განჩინება შპს „ბლექ სი ინვესტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/647
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლი ს 15 ოქტომბერი
ქ . ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’კრედიტორთა კრების მ ოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 20 მაისს განჩინებით გაიხსნა შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2011 წლის12 სექტემბრის ქუთაისის საქალაქო სასამარლოს საოქმო განჩინებით მომრიგებელი საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბაბამისად დაიწყო შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება და 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდ ა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე ვლადიმერ სალაძის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მეწარმის მიმართ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად და რე ა ბილიტაციის გეგმის წარმოდგენის შემთვევაში მისი განხილვ ის მიზნით უნდა დაინიშნოს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 .მოწვეული იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება 2013წლის 26 ნოემბერს 1 4 :00 საათზე .
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11,მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3. კრებაზე განხილული იქნას შემდეგი საკითხი:
ა) შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რებილიტაციის გეგმის წარმოდგენის შემთვევაში მისი განხილვა და შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობა .
4 .განჩინება გამოქვეყნდეს გაზეთ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლო დაფაზე.
5 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე : გენადი მაკარიძე