ქ. თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე
მიღების თარიღი 21.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1491
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/10/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2013 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1491
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე
1. ქ. თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მშენებლობაზე შპს „ნიუ კონსტრაქშენის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 243917302) მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან გამოიყოს 230,052.15 ლარი.
2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის ანაზღაურების ვადებისა და პირობების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა –
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გააფორმოს შეთანხმება შპს „ნიუ კონსტრაქშენთან“.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი