„EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №22
2005 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„EXPO 2005“მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„EXPO 2005“მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ლაშა გოცირიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
ჯემალ ინაიშვილი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე
საბა კიკნაძე-საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
საბა სარიშვილი-საქართველოს ბიზნესის კონფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი
ნუგზარ სარჯველაძე-საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
მიხეილ უკლება-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
თამარ ქვარიანი-საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.“.
2. განკარგულებას დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„3.1 „EXPO 2005“მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხის მიხედვით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს შესაბამისი ასიგნებანი;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშაონ წინადადებები ამ პუნქტში აღნიშნული ფინანსების აკუმულირებისა და ფინანსური ოპერაციების უზრუნველყოფის შესახებ;
გ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) აქტიური მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო გამოფენაზე საქართველოს სტენდისა და ღონისძიებების მოწყობაში.”.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.02.2005.
- როდის იქნა მიღებული „EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.02.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №22, 24.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2054096/