GG-B-DAA, GG-B-UBL და GG-B-UAY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1472
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1472

2013 წლის 21 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

GG-B-DAA, GG-B-UBL და GG-B-UAY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტების შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს:

ა) „GG-B-DAA მობილური სასწავლო ჯგუფები საქართველო’’ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის  ხელშეკრულების ცვლილებები GG-B-DAA A2, GG-B-DAA M2;

ბ) „GG-B-UAY ბრიგადისა და ბატალიონის საკომანდო პოსტების კომუნიკაციების შესახებ’’ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის  ხელშეკრულება;

გ) „GG-B-UBL ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ’’ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ ხელშეკრულების ცვლილება GG-B-UBL A2.

2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,  მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს  ამ განკარგულების პირველ პუნქტში გათვალისწინებული  ხელშეკრულებებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული აღჭურვილობისა და მომსახურების   მიღება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                   ბ . ივანიშვილი