⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.02.2015)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.10.2013
ძალის დაკარგვა 27.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №161/ნ
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016681
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,452 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.2013 მიღება
27.02.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №161/ნ 2013 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 1.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს უფროსი (შემდგომში - კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს უფროსი): 1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 1.2. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს უფროსის ვაკანტური  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5  წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word; Ms. Excel; Ms. PowerPoint; Ms. Outlook) და კომპიუტერული პროგრამის - SPSS მაღალ დონეზე ცოდნა; ე) უცხოური ენების (ინგლისური - კარგად, რუსული - კარგად)  ცოდნა; ვ) კვლევების და შეფასებების დაგეგმვის, მართვის და  წარმოების  გამოცდილება (სასურველია განათლების სფეროში). ზ) კვლევითი პროექტების მართვის გამოცდილება; თ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მუშაობის გამოცდილება. 1.3. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს უფროსის ვაკანტური  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი  საკონკურსო  თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილება. 2.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) გრიფირების სამმართველო უფროსი  (შემდგომში - გრიფირების სამმართველოს უფროსი): 2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2.2. გრიფირების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 4  წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) ცოდნა; ვ) უცხოური ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა. 2.3. გრიფირების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე)  „საქართველოს    განათლებისა     და   მეცნიერების   სამინისტროს   დებულების  დამტკიცების   შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილება; ვ) „ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების  სახელმძღვანელოს  გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების  მინისტრის  2011  წლის  25 თებერვლის N30/ნ ბრძანება; ზ) „ეროვნული  სასწავლო   გეგმის   დამტკიცების   შესახებ”   საქართველოს   განათლებისა   და   მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის  N36/ნ  ბრძანება. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში - კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი): 3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 3.2. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word; Ms. Excel; Ms. PowerPoint; Ms. Outlook) და კომპიუტერული პროგრამის - SPSS მაღალ დონეზე ცოდნა; დ) უცხოური ენების (ინგლისური - კარგად, რუსული - კარგად)  ცოდნა; ე) კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდებით მუშაობის გამოცდილება; ვ) კვლევების განხორციელების  გამოცდილება; 3.3. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი  საკონკურსო  თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილება. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) გრიფირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში - გრიფირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი): 4.1.  კონკურსში  მონაწილე  კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 4.2. გრიფირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური      თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) ცოდნა; დ) უცხოური ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა. 4.3. გრიფირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე)  „საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროს დებულების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილება; ვ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2011  წლის  25 თებერვლის N30/ნ ბრძანება; ზ) „ეროვნული  სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის  N36/ნ  ბრძანება. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი   (შემდგომში - საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი): 5.1.  კონკურსში  მონაწილე  კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 5.2. საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint,  Outlook); დ) უცხოური ენის (ინგლისური/რუსული)   ცოდნა (სასურველია); ე) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; 5.3. საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”   საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის პირველი  ივლისის №414 ბრძანებულება. 6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (შემდგომში - კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი): 6.1.  კონკურსში  მონაწილე  კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 6.2. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word; Ms. Excel; Ms. PowerPoint; Ms. Outlook) ზ) და მონაცემთა ანალიზის სპეციალური  კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) უცხოური ენების (ინგლისური - კარგად, რუსული - კარგად)  ცოდნა; ე) კვლევითი საკითხების  და კვლევის მეთოდების ცოდნა; ვ) კვლევების განხორციელების  გამოცდილება; 6.3. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი  საკონკურსო  თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილება. 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (შემდგომში - საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი): 7.1.  კონკურსში  მონაწილე  კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 7.2. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint,Outlook); დ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველია). 7.3. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”   საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილება; ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის N414 ბრძანებულება. 8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს  სპეციალისტი (შემდგომში - საქმისწარმოების სამმართველოს  სპეციალისტი): 8.1.  კონკურსში  მონაწილე  კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 8.2. საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook); დ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 8.3. საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”   საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილება; ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის N414 ბრძანებულება.