დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესის შესახებ
მიღების თარიღი 09.12.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №505
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 13/12/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.12.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 49.5pt 49.5pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №505
2002 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
დებულება
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის არსს, მიზნებსა და ძირითად მიმართულებებს, საკოორდინაციო ორგანოებისა და მათში შემავალი სუბიექტების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებისა და კონტროლის უზრუნველყოფის სამართლებრივ მექანიზმებს.
2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია გულისხმობს სახელმწიფო, მათ შორის – სამართალდაცვის ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ, თანამშრომლობის პრინციპზე აგებულ საქმიანობას დანაშაულთა დროული გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, ქვეყანაში ან მის ცალკეულ რეგიონებში კრიმინოგენური ვითარების დაძლევის სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთა მიზეზებისა და მათი ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით.
3. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის სისტემურ, გეგმაზომიერ რეალიზაციას, ამ პოლიტიკის განხორციელებაში საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას, დანაშაულთა მდგომარეობის, სტრუქტურისა და დინამიკის შესახებ სრული და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას, ახალი კანონების შემუშავებისა და არსებულ კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებათა წარდგენას საკანონმდებლო ორგანოში, პიროვნების სამართლებრივი დაცვის კონსტიტუციური გარანტიების განმტკიცებას და სხვ.
4. ნორმატიული ბაზა, რომლის საფუძველზეც ხორციელდება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, არის საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონები, ეს დებულება, კოორდინაციის სუბიექტთა მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს სახელით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
5. კოორდინაციას არ ექვემდებარება ცალკეულ ორგანოთა განსაკუთრებული კომპეტენცია, კერძოდ, საპროკურორო ზედამხედველობისა და საპროცესო ხელმძღვანელობის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ტაქტიკა, მეთოდიკა, აგრეთვე საკითხები, რომლებიც განსაზღვრულია ორგანული ან სხვა კანონებით.
6. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია ხორციელდება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, კოორდინაციის სუბიექტთა დამოუკიდებლობისა და თანასწორუფლებიანობის, საჯაროობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპების საფუძველზე.
7. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და მე-20 მუხლების შესაბამისად დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კანონით დადგენილი წესით, კოორდინაციას უწევს პროკურატურა.
8. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის კონტროლს ახორციელებენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტი – გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის პერიოდული მოსმენით.
მუხლი 2🔗. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ინსტიტუციური საკითხები
1. პროკურატურა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კოორდინაციას უწევს მხოლოდ ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნილი მთავარი (ცენტრალური), რეგიონალური და რაიონული (საქალაქო) საკოორდინაციო საბჭოების მეშვეობით, რომელთა შემადგენლობა (სუბიექტები) განისაზღვრება ხელისუფლების არსებული სტრუქტურების მიხედვით და იმ როლით, რომელსაც ეს სტრუქტურები ასრულებენ აღნიშნულ საქმიანობაში.
2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი პროკურორი. მთავარი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან საქართველოს გენერალური პროკურორი, სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრები, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
3. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონალური საკოორდინაციო საბჭოები შექმნილია ქ. თბილისში, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და სამხარეო ადმინისტრაციულ-ტერიტორულ ერთეულებში. მათ შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან პროკურატურის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საგანგებო ლეგიონის, საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტების რეგიონალური ორგანოების ხელმძღვანელი პირები.
4. რაიონული (საქალაქო) საკოორდინაციო საბჭოების შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელი პირები.
5. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში – საკოორდინაციო საბჭო ან საბჭო) გადაწყვეტილებები ამ დებულებით გათვალისწინებულ საკითხებზე სავალდებულო ხასიათისაა საკუთრივ საბჭოს სუბიექტებისათვის და სარეკომენდაციო ხასიათისა – სხვა სახელმწიფო ორგანოებისა თუ დაწესებულებებისათვის.
6. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და მე-20 მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და მისი თავმჯდომარეა პროკურორი. საქართველოს გენერალური პროკურორი არის მთავარი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ქ. თბილისის, ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურორი – შესაბამისი რეგიონალური საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო რაიონული (საქალაქო) პროკურორი – ასევე შესაბამისი რაიონული (საქალაქო) საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი სამხედრო, ტრანსპორტისა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურორები კოორდინაციას უწევენ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შესაბამის დარგებში ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად და ამ საქმიანობაში ანგარიშვალდებული არიან შესაბამისი ზემდგომი პროკურორის წინაშე.
7. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხებს სხდომების მსვლელობისას და სხდომებს შორის პერიოდში წარმართავს საბჭოს მდივანი, რომელსაც შეარჩევს და ნიშნავს პროკურატურის თანამშრომელთაგან საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
8. რეგიონალური საკოორდინაციო საბჭო ანგარიშვალდებულია მთავარი საბჭოს წინაშე. მთავარი საკოორდინაციო საბჭო პერიოდულად ისმენს რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციას გაწეული საქმიანობისა და მისი შედეგების შესახებ, ხოლო უკანასკნელი – რაიონული (საქალაქო) საკოორდინაციო საბჭოს ანგარიშს.
მუხლი 3🔗. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაცია
1. საკოორდინაციო საბჭო მუდმივმოქმედი ორგანოა. სხდომებს შორის პერიოდში საბჭოს წევრები და მდივანი აანალიზებენ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობას, აღნიშნავენ ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემურ საკითხებს, შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს კრიმინოგენური სიტუაციის დაძლევის მიზნით და წარუდგენენ მათ განსახილველად საბჭოს სხდომას.
2. გადაწყვეტილებებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, განხილვის შედეგების მიხედვით, საკოორდინაციო საბჭო იღებს თავის სხდომაზე, რომელსაც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე სამ თვეში ერთხელ, როგორც წესი, ყოველი კვარტალის შემდეგი თვის ბოლო დეკადაში. რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია საბჭოს ერთ-ერთი წევრის დასაბუთებული წინადადებითაც, ოღონდ გადაწყვეტილებას სხდომის თარიღის შესახებ იღებს საბჭოს თავმჯდომარე სხდომის მოწვევის ინიციატორთან შეთანხმებით.
3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს თავმჯდომარე საბჭოს წევრების წინადადებათა გათვალისწინებით. ყოველი მორიგი სხდომა, სხვა საკითხებთან ერთად, როგორც წესი, განიხილავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბოლო სამი თვის შედეგებს და ადრე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობას. დღის წესრიგი ეგზავნებათ საბჭოს წევრებს სხდომამდე არა უგვიანეს ათი დღისა.
4. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს ყველა წევრი. საკოორდინაციო საბჭოს რომელიმე წევრის არყოფნის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშვებია მისი მოვალეობის შემსრულებლის მონაწილეობა.
5. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება სრული კონსენსუსის პირობებში, ე.ი. როცა მას მხარს უჭერს თავმჯდომარე და ყველა წევრი. ამ წესიდან გამონაკლისია გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო, სამხედრო ან სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველ საკითხებს, რომელთა მიღებისათვის საკმარისია ასეთ გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის პასუხისმგებელი საბჭოს წევრების თანხმობა.
6. სხდომაზე საკითხთა განხილვის, წინადადებათა წარმოდგენის, რეკომენდაციათა შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.
7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, საბჭოს წევრთა შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება მოწვეულ იქნენ სამართალდაცვის, მაკონტროლებელი ან სხვა სახელმწიფო ორგანოების სხვადასხვა თანამდებობის პირები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და სხვა პირები.
8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დასწრების შეუზღუდავი უფლება აქვთ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს.
9. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი. გადაწყვეტილება თითოეულ განხილულ საკითხზე ფორმდება წერილობით, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა პასუხისმგებელ შემსრულებელ ან შემსრულებელთა ჯგუფს. შესრულებას უწესდება კონტროლი და განისაზღვრება თანამდებობის პირი, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა რეალიზაციის მუდმივ მეთვალყურეობას, ხოლო შედეგების შესახებ ინფორმაციას სისტემატურად მიაწვდის თავმჯდომარეს.
10. საბჭოს სხდომის გადაწყვეტილების შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირები გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში წარუდგენენ საბჭოს თავმჯდომარეს ინფორმაციას გადაწყვეტილების შესრულების შედეგების შესახებ.
11. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის, კანონით განსაზღვრული მათი კომპეტენციის ფარგლებში დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს აძლევენ სახელმძღვანელო მითითებებს.
12. საბჭოს სხდომებს შორის პერიოდში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებით აქტუალურ მიმართულებათა ანალიზისა და საკითხის სხდომაზე განხილვისათვის სრულყოფილად მომზადების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს, წევრებთან შეთანხმებით და საბჭოს მდივნის ხელმძღვანელობით, შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი სამართალდაცვისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამშრომელთა შემადგენლობით.
13. საკოორდინაციო საბჭოს მიერ საკითხის განხილვა მიზნად ისახავს მონაწილე სუბიექტების მიერ ურთიერთშეთანხმებული საქმიანობის უზრუნველყოფას. დაუშვებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც გამოიწვევს სხვა ორგანოს საქმიანობაში კანონშეუსაბამო ჩარევას.
მუხლი 4🔗. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ძირითადი მიმართულებები
1. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფენ ერთგვაროვანი და ურთიერთშეჯერებული საინფორმაციო ბაზის შექმნას დანაშაულთა მდგომარეობის, სტრუქტურისა და დინამიკის შესახებ, ასეთი ინფორმაციის ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებენ კრიმინოგენური სიტუაციის მეცნიერულად დასაბუთებულ პროგნოზს, სახავენ აუცილებელ ღონისძიებებს ცალკეული კატეგორიის დანაშაულთა გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრისა და ამ დანაშაულთა თავიდან აცილების მიზნით;
ბ) შეიმუშავებენ წინადადებებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამების შესაქმნელად, გეგმურ საფუძველზე უზრუნველყოფენ ასეთი პროგრამების რეალიზაციას სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად;
გ) კრიზისული კრიმინოგენური ვითარების არსებობისას შეიმუშავებენ გადაუდებელ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების სტაბილიზაციას და სიტუაციის გამოსწორებას;
დ) განიხილავენ პრობლემებს მოკვლევისა და გამოძიების ორგანოების საქმიანობაში, რომლებიც შეეხება დანაშაულთა გამოვლენის, გახსნისა და გამოძიების, აღკვეთისა და თავიდან აცილების სფეროში არსებულ ნაკლოვანებებს, იღებენ გადაწყვეტილებებს მათი დროული აღმოფხვრის მიზნით;
ე) აანალიზებენ საზოგადოებრივ აზრს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სახელმწიფო ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის შესახებ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქმიანობის იმ სფეროს გასაუმჯობესებლად, რომელთან დამოკიდებულებაშიც არსებობს განსაკუთრებით უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი;
ვ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალური საკითხებიდან გამომდინარე, შეიმუშავებენ წინადადებებს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ან ახალი კანონების შექმნის თაობაზე, იღებენ ზომებს ამ წინადადებათა რეალიზაციისათვის კანონით გათვალისწინებული წესით;
ზ) განიხილავენ მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას, სახავენ ღონისძიებებს ამ მიმართებით კანონის დარღვევის ფაქტების გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით;
თ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლებისათვის, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აანალიზებენ სამართალდაცვისა და მაკონტროლებელი ორგანოების ცალკეული სტრუქტურების საქმიანობას, განიხილავენ ახალი სტრუქტურების შექმნის, არსებული სტრუქტურების რეორგანიზაციის ან გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხებს;
ი) განიხილავენ საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ იმ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის საკითხებს, რომლებიც შეეხებიან სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის პრობლემებს, ერთობლივ ღონისძიებებს ტერორიზმის, საერთაშორისო ნარკობიზნესისა და სხვა დანაშაულებთან წინაამდეგ ბრძოლაში;
კ) განაზოგადებენ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით, იღებენ ქმედით ზომებს მათ საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და დადებითი გამოცდილების გაზიარებისათვის;
ლ) აანალიზებენ მაკონტროლებელი ორგანოებიდან სამართალდაცვის სამსახურებში შემოსული მასალების რაოდენობასა და ხარისხის, მათზე გადაწყვეტილების მიღებისას კანონიერების უზრუნველყოფის საკითხებს, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ეკონომიკის სფეროში ჩადენილი ანგარებითი დანაშაულების გამოვლენის გააქტიურებისათვის;
მ) საჭიროების შემთხვევაში ქმნიან საგამოძიებო-ოპერატიულ ჯგუფებს განსაკუთრებით მძიმე და დიდი საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე დანაშაულთა დროული გახსნისა და გამოძიებისათვის, ახორციელებენ ამ ჯგუფების საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ნ) განიხილავენ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების სხვა საკითხებს, მათ შორის – საქართველოს პრეზიდენტის ან პარლამენტის რეკომენდაციით.
2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის პრიორიტეტული მიმართულებებია კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის, საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულების, ნარკობიზნესის, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, არასრულწლოვანთა დანაშაულების აღკვეთა და თავიდან აცილება.
3. საქმიანობის პროცესში საკოორდინაციო საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს სასამართლო ორგანოებთან, ფართოდ გამოიყენებს სასამართლო პრაქტიკისა და სასამართლო სტატისტიკის მონაცემებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებისას. რეკომენდაციებს ამ მიმართებით საკოორდინაციო საბჭო წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სბაჭოსა და უზენაეს სასამართლოს.
მუხლი 5🔗. კოორდინაციის სუბიექტთა უფლება-მოვალეობანი
1. საკოორდინაციო საბჭოს სუბიექტები მათთვის ამ დებულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს საბჭოს მუშაობას სხდომისა და სხდომებს შორის პერიოდში, განსაზღვრავს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს, მოსაწვევ პირთა წრეს, ისმენს საბჭოს მდივნის ინფორმაციას სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების თაობაზე;
ბ) იწვევს საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს, წყვეტს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა და მისი მოწვევის თარიღის საკითხებს, ამტკიცებს საბჭოს გადაწყვეტილებებს, ახორციელებს მათი შესრულების სრულ კონტროლს;
გ) ნიშნავს საკოორდინაციო საბჭოს მდივანს, პერიოდულად ისმენს მის ანგარიშებს გაწეული მუშაობისა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთა სრულყოფილი ანალიზისა და შესწავლის მიზნით უფლებამისლია, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამართალდაცვის, მაკონტროლებელი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებიდან გამოითხოვოს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო საჭიროებისას – შემოწმების, მოკვლევისა და გამოძიების მასალები.
3. მთავარი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს აწვდის ინფორმაციას საბჭოს მიერ განხილული საკითხებისა და მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. ასეთსავე ინფორმაციას რეგიონალურ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე აწვდის მთავარ საბჭოსა და სამხარეო ადმინისტრაციას, ხოლო რაიონული (საქალაქო) საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე – რეგიონალურ საბჭოსა და ადგილობრივ ადმინისტრაციას.
4. საკოორდინაციო საბჭოს წევრები:
ა) შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცალკეულ მიმართულებათა გაუმჯობესების, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ზოგიერთი კატეგორიის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე პროფილაქტიკური ზემოქმედების, საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების შესახებ;
ბ) საკოორდინაციო საბჭოს ყოველ მორიგ სხდომას წარუდგენენ ინფორმაციას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მდგომაროებისა და გადაუდებელი პროფილაქტიკური, ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური თუ სხვა ღონისძიებების შემუშავებისა და რეალიზაციის აუცილებლობის შესახებ;
გ) უზრუნველყოფენ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებათა დროულ და ხარისხიან შესრულებას. შედეგებზე ინფორმაციას აწვდიან საბჭოს თავმჯდომარეს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში;
დ) მოითხოვენ საკოორდინაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას იმ შემთხვევაში, თუ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, შექმნილი კრიმინოგენური მდგომარეობა აუცილებელს ხდის რიგი ორგანოების გადაუდებელ ერთობლივ მოქმედებას ვითარებით ნაკარნახევი კონკრეტული მიმართულებით;
ე) საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით წარუდგენენ საბჭოს სხდომას ნებისმიერ ინფორმაციას, თუ მისი გამჟღავნება არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას.
5. საკოორდინაციო საბჭოს მდივანი:
ა) პასუხისმგებელია საკოორდინაციო საბჭოს მუშაობისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის მომზადებისა და შემსრულებლამდე დაყვანისათვის;
ბ) უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს სხდომების მომზადებასა და გამართვასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, საბჭოს წევრების წინადადებათა გათვალისწინებით წარუდგენს თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, ამ დებულების მე-18 პუნქტით დადგენილ ვადაში საბჭოს წევრებს უგზავნის დღის წესრიგს და სხდომაზე მოსაწვევ პირებს აწვდის ცნობებს განსახილველი საკითხის შესახებ;
გ) სხდომებს შორის პერიოდში აანალიზებს ოფიციალურ სტატისტიკას, უზრუნველყოფს მონაცემთა ერთიანობას, განიხილავს საბჭოს წევრთა წინადადებებსა და რეკომენდაციებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სისტემატურად აწვდის საბჭოს თავმჯდომარეს;
დ) საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით საბჭოს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს აცნობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს;
ე) ასრულებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მოწვეული პირები საბჭოს აწვდიან ინფორმაციას განსახილველი საკითხების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს საბჭოს სწორი გადაწყვეტილებებისა და დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავებაში.
მუხლი 6🔗. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციის სხვა საკითხები
1. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება საბჭოს თავმჯდომარესთან. განსახილველი საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამსვლელი სხდომების მოწყობა ცალკეულ რეგიონებში.
2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება ღიად. საჭიროების შემთხვევაში სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კოორდინაციის სუბიექტები სრული თანხმობის პირობებში.
3. საკოორდინაციო საბჭოს დოკუმენტაცია, ოქმების, გადაწყვეტილებებისა და ანალიტიკური მასალების ჩათვლით, მუდმივად ინახება საბჭოს მდივანთან.
4. ამ დებულებით არ არის განსაზღვრული საკოორდინაციო საბჭოსა და კოორდინაციის სუბიექტების საქმიანობის ის მხარე, რომელიც მოწესრიგებულია მოქმედი ორგანული, საპროცესო თუ სხვა კანონებით.