„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52847
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016240
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №52847

2013 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის ა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ ” ქვეპუნქტ ებ ის საფუძველზე, :

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 პუნქტი:

„361. საწარმოს/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-10 და მე-12 ნაწილების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული პერიოდი მოიცავს საგადასახადო წლის 1 აპრილს, ვინაიდან მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით.

მაგალითად:

შპს „ელიტას” და შემოსავლების სამსახურს შორის 2012 წლის 18 აპრილს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება გადასახადის ყველა სახეობის მიხედვით საგადასახადო დავალიანებაზე და არადეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებებზე, რომელიც მოიცავდა 2012 წლის 10 მარტამდე პერიოდს. შპს „ელიტას” მიერ 2012 წლის 15 მაისს წარმოდგენილ იქნა 2011 წლის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლითაც პირველად დეკლარაციასთან მიმართებაში შემცირებულ იქნა მიწის გადასახადი.

მოცემულ შემთხვევაში:

ვინაიდან საგადასახადო შეთანხმება მოიცავს 2012 წლის 10 მარტამდე პერიოდს, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით, შპს „ელიტას“ პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება საზოგადოების მიწის გადასახადის მიმდინარე ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული დეკლარაციით მცირდება გადასახდელი თანხის ოდენობა.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლაშა ხუციშვილი