საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.10.2013
ძალის დაკარგვა 31.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/70
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016098
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ბერიკაშვილი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.12.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/70
2013 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმანანა ბერიკაშვილი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მუზეუმებისა და ნებართვების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მუზეუმების სფეროში მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება;
გ) „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის; „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის; „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის; „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” საქართველოს კანონის; „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის; „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების; „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის;; „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“; „სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის”; „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“; „საქართველოს შრომის კოდექსის“; ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის; საერთაშორისო კონვენციების - „პარიზის კონვენციისა“ და „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის“ ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა.
მუხლი 2🔗. კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მუზეუმებისა და ნებართვების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება, (უპირატესობა მიენიჭება ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხის მქონეს);
ბ) „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის, „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის; „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის; „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” საქართველოს კანონის; „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის; „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის; „სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის”; ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის; საერთაშორისო კონვენციების - „პარიზის კონვენციისა“ და „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის“ ცოდნა.
გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა;
დ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა.
მუხლი 3🔗. კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება (ისტორიის, არქიტექტურის, ხელოვნებათმცოდნეობის ან არქეოლოგიის განხრით);
ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება;
გ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის; „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების; „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის”; „საჯარო მოხელის შესახებ” საქართველოს კანონის; „საქართველოს შრომის კოდექსის“; „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის; „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების; საერთაშორისო კონვენციების - „არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციისა“ (განახლებული - ლა-ვალეტა 1992 წ.) და „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენციის” ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა.
მუხლი 4🔗. კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება (ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის ან არქიტეექტურის განხრით);
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ან მსგავს სფეროებში მუშაობის გამოცდილება;
გ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის; „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების; „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის“; „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების; „არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის“ (განახლებული „ლა-ვალეტა“ 1994 წელი); „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; „საქართველოს შრომის კოდექსის“; „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა.
მუხლი 5🔗. კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის“; „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების; „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის“; „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების; „არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის“ (განახლებული „ლა-ვალეტა“ 1994 წელი); „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; `საქართველოს შრომის კოდექსის“; „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა.