⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.05.2017)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.10.2013
ძალის დაკარგვა 24.05.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 653 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.10.2013 მიღება
24.05.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო შარაშიძე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №83 2013 წლის 25 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.’’ 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო შარაშიძე საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საზოგადოებრივი ურთიერთობების, ჟურნალისტიკის, მედიამენეჯმენტის ან სახელმწიფო მართვის სპეციალობით; ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) მუშაობის არანაკლებ  7-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო ან საერთაშორისო/არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია), ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (თავი I, II, III), ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების  ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word -  ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 2🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საზოგადოებრივი ურთიერთობების, ჟურნალისტიკის, მედია მენეჯმენტის ან სახელმწიფო მართვის სპეციალობით; ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) მუშაობის არანაკლებ  5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის, აგრეთვე მედია-საშუალებებთან ურთიერთობის  არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო  სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში/პროექტებში ან არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია), ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (თავი I, II, III), ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების  ცოდნა; ე) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word -  ძალიან კარგად) ცოდნა. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საზოგადოებრივი ურთიერთობების, ჟურნალისტიკის, მედიამენეჯმენტის, სახელმწიფო მართვის ან სამართალმცოდნეობის სპეციალობით; ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ) მუშაობის არანაკლებ  5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო  სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში/პროექტებში ან არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება; დ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია), ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (თავი I, II, III), ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების  ცოდნა; ე) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word -  ძალიან კარგად) ცოდნა. მუხლი 3🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; გ) მუშაობის არანაკლებ  5-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო, საერთაშორისო/არასამთავრობო სექტორში ან მედიასაშუალებებში მუშაობის გამოცდილება; დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word -  ძალიან კარგად, Adobe Photosh ­- ძალიან კარგად, Corel - ძალიან კარგად, Indesign - ძალიან კარგად) ცოდნა.