„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.112.016148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №50

2013 წლის 24 ოქტომბერი

       ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/02/2013) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის მე-3 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინააარსის  3მუხლი:

  „მუხლი 31ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად წარმოსადგენი დოკუმეტაციის ნუსხა:

კონკრეტული სოციალური პროგრამიდან დახმარების დასანიშნად ან მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმეტაცია:

   1. მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა – განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ცნობა სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან, რომ არის სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.

  2. მაღალმთიანი სოფლებიდან  მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა – საგანმანათლებლო რესურსცენრის მიერ მოწოდებული  მოთხოვნა,  სკოლების  საბანკო ანგარიში.

  3. ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა – განცხადება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის  საბანკო  ანგარიში და პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

   4. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებით თავშესაფარით უზრუნველყოფის პროგრამა – განცხადება, ცნობა, რომ ბენეფიციარს არ აქვს საცხოვრებელი ფართი, განმცხადებლის და საცხოვრებელი  ფართის მეპატრონის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ფართის მეპატრონის  საჯარო რეესტრიდან  ამონაწერი, ბენეფიციარსა და საცხოვრებელი ფართის მეპატრონეს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი ფართის მეპატრონის ბანკის ანგარიში.

    5. რეფერალური ცენტრის, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და ეროვნულ სკრინინგ ცენტრის თანადაფინანსების პროგრამა – ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ ლანჩხუთში მოვლინებული სამედიცინო პერსონალის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა, მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების დროს გახარჯული ელექტროენერგიის ქვითრის წარმოდგენა. გამქირავებელს და დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება. წითელი ჯვრის მიერ წარმოდგენილ პროგრამებზე გახარჯული თანხის კალკულაციის წარმოდგენა და საბანკო ანგარიში.

    6. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა – განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, დევნილის  მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიში.

  7. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი შეჭივრებული ოჯახების დახმარების პროგრამა – განცხადება, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დასკვნა. 

  8. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა–განცხადება, მშობლების პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები, მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიში და სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან  ქულის ამონაწერი.

   9. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა მომსახურებისა და მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა – განცხადება, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიში.

   10. ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილი მეომრების ოჯახების დახმარების პროგრამა – განცხადება, განმცხადბლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი და ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში. 

   11. ცენტრ იავნანას თანადაფინანსების პროგრამა გახარჯული კომუნალური, ჰიგიენისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების თანხის კალკულაციის წარმოდგენა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიგინეიშვილი