"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება მოქმედი სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 22.10.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №54-პ
სარეგისტრაციო კოდი 010320000.31.060.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2013 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
დადგენილება
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 110-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საერთო სახალხო განხილვისთვის გამოქვეყნდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტო (№224, 21.10.2013წ.)
2. შეიქმნას საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ელგუჯა გვაზავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე
ანზორ წოწონავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
თამაზ ხუბუა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
გივი ლომინაძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
დავით გვაძაბია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის თავმჯდომარე
რუდიკ ცატავა - ფრაქციის - "ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა" - თავმჯდომარე
რაისა ქარაია - ფრაქციის - "ერთიანი საქართველო" - თავმჯდომარე
მურმან კვარაცხელია - ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - თავმჯდომარე
ნუგზარ მგალობლიშვილი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი გვასალია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე
თამაზ სანიკიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული განყოფილების უფროსი
3. საერთო სახალხო განხილვა განხორციელდეს 2013 წლის 11 ნოემბრამდე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა