კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 23.10.2013
ძალის დაკარგვა 30.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №275
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.017442
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №275
2013 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული
ღონისძიებების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრების დაცვის ეროვნულ სააგენტოს მენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების (მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილება.
მუხლი 2🔗
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვები, რომელთა გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება ქ. თბილისის მერიაში დაწყებულია 2013 წლის 25 სექტემბრამდე, გაიცეს ქ. თბილისის მერიის მიერ.
მუხლი 3🔗
ქ. თბილისის მერიის მიერ გაცემული ძეგლზე სამუშაოების ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, ასევე სანებართვო პირობების კონტროლი, განახორციელოს ქ. თბილისის მერიამ.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი