საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.10.2013
ძალის დაკარგვა 06.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №154
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016119
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 400 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.10.2013 მიღება
06.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №154 2013 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე დანართი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი მრჩეველის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი მრჩეველის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) ორი უცხო ენის  კარგად ცოდნა (მათ შორის ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა); დ) საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა (კარგად); ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ( №3259 - Iს 09/06/2006წ.),  „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენციის, „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1963 წლის კონვენციის ცოდნა. 2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ბ)  სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) ინგლისური ენის  ცოდნა (კარგად); დ) საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა (კარგად); ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.