფტ) ნაკლები, ან სიმაღლის შეუზღუდავად და ადზ-ზე ხილვადობა არანაკლებ 175მ.
პ.დ) კატ. III B. დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით - გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 15მ-ზე (50ფტ) ნაკლები, ან სიმაღლის შეუზღუდავად ადზ-ზე ხილვადობა 175მ-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 50მ.
პ.ე) კატ. III C. დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით, გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლისა და ადზ-ზე ხილვადობის შეუზღუდავად.
შენიშვნა: თუ გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე (DH) და ადზ-ზე ხილვადობა (RVR) სხვადასხვა კატეგორიას განეკუთვნება, დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით სრულდება უფრო მკაცრი კატეგორიის მიხედვით.
ჟ) ეკიპაჟის წევრი – სასამსახურო-საფრენოსნო დროის განმავლობაში, სხ-ზე გარკვეული მოვალეობის შესასრულებლად, ექსპლუატანტის მიერ დანიშნული, ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი.
რ) ექსპლუატანტის სახელმწიფო – სახელმწიფო, სადაც არის ექსპლუატანტის ძირითადი საქმიანობის ადგილი ან, თუ ექსპლუატანტს ასეთი ადგილი არა აქვს, ექსპლუატანტის მუდმივად ყოფნის ადგილი.
ს) რეგისტრაციის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის რეესტრშიაც არის შეტანილი სხ.
ტ) ექსპლუატანტის ტექნიკური მომსახურების რეგულირების სახელმძღვანელო – საბუთი, რომელიც შეიცავს ექსპლუატანტის იმ პროცედურების აღწერას, რაც უზრუნველყოფს მისი სხ-ების ტექნიკური მომსახურების ყველა გეგმური თუ არაგეგმური სამუშაოს დროულ და დამაკმაყოფილებლად შესრულების მართვის საშუალებას.
უ) ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები (VMC) – მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობის სიშორის, ღრუბლებემდე მანძილის და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლით გამოსახული, რაც დადგენილ მინიმუმს შეესაბამება ან მასზე მეტია.
ფ) ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ტექნიკური ხედვის სისტემა (EVS)– გამოსახულების გადამწოდების გამოყენებაზე დაფუძნებული, გარემოს ელექტრონული გამოსახულების, დროის რეალურ მასშტაბში, ასახვის სისტემა.
ქ) ზონალური ნაოსნობა (RNAV) – ნაოსნობის მეთოდი, რაც სხ-ს საშუალებას აძლევს იფრინოს ნებისმიერი ტრაექტორიით, სახმელეთო თუ თანამგზავრული სანაოსნო სისტემების მოქმედების ან ავტონომიური საშუალებების შესაძლებლობებით განპირობებულ ფარგლებში, ან მათი შეხამებით
ღ) კავშირის მახასიათებლების მოთხოვნები (RCP) – სმმ-ის კონკრეტული ფუნქციების უზრუნველსაყოფად გამიზნული, კავშირის საექსპლუატაციო მახასიათებლების მიმართ წაყენებული მოთხოვნების ჩამონათვალი.
ყ) კავშირის მოთხოვნილი მახასიათებლების ტიპები (RCP-ს ტიპი) - RCP-ს პარამეტრებისათვის მიკუთვნებული მნიშვნელობების განმსაზღვრელი ნიშანი (მაგ. RCP 240), რაც კავშირის ტრანზაქციის დროს, უწყვეტობას, მზადყოფნას და მთლიანობას ეხება.
შ) კოლიმატორული ინდიკატორი (HUD)– ფრენის მიმართულებით, პილოტის მხედველობის არეში, კაბინისგარე სივრცის ფონზე, საფრენოსნო მონაცემების ასასახი სისტემა.
ჩ) არახელსაყრელი პირობები – ვითარება, როდესაც:
ჩ.ა) შეუძლებელია შესრულდეს უსაფრთხო იძულებითი დაფრენა ზედაპირის და გარემოს არახელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე;
ჩ. ბ) ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირები შეუძლებელია სათანადოდ იყვნენ დაცულნი გარემო პირობების ზემოქმედებისაგან;
ჩ.გ) არ არის უზრუნველყოფილი საძებნ–სამაშველო ოპერაციის განხორციელება სავარაუდო გარე ზემოგმედების გათვალისწინებით;
ჩ.დ) ხმელეთზე ადამიანების და ქონების უსაფრთხოების საშიშროების შეფასებული რისკი მიუღებელია.
ც) შეუზღუდავი არახელსაყრელი პირობები – არახელსაყრელი პირობები შეზღუდული რაიონის ფარგლებს გარეთ.
ძ) შეზღუდული არახელსაყრელი პირობები – არახელსაყრელი პირობები შეზღუდული რაიონის ფარგლებში.
წ) ხელსაყრელი პირობები – ვითარება, როდესაც:
წ.ა) შესაძლებელია შესრულდეს უსაფრთხო იძულებითი დაფრენა ზედაპირის და გარემოს ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე;
წ.ბ) ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირები შესაძლებელია სათანადოდ იყვნენ დაცულნი გარემო პირობების ზემოქმედებისაგან;
წ.გ) უზრუნველყოფილია საძებნ–სამაშველო ოპერაციის განხორციელება სავარაუდო გარე ზემოგმედების გათვალისწინებით;
წ.დ) ხმელეთზე ადამიანების და ქონების უსაფრთხოების საშიშროების შეფასებული რისკი მისაღებია.
შენიშვნა. რაიონის ის ნაწილები, რომლებიც პასუხობენ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, ითვლება ხელსაყრელად.
ჭ) უსაფრთხო იძულებითი დაფრენა – გარდაუვალი დაფრენა, რომლის დროსაც შეიძლება გვქონდეს საკმაო საფუძველი იმისა, რომ სხეულის დაზიანებას არ მიიღებენ ბორტზე და დედამიწაზე მყოფი პირები.
ხ)კომერციული საჰაერო გადაზიდვა – მგზავრების გადასაყვანად, ტვირთისა და ფოსტის გადასატანად, ფასით ან დაქირავებით, განხორციელებული ფრენა.
ჯ) კონფიგურაციიდან გადახრის ჩამონათვალი (CDL) – ტიპობრივ კონსტრუქციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ შედგენილი და შემმუშავებელი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ჩამონათვალი, რითაც განისაზღვრება ტიპობრივი სხ-ს ყველა ის გარე ნაწილი, რაც შეიძლება არ ჰქონდეს ფრენის დაწყებისას. ჩამონათვალი, საჭიროებისას, შეიცავს შესაბამის საექსპლუატაციო შეზღუდვებს და საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ცვლილებებს.
ჰ) სახიფათო ტვირთი – ის ნაკეთობები და ნივთიერებები, რომლებმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას, გარემოს, და რომლებიც „ტექნიკური ინსტრუქციების” სახიფათო ტვირთის ჩამონათვალით არის მითითებული ან ამ ინსტრუქციით არის კლასიფიცირებული.
შენიშვნა: სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია მოცემულია იკაოს მე–18 დანართის მე–3 თავში.
ჰ.1) მაქსიმალური მასა – მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასა.
ჰ.2) მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობა (PBN) - ზონალური ნაოსნობა, დაფუძნებული სმმ მარშრუტზე, ხელსაწყოებით დასაფრენად შესვლის სქემაზე ან დადგენილ საჰაერო სივრცეში მფრენ სხ-ს მახასიათებლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე.
ჰ.3)მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL) – ჩამონათვალი, რომელიც სხ-ის გარკვეულ პირობებში (აღჭურვილობის რაიმე ნაწილის მტყუნებისას) ექსპლუატაციას ითვალისწინებს. ჩამონათვალს ადგენს ექსპლუატანტი, ამ ტიპის სხ-ის MMEL-ის ან უფრო მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად.
ჰ.4) მინიმალური აღჭურვილობის (დასაშვები მტყუნებების) ძირითადი ჩამონათვალი (MMEL) – სხ-ის კონკრეტული ტიპისათვის ამ კონსტრუქციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ შედგენილი და სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ჩამონათვალი იმ აღჭურვილობისა, რომელთა (ერთის ან მეტის) გაუმართაობა ფრენის დაწყებას არ აფერხებს. MMEL-ით შეიძლება მიეთითოს განსაკუთრებული საექსპლუატაციო პირობები, შეზღუდვები და წესები.
ჰ.5) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) – ექსპლუატანტისათვის გარკვეული კომერციული საჰაერო გადაზიდვების უფლების მიმნიჭებელი სერტიფიკატი.
ჰ.6) საჰაერო ხომალდის მეთაური – ექსპლუატანტის მიერ ან, საერთო დანიშნულების ავიაციის შემთხვევაში, სხ-ს მფლობელის მიერ დანიშნული პილოტი, რომელიც ასრულებს მეთაურის მოვალეობებს და ფრენის უსაფრთხოდ შესრულებაზეა პასუხისმგებელი.
ჰ.7) სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები (IMC) – მეტეოროლოგიური პირობები, გამოხატული ხილვადობის სიშორით, ღრუბლებამდე მანძილით და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლით. ეს სიდიდეები ნაკლებია ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებით დადგენილ მინიმუმებზე.
შენიშვნა: ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებისათვის დადგენილ მინიმუმებს შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის №2 დანართის მე-4 თავი.
ჰ.8) რემონტი – საავიაციო ტექნიკის დაზიანების ან გაცვეთის შემდეგ მისი საფრენად ვარგისობის აღდგენა სხ–ს შემდგომი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მის კონსტრუირების მოთხოვნებთან, განსაზღვეული შესაბამისი საფრენად ვარგისობის ნორმებით, რომლებიც გამოიყენებობდნენ შესაბამის სხ–ზე ტიპის სერტიფიკატის გასაცემად .
ჰ.9) საავიაციო სამუშაოები – სხ-ის გამოყენება ისეთი დარგების მომსახურებისათვის, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ფოტოგადაღება, ტოპოგრაფიული გადაღება, პატრულირება, ძებნა-შველა, საჰაერო რეკლამა და სხვა.
ჰ.10) ტექნიკური მომსახურება – საავიაციო ტექნიკის ვარგისობის შესანარჩუნებლად საჭირო სამუშაო, საკონტროლო აღსადგენი სამუშაოების, შემოწმების, შეცვლის, ხარვეზების აღმოფხვრის ჩათვლით, რაც ტარდება როგორც ცალ-ცალკე, ასევე – შეთავსებით, აგრეთვე, მოდიფიცირების ან რემონტის ჩატარება.
ჰ.11) ტექნიკური მომსახურების პროგრამა – საბუთი, რომელიც შეიცავს ტმ-ის კონკრეტული სამუშაოებისა და მათი პერიოდულობის აღწერას, აგრეთვე – მათთან დაკავშირებულ პროცედურებს, მაგ. – საიმედოობის პროგრამას, რომელიც სხ-ს უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
ჰ.12) საექსპლუატაციო სპეციფიკაციები (დაშვებები) – ექსპლუატანტის სერტიფიკატთან დაკავშირებული და ფშს-ით მოცემულ პირობებზე დამოკიდებული ნებართვები, პირობები და შეზღუდვები.
ჰ.13) სათადარიგო ვერტოდრომი – ვერტოდრომი, სადაც სხ შეიძლება გაფრინდეს, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების ვერტოდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. სათადარიგოებს განეკუთვნება:
ჰ.13 ა) აფრენის – სათადარიგო ვერტოდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე, და გაფრენის ვერტოდრომით სარგებლობა შეუძლებელია;
ჰ.13 ბ) დანიშნულების პუნქტის – სათადარიგო ვერტოდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების ვერტოდრომზე დაფრენა;
ჰ.13 გ) მარშრუტის – სათადარიგო ვერტოდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ, მარშრუტზე ფრენისას, ის არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა.
შენიშვნა: აფრენის ვერტოდრომი, ასევე, შეიძლება იყოს მარშრუტის ან დაფრენის პუნქტის სათადარიგო ვერტოდრომი.
ჰ.14) დამახასიათებელი წერტილი აფრენის შემდეგ (DPATO) – წერტილი აფრენისა და სიმაღლის აღების დაწყების ეტაპის ფარგლებში, რომლის მიღწევამდე ვერტმფრენის შესაძლებლობა განაგრძოს უსაფრთხო ფრენა ერთი უმოქმედო ძრავით არ არის უზრუნველყოფილი და შესაძლოა იძულებითი დაფრენა გახდეს საჭირო.
შენიშვნა: დამახასიათებელი წერტილი გამოიყენება მხოლოდ იმ ვერტმფრენებთან მიმართებაში, რომლებიც ასრულებენ II კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი ექსპლუატაციას.
ჰ.15) დამახასიათებელი წერტილი დაფრენამდე (DPBL) – წერტილი დასაფრენად შესვლის და დაფრენის ეტაპის ფარგლებში, რომლის შემდეგ ვერტმფრენის შესაძლებლობა განაგრძოს უსაფრთხო ფრენა ერთი უმოქმედო ძრავით არ არის უზრუნველყოფილი და შესაძლოა იძულებითი დაფრენა გახდეს საჭირო.
შენიშვნა: დამახასიათებელი წერტილი გამოიყენება მხოლოდ იმ ვერტმფრენებთან მიმართებაში, რომლებიც ასრულებენ II კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი ექსპლუატაციას.
ჰ.16) სანაოსნო სპეციფიკაცია – სხ-სა და საფრენოსნო ეკიპაჟის მიმართ წაყენებული მოთხოვნების ერთობლიობა, რაც საჭიროა ფრენების უზრუნველსაყოფად მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის პირობებში, დადგენილი საჰაერო სივრცის ფარგლებში.
ჰ.17) საჭირო სანაოსნო მახასიათებლების სპეციფიკაცია (RNP) - ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სანაოსნო სპეციფიკაცია, რაც შეიცავს მახასიათებლების შეუსრულებლობაზე გაფრთხილების გაცემაზე კონტროლის მოთხოვნას, აღინიშნება პრეფიქსით RNP; მაგ. RNP 4, RNP APCH;
ჰ.18) ზონალური ნაოსნობის სპეციფიკაცია (RNAV) - ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სანაოსნო სპეციფიკაცია, რაც არ შეიცავს მახასიათებლების შეუსრულებლობაზე გაფრთხილების გაცემაზე კონტროლის მოთხოვნას, აღინიშნება პრეფიქსით RNAV; მაგ. RNAV 5, RNAV 1.
შენიშვნა: სანაოსნო სპეციფიკაციების საინსტრუქციო მასალას შეიცავს იკაოს DOC 9613-ის II ტომი.
ჰ.19) სასამსახურო დრო - დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება მაშინ, როცა ეკიპაჟის წევრი, ექსპლუატანტის მითითებით, ვალდებულია გამოცხადდეს ან შეუდგეს სასამსახურო მოვალეობების შესრულებას, და მთავრდება მაშინ, როცა ის სასამსახურო მოვალეობების შესრულებისაგან სრულად თავისუფლდება.
ჰ.20) მჭიდროდასახლებული რაიონი – ქალაქის ან დასახლებული პუნქტის მიმართებაში – ნებისმიერი რაიონი რომელიც ძირითადად გამოიყენება საცხოვრებლად, კომერციული საქმიანობისთვის და დასასვენებლად.
ჰ.21) სასამსახურო საფრენოსნო დრო – დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება მაშინ, როცა ეკიპაჟის წევრი ვალდებულია გამოცხადდეს სასამსახურო მოვალეობების შესასრულებლად, ფრენის ან ფრენების სერიის შესრულებისას, და მთავრდება სხ-ს სრული შეჩერებისა და ძრავების გამორთვისას, ბოლო იმ ფრენის დასრულების შემდეგ, სადაც იგი ეკიპაჟის წევრია.
ჰ.22) საფრენოსნო დრო, ფრენის დრო - საერთო დრო, ვერტმფრენის მზიდი ხრახნის ბრუნვის დაწყებიდან ვერტმფრენის სრულ გაჩერებამდე ფრენის დასრულებისას და მზიდი ხრახნის ბრუნვის შეჩერებამდე.
შენიშვნა: ეს ტერმინი არის სინონიმი ტერმინებისა: „სრული საფრენოსნო დრო“ ან „დრო ხუნდების აღებიდან დაყენებამდე“, რაც სხ-ის მოძრაობის დაწყებიდან (აფრენის მიზნით) მის სრულ შეჩერებამდე (ფრენის დასრულებისას) იზომება.
ჰ.23) საფრენად ვარგისი – სხ-ის, ძრავის, საჰაერო ხრახნის ან ნაწილის ისეთი მდგომარეობა, როცა ის დადგენილ აგებულებას შეესაბამება და უსაფრთხო ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.
ჰ.24) საფრენად ვარგისობის შენარჩუნება – ღონისძიებების ერთობლიობა, რის საშუალებითაც უზრუნველყოფილია საფრენად ვარგისობის მოთხოვნებთან სხ-ების შესაბამისობა, და მათი შენარჩუნება იმ მდგომარეობაში, რაც საჭიროა უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.
ჰ.25) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი – ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები (მფრინავები), რომლებსაც, სასამსახურო-საფრენოსნო დროის განმავლობაში, სხ-ს მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრიათ.
ჰ.26) საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო - საფრენად ვარგისობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს იმ შეზღუდვებს, რის ფარგლებშიაც სხ საფრენად ვარგისად ითვლება, და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო, სხ-ს უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფ, ინსტრუქციებსა და ინფორმაციას.
ჰ.27) საზღვაო ოპერაციები – ოპერაციები, როდესაც ფრენის უმეტესი ნაწილი ოფშორულ პუნქტებზე და უკან ხორციელდება ზღვის თავზე. ასეთი ოპერაციები, სხვა დანარჩენებთან ერთად, შეიცავს ნავთობის,გაზის და სხვა სასარგებლო მადნეულის საზღვაო საბადოების ექსპლუატაციის უზრუნველყოფას, აგრეთვე საზღვაო ლოცმანების გადაყვანას.
ჰ.28) ტექნიკური მომსახურების მოწმობა – საბუთი, რომელიც შეიცავს მასში მითითებული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დამაკმაყოფილებლად შესრულების დამადასტურებელ მონაცემებს, რაც შეესაბამება ტექნიკური მომსახურების ორგანიზების სახელმძღვანელოთი ან ეკვივალენტური სისტემის ფარგლებში აღწერილ დამტკიცებულ პროცედურებს.
ჰ.29) ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციის პროცედურების სახელმძღვანელო – ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული საბუთი, რომელიც ორგანიზაციის სტრუქტურაზე, მისი ხელმძღვანელების მოვალეობებზე, შესასრულებელი სამუშაოების სახეობებზე, საწარმოო ბაზაზე, ტექნიკური მომსახურების პროცედურებზე, ხარისხის სისტემაზე და საინსპექციო შემოწმებებზე დაწვრილებით ინფორმაციას შეიცავს.
ჰ.30) ფრენის სამუშაო გეგმა – ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლად, ექსპლუატანტის მიერ შედგენილი გეგმა, რითაც სხ-ს საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები, საექსპლუატაციო შეზღუდვები და დასახულ მარშრუტზე და აეროდრომ(ებ)ზე მოსალოდნელი პირობები გაითვალისწინება.
ჰ.31) ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის ორგანოსათვის წარდგენილი ცნობები დაგეგმილ ფრენაზე ან მის ნაწილზე.
ჰ.32) ფრენების შესრულების სახელმძღვანელო - წესების, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების შემცველი დოკუმენტი, რომლითაც ექსპლუატანტის პერსონალი საკუთარი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს.
ჰ.33) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო - ექსპლუატანტის სახელმწიფოსათვის მისაღები საბუთი, რომელიც შეიცავს საფრენოსნო ეკიპაჟის ქმედებებს ჩვეულ, განსაკუთრებულ და საავარიო ვითარებებში, საკონტროლო შემოწმებათა ნუსხებს, შეზღუდვებს, საფრენოსნო-ტექნიკურ მახასიათებლებს და ცნობებს სხ-ს სისტემებზე, აგრეთვე – სხვა, სხ-ს ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ, მასალებს.
შენიშვნა: საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო არის ფრენების შესრულების სახელმძღვანელოს ნაწილი.
ჰ.34) ფსიქოაქტიური ნივთიერებები - ალკოჰოლი, ოპოიდები, კანაბინოიდები, სედატიური საშუალებები, გიპოტიური პრეპარატები, კოკაინი, სხვა ფსიქოსტიმულატორები, ჰალუცინოგენები და აქროლადი გამხსნელები (თამბაქო და კოფეინი ფსიქოაქტიურ ნივთიერებად არ ითვლება).
ჰ.35) ღამე – დროის მონაკვეთი, საღამოს სამოქალაქო ბინდის დასრულებიდან დილის სამოქალაქო ბინდის დაწყებამდე ან დროის სხვა ის მონაკვეთი, მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის, რასაც უფლებამოსილი ორგანო დაამტკიცებს.
შენიშვნა: სამოქალაქო ბინდი მთავრდება საღამოს, როცა მზის დისკოს ცენტრი ჰორიზონტის ხაზის დაბლა 60-ზეა, და იწყება დილით, როცა მზის დისკოს ცენტრი ჰორიზონტის ხაზის დაბლა 60-ზეა.
ჰ.36) ფრენების უსაფრთხოების დოკუმენტაციის სისტემა - ექსპლუატანტის მიერ დადგენილი ურთიერთდაკავშირებული საბუთების კომპლექტი, რომელიც შეიცავს სისტემატიზებულ იმ ინფორმაციას, რაც საჭიროა საფრენოსნო და სახმელეთო ოპერაციებისათვის (სულ ცოტა, ფშს-ს და ტექნიკური მომსახურების რეგულირების სახელმძღვანელოს).
ჰ.37) ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემა - ფრენების უსაფრთხოებისადმი სისტემური მიდგომა, საორგანიზაციო სტრუქტურის, პასუხისმგებლობის დონეების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და პროცედურების ჩათვლით.
ჰ.38) ფრენების ხელმძღვანელობა – სხ-ს უსაფრთხოების, ფრენების რეგულარობისა და ეფექტურობის ინტერესებიდან გამომდინარე, ფრენის დაწყებაზე, დამთავრებაზე, მარშრუტის შეცვლაზე უფლებამოსილების განხორციელება.
ჰ.39) ხილვადობის სიშორე ადზ–ზე (RVR) – მანძილი, რომლის ფარგლებშიაც ადზ-ის ღერძულა ხაზზე მდებარე სხ-ს პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განთავსებული სიგნალები (ნიშნები) ან ადზ-ის შემომსაზღვრელი ან მისი ღერძულა ხაზის მანიშნებელი ნათურები.
ჰ.40) ფრენის იმიტაციის საწაფი - ქვემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც ხმელეთზე ხდება ფრენის პირობების ასახვა:
ჰ40.ა) საწაფი – მოწყობილობა, რითაც კაბინაში რეალური ვითარების, ხელსაწყოების ჩვენებების, მექანიკური, ელექტრული, ელექტრონული და საბორტო სხვა სისტემების მარტივი ფუნქციების, სხ-ის ტიპის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ასახვაა უზრუნველყოფილი.
ჰ.40ბ) მათვის ტექნიკის შესამუშავებელი საწაფი – მოწყობილობა, რომელიც ზუსტად ასახავს სხ-ის ტიპის კაბინას, აგრეთვე, მექანიკური, ელექტრული, ელექტრონული და საბორტო სხვა სისტემების რელური ფუნქციების,საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის ჩვეული ვითარების, სხ-ის ტიპის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ასახვას უზრუნველყოფს.
ჰ.40გ) ძირითადი სახელსაწყო ფრენისათვის მოსამზადებელი საწაფი – შესაბამისი ხელსაწყოებით აღჭურვილი საწაფი, რითაც სხ-ის სახელსაწყო ფრენა აისახება კაბინაში.
ჰ.41) მიწისზედა მომსახურება – საჰაერო მოძრაობის მომსახურების გარდა, სხ–ს აეროპორტში ჩამოფრენის და აეროპორტიდან გაფრენისთვის აუცილებელი მომსახურება.
ჰ.42) ძრავა – სხ-ის მოძრაობაში მომყვანი მოწყობილობა, რომელიც შეიცავს, სულ ცოტა, იმ ნაწილებსა და აღჭურვილობას, რაც მის სამოქმედოდ და საკონტროლოდ არის საჭირო. ძრავა არ შეიცავს საჰაერო/მზიდ ხრახნს.
ჰ.43) კრიზისული ძრავა – ის ძრავა, რომლის მტყუნებაც სხ-ის მახასიათებლებზე ყველაზე უფრო არახელსაყრელ გავლენას ახდენს.
ჰ.44) მარშრუტზე ფრენის ეტაპი – ფრენის მონაკვეთი, აფრენისა და სიმაღლის აღების პირველადი ეტაპის დამთავრებიდან დასაფრენად შესვლისა და დაფრენის ეტაპის დასაწყისამდე.
შენიშვნა. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის გარანტირებული დაბრკოლების ვიზუალურად გადაფრენის სათანადო სიმაღლე, ფრენები უნდა დაიგეგმოს იიმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს დაბრკოლების გადაფრენა სიმაღლის საკმარისი მარაგით. კრიტიკული ძრავის მთყუნების შემთხვევებისთვის ექსპლუატანტს შეიძლება დასჭირდეს ალტერნატიული პროცედურების შემოღება.
ჰ.45) ფრენების უზრუნველყოფის დისპეჩერი – ექსპლუატანტის მიერ ფრენების საკონტროლოდ და სამეთვალყურეოდ დანიშნული პირი (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას მოწმობა), რომელსაც აქვს ჩიკაგოს კონვენციის №1 დანართის შესაბამისი კვალიფიკაცია და ატარებს ინსტრუქტაჟს და/ან მეთაურს ეხმარება ფრენის უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფაში.
ჰ46) აფრენისას გადაწყვეტილების მიღების წერტილი (TDP) –ასაფრენი მახასიათებლების დასადგენად გამოყენებული წერტილი, რომლის შემდეგაც, ამ წერტილში ძრავის მტყუნებისას, აფრენა შეიძლება ან შეწყდეს, ან გაგრძელდეს უსაფრთხოდ.
შენიშვნა. TDP ეხება მხოლოდ ვერტმფრენებს, რომლებიც ასრულებენ I კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი ექსპლუატაციას.
ჰ.47) ადამიანის შესაძლებლობები – საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე მოქმედი, ადამიანის უნარი და მისი შესაძლებლობების ფარგლები.
ჰ.48) ადამიანური ფაქტორის ასპექტები – პრინციპები, რომლებიც გამოიყენება დაპროექტების, სერტიფიცირების, კადრების მომზადებისა და საექსპლუატაციო საქმიანობისას, და გამიზნულია ადამიანსა და მოწყობილობებს შორის უსაფრთხო ურთიერთმოქმედების უზრუნველსაყოფად, ადამიანის შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ჰ.49) უნივერსალური დამცავი კოსტუმი – დამცავი კოსტუმი, რომელიც კომპლექსურად პასუხობს მოთხოვნებს, რომელიც წაეყენება დამცავ კოსტუმს და სამაშველო ჟილეტს.
ჰ.50) ფრენების სერია – თანმიმდევრული ფრენები, რომლებიც იწყება და მთავრდება 24 საათის განმავლობაში და რომელიც სრულდება ერთი და იმავე სხ–ს მეთაურის მიერ.
ჰ.51) დასვენების დრო – უწყვეტი და გარკვეული დროის მონაკვეთი სასამსახურო მოვალეობების შესრულების შემდეგ და/ან მანამდე, რომლის განმავლობაშიც ეკიპაჟის წევრი გათავისუფლებულია ნებისმიერი სასამსახურო მოვალეობის შესრულებისაგან.
მუხლი 4🔗.
სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ვერტმფრენის ექსპლუატაციის პროცედურების დაცვა
1. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა ავიაპერსონალმა უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენისას, შეასრულოს იმ ქვეყნის კანონები, წესები და პროცედურები სადაც ხორციელდება ფრენა.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრმა იცოდეს მის უფლება-მოვალეობების შესრულებათან დაკავშირებული ნორმატიული აქტები და პროცედურები, რომლებიც ეხება ფრენის რაიონებს, გამოსაყენებელ აეროდრომებს და შესაბამის საერნაოსნო სანავიგაციო საშუალებებს.
შენიშვნა: ინფორმაცია პილოტებისათვის და ფრენების წარმოებაში დაკავებული პერსონალისთვის, რომელიც ეხება ფრენის სქემებს და საექსპლუატაციო პროცედურებს, მოცემულია PANS-OPS (იკაოს DOC 8168) I ტომში. ვიზუალური ფრენის და სახელსაწყო ფრენის სქემების შედგენის პროცედურები მოცემულია PANS-OPS (იკაოს DOC 8168) II ტომში. იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს რომელიმე რაიონში ამ მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია და ითხოვს განსხვავებული წესების დადგენას, ეს განსხვავებები უნდა აისახოს კონკრეტული რაიონის ან აეროდრომის ფრენის შესრულების წესებში.
3. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ეკიპაჟი ფლობდეს იმ ენას, რომელიც გამოიყენება რადიოკავშირში, იმ დონეზე, რომელიც შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის მოთხოვნებს.
4. ფრენების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელია ექსპლუატანტი ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენელი.
5. ფრენების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ვერტმფრენის მეთაურს. თუ ექსპლუატანტის პროცედურებით გათვალისწინებულია ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტის/ავიადისპეჩერის მონაწილეობა ფრენების შესრულების კონტროლზე, ამ შემთხვევაში დელეგირება ეძლევა ვერტმფრენის მეთაურსაც და ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტს/ავიადისპეტჩერს.
შენიშვნა: საექსპლუატაციო კონტროლის და ფრენების მომზადების ავიადისპეჩერების საინსტრუქციო მასალა მოცემულია იკაოს DOC 8335. ფრენების მომზადების დისპეჩერების უფლებამოსილების, ვალდებულებების და პასუხისმგებლობების საინსტრუქციო მასალა მოცემულია იკაოს DOC 9376-ში. ფრენების მომზადების ავიადისპეჩერის მოწმობის მიღების მოთხოვნები მოცემულია „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს #150 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესში“.
6. თუ ფრენების უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეჩერი პირველი იღებს შეტყობინებას ავარიულ სიტუაციაზე, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ფრენის უსაფრთხოების და/ან ნებისმიერი პირის მიმართ საშიშროება, ამ წესის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს სიტუაციის არსის და დახმარების აღმოჩენის მოთხოვნის შესახებ, თუ ეს საჭირო გახდება.
7. თუ ვერტმფრენის და/ან ნებისმიერი პირის მიმართ წარმოქმნილი ავარიული სიტუაცია საჭიროებს ადგილობრივი წესების და პროცედურების დარღვევას, ამის შესახებ ვერტმფრენის მეთაური დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოს. სახელმწიფოს მოთხოვნით, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ინციდენტი, ვერტმფრენის მეთაური წარუდგენს მოხსენებას ან სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. ამ შემთხვევაში მოხსენების ასლს ვერტმფრენის მეთაური წარადგენს სააგენტოში. ასეთი მოხსენებები წარდგენილი უნდა იქნეს რაც შეიძლება სწრაფად და არაუგვიანეს 10 დღისა.
8. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ვერტმფრენის მეთაურს ბორტზე ჰქონდეს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც ეხება იმ რაიონის საძებნ–სამაშველო სამსახურს, რომლის ტერიტორიასაც გადაუფრენს ვერტმფრენი. ეს ინფორმაცია შესაძლებელია შეტანილი იქნეს ფრენების შესრულების სახელმძღვანელოში, ან შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფორმით, რომელიც ჩაითვლება მიზანშეწონილად.
მუხლი 5🔗.
უცხო ქვეყნის ექსპლუატანტის მიერ საქართველოს ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და სხ-ის საფრენოსნო პროცედურების დარღვევა
1. თუ გამოვლინდა ან სავარაუდოა უცხო ქვეყნის ექსპლუატანტის მიერ საქართველოს ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და პროცედურების დარღვევა, ან ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ხარვეზი, სააგენტო ამის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ექსპლუატანტს და საჭიროების შემთხვევაში, ექსპლუატანტის საავიაციო ხელისუფლებას. თუ სხ–ს ექსპლუატანტის და რეგისტრაციის ქვეყნები განსხვავდება შეტყობინება ეგზავნება აგრეთვე რეგისტრაციის ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას, თუ საკითხი შედის ამ ქვეყნის პასუხიმგებლობაში და საჭიროებს შეტყობინებას.
2. შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, თუ საკითხი და მისი მოგვარება საჭიროებს, სააგენტო მართავს კონსულტაციებს ექსპლუატანტის და რეგისტრაციის საავიაციო ხელისუფლებებთან, ექსპლუატანტის მიერ ფრენების უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფის თაობაზე.
მუხლი 6🔗.
ფრენების უსაფრთხოების მართვა
1. ექსპლუატანტი ვალდებულია ჩამოაყალიბოს ფრენების უსაფრთხოების მართვის (SMS) ისეთი სისტემა, რომელიც როგორც მინიმუმი:
ა) განსაზღვრავს ფრენების უსაფრთხოების რისკებს;
ბ) უზრუნველყოფს კორექტირებადი ქმედებების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია ფრენების უსაფრთხოების შეთანხმებული მაჩვენებლების შესანარჩუნებლად.
გ) ითვალისწინებს მუდმივი მონიტორინგის განხორციელებას და ფრენების უსაფრთხოების მაჩვენებლების რეგულარულ შეფასებას.
დ) მიზნად ისახავს ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთო მაჩვენებლების მუდმივი გაუმჯობესებას.
შენიშვნა: ფრენის უსაფრთხოების სისტემის მაჩვენებლების განსაზღვრის სახელმძღვანელო მასალებს შეიცავს იკაოს DOC 9859.
2. ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემაში მკვეთრად უნდა იყოს გამოკვეთილი ფრენის უსაფრთხოების საკითხებში პასუხისმგებლობის განაწილება ექსპლუატანტის მთელ ორგანიზაციაში, მათ შორის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ფრენების უსაფრთხოებაზე.
შენიშვნა. ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის საინსტრუქციო მასალებს შეიცავს Doc 9859.
3. 2014 წლის 1 იანვრიდან 7 000კგ–ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე ან 9-ზე მეტი სავარძლების რაოდენობის მქონე თვითჩამწერით აღჭურვილი ვერტმფრენის ექსპლუატანტი ვალდებულია მიიღოს და შეასრულოს ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამა, როგორც ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის შემადგენელი ნაწილი.
შენიშვნა: ექსპლუატანტი უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამის შესრულება გადასცეს სხვა მხარეს. მაგრამ პასუხისმგებლობა პროგრამის შესრულებაზე ეკისრება ექსპლუატანტს.
4. ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამა არ ითვალისწინებს ვინმეს დასჯას, არამედ შეიცავს სათანადო ზომებს ინფორმაციის წყაროს დასაცავად.
შენიშვნა. ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია Doc 9859-ში.
5. ექსპლუატანტი ვალდებულია ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში შექმნას ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემა, რომელიც განკუთვნილია ექსპლუატანტის პერსონალისათვის სახელმძღვანელოდ.
მუხლი 7🔗.
სახიფათო ტვირთები
ექსპლუატანტი ვალდებულია სხ-ით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას უზრუნველყოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა.
მუხლი 8🔗.
ფსიქოაქტიური საშუალებების გამოყენება
სამოქალაქო ავიაციის სამუშაო ადგილებზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების აღკვეთის უზრუნველსაყოფად, ექსპლუტანტი ვალდებულია გაატაროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის N6 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამუშაო ადგილებზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების აღკვეთის ტიპობრივი ინსტრუქციით“ გათვალისწინებული ღონისძიებები.)
შენიშვნა: დებულებები, რომელიც ეხება ფსიქოაქტიურ საშუალებების გამოყენებას მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის პირველ და მე-2 დანართებში.
თავი II
ფრენების შესრულება
მუხლი 9🔗.
საექსპლუატაციო საშუალებები
1. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფრენა არ იქნას დაწყებული ვიდრე არ დარწმუნდება, რომ არსებული სახმელეთო და/ან წყალზე გამოსაყენებელი საექსპლუატაციო საშუალებები, რომლებიც უშუალოდ არის საჭირო ამ ფრენის შესრულებისთვის, ვერტმფრენის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და მგზავრების უსაფრთხოებისათვის, შეესაბამება იმ ექსპლუატაციის პირობებს რომელშიც სრულდება ფრენა და ამ მიზნისთვის ისინი შესაბამისად გამოიყენება.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფრენისას გამოვლენილი საექსპლუატაციო საშუალებების ნებისმიერი გაუმართაობა დაუყოვნებლივ ეცნობოს მათზე პასუხისმგებელ ორგანოს.
მუხლი 10🔗.
ვერტმფრენის ექსპლუატანტის სერტიფიცირება და ზედამხედველობა
1. ექსპლუატანტს ეკრძალება შეასრულოს კომერციული გადაყვანა–გადაზიდვები, თუ მას არ აქვს სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი.
2. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი ანიჭებს უფლებას ექსპლუატანტს შეასრულოს კომერციული გადაზიდვები, საექსპლუატაციო დაშვებების შესაბამისად.
შენიშვნა:
სხ-ის ექსპლუტანტის სერტიფიკატი გაცემის მოთხოვნები და ზედამხედველობის პირობები დადგენილია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესით.“
3. ექსპლუატანტმა უნდა შეასრულოს იმ სახელმწიფოს მოთხოვნები, სადაც ასრულებს ფრენებს.
მუხლი 11🔗.
ფრენის შესრულების სახელმძღვანელო
1. ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშაოს ფშს, რომელიც განკუთვნილია ფრენების წარმოებით დაკავებული პერსონალის მოვალეობების შესრულებისათვის. ფშს, საჭიროების შემთხვევაში, გადაიხედება და იცვლება ინფორმაციის განახლების მიზნით. შესაბამისი პერსონალი ინფორმირებული უნდა იყოს ნებისმიერი ცვლილების ან დამატების თაობაზე. ფშს უნდა შედგეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ამასთან, სხ-ის ტიპიდან გამომდინარე, ცალკეული თავები ან მუხლები შეიძლება იყოს სხვადასხვაენოვანი.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია ფშს-ს ეგზემპლარი, ნებისმიერი ცვლილებებით და/ან დამატებებით წარუდგინოს სააგენტოს, განხილვისა და შეთანხმების მიზნით.
შენიშვნა. ფშს-ს სტრუქტურის და შინაარსის მოთხოვნები მოცემულია ამ წესების პირველ დანართში.
მუხლი 12🔗.
საექსპლუატაციო ინსტრუქცია
1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საექსპლუატაციო პერსონალის ყველა წევრი სათანადოდ იყოს ინსტრუქტირებული მათი უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის შესახებ.
2. ფრენის შესრულებისათვის, სიმძლავრის მიწოდებით მზიდი ხრახნის ბრუნვის დაწყება ნება დართულია მხოლოდ კვალიფიცირებული პილოტისათვის. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს სპეციალური მომზადება და ინსტრუქციები ყველა იმ სხვა პერსონალისათვის, რომლებიც ახორციელებენ სიმძლავრის მიწოდებით მზიდი ხრახნის ბრუნვას სხვა მიზნებისათვის, გარდა ფრენისა.
3. ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს და გამოსცეს საექსპლუატაციო ინსტრუქცია და უზრუნველყოს ინფორმირება სიმაღლის აღებისას საჰაერო ხომმალდის საფრენოსნო მახასიათებლებზე ყველა მოქმედი ძრავით, რაც მისცემს საშუალებას ხომალდის მეთაურს განსაზღვროს სიმაღლის აღების გრადიენტი რომელიც შესაძლებელია მიაღწიოს აფრენის ეტაპზე აფრენის პირობების და აფრენის სავარაუდო ტექნიკის გამოყენებით. ეს ინფორმაცია უნდა იქნეს შეტანილი ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში.
მუხლი 13🔗.
ავარიული ვითარების იმიტირება ფრენის დროს
სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ავარიული ვითარება ან არასტანდარტული სიტუაცია არ იყოს იმიტირებული, როდესაც სხ-ზე იმყოფება მგზავრი ან განთავსებულია ტვირთი.
მუხლი 14🔗.
შემოწმების კითხვარი
1. ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს შემოწმების კითხვარი სტანდარტული, არასტანდარტული და ავარიული სიტუაციებისთვის, აგრეთვე ეკიპაჟის მიერ მათი გამოყენების წესები.
2. შემოწმების კითხვარი საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებმა უნდა გამოიყენონ ფრენის ყველა ეტაპის დაწყებამდე, განმავლობაში და დამთავრების შემდეგ, აგრეთვე ავარიულ სიტუაციებში, რათა უზრუნველყონ საექსპლუატაციო პროცედურების დაცვა, რომელიც აღწერილია ფშს-ში ან/და სეს-ში ან სხ–ის საფრენად ვარგისობის მოწმობასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელოში.
3. შემოწმების კითხვარის შემუშავების და გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანური ფაქტორი.
მუხლი 15🔗.
ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე
1. ექსპლუატანტს უფლება აქვს დაადგინოს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები იმ მარშრუტებზე, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ, რომლის საჰაერო სივრცეშიც სრულდება ფრენა ან სახელმწიფოს მიერ რომელიც პასუხისმგებელია ფრენების უზრუნველყოფაზე, დადგენილია მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები იმ პირობით, რომ ეს სიმაღლეები არ იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სპეციალური ნებართვა.
2. ექსპლუატანტი მიუთითებს მეთოდს, რომლის საშუალებითაც ის აპირებს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების განსაზღვრას იმ მარშრუტებზე, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ, რომლის საჰაერო სივრცეშიც სრულდება ფრენა ან სახელმწიფოს მიერ რომელიც პასუხისმგებელია ფრენების უზრუნველყოფაზე, არ იყო დადგენილი მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები. ეს მეთოდი შეაქვს ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში. ამ მეთოდით განსაზღვრული მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დადგენილზე ნაკლები.
შენიშვნა: ექსპლუატანტს უფლება აქვს ისარგებლოს (აღნიშნული უნდა იყოს ფშს-ში) საერნაოსნო პუბლიკაციების კრებულით, რომელიც გამოქვეყნებულია სააგენტოსთვის მისაღები სპეციალური ორგანოს მიერ (მაგ. Jeppesen).
3. მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების განსაზღვრის მეთოდი შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან
4. სააგენტო ამ მეთოდს ითანხმებს მხოლოდ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მოქმედი შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ა) ვერტმფრენის ადგილმდებარეობის განსაზღვრის სიზუსტე და საიმედოობა;
ბ) სიმაღლის საზომების მაჩვენებლების უზუსტობა;
გ) რელიეფის მახასიათებლები (მაგ. სიმაღლის მკვეთრი ცვალებადობა);
დ) არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებში მოხვედრის ალბათობა (ძლიერი ტურბულენტობა და დაღმავალი ჰაერის მასები);
ე) სააერნაოსნო რუქების შესაძლებელი უზუსტობა;
ვ) შეზღუდული საჰაერო სივრცე.
მუხლი 16🔗.
ვერტოდრომების საექსპლუატაციო მინიმუმები
1. ექსპლუატანტი ვალდებულია დაადგინოს ყველა ვერტოდრომის, რომელსაც ის იყენებს, საექსპლუატაციო მინიმუმები. საექსპლუატაციო მინიმუმების განსაზღვრის მეთოდებს ამტკიცებს სააგენტო. ეს მინიმუმები არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, რომელიც შეიძლება დადგენილი იყოს სახელმწიფოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც არის განლაგებული ეს ვერტოდრომები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ სახელმწიფოს სპეციალური ნებართვა.
შენიშვნა: 1. თუ ექსპლუატანტი სარგებლობს (მიუთითებს ფშს-ში) საერნაოსნო პუბლიკაციების კრებულით, რომელიც გამოქვეყნებულია სახელმწიფოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია აეროდრომი ან სააგენტოსთვის მისაღებ სპეციალიზირებული ორგანოს მიერ (მაგ. Jeppesen) ითვლება, რომ ეს აკმაყოფილებს ამ პუნქტის სტანდარტს.
2. ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ გამოსაყენებელი ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმების დადგენისას სრულად იყოს გათვალისწინებული:
ა) ვერტმფრენის ტიპი, საფრენოსნო–ტექნიკური და მართვის მახასიათებლები;
ბ) საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა, კვალიფიკაცია და მათი გამოცდილება;
გ) ვერტოდრომის ფიზიკური მახასიათებლები და დასაფრენად სესვლის მიმართულება;
დ) არსებული ვიზუალური და არავიზუალური სახმელეთო საშუალებების შესაბამისობა და მახასიათებლები;
ე) ვერტმფრენზე არსებული აღჭურვილობა რომელიც გამოიყენება სააერნაოსნოდ და/ან დასაფრენად შესვლისა და მეორე წრეზე წასვლისას ფრენის ტრაექტორიის შესანარჩუნებლად;
ვ) წინაღობები დასაფრენად შესვლისა და მეორე წრეზე წასვლის არეში და სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლისას წინაღობების გადაფრენის აბსოლუტური და შეფარდებითი სიმაღლეების უკიდურესი მნიშვნელობა.
ზ) მეტეოროლოგიური პირობების განსაზღვრისა და გადაცემის საშუალებები;
თ) წინაღობები სიმაღლის აღების არეში აფრენისას და სიმაღლის აუცილებელი მარაგი წინაღობების გადაფრენისას.
3. აკრძალულია II და III კატეგორიით სახელსაწყო წესებით დასაფრენად შესვლა და დაფრენა, თუ არ არის გაცემული ინფორმაცია ადზ–ზე მხედველობის სიშორეზე(RVR).
4. თუ ინფორმაცია ადზ–ზე მხედველობის სიშორეზე (RVR) არ არის გაცემული, სახელსაწყო წესებით დასაფრენად შესვლის და დაფრენის ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმის დადგენა 800 მ–ზე დაბლა აკრძალულია.
მუხლი 17🔗.
საწვავისა და ზეთის მარაგის აღრიცხვა
1. ექსპლუატანტი ვალდებულია აწარმოოს საწვავით და ზეთით გამართვის აღრიცხვა, რომელიც სააგენტოს საშუალებას აძლევს დარწმუნდეს, რომ ნებისმიერი ფრენის შესრულებისას ის მოთხოვნები, რომლებიც აღწერილია ამ წესის 25–ე მუხლში დაკმაყოფილებულია.
2. საწვავისა და ზეთით გამართვის აღრიცხვის დოკუმენტაცია ექსპლუატანტმა უნდა შეინახოს არანაკლებ 3 (სამი) თვის განმავლობაში.
მუხლი 18🔗.
ეკიპაჟი
1. ექსპლუატანტი ყოველ ფრენაზე ნიშნავს ერთ პილოტს ვერტმფრენის მეთაურის რანგში.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშაოს წესები ყველა ეკიპაჟის წევრისათვის საფრენოსნო დროისა და ლიმიტების, საფრენოსნო მოვალეობის შესრულების ხანგრძლივობის და დასვენების პერიოდის შესახებ.
მუხლი 19🔗.
მგზავრები
1. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფრენის შესრულებამდე განხორციელდეს მგზავრების ინფორმირება უსაფრთხოებისა და ავრიული ვითარებისას გამოსაყენებელი შემდეგი მოწყობილობების განთავსების ადგილების და გამოყენების წესების შესახებ:
ა) მისაბმელი ღვედები;
ბ) ავარიული გასასვლელები;
გ) საავარიო ჟილეტები, თუ მათი განლაგება განსაზღვრულია სხ–ზე;
დ) ჟანგბადის მოწყობილობა თუ მისი გამოყენება მგზავრების მიერ არის განსაზღვრული;
ე) პირადი გამოყენების სხვა საავარიო–სამაშველო აღჭურვილობა, ავარიულ სიტუაციაში მგზავრების ქმედების სქემების ჩათვლით, განლაგების ადგილსა და გამოყენების წესებზე.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრების ინფორმირება ერთობლივი გამოყენების ძირითადი საბორტო საავარიო–სამაშველო აღჭურვილობის განლაგების ადგილსა და მათი გამოყენების წესებზე.
3. ფრენისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნისას, მგზავრებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი ისეთ სასწრაფო ქმედებებზე, რომლებიც მიზანშეწონილი იქნება არსებულ ვითარებაში.
4. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ვერტმფრენზე მყოფი ყველა მგზავრი მიბმული იყოს მისაბმელი ღვედებით სავარძელზე აფრენა–დაფრენისას, აგრეთვე როცა ეს ჩაითვლება სავალდებულოდ ტურბულენტობის ან ნებისმიერი ავარიული სიტუაციის წარმოქმნისას.
მუხლი 20🔗.
წყლის თავზე ფრენა
ნებისმიერი ვერტმფრენი, რომელიც ასრულებს ფრენებს არახელსაყრელ პირობებში, ამ წესის 49–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა იყოს სერტიფიცირებული წყალზე დაფრენისათვის. წყლის ზედაპირის მდგომარეობის მონაცემები შეადგენს წყლის ზედაპირზე დაფრენის ინფორმაციის განუყოფელ შემადგენელ ნაწილს.
მუხლი 21🔗.
საფრენად მომზადება
1. ფრენა, ან ფრენების სერია არ შეიძლება დაიწყოს მანამდე, სანამ არ იქნება შევსებული გაფრენისწინა მომზადების დოკუმენტაცია და ვერტმფრენის მეთაური არ დარწმუნდება, რომ შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია და რომ:
ა) ვერტმფრენი საფრენად ვარგისია;
ბ) ამ წესების 43-ე მუხლით გათვალისწინებული ვერტმფრენის ხელსაწყოები და აღჭურვილობა საკმარისი რაოდენობითაა დამონტაჟებული ფრენის შესასრულებლად, MEL-ის გათვალისწინებით;
გ) სხ ტექნიკურად შემოწმებულია და მასზე გამოწერილია ტექმომსახურების მოწმობა;
დ) ვერტმფრენის მასა და გაწონასწორება შესაძლებლობას იძლევა მოსალოდნელ პირობებში ფრენა შესრულდეს უსაფრთხოდ;
ე) ვერტმფრენის ბორტზე ნებისმიერი ტვირთი სწორად არის განაწილებული და საიმედოდაა დამაგრებული;
ვ) შემოწმებამ აჩვენა, რომ ამ წესის 39-ე მუხლით განსაზღვრული საექსპლუატაციო შეზღუდვები დაგეგმილი ფრენის დროს იქნება დაცული;
ზ) ფრენის სამუშაო გეგმის შედგენის მოთხოვნები დაცულია;
2. გაფრენისწინა მომზადების შევსებულ ფორმებს ექსპლუატანტი ინახავს არანაკლებ 3 თვის განმავლობაში.
3. ფრენის უსაფრთხოების, რეგულარულობის და ეფექტურობის მიზნით, ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს ეკიპაჟის წევრები და სხვა საექსპლუატაციო პერსონალი წინასაფრენოსნო ჰაერსანაოსნო ინფორმაციით ყველა იმ აეროდრომზე, რომელზეც იგი ექსპლუატაციას უწევს სხ-ებს.
4. ექსპლუატანტი ვალდებულია საფრენოსნო ეკიპაჟის და პერსონალისთვის შეიმუშაოს NOTAM-ის მომზადების და გავრცელების პროცედურები, აგრეთვე AIP-ში მოცემული ინფორმაციის მომზადების და გავრცელების პროცედურები.
მუხლი 22🔗.
ფრენის სამუშაო გეგმის შედგენა
1. ყოველი დაგეგმილი ფრენისთვის ან ფრენების სერიისათვის უნდა შედგეს ფრენის სამუშაო გეგმა. ფრენის სამუშაო გეგმა მტკიცდება ვერტმფრენის მეთაურის მიერ. გეგმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპლუატანტს, ან მის მიერ დანიშნულ წრმომადგენელს, თუ ეს შეუძლებელია, გეგმა შესანახად გადაეცემა გაფრენის ვერტოდრომის უფლებამოსილ ორგანოს, ან რეგისტრირდება გაფრენის პუნქტში.
2. ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში უნდა იყოს აღწერილი ფრენის სამუშაო გეგმის შინაარსი და მისი გამოყენების წესი.
მუხლი 23🔗.
სათადარიგო ვერტოდრომები
1. აფრენისათვის სათადარიგო ვერტოდრომი შეირჩევა და მიეთითება ფრენის სამუშაო გეგმაში, იმ შემთხვევაში, როცა მეტეოროლოგიური პირობები გაფრენის ვერტოდრომზე შეესაბამება ამ ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმს ან მასზე ნაკლებია.
2. სათადარიგო ვერტოდრომი შეირჩევა იმ პირობით, რომ მისი გამოყენების სავარაუდო დროისათვის მეტეოროლოგიური პირობები შეესაბამება ამ ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმს ან მასზე მეტია.
3. დანიშნულების პუნქტის სათადარიგო ვერტოდრომი უნდა შეირჩეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა) სახელსაწყო წესებით შესრულებული ფრენისას, შეირჩევა ერთი სათადარიგო ვერტოდრომი მაინც და მიეთითება ფრენის სამუშაო გეგმაში და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ფრენის გეგმაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
ა.ა) ფრენის ხანგრძლივობა და მეტეოროლოგიური პირობები იძლევა იმის საფუძველს, რომ დანიშნულების ვერტოდრომზე მიფრენის სავარაუდო დროისათვის და ამ დროიდან 1 საათით ადრე და 1 საათის შემდეგ დასაფრენად შესვლა და დაფრენა შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალურ მეტეო პირობებში.
ა.ბ) დაფრენის ვერტოდრომი არის იზოლირებულ რაიონში და არ არსებობს გამოსადეგი სათადარიგო
ვერტოდრომი. ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს დაბრუნების წერტილი (PNR)
ბ) დანიშნულების პუნქტის სათადარიგო ვერტოდრომად უნდა შეირჩეს ის ვერტოდრომი, რომელზეც გამოყენების სავარაუდო დროისათვის ამინდის პროგნოზი იძლევა იმის გარანტიას, რომ დასაფრენად შესვლის პირობები იქნება საექსპლუატაციო მინიმუმების შესაბამისი.
გ) თუ, დანიშნულების ვერტოდრომის პროგნოზირებადი ამინდი დაბალია მის საექსპლუატაციო მინიმუმზე, არჩეული უნდა იყოს 2 სათადარიგო ვერტოდრომი. ერთ-ერთ სათადარიგო ვერტოდრომზე პროგნოზირებადი ამინდი უნდა შეესაბამებოდეს ან მეტი იყოს დანიშნულების ვერტოდრომის მინიმუმს, ხოლო მეორე სათადარიგო ვერტოდრომის პროგნოზირებადი ამინდი უნდა შეესაბამებოდეს ან მეტი იყოს სათადარიგო ვერტოდრომების საექსპლუატაციო მინიმუმებს: ვერტიკალური მხედველობა უნდა აღემატებოდეს ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმს 120მ-ით (400ფტ), ხოლო ხილვადობა 1500მ-ით.
4. გამოსადეგი სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომები აირჩევა შემდეგი პირობებით:
ა) სათადარიგო ვერტოდრომი ზღვაში გამოიყენება მხოლოდ დაბრუნების წერტილის გადალახვის შემდეგ. დაბრუნების ზღვრამდე ფრენისას გამოიყენება მხოლოდ სახმელეთო სათადარიგო ვერტოდრომები და აეროდრომები;
ბ) სათადარიგო ვერტოდრომის არჩევისას მიიღება მხედველობაში და გაითვალისწინება კრიტიკული მართვის სისტემების და კომპონენტების მექანიკური საიმედოობა;
გ) ერთძრავიანი ფრენის მახასიათებლები;
დ) თავისუფალი დასაფრენი ადგილი ბანზე გარანტირებულია შეძლებისდაგვარად;
ე) მეტეოროლოგიური ინფორმაცი უნდა იყოს ხარისხიანი და სანდო.
5. თუ პირობები საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს სახმელეთო სათარიგო ვერტოდრომი, საზღვაო ვერტოდრომი არ გამოიყენება.
მუხლი 24🔗.
მეტეოროლოგიური პირობები
1. ფრენა, რომელიც უნდა შესრულდეს ვიზუალური ფრენის წესებით, არ შეიძლება დაიწყოს მანამდე, სანამ მიმდინარე მეტეოროლოგიური გარემოება ან/და მიმდინარე და პროგნოზირებული ამინდი არ მიუთითებს იმაზე, რომ მარშრუტზე ან მარშრუტის იმ მონაკვეთზე, რომელზეც სხ იფრენს, მეტეოროლოგიური პირობები არ იქნება ვფწ–ით ფრენის შესრულების შესაბამისი.
შენიშვნა:
ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება მაშინაც, როდესაც გამოიყენება ღამის ხედვის სისტემა (NVIS) ან ვიზუალიზაციის გაუმჯობესების სხვა სისტემები.
2. ფრენა, რომელიც უნდა შესრულდეს სფწ-ით, არ შეიძლება დაიწყოს მანამდე, სანამ პროგნოზირებული ამინდი არ მიუთითებს იმაზე, რომ დანიშნულების ვერტოდრომზე ან სულ ცოტა ერთ სათადარიგო ვერტოდრომზე (სათადარიგო ვერტოდრომის საჭიროების შემთხვევაში) მიფრენის სავარაუდო დროისთვის იქნება ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმის შესაბამისი ან უკეთესი.
3. ფრენა, რომელიც უნდა შესრულდეს ცნობილი ან მოსალოდნელი შემოყინვის პირობებში, შეიძლება დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხ სერტიფიცირებულია და აღჭურვილია ასეთ პირობებში საფრენად.
4. ფრენა, რომელიც იგეგმება ან მოსალოდნელია შესრულდეს ცნობილი ან სავარაუდო მიწაზე შემოყინვის პირობებში, იწყება მხოლოდ მას მერე, როდესაც სხ შემოწმდა მასზე ყინულის საფარველის აღმოსაჩენად და მასზე, თუ ეს აუცილებელია, ჩატარებულია შემოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოები. სხ ყინულის ან სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი დაბინძურებული საფარველისგან უნდა გაიწმინდოს, რათა აფრენის წინ იგი იყოს საფრენად ვარგის მდგომარეობაში. ამ საკითხებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია Doc 9640-ში.
მუხლი 25🔗.
საწვავის და ზეთის მარაგი
1. ვერტმფრენი უნდა იყოს საწვავით და ზეთით საკმარისად გამართული ფრენის უსაფრთხო დასრულებისთვის, ფრენის გეგმიდან ნებისმიერი (მეტეო პირობები და სხვა შეფერხება) შესაძლო გადახვევის შემთხვევაში. გარდა ამისა, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის ვეტმფრენზე უნდა იყოს საწვავის სანავიგაციო მარაგი.
2. ვიზუალური ფრენისას ამ მუხლი პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა იქნეს გათვალსიწინებული:
ა) დაგეგმილ დასაფრენ ვერტოდრომამდე საკმარისი საწვავის მარაგი;
ბ) მაქსიმალური მანძილის დაფარვის სიჩქარეზე 20 წუთიანი ფრენისთვის საკმარისი საწვავის მარაგი;
გ) ფრენის გარემოებიდან გამომდინარე, საწვავის გაზრდილი ხარჯვის შემთხვევაში, დამატებითი საწვავის მარაგი ხომალდის მეთაურის გადაწყვეტილებით.
3. სახელსაწყო ფრენის წესებით ფრენისას საჭიროა:
ა) საწვავის მარაგი, როდესაც არ არსებობს სათადარიგო ვერტოდრომის მოთხოვნილება, დანიშნულების ვერტოდრომამდე ფრენისათვის, და:
ა.ა) დალოდების სიჩქარეზე 450 მეტრის(1500 ფუტი) სიმაღლეზე 30 წუთისთვის საკმარისი საწვავი და საწვავი, ხელსაწყოებით დაფრენის განსახორციელებლად;
ა.ბ) ფრენის გარემოებიდან გამომდინარე, საწვავის გაზრდილი ხარჯვის შემთხვევაში, დამატებითი საწვავის მარაგი ხომალდის მეთაურის გადაწყვეტილებით.
ბ) სათადარიგო ვერტოდრომის მოთხოვნილების შემთხვევაში საწვავის მარაგი დანიშნულების ვერტოდრომამდე ფრენისათვის, და:
ბ.ა) საწვავი ფრენის გეგმაში მითითებული სათადარიგო ვერტოდრომამდე მისაფრენად.
ბ.ბ) დალოდების სიჩქარეზე 450 მეტრის(1500 ფუტი) სიმაღლეზე 30 წუთისთვის საკმარისი საწვავი პლიუს ხელსაწყოებით დაჯდომის განსახორციელებლად სათადარიგო ვერტოდრომზე
ბ.გ) ფრენის გარემოებიდან გამომდინარე, საწვავის გაზრდილი ხარჯვის შემთხვევაში, დამატებითი საწვავის მარაგი ხომალდის მეთაურის გადაწყვეტილებით.
გ) ამ წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოსადეგი სათადარიგო ვერტოდრომის არ არსებობის შემთხვევაში, ბორტზე უნდა იყოს საწვავის საკმარისი მარაგი, რომელიც საშუალებას იძლევა შესრულდეს ფრენა დანიშნულების ვერტოდრომამდე და შემდეგ, განახორციელოს უსაფრთხო დაფრენა გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსაყენებლად საჭირო საწვავისა და ზეთის მარაგის გაფრენისწინა გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) პროგნოზირებული მეტეოროლოგიური პირობები;
ბ) საჰაერო მოძრაობის სამსახურიდან გამომდინარე მარშრუტიდან მოსალოდნელი ან გაუთვალისწინებელი გადახრები;
გ) სფწ დროს ერთი სახელსაწყო დაფრენა დანიშნულების ვერტოდრომზე და მეორე წრეზე წასვლა;
დ) მარშუტზე ფრენის დროს ერთი ძრავის მტყუნება;
ე) ნებისმიერი შემთხვევები რამაც შეიძლება გააჭიანუროს ვერტმფრენის დაგეგმილ დროს დაფრენა ან შემთხვევა რამაც შეიძლება გაზარდოს საწვავის და ზეთის ხარჯი.
შენიშვნა. ფრენის გეგმაში ცვლილების შეტანას, მარშრუტის ცვლილებასთან დაკავშირებით იმ პირობით, რომ იმ წერტილიდან სადაც მიღებული ოყო გადაწყვეტილება მარშრუტის ცვლილებაზე, დაცული იქნება ამ წესის 25–ე მუხლის მოთხოვნები.
მუხლი 26🔗.
საწვავით გამართვა ვერტმფრენზე მგზავრების ყოფნისას, ან როდესაც ტრიალებს მზიდი ხრახნი
ვერტმფრენის საწვავით გამართვა მგზავრების ჩასხდომისას, მათი ბორტზე ყოფნისას ან მათი ვერტმფრენიდან ჩამოსვლისას, აგრეთვე როდესაც ტრიალებს მზიდი ხრახნი ნება დართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს მიერ არის გაცემული შეასაბამისი ნებართვა.
შენიშვნა 1. ვერტმფრენის საწვავით გამართვის დებულებას მოიცავს იკაოს მე-14 დანართის I ტომი და საწვავით გამართვის უსაფრთხო მეთოდებთან დაკავშირებული სახელმძრვანელო მასალა მოცემულია სააეროპორტო მომსახურების სახელმძღვანელოში Doc 9137-ის 1-ლ და მე-8 ნაწილში.
2.არასაავიაციო ნავთით ან სხვა საწვავით გამართვის დროს როდესაც შესაძლებელია წარმოიშვას საავიაციო ნავთისა და სხვა სახის საწვავის ნარევი ან გამოიყენება საწვავით გამართვის ღია სისტემა, აუცილებელია დაცული იყოს უსაფრთხოების დამატებითი ზომები.
მუხლი 27🔗.
ჟანგბადის მარაგი
1. თუ დაგეგმილი ფრენის აბსოლუტურ სიმაღლე არის ისეთი, რომელზეც ეკიპაჟის კაბინაში და მგზავრების სალონში ატმოსფერული წნევა მიაღწევს 700 ჰპა-ზე დაბალ ზღვარს, ფრენა უნდა შესრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასუნთქი ჟანგბადის მარაგი ბორტზე არის საკმარისი:
ა) ეკიპაჟის ყველა წევრისთვის და მგზავრების 10%-სთვის იმ 30 წუთზე მეტი ნებისმიერი დროის განმავლობაში, როდესაც წნევამ უნდა შეადგინოს 700-დან 620 ჰპა-მდე.
ბ) ეკიპაჟის წევრისთვის და მგზავრებისთვის ნებისმიერი დროის განმავლობაში, როდესაც წნევა იქნება 620 ჰპა–ზე დაბალი.
2. თუ დაგეგმილი ფრენა უნდა შესრულდეს ჰერმეტული ვერტმფრენით, დაიწყება ხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასუნთქი ჟანგბადის მარაგი ბორტზე ფრენის პირობებიდან გამომდინარე არის საკმარისი ეკიპაჟის ყველა წევრის და მგზავრებისთვის ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერი დროის განმავლობაში, თუ ეკიპაჟის კაბინაში და მგზავრების სალონში ატმოსფერული წნევა მიაღწევს 700 ჰპა–ზე დაბალ ზღვარს.
3.თუ სხ ასრულებს ფრენას ისეთ აბსოლუტურ სიმაღლეზე, რომელზეც ატმოსფერული წნევა 376 ჰპა–ზე დაბალი ან მაღალია და სხ–ს არ შეუძლია უსაფრთხოდ დაეშვას 4 წუთის განმავლობაში ისეთ აბსოლუტურ სიმაღლემდე, რომელზეც ატმოსფერული წნევა შეადგენს 620 ჰპა–ს, სამგზავრო სალონში მყოფი პირებისათვის განსაზღვრული უნდა იყოს ჟანგბადის არანაკლებ 10 წუთიანი მარაგი.
4. ამ მუხლში გამოყენებულ აბსოლუტური სიმაღლეები სტანდარტულ ატმოსფეროში შეესაბამება მიახლოებით აბსოლუტური წნევის შემდეგ მნიშვნელობებს:
ა) 700 ჰპა აბსოლუტური წნევა - 3 000 ფტ - 10 000 მ;
ბ) 620 ჰპა აბსოლუტური წნევა - 4 000 ფტ - 13 000 მ;
გ) 376 ჰპა აბსოლუტური წნევა - 7 600 ფტ - 25 000 მ.
მუხლი 28🔗.
ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმები
1. ფრენა დანიშნულების ვერტოდრომამდე გრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი ინფორმაციით დაფრენის დროისთვის ამ ვერტოდრომზე ან სათადარიგო ერთ ვერტოდრომზე მაინც დაფრენა განხორციელდება ამ წესის მე–16 მუხლით დადგენილ საექსპლუატაციო მინიმუმების დაცვით.
2. დასაფრენად ზუსტი შესვლისას გარე მარკერით აღნიშნული საკონტროლო წერტილიდან სახელსაწყო ფრენის წესებით ან დასაფრენად არაზუსტი შესვლისას, აეროდრომის თავზე 300მ-ის (1000ფ) ქვევით დასაფრენად შესვლა არ გრძელდება თუ შეტყობინებული ხილვადობის ან საკონტროლო ადზ–ზე ხილვადობის მანძილის (RVR) მნიშვნელობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლებია.
3. თუ დასაფრენად ზუსტი შესვლისას გარე მარკერით აღნიშნული საკონტროლო წერტილის ან დასაფრენად არაზუსტი შესვლისას, აეროდრომის თავზე 300მ-ის (1000ფ) ქვევით დაშვების შემდეგ შეტყობინებული ხილვადობის ან საკონტროლო RVR-ის მნიშვნელობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები ხდება, დასაფრენად შესვლა შეიძლება გაგრძელდეს გადაწყვეტილების მიღების სიმაღლემდე (DA/H ან MDA/H). ნებისმიერ შემთხვევაში ვერტოდრომზე დასაფრენად შესვლა წყდება იმ წერტილიდან, საიდანაც ამ ვერტოდრომისთვის დადგენილი საექსპლუატაციო მინიმუმების შეზღუდვების დაცვა უზრუნველყოფილი არ არის.
მუხლი 29🔗.
მეტეოროლოგიური დაკვირვება
ვერტმფრენის მეთაურმა ფრენისას მეტეოროლოგიური დაკვირვება, აგრეთვე მათი რეგისტრაცია და მოხსენების გადაცემა უნდა განახორციელოს ჩიკაგოს კონვენციის მე–3 დანართის, PANS-ATM ( Doc 4444) და შესაბამისი დამატებითი რეგიონალური წესების (Doc7030) შესაბამისად.
მუხლი 30🔗.
შემხვედრი სახიფათო პირობები ფრენისას
ფრენისას შემხვედრ სახიფათო პირობების შესახებ, გარდა მეტეოპირობებისა, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კავშირზე მყოფ მეთვალყურეს, ან დისპეტჩერს. ამგვარ შეტყობინებაში დეტალურად უნდა იყოს გადმოცემული ყველა წვრილმანი რათა უნზრუნველყოფილი იყოს სხვა ვერტმფრენების უსაფრთხოება.
მუხლი 31🔗.
საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების სამუშაო ადგილი
1. აფრენა და დაფრენის დროს, საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრი, რომლებიც ვალდებულნი არიან შეასრულონ თავიანთი მოვალეობები პილოტების კაბინაში, უნდა იმყოფებოდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე.
2. მარშრუტზე ფრენისას, საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრი, რომლებიც ვალდებულნი არიან შეასრულონ თავიანთი მოვალეობები პილოტების კაბინაში, იმყოფებიან თავიანთ სამუშაო ადგილებზე, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც აუცილებელია კაბინის დატოვება ვერტმფრენის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მათი მოვალეობის შესასრულებლად ან ბუნებრივი მოთხოვნილობების დასაკმაყოფილებლად.
3. საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრი თავის სამუშაო ადგილებზე ყოფნისას უნდა იყვნენ დაბმულნი წელის დასაბმელი ქამრებით.
4. საფრენოსნო ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი რომელიც იკავებს პილოტის სავარძელს აფრენისა და დაფრენის დროს იყენებს დასაბმელ სისტემას. ეკიპაჟის სხვა წევრები აფრენისა და დაფრენის დროს იყენებენ დასაბმელ სისტემას, თუ მხრების დასაბმელი ქამრები არ უშლით მათ თავისი მოვალეობის შესრულებაში და თუ უშლით, მხრების დასაბმელი ქამრები შესაძლებელია მოხსნილი იყოს მაგრამ წელის დასაბმელი ქამრები უნდა იყოს შეკრული.
შენიშვნა:
დასაბმელი სისტემა შედგება წელისა და მხრების დასაბმელი ქამრებისაგან, რომლის გამოყენება შეიძლება ცალ–ცალკე.
მუხლი 32🔗.
ჟანგბადით სარგებლობა
საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრი ფრენისას სხ–ს უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფისთვის თავისი მოვალეობების შესრულებისას, როდესაც წარმოიქმნება ისეთი გარემოება, რომლისთვისაც საჭიროა ჟანგბადის დამატებითი მარაგი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თვითმფრინავზე საკმარისი ჟანგბადის მარაგით.
მუხლი 33🔗.
ჰერმეტიზირებული კაბინებიანი ვერტმფრენის ბორტგამყოლებისა და მგზავრების დაცვა ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში
ექსპლუატანტი ვალდებულია მიიღოს ზომები ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში ავარიული დაშვებისას ბორტგამყოლების გონების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. აგრეთვე აღჭურვოს სხ დაცვის ისეთი საშუალებებით, რომლებიც საშუალებას მისცემს ბორტგამყოლებს აღმოუჩინონ პირველი დახმარება მგზავრებს ავარიული დაშვების შემდეგ ჰორიზონტალური ფრენისას. მგზავრების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი მოწყობილობებით ან საექსპლუატაციო წესებით, რომლებიც ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში საშუალებას მისცემს მათ თავიდან აიცილონ ჰიპოქსიის სიცოცხლისთვის საშიში ზემოქმედება.
შენიშვნა: გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება, რომ ბორტგამყოლებმა ავარიული დაშვებისას შესაძლებელია ყველა შემთხვევაში ვერ აღმოუჩინონ საჭირო დახმარება მგზავრებს ჰერმეტულობის დარღვევისას.
მუხლი 34🔗.
სახელსაწყო წესით ფრენის სქემები
1. ყველა აღჭურვილი ადზ–ს და ვერტოდრომისთვის, რომლებიც გამოიყენება სახელსაწყო წესით ფრენების შესასრულებლად, სააგენტო ამტკიცებს და აქვეყნებს ერთს ან რამდენიმე სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის სქემებს, რომლებიც შედგენილია სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის და დაფრენის კლასიფიცირების შესაბამისად.
2. ყველა სხ, რომლებიც ასრულებენ ფრენებს სახელსაწყო ფრენის წესების შესაბამისად, ვალდებულნი არიან დაიცვან იმ სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული სქემები სადაც განლაგებულია ვერტოდრომი.
შენიშვნა: 1. სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის და დაფრენის კლასიფიცირება მოცემულია განმარტებებში.
2.სახელსაწყო წესებით ფრენასთან დაკავშირებული პერსონალისთვის რეკომენდირებული საექსპლუატაციო წესები აღწერილია PANS–OPS (იკაოს DOC 8168)-ის 1 ტომში.
3. სპეციალისტებისთვის განკუთვნილი სახელსაწყო წესით ფრენის სქემების შედგენის კრიტერიუმები აღწერილია PANS_OPS (იკაოს DOC 8168)-ის მე–2 ტომში.
მუხლი 35🔗.
საავიაციო ხმაურის დადაბლების საექსპლუატაციო მეთოდები
ექსპლუატანტმა უნდა მიიღოს ყველა ზომები იმისთვის, რომ აფრენის და დაფრენის პროცედურებში გათვალისწინებული იყოს ხმაურის დადაბლების საექსპლუატაციო მეთოდები.
მუხლი 36🔗.
ვერტმფრენის მეთაურის ვალდებულებები
1. ვერტმფრენის მეთაური პასუხისმგებელია ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ყველა წევრის, მგზავრების და ტვირთის უსაფრთხოებაზე ვერტმფრენის ძრავ(ებ)ის გაშვების მომენტიდან მის გაჩერებამდე ფრენის დამთავრებისას და ძრავ(ებ)ის და ლოპოტების გაჩერებამდე. ვერტმფრენის მეთაური პასუხისმგებელია აგრეთვე ვერტმფრენის მართვაზე და უსაფრთხოებაზე.
2. ვერტმფრენის მეთაურმა ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა დეტალურად შესრულდეს ამ წესის მე–14 მუხლით გათვალისწინებული შემოწმების კითხვარები.
3. ვერტმფრენის მეთაური პასუხისმგებელია იმაზე, რომ კავშირის ყველაზე ხელსაყრელი საშუალებით შეატყობინოს უახლოეს უფლებამოსილ ორგანოს ვერტმფრენზე მომხდარი ნებისმიერი მოვლენის შესახებ რამაც გამოიწვია ნებისმიერი პირის სერიოზული სხეულის დაზიანება ან სიკვდილი ან ვერტმფრენზე და ქონებაზე მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე.
შენიშვნა. განმარტება ტერმინისა - სხეულის სერიოზული დაზიანება მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართში.
4. ვერტმფრენის მეთაური პასუხისმგებელია ფრენის დამთავრების შემდეგ შეატყობინოს ექსპლუატანტს ვერტმფრენზე გამოვლენილი ან სავარაუდო გაუმართაობის შესახებ.
5. ვერტმფრენის მეთაური პასუხს აგებს საბორტო ჟურნალის წარმოებაზე ან გენერალური დეკლარაციის შევსებაზე.
მუხლი 37🔗.
ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტის/ავიადისპეტჩერის მოვალეობები
1. ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეჩერი, როდესაც ახორციელებს ფრენების კონტროლსა და დაკვირვებას, ასრულებს შემდეგ მოვალეობებს:
ა) დახმარებას უწევს ვერტმფრენის მეთაურს გაფრენისწინა მომზადებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციით.
ბ) უწევს დახმარებას ვერტმფრენის მეთაურს სამუშაო გეგმის და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს მისაწოდებელ ფრენის გეგმის (FPL) მომზადებაში. როცა ეს მისაღებია, ხელს აწერს და აწვდის შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს.
გ) შესაბამისი საშუალებების დახმარებით უზრუნველყოფს ვერტმფრენის მეთაურს ფრენისას ინფორმაციით, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებისთვის.
2. ავარიულ სიტუაციაში ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეტჩერი:
ა) ინიცირებას უწევს ფრენის შესრულების სახელძღვანელოთი გათვალისწინებულ პროცედურების შესრულებას, ამასთანავე თავს არიდებს ისეთი ქმედებების გატარებას რაც ეწინააღმდეგება საჰაერო მოძრაობის მომსახურების მართვის წესებს.
ბ) გადასცემს ვერტმფრენის მეთაურს ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს ფრენის უსაფრთხო შესრულებისთვის, აგრეთვე ფრენის გეგმის შეცვლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომლის საჭიროება შესაძლოა წარმოიქმნას ამ ფრენის შესრულების დროს.
შენიშვნა:
მნიშვნელოვანია, რომ ავარიულ ვითარებაში სხ–ის მეთაურმა ანალოგიური ინფორმაცია გადასცეს ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტს/ავიადისპეტჩერს.
მუხლი 38🔗.
ხელბარგი
ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს გადასაზიდი ბარგის ვერტმფრენის ბორტზე,სამგზავრო სალონში სათანადოდ და საიმედოდ განთავსება.
თავი III
საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების საექსპლუატაციო შეზღუდვები
მუხლი 39🔗.
ვერტმფრენის საფრენოსნო–ტექნიკური მახასიათებლების საექსპლუატაციო შეზღუდვები
1. ვერტმფრენების ექსპლუატაცია ხორციელდება საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ნორმების შესაბამისად, რომელიც დადგენილია სააგენტოს მიერ.
შენიშვნა. საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ნორმები ასახავს, როგორც ფრენის სხვადასხვა ეტაპებს, ასევე საექსპლუატაციო პირობებს. ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მე-3 ნაწილის დამატება A-ში მოყვანილია სახელმძღვანელო მასალა საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ნორმების დადგენისათვის.
2. იმ პირობებში, როდესაც ფრენის უსაფრთხოდ გაგრძელება არ არის უზრუნველყოფილი კრიტიკული ძრავის მტყუნების შემთხვევაში, ვერტმფრენების ექსპლუაატაცია უნდა განხორციელდეს ისეთი მეთოდით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ვერტმფრენის იძულებითი დაფრენა.
3. იმ შემთხვევაში, როცა სააგენტოს მიერ ნებადართულია III - კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე ვერტმფრენების ფრენა სახელსაწყოო მეტეოროლოგიურ პირობებში, ფრენები უნდა განხორციელდეს ამ წესის 42–ე მუხლის მთხოვნების შესაბამისად.
4. როდესაც ვერტმფრენების ექსპლუატაცია ხორციელდება შეზღუდულ არახელსაყრელ პირობებში, საქართველოს ფარგლებში, სააგენტო ადგენს მოთხოვნებს და უზრუნველყოფს, რომ ფრენები განხორციელდეს ისეთნაირად, რომ ძრავის მტყუნებასთან დაკავშირებული რისკები იყოს გათვალისწინებული
მუხლი 40🔗.
ჩიკაგოს კონვენციის მე-8 დანართის მე-IV ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად სერტიფიცირებული ვერტმფრენების საფრენოსნო–ტექნიკური მახასიათებლების საექსპლუატაციო შეზღუდვები
1. სტანდარტები და მოთხოვნები რომლებიც მითითებულია ამ მუხლში გამოიყენება ვერტმფრენებისთვის, რომლებიც სერტიფიცირებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-8 დანართის ნაწილი IV-ის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ, ამ მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების საერთო დონის შენარჩუნებას ექსპლუატაციის ყველა მოსალოდნელ პირობებში.
3. ფრენის დაწყება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც სეს-ში გაწერილი ვერტმფრენის სტმ-ის მონაცემები ან (აუცილებლობის შემთხვევაში) დამატებითი სხვა მონაცემები მიუთითებენ, რომ დაგეგმილ ფრენისას ამ მუხლის მე-4 - მე-8 პუნქტების მოთხოვნები იქნება შესრულებული.
4. ამ მუხლში მითითებული სტანდარტების გამოყენებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა ის ფაქტორი (როგორიც არის: სხ-ს მასა, საექსპლოტაციო პროცედურები, ვერტოდრომის ბარომეტრული და აბსოლუტური სიმაღლე, გარე ტემპერტურა, ქარი, ვერტოდრომის დაქანება და ზედაპირის მდგომარეობა.), რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ვერტმფრენის სტმ-ზე. ეს ფაქტორები გაითვალისწინება, როგორც უშუალო საექსპლუტაციო პარამეტრები, ან ირიბად, როგორც დაშვებული შეზღუდვების ფარგლებში, რომლებიც შეიძლება იყოს გათვალისწინებული სხ-ის სტმ-ის დადგენისას ან შეიძლება შედიოდეს იმ საერთო დაზუსტებულ სტმ-ში, რომლის თანახმადაც ექსპლოატაცია ეწევა ვერტმფრენს.
5. აფრენის წინ ვერტმფრენის ასაფრენი მასა არ აღემატება იმ მასას, რომლითაც აღნიშნულიa სტმ-ს ნორმებით, ფრენის განმავლობაში მასის მოსალოდნელი შემცირების და საწვავის მიზანმიმართული დაღვრის გათვალისწინებით.
6. ვერტმფრენის ასაფრენი მასა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს იმ მაქსიმალურ ასფრენ მასას, რომელიც მითითებულია სეს-ში, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით.
7. დანიშნულების ვერტოდრომზე ან სათადრიგო ვერტოდრომზე წინასწარ გათვლილ დროში დაფრენისას სხ-ის გაანგარიშებული დასაფრენი მასა არავითარ შემთხვევაში არ ენდა აღემატებოდეს სეს-ში მითითებულ მაქსიმალურ დასფრენ მასას, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით.
8. სხ-ის ასაფრენი მასა ან დანიშნულების ვერტოდრომზე ან სათადარიგო ვერტოდრომზე დაფრენისას დასაფრენი მასა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის მაქსიმალურ მასას, რომლითაც დემონსტრირებული იყო ვერტმფრენის შესაბამისობა ხმაურის სერთიფიცირების სტნდარტებთან, როგორც ითვალისწინებს მე-16 დანართის I ტომი. გარდა იმ დასაფრენი მოედნებისა, რომლებზეც ეს, გამონაკლისის სახით, დაშვებულია იმ სახელმწიფოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ვერტოდრიმი და არ ვრცელდება ხმაურზე შეზღუდვები.
შენიშვნა. საფრენოსნო–ტექნიკური მახასიათებლების შემუშავებისას გამოიყენება რისკების შეფასების მეთოდოლოგია, მოყვანილია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მე-3 ნაწილის დამატება A-ში.
9. I კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენების შემთხვევაში, თუ კრიტიკული ძრავის მტყუნება აღმოჩენილი იქნება აფრენაზე გადაწყვეტილების მიღების წერტილამდე ან ამ წერტილზე, ვერტმფრენს უნდა შეეძლოს შეწყვიტოს აფრენა და უსაფრთხოდ გაჩერდეს შეწყვეტილი ფრენის არსებული ზონის ფარგლებში, ან თუ კრიტიკული ძრავის მტყუნება აღმოჩენილი იქნება აფრენაზე გადაწყვეტილების მიღების წერტილზე, ან ამ წერტილის შემდეგ ვერტმფრენს უნდა შეეძლოს გააგრძელოს აფრენა, გადაუფრინოს ყველა დაბრკოლებას, რომლებიც განლაგებულია ასაფრენი ტრაექტორიის გასწვრივ ადეკვატურ უსაფრთხო სიმაღლის მარაგით სანამ არ მიაღწევს პოზიციას რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნას.
10. II კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენების შემთხვევაში, თუ კრიტიკული ძრავის მტყუნება აღმოჩენილი იქნება აფრენაზე გადაწყვეტილების მიღების წერტილის (DPATO) შემდეგ, ვერტმფრენს უნდა შეეძლოს აფრენის გაგრძელება, გადაუფრინოს ყველა დაბრკოლებას, რომლებიც განლაგებულია ასაფრენი ტრაექტორიის გასწვრივ ადეკვატურ უსაფრთხო სიმაღლის მარაგით სანამ არ მიაღწევს პოზიციას რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნას. კრიტიკული ძრავის მტყუნებამ გადაწყვეტილების მიღების წერტილამდე (DPATO), შეიძლება გამოიწვიოს კონტროლირებადი ავარიული დაფრენა; ამ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.
11. III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენების ფრენის ნებისმიერ ეტაპზე ძრავის მტყუნების შემთხვევაში ავარიული დაფრენა უნდა შესრულდეს ამ წესების 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
12. I და II კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენების შემთხვევაში, კრიტიკული ძრავის მტყუნებისას მერშუტზე ფრენის ნებისმიერ ეტაპზე ვერტმფრენმა უნდა გააგრძელოს ფრენა ისეთ ადგილამდე სადაც უზრუნველყოფილი იქნება ამ მუხლის მე-14 პუნქტის პირობები I კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენებისთვის და ამ მუხლის მე-15 პუნქტის პირობები II კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენებისთვის, ისე რომ ფრენის არცერთ ეტაპზე არ მოხდეს უსაფრთხო სიმაღლეზე დაბლა ფრენა.
შენიშვნა: როდესაც მარშუტზე ფრენა ხორციელდება არახელსაყრელი ზედაპირის თავზე და სათადარიგო ვერტოდრომამდე მისაღწევად საჭიროა 2 საათზე მეტი, ასეთ ფრენებზე ნებართვის მიღებისათვის აუცილებელია რისკების შეფასება, რომლებიც დაკავშირებულია მეორე ძრავის მტყუნებასთან.
13. III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენები: ყველა ძრავის მუშა მდგომარეობაში, ვერტმფრენს უნდა შეეძლოს გააგრძელოს ფრენა დაგეგმილ მარშუტზე ან დაგეგმილი მარშუტიდან გადახრისას ფრენის უსაფრთხო სიმაღლეების დაცვით. ძრავის მტყუნება ფრენის ნებისმიერ ეტაპზე გამოიწვევს ავარიულ დაფრენას, ამ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.
14. I კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენები: თუ კრიტიკული ძრავის მტყუნება აღმოჩენილი იქნება დაფრენაზე გადაწყვეტილების მიღების წერტილამდე ვერტმფრენს უნდა შეეძლოს გადაუფრინოს უსაფრთხო სიმაღლეზე ყველა დაბრკოლებას, რომლებიც იმყოფება დასაფრენი ტრაექტორიის გასწვრივ და განახორციელოს უსაფრთხო დაფრენა და გაჩერება არსებულ დაფრენის დისტანციის ფარგლებში, ან განახორციელოს მეორე წრეზე წასვლა და გადაუფრინოს ყველა დაბრკოლებას, რომლებიც განლაგებულია ფრენის ტრაექტორიის გასწვრივ ადეკვატურ უსაფრთხო სიმაღლის მარაგით სანამ არ მიაღწევს პოზიციას რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ძრავის მტყუნება ხდება გადაწყვეტილების მიღების წერტილის შემდეგ ვერტმფრენმა უნდა შეეძლოს დაფრენა და გაჩერება არსებულ დაფრენის დისტანციის ფარგლებში.
15. II კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენების შემთხვევაში, დასაფრენად შესვლის გადაწყვეტილების მიღების წერტილამდე (DPBL) კრიტიკული ძრავის მტყუნებისას, ვერტმფრენს უნდა შეეძლოს გადაუფრინოს უსაფრთხო სიმაღლეზე ყველა დაბრკოლებას, რომლებიც იმყოფება დასაფრენი ტრაექტორიის გასწვრივ და განახორციელოს უსაფრთხო დაფრენა და გაჩერება არსებულ დაფრენის დისტანციის ფარგლებში, ან განახორციელოს მეორე წრეზე წასვლა და გადაუფრინოს ყველა დაბრკოლებას, რომლებიც განლაგებულია ფრენის ტრაექტორიის გასწვრივ ადეკვატურ უსაფრთხო სიმაღლის მარაგით, სანამ არ მიაღწევს პოზიციას რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნებს. ძრავის მტყუნებამ დაფრენაზე შესვლის გადაწყვეტილების მიღების წერტილის (DPBL) შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს ავარიული დაფრენა. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყო ამ წესის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 41🔗.
ინფორმაცია დაბრკოლებების შესახებ
აფრენის, სიმაღლის აღების, დასაფრენად შესვლის და დაფრენის პროცედურების შემუშავებისას, ექსპლუატანტმა უნდა გამოიყენოს დაბრკოლებების შესახებ მის ხელთარსებული ყველა მონაცემები სტმ-ის ნორმების გათვალისწინებით.
მუხლი 42🔗.
დამატებითი მოთხოვნები სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობებში ფრენისას III კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე ვერტმფრენებისთვის, გარდა სპეციალური ვიზუალური ფრენებისა
1. III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენებისთვის ფრენები სფწ-თი ნებადართულია ისეთი რელიეფის თავზე, რომელიც მისაღებია იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებისთვის, სადაც ხორციელდება ფრენები.
2. იმისათვის რომ სააგენტომ გასცეს ნებართვა III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენების სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობებში ფრენისათვის, აუცილებელია რომ ვერტმფრენი იყოს სერტიფიცირებული სფწ-თი ფრენისთვის და ფრენის უსაფრთხოების დონე შეესაბამებოდეს იკაოს მე-6 და მე-8 დანართის მოთხოვნებს:
ა) ძრავ(ებ)ის საიმედოობა.
ბ) ექსპლუატანტის ტექნიკური მომსახურების პროცედურები, ექსპლუატაციის მეთოდები, ექსპლუატაციის პირობები, საფრენოსნო ეკიპაჟების მომზადების პროგრამა.
გ) აღჭურვილობა და დამატებითი მოთხოვნები აღწერილია ამ წესების მე-4 დანართში.
3. ექსპლუატანტები რომლებიც ფრენენ III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენებით სახელსაწყოო მეტეოროლოგიურ პირობებში ვალდებულები არიან იქონიონ ძრავის მონიტორინგის სისტემა, აგრეთვე გამოიყენონ მხოლოდ ძრავის და ვერტმფრენის მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ხელსაწყოები, სისტემები და აღჭურვილობა. აგრეთვე გამოიყენონ მწარმოებლის მიერ დადგენილი ტექნიკური მომსახურების მოთხოვნები რათა განხორციელდეს ძრავების სრული მონიტორინგი.
4. იმისათვის რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მექანიკური აგრეგატების მტყუნება, III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენები, რომლებიც ფრენას ასრულებენ სახელსაწყოო მეტეოროლოგიურ პირობებში, უნდა იყვნენ აღჭურვილი ტრანსმისიის ვიბრაციის მონიტორინგის სისტემით.
თავი IV
საბორტო ხელსაწყოები, აღჭურვილობა და საფრენოსნო დოკუმენტაცია
მუხლი 43🔗.
ზოგადი დებულებები
1. საფრენად ვარგისობის მოწმობის გასაცემად მინიმალური აუცილებელი სახომალდე აღჭურვილობის გარდა, საჭიროების შემთხვევაში სხ-ის ბორტზე უნდა იყოს ხელსაწყოები, აღჭურვილობა და საფრენოსნო დოკუმენტაცია ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესაბამისად, ვერტმფრენის გამოყენების სახეობებიდან და ფრენის პირობებიდან გამომდინარე. ზემოთ ხსენებული ხელსაწყოები, აღჭურვილობა და მათი დამონტაჟება უნდა იყოს შეთანხმებული/დამტკიცებული ვერტმფრენის რეგისტრაციის სახელმწიფოსთან.
2. სხ-ზე უნდა იყოს ოფიციალურად დამოწმებული ექსპლუატანტის სერტიფიკატის ასლი და ამ ვერტმფრენის ტიპისათვის განკუთვნილი და დადგენილი საექსპლუატაციო სპეციფიკაციების ეგზემპლარი. იმ შემთხვევაში, თუ ექსპლუატანტის სერტიფიკატი და სპეციფიკაციები არის შედგენილი ეროვნულ ენაზე, სავალდებულოა იყოს ინგლისურენოვანი თარგმანიც.
3. ექსპლუატანტის ფშს-ში შეტანილი უნდა იყოს მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL), დამტკიცებული სააგენტოს მიერ, რომლის საფუძველზეც ხომალდის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას ფრენის დაწყებაზე ან გაგრძელებაზე, ნებისმიერი შუალედური პუნქტიდან, ნებისმიერი აღჭურვილობის, ხელსაწყოების ან სისტემების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.
შენიშვნა. MEL-თან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალები მოცემულია ამ წესის მე-5 დანართში.
4. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს საფრენოსნო, ტექნიკური და მომსახურე პერსონალი ფშს-ით, რომელშიც ასახულია იმ სხ-ების ტიპები, რომლებსაც უწევს ექსპლუატაციას. ფშს-ში შეტანილი უნდა იყოს სტანდარტული, არასტანდარტული და ავარიული სიტუაციებში, ქმედებების პროცედურები, რომელიც დაკავშირებულია საფრენოსნო ექსპლუატაციასთან. სახელმძღვანელო უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სხ-ის სისტემებზე და გამოსაყენებელ ”შემოწმების კითხვარზე”. ფშს-ის შემუშავებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანური ფაქტორი.
შენიშვნა. ინფორმაცია ადამიანური ფაქტორის შესახებ მოცემულია DOC-9683-ში.
მუხლი 44🔗.
ვერტმფრენის ფრენის წესები
1. ნებისმიერი ვერტმფრენი აღჭურვილი უნდა იყოს იმ ხელსაწყოებით, რომელიც საფრენოსნო ეკიპაჟს მისცემს შესაძლებლობას აკონტროლოს სხ-ის ფრენის ტრაექტორია, შეასრულოს დადგენილი მანევრები და დაიცვას ექსპლუატაციის სავარაუდო პირობებისათვის განსაზღვრული საექსპლუატაციო შეზღუდვები.
2. ვერტმფრენი აღჭურვილი უნდა იყოს:
ა) ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებულ სამედიცინო საშუალებებით და უნდა შეიცავდეს:
ა.ა) პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტს.
ა.ბ) როდესაც ბორტზე გათვალისწინებულია ბორტგამგოლების ყოფნა, ვერტმფრენზე უნდა იყოს უნივერსალური პროფილაქტიკური კომპლექტი, რომელიც გამოყენებული იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას, დაკავშირებული ინფექციურ ან გადამდებ დაავადებებთან.
შენიშვნა. პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტის და უნივერსალური უსაფრთხოების კომპლექტის შემადგენლობა მითითებულია ამ წესების მე-3 დანართში.
ბ) მობილური ცეცხლსაქრობებით, რომლებიც გამოყენების შემთხვევაში არ წარმოქმნიან მომწამლავი აირის საშიშ კონცენტრაციას ვერტმფრენში. ცეცხლმაქრობები უნდა განთავსდეს სულ ცოტა ერთი:
ბ.ა) ეკიპაჟის კაბინაში; და
ბ.ბ) ყოველ სამგზავრო სალონში, რომელიც გამოყოფილია საფრენოსნო ეკიპაჟიდან და არაა ხელმისაწვდომი საფრენოსნო ეკიპაჟისთვის.
ბ.გ) დიფტორქლორბრომმეთანით (Halon 1211 ან CBrCLF2) ან ტოლფასოვანი საქრობი შემადგენლობით გაწყობილი ერთი ცეცხლსაქრობი მაინც, რომელიც ეკიპაჟის კაბინაში ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა განთავსდეს.
გ) შესაკრავი ღვედები:
გ.ა) სავარძელი ან საძილე ადგილი ორი და ორ წელზე მეტი ასაკის ყველა პირისათვის;
გ.ბ) ყველა სავარძლისათვის წელზე შესაკრავი ღვედებით და საძილე ადგილისათვის დამჭერი ღვედით.
გ.გ) მისაბმელი სისტემები საფრენოსნო ეკიპაჟის ყოველ სავარძელზე. მისაბმელი სისტემა უნდა შეიცავდეს ისეთ მოწყობილობას, რომელიც მკვეთრი დამუხრუჭების შემთხვევაში ავტომატურად შეაკავებს ეკიპაჟს.
დ) მგზავრების ინფორმაციის და ინსტრუქციების მიწოდების საშუალებებით:
დ.ა) როდის უნდა იყოს შეკრული უსაფთხოების ღვედები;
დ.ბ) თუ ვერტმფრენზე გათვალისწინებულია ჟანგბადის აღჭურვილობა, მისი მოხმარების წესები;
დ.გ) შეზღუდვა თამბაქოს მოწევის თაობაზე;
დ.დ) სამაშველო ჟილეტების ან ანალოგიური სატივტივე საშუალებების განთავსების ადგილები და მოხმარების
წესები, იმ სხ-ბზე სადაც ეს არის გათვალისწინებული;
დ.ე) საავარიო გასასვლელების განთავსების ადგილები და გაღების წესები.
ე) ფრენის დროს შესაცვლელად მისადგომ ადგილას განთავსებული, შესაბამისი სათადარიგო ელექტროდამცავებით.
3. სტაციონარული ცეცხლმაქრი, რომლის აღჭურვილობა დამონტაჟებულია პირსახოცების, ქაღალდების და სხვა ნარჩენებისათვის განკუთვნილ ბუნკერებში და განლაგებულია იმ სხ-ებზე, რომლების ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი გაცემულია 2011 წლის 31 დეკემბრის შემდეგ და ნებისმიერი გადასატანი ცეცხლმაქრის შემადგენლობა,რომლებიც გამოიყენება იმ სხ-ბზე, რომლების ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი გაიცემა 2016 წლის 31 დეკემბრის შემდეგ:
ა) უნდა შეესაბამებოდეს რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ დადგენილ მახასიათებლებს.
ბ) არ შედის ჩამოთვლილ ნივთიერებათა ნუსხაში, რომელიც მოცემულია მონრეალის ოქმში (1987 წ.) დანართი A (ჯგუფი II ).
მუხლი 45🔗.
სახომალდე საბუთები
1. აკრძალულია სამოქალაქო სხ-ის ფრენა, თუ მასზე არ არის შემდეგი საბუთები:
ა) ფშს, ან მისი შემადგენელი ნაწილები, რომელიც ეხება ფრენების შესრულებას;
ბ) ვერტმფრენის სეს, ან სხვა აუცილებელი საბუთები, რომელიც შეიცავს სტმ-ის მოთხოვნებს და სხვა საექსპლუატაციო ინფორმაციას, რომელიც არ არის ასახული სეს-ში;
გ) ფრენის მარშრუტების რუკები და დიაგრამები, ფრენის გეგმიდან შესაძლო გადახრების გათვალისწინებით;
დ) სხ-ის რეგისტრაციის მოწმობა;
ე) სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობა;
ვ) ბორტჟურნალი (საფრენოსნო დავალება);
ზ) სხ-ის რადიოსაშუალებებით სარგებლობის ნებართვა;
თ) მგზავრების სია;
ი) სატვირთო დოკუმენტაცია;
კ) სხ-ის ტექნიკური ჟურნალი;
ლ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ოფიციალურად დამოწმებული ასლი;
მ) საექსპლუატაციო სპეციფიკაციები;
ნ) ხმაურის სერტიფიკატი;
ო) MEL;
პ) შევსებული და რეგისტრირებული ფრენის სამუშაო გეგმა;
ჟ) NOTAM;
რ) ფრენის გეგმის შესაბამისად საჭირო მეტეოინფორმაცია;
ს) დატვირთვისა და გაწონასწორების საბუთები;
ტ) საჰაერო მოვლენების შეტყობინების ფორმების ნიმუშები;
უ) საერთაშორისო რეისზე - საბაჟო დეკლარაცია;
ფ) ავარიული და სამაშველო აღჭურვილობის საკონტროლო ფურცელ(ებ)ი და მისი გამოყენების ინსტრუქცია;
ქ) საკონტროლო ფურცლები, რომლებშიც გაწერილია საავარიო ვითარებების დროს მომსახურე ეკიპაჟის მოქმედებების თანამიმდევრობა, საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟის კოორდინირებული მოქმედებების გათვალისწინებით.
2. სხ-ის მეთაური ვალდებულია, საავიაციო ხელისუფლების უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე, შეუფერხებლად წარუდგინოს მას სხ-ზე არსებული ნებისმიერი საბუთი.
მუხლი 46🔗.
ფიუზელაჟის საავარიო გახსნის ადგილების მონიშვნა
1. თუ ფიუზელაჟზე გათვალისწინებულია იმ ადგილების მონიშვნა, სადაც სამაშველო ჯგუფს შეუძლია ფიუზელაჟის მექანიკური გახსნა, მონიშვნა უნდა მოხდეს წითელი ან ყვითელი საღებავით, აუცილებლობის შემთხვევაში შემოხაზვა ხდება თეთრი კანტით კონტრასტისათვის.
2. თუ მანძილი ორ კუთხოვან ნიშანს შორის აღემატება 2მ-ს, დამატებით უნდა იყოს მონიშნული შუალედური ხაზი 9სმ x 3 სმ ზომის, იმის გათვლით, რომ მანძილი არ აღემატებოდეს 2მ-ს.
შენიშვნა. 1. ფიუზელაჟის საავარიო გახსნის ადგილების მონიშვნის წესი მოცემულია ამ წესის
მე-2 დანართში.
2. ამ მუხლში მოცემული სტანდარტი არ ნიშნავს, რომ ყველა ტიპის სხ-ზე უნდა იყოს გათვალისწინებული ფიუზელაჟის საავარიო გახსნის ადგილები.
მუხლი 47🔗.
საბორტო თვითჩამწერები
1. ყველა ვერტმფრენი, 3180 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე, რომელზედაც ტიპის სერტიფიკატი პირველად გაიცემა 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR IV A -თი.
2. ყველა ვერტმფრენი 7000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ან რომელზეც შესაძლოა განთავსდეს 19 მგზავრზე მეტი და რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1989 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR IV-ით.
3. 2015 წლის 1 იანვრიდან ყველა ვერტმფრენი რომლის ასაფრენი წონა აღემატება 3180 კგ–ს და აღწევს 7000კგ–ს, აგრეთვე საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1989 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR V-ით.
4. ყველა ტურბინული ძრავის მქონე ვერტმფრენი რომლის მაქსიმალური ასაფრენი წონა აღემატება 2250კგ–ს და აღწევს 3180კგ–ს, აგრეთვე განაცხადი ტიპის სერტიფიკატისთვის წარდგენილი იქნება 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვონ :
ა) FDR IV A , ან
ბ) AIR C-თი, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს პილოტ(ებ)ისათვის ასახული ფრენის ტრაექტორიისა და სიჩქარის პარამეტრები; ან
გ) ADRS-ით.
შენიშვნა: პირველად გაცემული ტიპის სერტიფიკატი დაკავშირებულია გარკვეული ტიპის ვერტმფრენზე პირველადი ”ტიპის სერტიფიკატის” გაცემის თარიღთან, და არა ძირითადი მოდელის ცალკეული ვარიანტების ან მოდიფიკაციების სერტიფიცირების თარიღთან.
5. ყველა ვერტმფრენი რომლის მაქსიმალური ასაფრენი წონა არ აღემატება 3180 კგ–ს და საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცემა 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს:
ა) FDR IV A , ან
ბ) C კლასის AIR-ით, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს პილოტ(ებ)ის დისპლეიზე ასახული ფრენის ტრაექტორიისა და სიჩქარის პარამეტრები; ან
გ) ADRS-ით.
6. ფოლგაზე მექანიკური ჩანაწერის მქონე FDR-ის გამოყენება შეწყვეტილია.
7. სიხშირული მოდულაციის მეთოდით ჩანაწერის მქონე ანალოგური FDR-ის გამოყენება შეწყვეტილია.
8. ფოტოფირზე ჩანაწერის მქონე FDR-ის გამოყენება შეწყვეტილია.
9. 2016 წლის 1 იანვრიდან მაგნიტურ ლენტზე ჩანაწერის მქონე FDR-ის გამოყენება დაუშვებელია.
10. IV, IV A და V ტიპის FDR რომელიც გამოიყენება ვერტმფრენებზე უნდა შეეძლოს მუშაობის, სულ ცოტა ბოლო 10სთ-ის ჩანაწერის შენახვა.
11. ნებისმიერი ვერტმფრენი, რომლის ასაფრენი მაქსიმალური მასა აღემატება 7000 კგ–ს საჭიროა იყოს CVR-ით აღჭურვილი. თუ ვერტმფრენი არ არის აღჭურვილი FDR-ით, მაშინ CVR-ზე სულ მცირე მზიდი ხრახნის ბრუნვის რაოდენობა უნდა იყოს რეგისტრირებული.
12.ნებისმიერი ვერტმფრენი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის 1 იანვრის შემდეგ და მისი ასაფრენი მაქსიმალური მასა აღემატება 3180 კგ–ს საჭიროა იყოს CVR-ით აღჭურვილი. თუ ვერტმფრენი არ არის აღჭურვილი FDR-ით, მაშინ CVR-ზე სულ მცირე მზიდი ხრახნის ბრუნვის რაოდენობა უნდა იყოს რეგისტრირებული.
13. მაგნიტურ ლენტზე და მავთულზე ჩანაწერის მქონე CVR-ის გამოყენება უნდა შეწყდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
14. ყველა CVR-ს უნდა შეეძლოს ჩაწერილი ინფორმაციის მინიმუმ ბოლო 30 წუთის შენახვა.
15. ყველა ვერტმფრენი რომელთაც მოეთხოვებათ რომ იყვნენ აღჭურვილი CVR-ით, 2016 წლის 1 იანვრიდან უნდა აღიჭყრვოს CVR-ით, რომელსაც შეუძლია შეინახოს ჩაწერილი ინფორმაციის ბოლო 2 საათი.
16. ნებისმიერი ვერტმფრენი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცემა 2016 წლის 1 იანვარს ან ამ თარიღის შემდეგ, და სადაც ჩიკაგოს კონვენციის მე-5 დანართის 5.1.2 პუნქტით ჩამოთვლილი კავშირის სახეობა გამოიყენება, და საჭიროა CVR-ით აღჭურვა, ამ კავშირის ხაზით გადაცემული შეტყობინებები აღირიცხება საბორტო თვითჩამწერით.
17. ნებისმიერი ვერტმფრენი, რომელიც მოდიფიცირებულია 2016 წლის 1 იანვარს ან ამ თარიღის შემდეგ, და სადაც ჩიკაგოს კონვენციის მე-5 დანართის 5.1.2 პუნქტით ჩამოთვლილი კავშირის სახეობა გამოიყენება, და საჭიროა CVR-ით აღჭურვა, ამ კავშირის ხაზით გადაცემული შეტყობინებები აღირიცხება საბორტო თვითმწერით.
18. უნდა იყოს უზრუნველყოფილი მონაცემების გადაცემის ხაზის ჩანაწერების კორელაცია პილოტების კაბინის აუდიო ჩანაწერებთან .
19. საბორტო თვითჩამწერების აგებულება, მათი ბორტზე განლაგება და მონტაჟი უნდა იყოს ისეთი, რომ უზრუნველყოს მონაცემების ჩანაწერების მაქსიმალურად პრაქტიკულად შესაძლებელი დაცვა, აღდგენა და გაშიფრვა. საბორტო თვითჩამწერი უნდა შეესაბამებოდეს დარტყმამედეგობისა და ხანძარსაწინაღო დაცვის მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
შენიშვნა: დარტყმამედეგობისა და ხანძარსაწინაღო დაცვის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები იხილეთ EUROCAE ED-112-ში ”მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების სტანდარტები (MOPS) დარტყმამედეგი საბორტო სისტემების აღმრიცხველები”, ან სხვა მსგავს საბუთში.
20. საბორტო თვითჩამწერები, ფრენის დროის განმავლობაში, არ უნდა გამოირთოს.
21. საბორტო თვითჩამწერის ჩანაწერების შესანარჩუნებლად, ის უნდა გამოირთოს ფრენის დროის დასრულებისას, ინციდენტების ან საავიაციო შემთხვევების შემდეგ. საბორტო თვითჩამწერი კვლავ არ უნდა ჩაირთოს, ვიდრე არ შესრულდება, ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართით მითითებული, ჩანაწერების გადაცემის პროცედურა.
შენიშვნა: ჩანაწერების ამოღების საჭიროებას განსაზღვრავს მოკვლევის ჩამტარებელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, საავიაციო შემთხვევის სიმძიმის მიხედვით, შემდგომი ექსპლუატაციისათვის მოტანილი შედეგების გათვალისწინებით.
22. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, შეძლებისდაგვარად ინციდენტების ან საავიაციო შემთხვევების შემდეგ ამ ფრენასთან დაკავშირებულ ჩანაწერების შენახვა, ასევე საჭიროებისას - თვითჩამწერებსაც და გადაცემამდე ინახავს მათ საიმედო ადგილზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართით.
23. ექსპლუატაციის პერიოდში, მოწმდება და ფასდება საბორტო თვითჩამწერის ჩანაწერები, თვითჩამწერის საექსპლუატაციო ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.
24. ექსპლუატანტის მიერ მოკვლევის უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემული FDR-ის პარამეტრებთან დაკავშირებული საბუთები შეიძლება იყოს ელექტრონულ ფორმატში, ამასთან, გაითვალისწინება დარგობრივი სპეციფიკაციები.
შენიშვნა: დარგობრივი სპეციფიკაციები მოცემულია ARINC 647A-ში „საბორტო თვითჩამწერის ელექტრონული საბუთებში“.
მუხლი 48🔗.
სახელსაწყო და ვიზუალური ფრენის წესებით ფრენისას საჭირო ხელსაწყოები და აღჭურვილობა, როგოც დღისით ასევე ღამით
1. ყველა ვერტმფრენი, რომელიც ასრულებს ფრენებს დღისით ვფწ-ით უნდა იყოს აღჭურვილი:
ა) მაგნიტური კომპასით;
ბ) ზუსტი საათით, საათის, წუთისა და წამის ჩვენებით;
გ) ზუსტი ბარომეტრული სიმაღლის საზომით;
დ) საჰაერო სიჩქარის მაჩვენებლით;
ე) სხვა დამატებითი ხელსაწყოებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით.
2. ყველა ვერტმფრენი რომელიც ასრულებს ღამით ფრენებს ვფწ-ით უნდა იყოს აღჭურვილი:
ა) ყველა იმ აღჭურვილობით რაც ჩამოთვლილია ამ მუხლის პირველ პუნქტში;
ბ) სივრცული მდგომარეობის მაჩვენებელით ყოველი პილოტისთვის და პლიუს მინიმუმ 1 სათადარიგო სივრცული მდგომარეობის მაჩვენებელით;
გ) სრიალის მაჩვენებელით;
დ) კურსის მაჩვენებელი (ჰიროკომპასით);
ე) ვერტიკალური სიჩქარის მაჩვენებელით;
ვ) სხვა დამატებითი ხელსაწყოებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით;
აგრეთვე, შემდეგი განათებით:
ზ) ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართით მითითებული განათებით ჰაერში და ვერტოდრომის სამანევრო სივრცეში მყოფ სხ-თვის.
თ) ორი დასაფრენი ფარით;
ი) ვერტმფრენის უსაფრთხოდ ექსპლუატაციისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის განათებით;
კ) ყველა სამგზავრო სალონის განათებით;
ლ) ელექტრული ფარნით, ეკიპაჟის ყოველი წევრის ადგილზე.
3. ყველა ვერტმფრენი რომელიც ასრულებს ფრენებს სფწ-ით, ან როდესაც შეუძლებელია სასურველი სივრცული მდგომარეობის შენარჩუნება ერთი ან ორი საფრენოსნო ხელსაწყოს გარეშე, უნდა აღიჭურვოს:
ა) მაგნიტური კომპასით;
ბ) ზუსტი საათით, საათის, წუთისა და წამის ჩვენებით;
გ) ორი ზუსტი ბარომეტრული სიმაღლის საზომით;
დ) საჰაერო სიჩქარის მაჩვენებლი სისტემით, რომელიც აღჭურვილია კონდენსაციის ან შემოყინვის საწინააღმდეგო სისტემით;
ე) სრიალის მაჩვენებლით;
ვ) სივრცული მდგომარეობის მაჩვენებელით ყოველი პილოტისთვის და პლიუს მინიმუმ 1 სათადარიგო სივრცული მდგომარეობის მაჩვენებელით;
ზ) კურსის მაჩვენებელი (ჰიროკომპასით);
თ) აღჭურვილობა რომელიც იძლევა საშუალებას მოხდეს მონიტორინგი ელექტრო წყაროზე რომელიც კვებავს ჰიროსკოპულ ხელსაწყოებს;
ი) გარე ტემპერატურის მაჩვენებელით, რომელიც დამონტაჟებულია პილოტების კაბინაში;
კ) ვერტიკალური სიჩქარის მაჩვენებელით;
ლ) სტაბილიზაციის სისტემით, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ვერტმფრენის ტიპის სერტიფიცირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ დადასტურებულია, რომ კონკრეტული ტიპის ვერტმფრენი არის დამაკმაყოფილებლად მდგრადი სტაბილიზაციის სისტემის გარეშეც;
მ) სხვა დამატებითი ხელსაწყოებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით;
ნ) თუ ფრენა ხორციელდება ღამით, განათებით რომლებიც მოხსენებულია ამ მუხლის მე–2 პუნქტში.
4. ყველა ვერტმფრენი რომელიც ასრულებს ფრენას სფწ-ით უნდა აღიჭურვოს ელექტრო სისტემის ძირითადი სისტემისაგან დამოუკიდებელი კვების საავარიო წყაროთი, რომელიც სულ ცოტა 30 წთ–ის განმავლობაში უზრუნველყოფს მეთაურისთვის მკაფიოდ ხილვადი ხელოვნური ჰორიზონტის ხელსაწყოს კვებას და განათებას. ეს წყარო ავტომატურად უნდა ირთვებოდეს ძირითადი ელექტრო სისტემის მტყუნებისას და უნდა მიუთითებდეს რომ კვება ხორციელდება საავარიო წყაროდან.
შენიშვნა: საფრენოსნო აღჭურვილობას რომელსაც მოითხოვს ეს მუხლი შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა აღჭურვილობის კომბინაციით ან ელექტრონული დისპლეებით.
მუხლი 49🔗.
წყლის თავზე ფრენის წესები
1. ყველა ვერტმფრენი, რომელიც გამოიყენება ან გამიზნულია წყლის თავზე ფრენისთვის გამოსაყენებლად, უნდა იყოს აღჭურვილი მუდმივი ან სწრაფად გასაშლელი საცურაო მოწყობილობებით, რათა საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ წყალზე უსაფრთხო დაფრენა როდესაც :
ა) ისინი ასრულებენ ფრენებს ან სამუშაოებს წყლის თავზე; ან
ბ) I და II კლასის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლების მქონე ვერტმფრენები ასრულებენ ფრენას წყლის თავზე, ამავდროულად ფრენა სრულდება არა ხელსაყრელ პირობებში და ხმელეთამდე მისაღწევად ნორმალურ კრეისერულ სიჩქარეზე საჭიროა 10 წუთზე მეტი; ან
შენიშვნა: ვერტმფრენი, რომელიც ასრულებს ფრენებს წყლის თავზე, უნდა იყოს სერტიფიცირებული ან გათვლილი წყლის ზედაპირზე უსაფრთხო იძულებითი დაფრენის მოთხოვნების შესაბამისად.
გ) I კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენი როდესაც ფრენას ასრულდებს წყლის თავზე ნორმალურ პირობებში ხმელეთიდან შესაბამის საავიაციო ხელისუფლების მიერ დადგენილ მანძილზე; ან
დ) III კლასის ვერტმფრენები როდესაც ფრენას ასრულებენ ისეთ მანძილზე ხმელეთიდან რომ შეუძლებელია ავტოროტაციის ან უსაფრთხო ავარიული დაფრენისათვის ხმელეთამდე მიღწევა.
2. I და II კლასის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლების მქონე ვერტმფრენები რომელიც ასრულებს ფრენებს ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა იყოს აღჭურვილი:
ა) ერთი სამაშველო ჟილეტით ან ექვივალენტური საცურაო მოწყობილობით ყოველი პირისთვის რომლებიც იმყოფებიან ბორტზე და უნდა იყოს განლაგებული ისეთ ადგილებზე რომ ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი ვისთვისაც არის გათვალისწინებული. წყლის თავზე მუშაობისას სამაშველო ჟილეტი უნდა იქნეს ჩაცმული მუდმივად გარდა იმ შემთხვევებისა როცა პირები იყენებენ ინტეგრირებულ სამაშველო კოსტიუმებს რომლებიც ისედაც ასრულებს სამაშველო ჟილეტის ფუნქციას.
ბ) სამაშველო ტივები რომლებიც საკმარისი უნდა იყოს ბორტზე მყოფი ყველა პირისათვის და განთავსებული უნდა იყოს ისე, რომ მათი სწრაფი და იოლი გამოყენება შესაძლებელი იყოს საჭიროებისას. სამაშველო ტივებზე უნდა იყოს საჭირო ავარიული სამაშველო მარაგი, რათა შესაძლებელი გახდეს ადამიანების გადარჩენა არსებულ ვითარებაში.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც ვერტმფრენი განთავსებულია ორი სამაშველო ტივი, შსაძლებელი უნდა იყოს ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის განთავსება ერთ ტივზე გადატვირთულ რეჟიმში.
გ) ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართით განსაზღვრული სასიგნალო რაკეტების გაშვების მოწყობილობა.
3. III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენები როდესაც ფრენას ასრულებენ ისეთ მანძილზე ხმელეთიდან, რომელსაც შეუძლებელია ავტოროტაციისას მიღწეული იქნას ხმელეთამდე, მაგრამ ფრენა სრულდება საავიაციო ხელისუფლების მიერ დადგენილი მანძილის ფარგლებში, ვერტმფრენები აღიჭურვებიან ერთი სამაშველო ჟილეტით ან ექვივალენტური საცურაო მოწყობილობით ყოველი პირისთვის, რომლებიც იმყოფება ბორტზე და უნდა იყოს განლაგებული ისეთ ადგილებზე რომ ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი იმათთვის ვისი გამოყენებისთვისაც არის განკუთვნილი.
4. წყლის თავზე სამუშაოებისას როდესაც ავტოროტაციის რეჟიმში ხმელეთამდე მიღწევა შეუძლებელია, სამაშველო ჟილეტი უნდა იქნეს ჩაცმული მუდმივად გარდა იმ შემთხვევებისა როცა პირები იყენებენ ინტეგრირებულ სამაშველო კოსტიუმებს რომლებიც ისედაც ასრულებენ სამაშველო ჟილეტის ფუნქციას.
5. III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენები როდესაც ასრულებენ ფრენას უფრო მეტ მანძილზე, ვიდრე ეს მოცემულია ამ მუხლის მე–3 პუნქტში, უნდა აღიჭურვონ ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად.
6. როდესაც II ან III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენები ახორციელებენ აფრენას ან დაფრენას ისეთ ადგილას სადაც გაუმართაობის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას აუცილებლობა წყალზე ავარიული დაფრენის განხორციელებისა, ვერტმფრენები უნდა აღიჭურვოს სულ ცოტა ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
7. ყოველი სამაშველო ჟილეტი თუ ტოლფასი ინდივიდუალური საცურაო საშუალება, უნდა იყოს აღჭურვილი ელექტრული განათების საშუალებით რათა გაადვილდეს ადამიანების აღმოჩენა.
მუხლი 50🔗.
ზღვის თავზე ფრენა განსაკუთრებით აღნიშნულ რაიონებში
როდესაც ფრენა სრულდება ზღვის თავზე, განსაკუთრებით აღნიშნულ რაიონში, სადაც საძებნ-სამაშველო სამუშაოების შესრულება განსაკუთრებით გართულებულია, ვერტმფრენი უნდა აღიჭურვოს ადამიანების გადასარჩენად საჭირო სამაშველო აღჭურვილობით.
მუხლი 51🔗.
ხმელეთის განსაკუთრებით აღნიშნული რაიონებში ფრენის წესები
იმ რაიონების თავზე ფრენისას, სადაც ძებნა და შველა გართულებულია, ვერტმფრენზე უნდა იყოს ისეთი საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა (სიცოცხლის უზრუნველყოფის საშუალებების ჩათვლით) და სასიგნალო მოწყობილობა, რაც ფრენის პირობებს შეესაბამება.
მუხლი 52🔗.
საავარიო მიმყვანი გადამცემი (ELT )
1. ნებისმიერი ვერტმფრენი, რომელსაც გააჩნია I და II კლასის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლები უნდა იყოს აღჭურვილი სულ ცოტა ერთი ავტომატური ELT–ით. როდესაც ფრენა ხორციელდება ამ წესის 49–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით ერთი ავტომატური ELT–ით და სამაშველო ტივზე ან სამაშველო ჟილეტზე ELT (S)-ით.
2. ნებისმიერი ვერტმფრენი რომელსაც გააჩნია III კლასის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლები უნდა იყოს აღჭურვილი სულ ცოტა ერთი ავტომატური ELT–ით. როდესაც ფრენა ხორციელდება ამ წესის 49–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მიხედვით ერთი ავტომატური ELT–ით და სამაშველო ტივზე ან სამაშველო ჟილეტზე ELT (S)-ით.
3. ELT-ბი რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნას, გამოყენებული უნდა იქნას ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის მე–3 ტომის თანახმად.
მუხლი 53🔗.
ფრენები მაღალ სიმაღლეზე
1. ვერტმფრენი, რომელიც ახორციელებს ფრენას იმ აბსოლუტურ სიმაღლეზე, სადაც ეკიპაჟის კაბინაში და სამგზავრო სალონში ატმოსფერული წნევა 700 ჰპა-ზე ნაკლებია, უნდა აღიჭურვოს ჟანგბადის მიწოდებისა და შესანახი აპარატურით, რომლის მარაგი განისაზღვრება ამ წესის 27–ე მუხლის პირველი პუნქტით.
2. ვერტმფრენი, რომელიც ახორციელებს ფრენას იმ აბსოლუტურ სიმაღლეზე, სადაც ეკიპაჟის კაბინაში და სამგზავრო სალონში ატმოსფერული წნევა 700 ჰპა-ზე ნაკლებია, მაგრამ აღჭურვილია 700 ჰპა-ზე უფრო მაღალი წნევის შენარჩუნების საშუალებით, უნდა აღიჭურვოს ჟანგბადის მიწოდებისა და შესანახი აპარატურით, რომლის მარაგი განისაზღვრება ამ წესის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
3. ვერტმფრენი, რომელიც აპირებს ფრენას იმ აბსოლუტურ სიმაღლეზე, სადაც ატმოსფერული წნევა 376 ჰპა-ზე მეტია, მაგრამ 4 წუთის განმავლობაში არ ძალუძს უსაფრთხოდ დაეშვას იმ აბსოლუტურ სიმაღლემდე, სადაც ატმოსფერული წნევა 620ჰპა-ია, და რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა გაიცა 1998 წლის 9 ნოემბერს ან ამ თარიღის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს ავტომატურად განშლადი ჟანგბადის აღჭურვილობით ამ წესის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ჟანგბადის ხელსაწყოების რაოდენობა მგზავრებისა და მომსახურე ეკიპაჟის ადგილების რაოდენობას უნდა აღემატებოდეს, სულ ცოტა 10%-ით.
4. ვერტმფრენი, რომელიც აპირებს ფრენას იმ აბსოლუტურ სიმაღლეზე, სადაც ატმოსფერული წნევა 376 ჰპა-ზე მეტია, მაგრამ 4 წუთის განმავლობაში არ ძალუძს უსაფრთხოდ დაეშვას იმ აბსოლუტურ სიმაღლემდე, სადაც ატმოსფერული წნევა 620 ჰპა-ია, და რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა გაიცა 1998 წლის 9 ნოემბრამდე, უნდა აღიჭურვოს ავტომატურად განშლადი ჟანგბადის აღჭურვილობით ამ წესის 27–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად. ჟანგბადის ხელსაწყოების რაოდენობა მგზავრებისა და მომსახურე ეკიპაჟის ადგილების რაოდენობას უნდა აღემატებოდეს, სულ ცოტა 10%-ით.
შენიშვნა: ამ წესებში გამოიყენება სრული სიმაღლის მნიშვნელობა სტანდარტული ატმოსფეროს პირობებში, რაც დაახლოებით შეესაბამება აბსოლუტური წნევის მნიშვნელობას:
აბსოლუტური წნევა მეტრი ფუტი
700 ჰპა 3000 10 000
620 ჰპა 4000 13 000
376 ჰპა 7600 25 000
მუხლი 54🔗.
ფრენა შემოყინვის პირობებში
ყველა ვერტმრენი, როდესაც ფრენს იმ პირობებში, სადაც შესაძლებელია შემოყინვა, უნდა აღიჭურვოს შესაბამისი, მუდმივი და/ან პერიოდული მოქმედების შემოყინვის საწინაღო მოწყობილობით.
მუხლი 55🔗.
ამინდის განსაკუთრებული პირობების გამოვლენა სამგზავრო გადაზიდვისას
ვერტმფრენი, რომელიც ახორციელებს სამგზავრო გადაზიდვებს სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში ან ღამით იმ რაიონებში, სადაც მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი ან სხვა ამინდის სახიფათო მოვლენა, აღჭურვილი უნდა იყოს მეტეოროლოგიური ლოკატორით ან სხვა მსგავსი მოწყობილობით, რომელც საშუალებას იძლევა გამოავლინოს სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენები.
მუხლი 56🔗.
ვერტმფრენის ხმაურზე სერტიფიცირება
ვერტმფრენებს, რომლებიც იკაოს მე-16 დანართის 1 ტომის სტანდარტების მიხედვით ექვემდებარება სერტიფიცირებას ხმაურზე, ბორტზე უნდა ჰქონდეს ხმაურზე სერტიფიცირების დამადასტურებელი საბუთი. თუ ასეთი საბუთი გაცემულია არ არის ინგლისურ ენაზე, მას უნდა ახლდეს ოფიციალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი.
შენიშვნა: დამადასტურებელ მონაცემებს შეიძლება შეიცავდეს ბორტზე არსებული, რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული, ნებისმიერი საბუთი.
მუხლი 57🔗.
ბორტგამყოლთა ადგილები სამგზავრო ვერტმფრენზე
1. ის სამგზავრო ვერტმფრენები, რომლებზეც გათვალისწინებულია ბორტგამყოლი უნდა აღიჭურვოს პირით წინ ან უკან მიმართული (სხ-ის გრძივი ღერძისადმი 150-იანი კუთხით), უსაფრთხოების ღვედებით აღჭურვილი, სავარძლებით, საავარიო ევაკუაციაზე პასუხისმგებელი მომსახურე ეკიპაჟის წევრებისათვის ამ წესის 81-ე მუხლის შესაბამისად.
შენიშვნა 1. უსაფრთხოების ღვედებიანი სავარძელი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა დამატებითი მომსახურე ეკიპაჟის წევრისთვის.
2. მისაბმელი სისტემა მოიცავს სამხრე და წელის ღვედებს, რომლებით სარგებლობაც შესაძლებელია ცალცალკე.
2. ბორტგამყოლის სავარძლები თავსდება საავარიო გასასვლელებთან, იატაკის დონეზე.
მუხლი 58🔗.
ბარომეტრული სიმაღლის მონაცემების მიმღებ-გადამცემი მოპასუხე
თუ არ არის გაცემული შესაბამისი ნებართვა, ნებისმიერი ვერტმფრენი უნდა აღიჭურვოს ბარომეტრული სიმაღლის მონაცემების გადამცემი მიმღებ-მოპასუხით, რომელიც მოქმედებს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის IV ტომის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 59🔗.
მიკროფონი
საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებმა კავშირი უნდა წარმართონ მიმართული მიკროფონის ან ლარინგოფონის მეშვეობით.
მუხლი 60🔗.
ჯანმრთელობისთვის მავნე ვიბრაციის მონიტორინგის სისტემა
2020 წლის 1 იანვრიდან ვერტმფრენი, რომლის ასაფრენი მასა 3175 კილოგრამს ან სამგზავრო ადგილების რაოდენობა 9-ს აღემატება, უნდა აღიჭურვოს ჯანმრთელობისთვის მავნე ვიბრაციის მონიტორინგის სისტემით.
მუხლი 61🔗.
კოლიმატორული ინდიკატორით (HUD) ან ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე სისტემებით (EV ) აღჭურვილი ვერტმფრენები
როცა ვერტმფრენი აღჭურვილია HUD-ით და/ან EVS-ით, საექსპლუატაციო უპირატესობების მისაღებად ამ სისტემებით სარგებლობა სააგენტოს მიერ უნდა დამტკიცდეს.
შენიშვნა: HUD-ის და EVS-ის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს მე-6 დანართის 1-ელი ნაწილის ”J” დამატებაში.
მუხლი 62🔗.
ვერტმფრენის კავშირისა და სანაოსნო საბორტო აღჭურვილობა
1. ვერტმფრენებზე უნდა იყოს კავშირის ისეთი რადიოაღჭურვილობა, რომელსაც შეეძლება:
ა) ორმხრივი კავშირის დამყარება სავერტოდრომო სამეთვალყურეო სამსახურთან;
ბ) ფრენის ნებისმიერ დროს მიიღოს მეტეოინფორმაცია;
გ) ფრენის ნებისმიერ დროს ორმხრივი კავშირის დამყარება, სულ ცოტა, ერთ საავიაციო სადგურთან და სხვა იმ სადგურებთან და იმ სიხშირეებზე, რაც დადგენილი იქნება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვლება, თუ ამ მარშრუტზე კავშირის დამყარება შესაძლებელი იქნება რადიოტალღების გავრცელების ჩვეულ პირობებში.
2. საავიაციო საავარიო სიხშირეზე (121,5მგჰ) კავშირი ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მოთხოვნილი რადიოაღჭურვილობის საშუალებით.
3. საჰაერო სივრცის იმ რაიონში ან მარშრუტზე ფრენისას, სადაც შესაბამისი ტიპის RСP (კავშირის აუცილებელი მახასიათებლები) აყენია, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების, გარდა ვერტმფრენი დამატებით:
ა) უნდა აღიჭურვოს კავშირის იმ საშუალებებით, რაც საშუალებას მისცემს, იფრინოს დაყენებული ტიპის RСP შესაბამისად;
ბ) იღებს სააგენტოს ნებართვას ასეთ საჰაერო სივრცეში საფრენად.
შენიშვნა. RСP-ზე და შესაბამის პროცედურებზე ინფორმაციას, დამტკიცების პროცესის სახელმძღვანელო მასალას შეიცავს „კავშირის აუცილებელი მახასიათებლების სახელმძღვანელო“ Doc 9869, სადაც ასევე მოცემულია კავშირის სისტემებზე და RСP-ზე, სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებული, საბუთების სარეკომენდაციო სია.
4. ვერტმფრენზე უნდა იყოს ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა, რომლითაც შეიძლება ფრენა:
ა) ფრენის სამუშაო გეგმის შესაბამისად; და
ბ) სმმ-ის მოთხოვნების შესაბამისად,
იმ შემთხვევების გამოკლებით (თუ უფლებამოსილი ორგანო არ კრძალავს), როცა ვფწ-ით ნაოსნობა ხორციელდება მიწისზედა ორიენტირებთან ვიზუალური კონტაქტის დამყარებით.
5. იმ რაიონში/მარშრუტზე ფრენისას, სადაც დადგენილია სანაოსნო სპეციფიკაცია PВN-ისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დამატებით ვერტმფრენზე:
ა) უნდა იყოს ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა, რაც საშუალებას მისცემს ფრენა შეასრულოს დადგენილი სანაოსნო სპეციფიკაციების შესაბამისად; და
ბ) იღებს სააგენტოს ნებართვას ასეთ საჰაერო სივრცეში საფრენად.
შენიშვნა: მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის ინფორმაციას (PВN) და საექსპლუატაციო დამტკიცებისა და დანერგვის პროცესის მასალებს შეიცავს Doc 9613, სადაც ასევე მოცემული სანაოსნო სისტემებზე, სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებული, საბუთების სარეკომენდაციო სია.
6. ვერტმფრენი უნდა იყოს სანაოსნო ხელსაწყოებით აღჭურვილი ისე რომ ფრენის ნებისმიერ ეტაპზე ერთი მათგანის მტყუნებისას შეძლოს გააგრძელოს ფრენა ამ მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტების შესაბამისად.
7. თუ დაფრენა სახელსაწყო მეტეოპირობებში იგეგმება, ვერტმფრენს უნდა ჰქონდეს ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც მიაღწევს იმ წერტილში საიდანაც ვიზუალური დაფრენა იქნება შესაძლებელი დანიშნულების ან ნებისმიერ სათადარიგო ვერტოდრომზე.
შენიშვნა: ამ მუხლში აღნიშნული კავშირისა და ნაოსნობის აღჭურვილობა ისე უნდა დამონტაჟდეს, რომ მისი რომელიმე ელემენტის მტყუნებამ სხვა ელემენტის მწყობრიდან გამოსვლა არ გამოიწვიოს.
მუხლი 63🔗.
ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურება
ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ვერტმფრენის ტექნიკური მომსახურება განახორციელდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 19 სექტემბრის №116 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.
თავი V
ვერტმფრენის საფრენოსნო ეკიპაჟი
მუხლი 64🔗.
საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა
1. ვერტმფრენის საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა და რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ფრენის სახელმძღვანელოს მოთხოვნებს. ეკიპაჟის წევრების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს, ვერტმფრენის ტიპი, ფრენის მიზნები(დანიშნულება) და ფრენის ხანგრძლივობა იმ ვერტოდრომამდე სადაც უნდა მოხდეს ეკიპაჟის წევრების შეცვლა.
2. ვერტმფრენის ეკიპაჟის შემადგენლობაში უნდა იყოს ჩართული ერთი წევრი მაინც, რომელსაც გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი მოწმობა, რომლის თანახმადაც, მას უფლება ეძლევა ექსპლუატაცია გაუწიოს სხ-ზე არსებულ რადიოგადამცემ აღჭურვილობას.
მუხლი 65🔗.
საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მოვალეობები ავარიულ სიტუაციაში
1. ექსპლუატანტი ვალდებულია ვერტმფრენის ტიპიდან გამომდინარე, განსაზღვროს საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრის ფუნქციები და მოვალეობები, ავარიულ სიტუაციაში ან ისეთ სიტუაციაში, როდესაც საჭირო არის ვერტმფრენიდან ხალხის ავარიული ევაკუაცია.
2. ექსპლუატანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომზადების პროგრამა, რომელიც არეგულირებს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის, წელიწადში ერთხელ:
ა) ფუნქციების და მოვალეობების შესწავლას;
ბ) ვერტმფრენის ბორტზე არსებული ყველა საავარიო-სამაშველო საშუალებების გამოყენების მეთოდების შესწავლას;
გ) ვერტმფრენიდან ხალხის ავარიული ევაკუაციის ტრენინგებს.
მუხლი 66🔗.
საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადების პროგრამა
1. ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს საფრენოსნო ეკიპაჟების სახმელეთო და საფრენოსნო მომზადების პროგრამა, დამტკიცებული სააგენტოს მიერ, რომლის შესრულებაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ეკიპაჟის ყველა წევრი მასზედ დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს სათანადო დონეზე. მომზადების პროგრამა არის ფშს-ს ნაწილი და შეიცავს:
ა) მასწავლებლების, ინსტრუქტორების, სახმელეთო და საფრენოსნო ტრეინინგის საშუალებებს (საწაფების ყველა სახეობა და კომპიუტერზე ბაზირებული ტრეინინგის ჩათვლით - CBT) და სასწავლო მასალას, სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
ბ) კონკრეტულ სხ-ის ტიპზე, საფრენოსნო შემადგენლობის მიწისზედა და საფრენოსნო მომზადების საკითხებს.
გ) ეკიპაჟის წევრებს შორის ურთირეთქმედების საკითხებს, ავარიულ და არასტანდარტულ სიტუაციებში, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს: ძრავის, მზიდი და მიმართულების ხრახნების, ვერტმფრენის და მისი სისტემების მტყუნების, ხანძრის ან სხვა უარყოფითი ფაქტორების გამო.
დ) საკითხებს, რომელის მიზანია: ვფწ-ით და სფწ-ით, ფრენების წარმოების სავარაუდო არეალში გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავება, ადამიანის შესაძლებლობის მახასიათებლების, კონტროლის ფაქტორისა და შეცდომების დაშვების გამორიცხვის გათვალისწინება, სახიფათო ტვირთების გადატანა და ფრენის პროცედურები სპეციფიკურ პირობებში.
ე) სწავლების პროცედურებს, რათა საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრმა იცოდეს თავიანთი პასუხისმგებლობის ფუნქციები და ამ ფუნქციების კავშირი სხვა ეკიპაჟის წევრების ფუნქციების მიმართ არასტანდარტულ და ავარიულ სიტუაციებშიც.
ვ) სისტემების გამოყენება როგორიცაა HUD ან EVS თუ ასეთს გამოიყენებს ექსპლუატანტი.
ზ) სწავლების, ტრენინგების პერიოდულობის და მზადყოფნის შეფასების კრიტერიებს, სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადების პროგრამა არის ფშს-ს ნაწილი და შეიცავს:
ა) პირველადი მომზადებას;
ბ) განმეორებითი მომზადებას;
გ) გადამზადებას (სხ-ის ტიპიდან ტიპზე ან სხვა კომპანიაში გადასვლისას);
დ) კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით მომზადებას;
ე) ფრენებიდან შესვენების შემდეგმომზადებას;
ვ) გაცნობითი მომზადებას;
ზ) სხ-ის მეთაურის მომზადება მარჯვენა სავარძლიდან ფრენისთვის;
თ) განსხვავებების შესწავლას;
ი) მომზადებასფრენის უსაფრთხოების საკითხებში;
კ) მომზადებას უშიროების საკითხებში;
ლ) CRM-ის მომზადებას;
მ) საავარიო-სამაშველო მომზადებას;
ნ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მომზადებას.
შენიშვნა: 1. აკრძალულია, არასტანდარტული ან ავარიული სიტუაციის იმიტაცია, როდესაც სხ-ის ბორტზე არის მგზავრები ან ტვირთი.
2. საფრენოსნო მომზადება შეიძლება ჩატარდეს იმ საწაფებზე, რომლებზეც შესაძლებელია ფრენის იმიტირება და რომლებიც დამტკიცებულია/აღიარებულია ამ მიზნებისთვის სააგენტოს მიერ.
3. ამ წესების 65-ე და 66-ე მუხლებში მითითებული ტრეინინგის მოცულობა, განმეორების შემთხვევაში შეიძლება იყოს შეცვლილი ან არ იყოს ისეთივე სრული, როგორც პირველადი მომზადების პროგრამა კონკრეტულ ტიპზე.
4. პერიოდული მიწისზედა მომზადება, შეიძლება ჩატარდეს, კურსების და წერილობითი გამოცდების სახით ან სააგენტოსთან შეთანხმებული სხვა მეთიდით.
5. სახიფათო ტვირთების გადატანასთან დაკვშირებული სწავლებების საკითხები მოცემულია იკაოს მე-18 დანართში და DOC-9284-ში.
6. ადამიანის შესაძლებლობებთან, ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული სწავლებების საკითხები მოცემულია „ადამიანური ფაქტორის შესწავლის სახელმძღვანელო“-ში (DOC-9683)
7. ინფორმაცია, რომელიც ეხება ფრენის სქემების პარამეტრებს და საექსპლუტაციო პროცედურებს, მოცემულია PANS-OPS-ის (Doc-8168) I ტომში. ვფწ და სფწ სქემების შედგენისათვის საჭირო კრიტერიები მოცემულია PANS-OPS-ის (Doc-8168) II ტომში. დაბრკოლებების გადაფრენის კრიტერიები და სქემები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის და ასეთი განსხვავებების ცოდნა ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
8. საფრენოსნო ეკიპაჟების მოსამზადებელი პროგრამების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია Doc-9376-ში.
9. საკვალიფიკაციო შეფასების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია Doc-9868-ის მე-2 თავში.
3. კონკრეტული სხ-ის ტიპზე განმეორებითი საფრენონო მომზადება ითვლება ჩატარებულად, თუ:
ა) მომზადების პროცესში გამოყენებული იყო საწაფი, რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ; ან
ბ) კონკრეტული ვერტმფრენის ტიპზე, გარკვეული პერიოდის შუალედებში ტარდებოდა მზადყოფნის შემოწმებები.
მუხლი 67🔗.
საფრენოსნო ეკიპაჟის კვალიფიკაცია
ვერტმფრენის სხვადასხვა ტიპზე ფრენის შემთხვევაში საფრენოსნო ეკიპაჟების მომზადება უნდა შეესაბამებოდეს ამ ტიპის ვერტმფრენით ფრენისათვის საჭირო კვალიფიკაციასა და გამოცდილებას იკაოს DOC-9379-ის შესაბამისად.
მუხლი 68🔗.
ვერტმფრენის მეთაურის და მეორე პილოტის გამოცდილების გათვალისწინება
1. ხმ-ს ან მეორე პილოტს ეკრძალება კონკრეტული ტიპის სხ-ის ან მისი მოდიფიკაციის მართვა, აფრენა და დაფრენის ეტაპებზე, თუ ყოველ მათგანს, ბოლო 90 დღის განმავლობაში არ განუხორციელებიათ სულ ცოტა 3 აფრენა და დაფრენა, ასეთივე ტიპის სხ-ზე ან ამ ტიპის სხ-ის საწაფზე.
2. თუ ხმ ან მეორე პილოტი დაშვებულია ვერტმფრენის კონკრეტული ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციაზე ან სხვადასხვა ტიპის სხ-ზე, რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური საექსპლუტაციო პროცედურები, მართვისა და სისტემების ანალოგიური მახასიათებლები, ეკრძალებათ კონკრეტული ტიპის სხ-ის ან მისი მოდიფიკაციის მართვა, აფრენა დაფრენის ეტაპებზე, თუ ყოველ მათგანს, ბოლო 90 დღის განმავლობაში არ განუხორციელებიათ ფრენა კონკრეტული სხ-ის ტიპის, მოდიფიკაციის ან შესაბამისი ტიპის საწაფზე.
3. ექსპლუატანტმა უნდა განსაზღვროს ხმ-ის ან მეორე პილოტის ფრენაზე დაშვების პროცედურები, გამომდინარე სხ-ის ტიპების და მოდიფიკაციების განსხვავებების გათვალისწინებით და წარუდგინოს სააგენტოს დასამტკიცებლად.
მუხლი 69🔗.
ხმ-ის კვალიფიკაციისადმი წაყენებული მოთხოვნები
1. ექსპლუატანტს ეკრძალება გამოიყენოს პილოტი ხმ-ის რანგში, იმ სახის ფრენებზე, რომლებზეც მას არ გაუვლია მომზადება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.
2. ექსპლუატანტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პილოტს სათანადო დონეზე შესწავლილი აქვს:
ა) დაგეგმილი ფრენების სახეობა. მათ შორის:
ა.ა) რელიეფი და მინიმალური უსაფრთხო სიმაღლეები;
ა.ბ) სეზონური მეტეოროლოგიური პირობები;
ა.გ) მარშრუტზე არსებული მეტეროლოგიური მომსახურების, ტექნიკური საშუალებები და კავშირგაბმულობის პროცედურები.
ა.დ) საავარიო სამაშველო პროცედურები;
ა.ე) კონკრეტულ მარშრუტზე არსებული სანავიგაციო საშუალებები და პროცედურები.
ბ) მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში და ინტენსიურ საჰაერო მიმოსვლის არეალებში ფრენის ტრაექტორიის დაგეგმვის წესები, დაბრკოლებების განლაგება, რაიონის ტოპოგრაფიული მონაცემები, არსებული შუქსასიგნალო აღჭურვილობა, დასაფრენად შესვლისათვის და დაფრენის უზრუნველყოფისათვის არსებული საშუალებები, ასევე ვერტოდრომზე სფწ-თი დასაფრენად შესვლის, დაფრენისა, აფრენის, მოსაცდელი არეალების პროცედურების და გამოყენებადი საექსპლუატაციო მინიმუმები.
შენიშვნა: ვერტოდრომზე დასაფრენად შესვლის, სფწ-თი დაფრენის, მოსაცდელი არეალების პროცედურების და გამოყენებადი საექსპლუატაციო მინიმუმების ცოდნა შეიძლება დემონსტრირებული იყოს, ამ მიზნებისათვის განკუთვნილ შესაბამის საწვრთნელ მოწყობილობებზე.
3. ხმ-მა უნდა განახორციელოს ფრენა, რომელიც შეესაბამება დადგენილი სამუშაოების სახეობას, რომელიც აუცილებლად შეიცავს დაფრენას შესაბამის ვერტოდრომზე, იმ პილოტის ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც აქვს ამ სახეობის სამუშაოებისათვის სათანადო კვალიფიკაცია.
4. ექსპლუატანტი ვლდებულია აწარმოოს პილოტის შესაბამისი კვალიფიკაციის აღრიცხვა და კონტროლი, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს.
5. ექსპლუატანტს ეკრძალება გამოიყენოს პილოტი ხმ-ის რანგში, თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში მას არ განუხორციელებია ერთი ფრენა მაინც, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის, შემმოწმებლის ან დამკვირებელი პილოტის რანგში, ექსპლუატნტის ან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მარშრუტებზე და ვერტოდრომებზე, სადაც ფრენების უსაფრთხო წარმოებისათვის, აუცილებელია განსაკუთებული უნარი და ცოდნა.
6. იმ შემთხვევაში, თუ ხმ-ს ბოლო 12 თვის განმავლობაში არ შეუსრულებია არცერთი ფრენა ზემოთხსენებულ მარშრუტებზე და ვერტოდრომებზე ან შესაბამისი დანიშნულების საწაფზე, მისი დაშვება შესაბამის მარშრუტზე და ვერტოდრომზე ხმ-ის რანგში, შესაძლებელია მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების ხელმეორედ გავლის შემდეგ.
მუხლი 70🔗.
პილოტების საკვალიფიკაციო შემოწმებები
1. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, პილოტირების ტექნიკის და ავარიულ სიტუაციებში მოქმედებების შემოწმება, რომელიც გამოავლენს პილოტების კონკრეტული ტიპის ან მოდიფიკაციის სხ-ზე ფრენებისათვის მზადყოფნას. იმ შემთხვევაში, როდსაც ფრენები ხორციელდება სფწ-ით, ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს იმის დემონსტრირება, რომ პილოტი იცავს ამ წესებით ფრენის ნორმებს.
2. შემოწმებების ჩატარება შეუძლია ექსპლუატანტის მიერ დანიშნულ პილოტ-ინსპექტორს (ინსტრუქტორს) ან სააგენტოს წარმომადგენელ შემმოწმებელს. ასეთი სახის შემოწმებები უნდა ჩატარდეს წლიწადში ორჯერ, ამასთან შემოწმებებს შორის პერიოდი არ უნდა იყოს ოთხ თვეზე ნაკლები.
შენიშვნა: ზემოთ აღნიშნული შემოწმებების ჩატარებისათვის შეიძლება გამოყენებული იყოს საწაფი, თუ ის აღიარებულია სააგენტოს მიერ და განკუთვნილია ამ მიზნებისათვის.
3. თუ სხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის წევრები დაშვებულია სხ-ის კონკრეტული ტიპის სხვა და სხვა მოდიფიკაციაზე ან სხვა და სხვა ტიპის სხ-ზე, რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური საექსპლუატაციო პროცედურები, მართვისა და სისტემების ანალოგიური მახასიათებლები, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად ვრცელდება სხ-ბის კონკრეტულ ტიპზე ან მოდიფიკაციაზე.
მუხლი 71🔗.
მხედველობის მაკორექტირებელი ლინზები
საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს, რომელსაც შესაბამისი მოწმობის თანახმად, უფლება აქვს გამოიყენოს(ატაროს) მხედველობის მაკორექტირებელი ლინზები(სათვალეები), ვალდებულია იქონიოს სათადარიგო მაკორექტირებელი ლინზები(სათვალეები), რომლებიც უნდა ინახებოდეს ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე.
მუხლი 72🔗.
ფრენის დრო, საფრენოსნო სასამსახურო დრო და დასვენების პერიოდი
1. საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ მოვალეობების სათანადო დონეზე შესრულების მიზნით, ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის მოთხოვნების დაცვა ეკიპაჟის წევრებისათვის, რომელიც განსაზღვრავს - საფრენოსნო დროის, სასამსახურო-საფრენოსნო დროის, სასამსახურო დროის და დასვენების დროის ნორმებს.
2. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს საფრენოსნო, სასამსახურე–საფრენოსნო, სასამსახურო და დასვენების დროის აღრიცხვა ყოველი თანმიმდევრული დღე-ღამის, 28 დღის და 365 დღის პერიოდში.
მუხლი 73🔗.
ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეტჩერი
1. თუ ესქპლუატანტს ჰყავს ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეტჩერი და ის თავის ფუნქციებს ასრულებს ფრენების წარმოებაზე თვალყურისა და კონტროლის დამტკიცებული მეთოდით, მას უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობა.
2. ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტს/ავიადისპეტჩერს შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნქციები მოწმობის გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ ის არის მომზადებული ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად და თავის ფუნქციებს ასრულებს ლიცენზირებული სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.
3. ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეტჩერი არ დაიშვება სამუშაოდ, თუ მან:
ა) წარმატებით არ გაიარა ექსპლუატანტის სპეციალიზირებული სასწავლო კურსი;
შენიშვნა: ასეთი სასწავლო კურსის სახელმძღვანელო მასალას შეიცავს სწავლების სახელმძღვანელო Doc 7192-ს D–3 ნაწილი ,,ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეტჩერი“.
ბ) განვლილი 12 თვის განმავლობაში არ შეასრულა ერთი საკვალიფიკაციო ფრენა მაინც ნებისმიერ რაიონში, რომლის ფარგლებშიც ის არის უფლებამოსილი განახორციელოს ფრენების კონტროლი, ერთი მიმართულებით ვერტმფრენის პილოტების კაბინაში.
შენიშვნა: საკვალიფიკაციო ფრენის მიზნებისთვის, ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტს/ავიადისპეტჩერს უნდა შეეძლოს აწარმოოს საფრენოსნო ეკიპაჟის შიდა კავშირის, რადიოკავშირის საშუალებების და ეკიპაჟის წევრების მოქმედებაზე მონიტორინგი.
გ) ექსპლუატანტს არ წარმოუდგინა ცოდნა:
გ.ა) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს;
გ.ბ) გამოსაყენებელი საბორტო რადიოაღჭურვილობის;
გ.გ) გამოსაყენებელი საბორტო სანავიგაციო აღჭურვილობის.
დ) ექსპლუატანტს არ წარმოუდგინა ცოდნა იმ საკითხებში, რომლებიც ეხება იმ ფრენებს რომელზეც ის პასუხისმგებელია და რაიონებს რომლის ფარგლებში უფლებამოსილია აკონტროლოს ფრენები:
დ.ა) სეზონურ მეტეოროლოგიურ პირობებზე და მეტეოინფორმაციის მიღების წყაროებზე;
დ.ბ) მეტეოპირობების ზემოქმედებაზე საბორტო რადიო აღჭურვილობის მიერ რადიოსიგნალის მიღებაზე;
დ.გ) ექსპლუატანტის მიერ გამოყენებული ყველა ნავიგაციური სისტემის თავისებურებაზე და შეზღუდვებზე;
დ.დ) ვერტმფრენების დატვირთვის ინსტრუქციაზე.
ე) ექსპლუატანტს არ წარმოუდგინა ცოდნა და უნარი ფრენის მომზადების სპეციალისტთან/ავიადისპეჩერთან მიმართებაში ადამიანური შესაძლებლობების სფეროში.
ვ) ექსპლუატანტს არ წარმოუდგინა თავისი ვალდებულებების შესრულების უნარი.
4. სამუშაოზე დაშვებული ფრენის მომზადების სპეციალისტი/ავიადისპეჩერი მუდმივად უნდა ინარჩუნებდეს ყველა იმ საექსპლუატაციო თავისებურებების ცოდნის დონეს, რომელსაც კავშირი აქვს მის საქმიანობასთან, ადამიანის შესაძლებლობის სფეროში ცოდნისა და უნარის ჩათვლით.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალას, რომელიც ეხება ადამიანის შესაძლებლობის სფეროში ცოდნისა და უნარის დაუფლების პროგრამის შემუშავებას, შეიცავს Doc 9683.
5. თუ 12 თვის განმავლობაში ფრენის მომზადების სპეციალისტს/ავიადისპეჩერს არ შეუსრულებია თავისი მოვალეობები არ დაიშვება სამუშაოდ, სანამ არ დაკმაყოფილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
თავი VI
სახელმძღვანელოები, საბორტო ჟურნალები,სააღრიცხვო საბუთები
მუხლი 74🔗.
სააღრიცხვო საბუთები
ექსპლუატანტი ვალდებულია აწარმოოს შემდეგი სააღრიცხვო საბუთები:
ა) საწვავით და ზეთით გამართვის სააღრიცხვო საბუთი;
ბ)ვერტმფრენის საექსპლუატაციო პარამეტრების სააღრიცხვო საბუთი;
გ)ფრენის დროის, საფრენოსნო სასამსახურო დროის და დასვენების პერიოდის სააღრიცხვო საბუთები;
დ) ფრენისათვის მომზადების საბუთების ფორმები;
ე) ფრენის სამუშაო გეგმა;
ვ) გარკვეული მარშრუტებზე და სამუშაოების სახეობებზე მეთაურის მზადყოფნის დონის სააღრიცხვო საბუთები.
მუხლი 75🔗.
საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო
1. ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშაოს სეს-ი ჩიკაგოს კონვენციის მე-8 დანართის შესაბამისად.
2. საქართველოში რეგისტრირებული სხ-თვის სააგენტო ამტკიცებს საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს (სეს) და მასში ცვლილებების შეტანას.
მუხლი 76🔗.
ექსპლუატანტის ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო
ექსპლუატანტმა „ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო“ უნდა შეიმუშაოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 19 სექტემბრის N116 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 77🔗.
ტექნიკური მომსახურების პროგრამა
ექსპლუატანტმა სხ-ის „ტექნიკური მომსახურების პროგრამა უნდა შეიმუშაოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 19 სექტემბრის N 116 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 78🔗.
საბორტო ჟურნალი
1. საბორტო ჟურნალი უნდა შეიცავდეს შემდეგ თავებს, შემდეგი ნუმერაციით:
ა) თავი I. ეროვნული კუთვნილება და სხ-ის რეგისტრაცია
ბ) თავიII. თარიღი
გ) თავიIII. ეკიპაჟის წევრების გვარები
დ) თავიIV. ეკიპაჟის წევრების მოვალეობები
ე) თავიV. გაფრენის პუნქტი
ვ) თავიVI. დაფრენის პუნქტი
ზ) თავიVII. გაფრენის დრო.
თ) თავიVIII. დაფრენის დრო.
ი) თავი IХ. ფრენის დრო
კ) თავი Х. ფრენის სახეობა (კერძო, საავიაციო სამუშაოები, რეგულარული თუ არარეგულარული რეისი)
ლ) თავი ХI. ინციდენტები, დაკვირვების მონაცემები
მ) თავი ХII. პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
2. საბორტო ჟურნალში ჩანაწერები უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ, მელნით ან წაუშლელი ფანქრით.
3. შევსებული საბორტო ჟურნალი უნდა ინახებოდეს 6 თვის განმავლობაში.
მუხლი 79🔗.
საბორტო საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის აღრიცხვა
ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრისათვის შესატყობინებლად, ექსპლუატანტს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ფრენებზე დაკავებული ვერტმფრენის საბორტო საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის დაწვრილებითი ჩამონათვალი. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: სამაშველო ტივების, სასიგნალო რაკეტების რაოდენობას, ფერს, ტიპს, საავარიო-სამედიცინო საშუალებების, წყლის მარაგის აღწერას, აგრეთვე, მობილური საავარიო რადიოაღჭურვილობის ტიპს და სიხშირეებს.
მუხლი 80🔗.
საბორტო თვითმწერების ჩანაწერები
საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტისას, ექსპლუატანტი უნდა შეინახოს ამ ფრენასთან დაკავშირებული თვითმწერების ჩანაწერები და საჭიროებისას თვითმწერებიც საიმედო ადგილზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართით.
მუხლი 81🔗.
მომსახურე ეკიპაჟის მოვალეობების განაწილება ავარიულ სიტუაციაში
ექსპლუატანტი ადგენს და სააგენტო ამტკიცებს ბორტგამყოლების მინიმალური რაოდენობას, ვერტმფრენის ტიპის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება ბორტზე არსებული სავარძლების ან მგზავრების რაოდენობის მიხედვით და დამოკიდებულია ავარიულ სიტუაციაში ან სიტუაციაში, როდესაც აუცილებელია მგზავრების უსაფრთხო და სწრაფი ევაკუაცია, მათი მოვალეობების შეუფრხებლად შესრულებასთან.
მუხლი 82🔗.
მომსახურე ეკიპაჟის წევრის უსაფრთხოება ფრენის დროს
აფრენა-დაფრენის დროს, მომსახურე ეკიპაჟის ყოველი წევრი ვალდებულია იმყოფებოდეს საკუთარ სამუშაო ადგილზე, ან ხმ-ის მითითებით განკუთვნილ სხვა ადგილზე და იყოს უსაფრთხოების ღვედებით (სისტემით) მიბმული.
შენიშვნა: ზემოთხსენებული არ გამორიცხავს, რომ ხმ-ს შეუძლია მისცეს მითითება მომსახურე ეკიპაჟს, შეიკრას მხოლოდ უსაფრთხოების ღვედები ნებისნიერ დროს გარდა აფრენა-დაფრენის ეტაპისა.
მუხლი 83🔗.
მომსახურე ეკიპაჟის წევრების მომზადების პროგრამა
1. ექსპლუატანტს უნდა გააჩნდეს მის მიერ შედგენილი და სააგენტოს მიერ დამტკიცებული მომზადების პროგრამა, რომლის შესაბამისადაც მომსახურე ეკიპაჟის ყოველმა წევრმა უნდა გაიაროს მომზადება მის ბორტგამყოლად დაშვებამდე. მომსახურე ეკიპაჟის წევრებმა ყოველწლიურად უნდა გაიარონ გადამზადების პროგრამა, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყოველ მათგანმა:
ა) შეძლოს ავარიულ სიტუაციაში, რომლის დროსაც აუცილებელია ავარიული ევაკუაცია, შეასრულოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დაკავშირებული მოვალეობები და ფუნქციები.
ბ) შეძლოს გამოიყენოს სხ-ის ბორტზე არსებული საავარიო-სამაშველო საშუალებები, ისეთები როგორიც არის: სამაშველო ჟილეტები, სამაშველო ტივები, ავარიული ტრაპები(ღარი), ავარიული გასასვლელები, გადასატანი ცეცხლმაქრები, ჟანგბადის აღჭურვილობა, უნივერსალური პროფილაქტიკური კომპლექტები, პირველადი დახმარების კომპლექტები და ავტომატური გარე გამოყენების დეფიბრილიატორები;
გ) სხ-ბზე რომლებიც ასრულებენ ფრენებს 3000მ (10 000ფტ)-ზე მაღლა, მუშაობისას ერკვეოდეს ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეულ შედეგებში. ჰერმოკაბინიანი სხ-ბზე მუშაობისას, ერკვეოდეს ჰერმეტიზაციის დარღვევით გამოწვეულ ფიზიოლოგიურ მოვლენებში.
დ) უნდა იცოდეს, ავარიულ სიტუაციაში ეკიპაჟის სხვა წევრების მოვალეობები და ფუნქციები იმ დონეზე, რაც საჭიროა თავისი მომსახურე ეკიპაჟის წევრის ფუნქციების შესრულებისათვის.
ე) უნდა იცოდეს იმ სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი (ტიპები), რომლების გადატანა დასაშვებია ან აკრძალულია სხ-ით.
ვ) უნდა იცოდეს, ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით სხ-ის სალონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობები, ასევე საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟის წევრებს შორის კორდინაციის საკითხები.
2. მომსახურე ეკიპაჟის პროგრამა უნდა შეიცავდეს მასწავლებლების, ინსტრუქტორების, სახმელეთო და საფრენოსნო ტრეინინგის საშუალებებს (საწაფების ყველა სახეობა და კომპიუტერზე ბაზირებული ტრეინინგის ჩათვლით - CBT) და სასწავლო.
შენიშვნა: 1. სახიფათო ტვირთების გადაზივებთან დაკავშირებული მომსახურე ეკიპაჟის მომზადების საკითხები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-18 დანართში და DOC-9284-ში.
2. საკითხები, რომელიც ეხება პერსონალის მომზადების პროგრამის შემუშავებას და ითვალისწინებს ადამიანურ ფაქტორსა და შესაძლებლობებს, მოცემულია DOC-9683-ში.
მუხლი 84🔗.
მომსახურე ეკიპაჟის ფრენის დრო, მოვალეობის შესრულების დრო და დასვენების პერიოდი
მომსახურე ეკიპაჟის საფრენოსნო დროის, სასამსახურო-საფრენოსნო დროის, სასამსახურო დროის და დასვენების დროის ნორმების უნდა შეესაბამებოდეს საფრენოსნო ეკიპაჟის დროის ნორმების მოთხოვნებს, რომელიც მოცემულია ამ წესების 72-ე მუხლში.
თავი VII
საავიაციო უშიშროება
მუხლი 85🔗.
ვერტმფრენის შემოწმების საკონტროლო ჩამონათვალი
1. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს ვერტმფრენის ბორტზე შემოწმების საკონტროლო ჩამონათვალის არსებობა, რომლის მიხედვით, მოსალოდნელი მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში განხორციელდება შემოწმება, ბორტზე იარაღის, ასაფეთქებლების და სხვა სახიფათო ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით.
2. შემოწმების საკონტროლო ჩამონათვალს თან უნდა ერთვოდეს სახელმძღვანელო მასალა, ეკიპაჟის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის ან სხვა საეჭვო საგნების აღმოჩენისას განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ.
მუხლი 86🔗.
მომზადების პროგრამა
1. ექსპლუატანტს უნდა ჰქონდეს შემუშავებული და სააგენტოსთან შეთანხმებული საავიაციო უშიშროების საკითხებში ეკიპაჟების მომზადების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ეკიპაჟების მომზადებას, რათა მათ შეძლონ მოახდინონ ადეკვატური რეაგირება ბორტზე მართლსაწინააღმდეგო ქმედობის განხორციელების შემთხვევაში.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშავოს საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების პროგრამა და უზრუნველყოს ამ პროგრამის მიხედვით პერსონალის მომზადება. პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მგზავრებთან, ბარგთან, ტვირთთთან, ბორტკვებასთან, აღჭურვილობასთან, საბორტო მარაგთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გაცნობას მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან აცილების მიზნით.
მუხლი 87🔗.
მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეტყობინება
ვერტმფრენის მეთაური ვალდებულია განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედობის შემდეგ დაუყოვნებლივ მიაწოდოს წერილობითი შეტყობინება როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ასევე იმ სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედობა.
თავი VIII
გათავისუფლება
მუხლი 88🔗.
ამ წესების მოთხოვნებისაგან გათავისუფლება
1. გამონაკლის შემთხვევებში, ექსპლუატანტი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს ამ წესებით დადგენილი მოთხოვნებისაგან გათავისუფლების თხოვნით, თუ მოთხოვნების შესრულების შეუძლებლობას განაპირობებს აეროდრომის ინფრასტრუქტურა, მისი გადაულახავი გეოგრაფიული ან ფიზიკური მახასიათებლები, კონსტრუქციული თუ სტმ-ის თავისებურებები და ნაკლოვანებები შესაძლებელია აღმოიფხვრას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისაგან გათავისუფლებით ან მაკომპენსირებელი ზომების/კორექტივების დადგენით.
2. მოთხოვნებისაგან გათავისუფლება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩიკაგოს კონვენციის დანართების მოთხოვნებს და უნდა შეიცავდეს მყარ და დოკუმენტალურად დადასტურებულ რეგულირების მექანიზნებს. ამ მექანიზმების გამოყენება არის გამონაკლისი და არა ნორმა.
3.ექსპლუატანტი ვალდებულია თავისი ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში შეიმუშაოს მოთხოვნებისაგან გათავისუფლებისაგან შესაძლო რისკის ანალიზის მეთოდიკა და წარუდგინოს სააგენტოს.
4.მოთხოვნებისაგან გათავისუფლების თხოვნით სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ექსპლუატანტი პასუხისმგებელია იმ პირობების დაცვაზე, რა პირობითაც გაიცემა გათავისუფლება. ექსპლუატანტი ვალდებულია, სააგენტოს ნებართვის საფუძველზე, გამოიყენოს ფრენის ისეთი (დამტკიცებული) სტანდარტები, რაც არსებულ მოთხოვნებზე არანაკლები უსაფრთხოების დონეს უზრუნველყოფს.
5.ამ წესებით დადგენილი მოთხოვნებისგან გათავისუფლების უფლება აქვს სააგენტოს, რომელიც გასცემს განსაკუთრებულ ნებართვას და ექსპლუატანტს არა აქვს უფლება განახორციელოს დადგენილ მოთხოვნებისაგან განსხვავებული ქმედება, თუ მას სააგენტოსგან ნებართვა არ მიუღია.
6. ექსპლუატანტი ვალდებულია გათავისუფლებაზე განაცხადი სააგენტოში წარადგინოს სავარაუდო გამოყენების თარიღიდან 30 დღით ადრე, რათა სააგენტოს ჰქონდეს საკითხის სათანადოდ განხილვის შესაძლებლობა.
7. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) ექსპლუატანტის დასახელებას;
ბ) ექსპლუატანტის დარეგისტრირებულ და ფაქტიურ მისამართს, თუ განსხვავდება;
გ) ტელეფონის და ფაქსის ნომერს;
დ) ელექტრონულ მისამართს;
ე) დეტალურად აღწერილ განაცხადის მიზანს;
ვ) მოთხოვნებისაგან გათავისუფლებისაგან შესაძლო რისკის ანალიზს;
ზ) წესების მუხლის მოთხოვნების მითითება, რისგანაც ექსპლუატანტი ითხოვს გათავისუფლებას და ამ გათავისუფლების ციტირება;
თ) ექსპლუატაციის სახეობის აღწერა, რომელიც განხორციელდება მოთხოვნილი გათავისუფლების პირობებში;
ი) გათავისუფლების სავარაუდო ხანგრძლივობა;
კ) განმარტება იმისა, თუ როგორ აისახება გათავისუფლება საზოგადოებრივ ინტერესებზე და რა შედეგს მოიტანს ეს გათავისუფლება;
ლ) ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დადგენილი მოთხოვნების ალტერნატიული მეთოდების მედეტალური აღწერა იმისა, თუ როგორ შენარჩუნდება უსაფრთხოების დადგენილი დონე;
მ) დადგენილი მოთხოვნებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ყველა ცნობილი პრობლემის განხილვა და შეფასება, მათ შორის ექსპლუატანტისთვის ცნობილი აღნიშნულთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, ან სხვა ქვეყანის მიერ გაცემული გათავისუფლების გამოყენების შესახებ პოზიტიური ინფორმაცია;
ნ) თუ ექსპლუატანტი აპირებს შეზღუდვების გამოყენებით ექსპლუატაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ექსპლუატანტმა უნდა მიუთითოს, ეწინააღმდეგება თუ არა გათავისუფლება იმ ქვეყნის მიერ დადგენილ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესებს.
8. თუ განმცხადებელი ექსპლუატანტი არ არის საქართველოში დარეგისტრირებული, მან განაცხადში უნდა მიუთითოს გათავისუფლების გაცემის პირობების დაცვაზე დანიშნული პასუხისმგებელი პირი.
9. თუ ექსპლუატანტი ითხოვს გათავისუფლების დაუყოვნებლივ მიღებას, მან უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, თუ რატომ არ იყო გათავისუფლება მოთხოვნილი თავისდროულად და სასწრაფო მოთხოვნის მიზეზი. გათავისუფლების თავისდრულად არ მოთხოვნა სააგენტომ შეიძლება განიხილოს როგორც უარის თქმის საფუძველი.
10. თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ გათავისუფლების მოთხოვნა შეესაბამება და არ ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო აგრძელებს განაცხადის შემდგომ განხილვას ნებართვის გაცემის ან უარის თქმის მიზნით.
11. თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ გათავისუფლების მოთხოვნა არ შეესაბამება და ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო წყვეტს განაცხადის შემდგომ განხილვას, მანამდე, სანამ ექსპლუატანტი არ დააკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
12. პირველადი განხილვის შემდეგ, თუ გათავისუფლების მოთხოვნა ჩაითვლება მისაღებად, სააგენტომ უნდა განსაზღვროს და შეაფასოს შემდეგი:
ა) დაიცავს თუ არა გათავისუფლება საზოგადოებრივ ინტერესებს;
ბ) გათავისუფლების შემდეგ რამდენად იქნება შენარჩუნებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამ წესებით დადგენილი უსაფრთხოების დონე;
შენიშვნა: თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ გათავისუფლების თხოვნის ტექნიკური შეფასება სააგენტოს ადამიანური და ტექნიკური რესურსებით შეუძლებელია, სააგენტო უფლებამოსილია უარი უთხრას ექსპლუატანტს გათავისუფლებაზე.
გ) თუ ექსპლუატანტი აპირებს გათავისუფლების გამოყენებით ექსპლუატაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეწინააღმდეგება თუ არა გათავისუფლება იმ ქვეყნის მიერ დადგენილ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესებს;
დ) გათავისუფლების ნებართვის გაცემის შემთხვევაში, რამდენად იქნება დაცული დაინტერესებული მხარეების ინტერესები;
ე) რეკომენდაციები, პირობები და შეზღუდვები რომლებიც იქნებიან გათავისუფლების გაცემის პირობების შემადგენელი ნაწილი.
13. სააგენტო წერილობით აწვდის ექსპლუატანტს დაწვრილებით ანგარიშს გათავისუფლების გაცემის ან უარის შესახებ. ანგარიში საზღვრავს გათავისუფლების მოქმედების პერიოდს და ამ გათავისუფლების პირობებს და შეზღუდვებს.
14. თუ განაცხადი გათავისუფლების შესახებ ეხება გადაუდებელ დახმარების აღმოჩენას, სააგენტო განხილვის შემდეგ რაც შეიძლება მოკლე დროში აწვდის ექსპლუატანტს თავის გადაწყვეტილებას.
15. თუ გათავისუფლებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს სხ–ების სხვს ექსპლუატანტების საქმიანობაზე, ანგარიში ეგზავნება დაინტერესებულ ექსპლუატანტებს.
16. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს რომ, გათავისუფლებაზე გაცემული ნებართვა სხვა საბორტო დოკუმენტაციასთან ერთად იყოს სხ–ს ბორტზე.
17. თუ სააგენტო გადაწყვიტავს გათავისუფლების გაცემას, უნდა გავრცელდეს რომელიმე სხვა დაინტერესებულ პირს ან ექსპლუატანტს შეუძლია მიმართოს სააგენტოს ამ გათავისუფლების მათ საქმიანობაზე გავრცელების თაობაზე;
18. მიმართვის ფორმა უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს;
19. თუ ექსპლუატანტი მიმართავს სააგენტოს არსებული ნებადართული გათავისუფლების მოქმედების ვადის გაგრძელების თხოვნით და სააგენტო არაა წინააღმდეგი, სააგენტო წერილობით ატყობინებს ექსპლუატანტს ნებართვის მოქმებების ვადის და თუ ეს საჭიროა, დამატებითი პირობების შესახებ, რომელიც არ იყო განსაზღვრული ნებართვის პირველადი გაცემისას.