სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №464
2006 წ ლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად,დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება №2 დანართში მითითებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, მათ შორის,პირველი პუნქტიდან მეცამეტე პუნქტის ჩათვლით შემდგომი პრივატიზების მიზნით, ხოლო დანართის მეთოთხმეტე პუნქტიდან მეთექვსმეტე პუნქტის ჩათვლით მითითებული საზოგადოებების შემდგომი შერწყმის (გაერთიანების) მიზნით ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1-1/979 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ზემოაღნიშნული ქონების გადაცემის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2006.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
- „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ მიღებულია 27.09.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №464. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, №464, 27.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2052428/