საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №155
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 474 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №155 2013 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე დანართი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი  (თანამდებობრივი სარგო - დეპარტამენტის უფროსის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (თანამდებობრივი სარგო - დეპარტამენტის უფროსის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და  მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; გ) „ PR“-ის ზოგადი მეთოდოლოგიის ცოდნა; დ) ინტერნეტ და ვებმარკეტინგის ტექნოლოგიების ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად); ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint, Outlook) და „Interneti“-ის საფუძვლიანი ცოდნა; ზ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 თავი), „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი მრჩეველის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი მრჩეველის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2  წლიანი გამოცდილება; გ) „ PR“-ის ზოგადი მეთოდოლოგიის ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად); ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint, Outlook) და „Interneti“-ის საფუძვლიანი ცოდნა; ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 თავი), „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი მრჩეველის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი მრჩეველის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საოპერატორო მიმართულებით; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2  წლიანი გამოცდილება; გ)  ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint, Outlook) „Photoshop“-ის და „Interneti“-ის საფუძვლიანი ცოდნა; ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 თავი), „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.