გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№387
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 15/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №387

2006 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია სათანადო სახსრები გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში სკოლების, ადმინისტრაციული შენობების, კომუნიკაციების, აეროდრომის და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის. ხეობის მძიმე კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სამუშაოთა დროულად შესასრულებლად:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ (მ. აკიშბაია) უზრუნველყოს რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს, რომ გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს გამოუყოს ტყეკაფი აჟარის სატყეო მეურნეობიდან ლიკვიდური მერქნის დასამზადებლად აუქციონის გარეშე.

 

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.08.2006.
როდის იქნა მიღებული „გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
„გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 15.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №387. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.08.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოთა განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“, №387, 15.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2054634/