საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№153
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.025.016118
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №153

2013 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე



დანართი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის

(თანამდებობრივი სარგო -  მინისტრის აპარატის უფროსის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსი  (თანამდებობრივი სარგო -  მინისტრის აპარატის უფროსის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  ეკონომიკური, ენერგეტიკული ან იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი (მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება);

გ) საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა (კარგად);

ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“,  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.10.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №153. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.025.016118.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №153, 23.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016118 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2055409/