აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დაბა მახინჯაურის სოფელ მწვანე კონცხში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№597
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 17/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №597

2007 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დაბა მახინჯაურის სოფელ მწვანე კონცხში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემის შესახებ

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწი­ფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის № 26 დად­გე­ნი­ლებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთ­რებაში გადა­ეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურსა და დაბა მახინჯაურის სოფელ მწვანე კონცხში მდებარე შენობა-ნაგებობები (6025,40 კვ.მ ფართობი) და მათზე დამაგრებული 112,5 ჰა მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო ზონა 22, სექტორი 01, კვარტალი 03, ნაკვეთი 154);

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნ­ველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღო­ნის­ძიებათა განხორციელება განკარ­გუ­ლე­ბის შესრულების მიზნით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                    ზ. ნოღაიდელი