აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 21.10.2013
ძალის დაკარგვა 04.10.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/11
სარეგისტრაციო კოდი 010220020.33.062.016036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს
ბრძანება №01/11
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის, 363 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 ივლისის №03/54 ბრძანების საფუძველზე და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2013 წლის 10 ოქტომბრის №114/სა მომართვის (სამინისტროში რეგისტრაციის №670, 11.10.13წ.) გათვალისწინებით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მურმან ფარფალია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ეკატერინა გაბესკირია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ანტონ მეფარიშვილი – მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი;
დ) ეკატერინე კუპრავა – მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი;
ე) ლელა ყარამანიშვილი – მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი;
ვ) ანა გვიშიანი – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დაევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის” დამფუძნებელი;
ზ) თამარ ფირყულაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის” ასოციაციის წევრი.
თ) თამარ ვეფხვაძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია მუშაობას წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესისა” და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 ივლისის №03/54 ბრძანების შესაბამისად.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის სასამართლოში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ვ. ხორავა