საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.10.2013
ძალის დაკარგვა 20.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №162/ნ
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016682
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 534 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.2013 მიღება
20.04.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №162/ნ 2013 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსისა (შემდგომში - საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსი (შემდგომში - უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსი). 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსისა და უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ  3 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet); ე) უცხოური ენების (ინგლისური და რუსული) სრულყოფილად ცოდნა; ვ) ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის უნარის ქონა; ზ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: ზ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი; ზ.ბ) პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ზ.გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; ზ.დ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; 3. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსისა და უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ) საქართველოს კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ”; დ) საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ”; ე) საქართველოს კანონი  ,,უმაღლესი განათლების შესახებ”; ვ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება. ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში დასაქმებული მთავარი სპეციალისტი (შემდგომში - მთავარი სპეციალისტი). 1.  კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა: (Ms. Word, Ms. Excel  Ms. PowerPoint, Internet); დ) ინგლისური ენის ცოდნა; 3. მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ) საქართველოს კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ”; დ) საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ”; ე) საქართველოს კანონი  ,,უმაღლესი განათლების შესახებ”; ვ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.