„ქ. ფოთში, რეკვავას ქ. №4-ში მდებარე შენობის პირველი სართულის 524 კვ.მ ფართობისა და მასზე წილობრივად დამაგრებული 376,23 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. ფოთის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №361
2006 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„ქ. ფოთში, რეკვავას ქ. №4- ში მდებარე შენობის პირველი სართულის 524 კვ. მ ფართობისა და მასზე წილობრივად დამაგრებული 376,23 კვ. მ მიწის ნაკვეთის ქ. ფოთის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ქ. ფოთში, რეკვავას ქ. №4-ში მდებარე შენობის პირველი სართულის 524 კვ.მ ფართობისა და მასზე წილობრივად დამაგრებული 376,23 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. ფოთის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ” (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 14 ივლისის №1-1/603 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი