სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 21.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №266
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017433
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №266
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29‑ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის აპარატების, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მომზადებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში ‑ კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი ‑ კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ‑ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.
მუხლი 2🔗
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს.
მუხლი 3🔗
კომისიამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე:
ა) შეიმუშავოს შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის გზით სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენის პროცესის გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას;
ბ) ერთგვაროვანი სტანდარტის დადგენის მიზნით მოამზადოს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლითაც განისაზღვრება საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ უწყებებში სამსახურებრივი ავტომანქანებით მოსარგებლე პირთა კატეგორია, კონკრეტული თანამდებობრივი ნომენკლატურისათვის განსაზღვრული ავტომობილის ტიპი, ავტომობილებით სარგებლობის წესები და ახალი ავტომობილის შეძენის წესი;
გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია სამსახურებრივი ავტომანქანების ავტოპარკის მდგომარეობისა და მისი განახლების მიზანშეწონილობის შესახებ.
მუხლი 4🔗
კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი