საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №151
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 450 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №151 2013 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე დანართი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო -მთავარი მრჩეველის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი მრჩეველის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საფინანსო და ეკონომიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (მათ შორის:  ენერგეტიკის დარგში  და აუდიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet”-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“, „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის  №70 ბრძანებულების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების,   „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996  ბრძანების, „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერის N1321 ბრძანების ცოდნა. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet”-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9  ბრძანების, „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანების, „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანების ცოდნა.