კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №100/04
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 12,820 სიტყვა · ~64 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
საერთო რეზერვი
არაიდენტიფიცირებული ზარალის რეზერვი „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ“  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად
მუხლი 2
სხვა სრული შემოსავალი
ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (შემდეგში – ფასს) განმარტებული სხვა სრული შემოსავალი
მუხლი 2
გაუნაწილებელი მოგება
ფასს–ით განმარტებული გაუნაწილებელი მოგება.
მუხლი 2
არამატერიალური აქტივები
ფასს–ით განმარტებული არამატერიალური აქტივები
მუხლი 2
ძირითადი საშუალებები - ფასს
ით განმარტებული ძირითადი საშუალებები
მუხლი 2
ფინანსური ინსტიტუტი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენელი  და სალიზინგო კომპანიები, ასევე, ანალოგიური ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებული არიან საზღვარგარეთ
მუხლი 2
საჯარო დაწესებულება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება, ასევე ამ დებულების მიზნებისათვის საჯარო დაწესებულებად მიიჩნევა  სხვა ქვეყნების ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი არაკომერციული ადმინისტრაციული ორგანოები ან სტრუქტურები, რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მიერ მიჩნეულია იმავე პასუხისმგებლობების მქონე ერთეულებად, რაც რეგიონულ და ადგილობრივ მთავრობებს აქვთ, ან ცენტრალური მთავრობის კუთვნილებაში მყოფი არაკომერციული იურიდიული პირები, რომელთაც აქვთ პირდაპირი საგარანტიო შეთანხმებები, მათ ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს თვითმმართველი ორგანოებიც, რომლებიც რეგულირდება შესაბამისი ქვეყნის  კანონმდებლობით
მუხლი 2
კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა
საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმა, რომლის დროსაც  საკრედიტო რისკის შემცირება ხდება კომერციული ბანკის უფლებით, მეორე მხარის დეფოლტის ან საკრედიტო რისკთან დაკავშირებული სხვა მოვლენის დადგომის შემთხვევაში, დაიწყოს მეორე მხარის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება ან ამოიღოს/დაისაკუთროს მისი კონკრეტული აქტივები ან თანხები ან შეამციროს/ჩაანაცვლოს მისი რისკის პოზიცია რისკის პოზიციასა და კომერციული ბანკის მიმართ მოთხოვნის თანხებს შორის სხვაობით
მუხლი 2
კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა
საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმა, რომლის დროსაც საკრედიტო რისკის შემცირება ხდება მსესხებლის დეფოლტის ან საკრედიტო რისკთან დაკავშირებული სხვა  მოვლენების დადგომის შემთხვევაში, გადახდის ვალდებულების მესამე მხარის მიერ თავის თავზე აღებით
მუხლი 2
ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტი
კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატი ან სხვა ანალოგიური ინსტრუმენტი
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (13)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
კრედიტის ხარისხის ბიჯი 1
რისკის წონა 20%
ვადა ხელშეკრულების მიხედვთ ხელშეკრულებები საპროცენტო განაკვეთზე
1 წელზე ნაკლები 0.5%
1-დან 2 წლამდე 1.0%
ყოველ დამატებით წელზე +1.0%
ბიზნეს ხაზი საქმიანობის აღწერა
საცალო საბანკო საქმიანობა დეპოზიტებისა და სხვა საცალო ვალდებულებების მოზიდვა; ბარათებით, მერჩანტული მომსახურება; სესხის გაცემა; ფინანსური ლიზინგი; გარანტიები და სხვა ვალდებულებები.
კომერციული საბანკო საქმიანობა დეპოზიტებისა და სხვა ვალდებულებების მოზიდვა; სესხის გაცემა; ფინანსური ლიზინგი; გარანტიები და სხვა  ვალდებულებები.
გადახდები და ანგარიშსწორება ფულის გადარიცხვის  მომსახურება; საგადახდო საშუალებების გამოშვება და ადმინისტრირება.
სააგენტო (კლიენტის დავალებით) მომსახურება კლიენტების სახელით  ფინანსური ინსტრუმენტების შენახვა და მართვა, ნაღდი ფულის/გირაოს მართვა და სხვა შემნახველი მომსახურება.
აქტივების მართვა პორტფელის მართვა; აქტივების მართვის სხვა ფორმები.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №100/04 2013 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, გაკოტრების რისკების შემცირებისათვის კომერციული ბანკების ადეკვატური კაპიტალიზაციის, აგრეთვე, კაპიტალის ადეკვატურობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, და 21-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ  დებულება თანდართულ დანართთან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ამ დებულების მიზანია ხელი შეუწყოს  კომერციული ბანკების გაკოტრების რისკების შემცირებასა და მთლიანი საბანკო სისტემის ფინანსურ სტაბილურობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უნდა უზრუნველყოს საბანკო სექტორში ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოს ფუნქციონირება, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. 2. საბანკო საქმიანობის ზედამხედველობის მთავარი ბერკეტია ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი. 3. ამ დებულებით დგინდება ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოეთის ბანკების ფილიალებისათვის. 4. ამ დებულებით დადგენილი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები ეფუძნება სამ „პილარს“, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისოდ აღიარებული „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოში.  თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება, კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა იხელმძღვანელოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა)საერთო რეზერვი – არაიდენტიფიცირებული ზარალის რეზერვი „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ“  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად; ბ) სხვა სრული შემოსავალი –ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (შემდეგში – ფასს) განმარტებული სხვა სრული შემოსავალი; გ)გაუნაწილებელი მოგება – ფასს–ით განმარტებული გაუნაწილებელი მოგება.; დ) არამატერიალური აქტივები – ფასს–ით განმარტებული არამატერიალური აქტივები; ე) ძირითადი საშუალებები - ფასს–ით განმარტებული ძირითადი საშუალებები; ვ)ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი - ფასს-ით განმარტებული ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი; ზ) ფინანსური ინსტიტუტი„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენელი  და სალიზინგო კომპანიები, ასევე, ანალოგიური ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებული არიან საზღვარგარეთ; თ)საჯარო დაწესებულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება, ასევე ამ დებულების მიზნებისათვის საჯარო დაწესებულებად მიიჩნევა  სხვა ქვეყნების ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი არაკომერციული ადმინისტრაციული ორგანოები ან სტრუქტურები, რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მიერ მიჩნეულია იმავე პასუხისმგებლობების მქონე ერთეულებად, რაც რეგიონულ და ადგილობრივ მთავრობებს აქვთ, ან ცენტრალური მთავრობის კუთვნილებაში მყოფი არაკომერციული იურიდიული პირები, რომელთაც აქვთ პირდაპირი საგარანტიო შეთანხმებები, მათ ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს თვითმმართველი ორგანოებიც, რომლებიც რეგულირდება შესაბამისი ქვეყნის  კანონმდებლობით; ი)კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა – საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმა, რომლის დროსაც  საკრედიტო რისკის შემცირება ხდება კომერციული ბანკის უფლებით, მეორე მხარის დეფოლტის ან საკრედიტო რისკთან დაკავშირებული სხვა მოვლენის დადგომის შემთხვევაში, დაიწყოს მეორე მხარის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება ან ამოიღოს/დაისაკუთროს მისი კონკრეტული აქტივები ან თანხები ან შეამციროს/ჩაანაცვლოს მისი რისკის პოზიცია რისკის პოზიციასა და კომერციული ბანკის მიმართ მოთხოვნის თანხებს შორის სხვაობით; კ)კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა – საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმა, რომლის დროსაც საკრედიტო რისკის შემცირება ხდება მსესხებლის დეფოლტის ან საკრედიტო რისკთან დაკავშირებული სხვა  მოვლენების დადგომის შემთხვევაში, გადახდის ვალდებულების მესამე მხარის მიერ თავის თავზე აღებით; ლ)ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტი – კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატი ან სხვა ანალოგიური ინსტრუმენტი; მ)ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების ჯგუფი - ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულია „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით; ნ)მონათესავე საწარმო - იურიდიული პირის შვილობილი ან/და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები; ო)საზედამხედველო კონსოლიდირება - რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების კალკულაციაში საწარმოს აქტივების გათვალისწინება, რომელშიც კომერციულ ბანკს  განხორციელებული აქვს ინვესტიცია; პ)რისკის პოზიცია - აქტივი და/ან გარესაბალანსო ელემენტი. თავი II კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები – საკუთარი სახსრები (I პილარი) მუხლი 3🔗. საზედამხედველო კაპიტალი 1. კომერციული ბანკის კაპიტალის ადეკვატურობა განისაზღვრება მისი საზედამხედველო კაპიტალით. მასში არ უნდა იყოს ჩართული ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა შესახებ შეთანხმება, ხელშეკრულება ან დაპირება ვერ უზრუნველყოფს კომერციული ბანკის სტაბილურობისა და მდგრადობის პრინციპებს. 2. კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისაგან: ა) პირველადი კაპიტალი, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: ა.ა) ძირითადი პირველადი კაპიტალი; ა.ბ) დამატებითი პირველადი კაპიტალი. ბ) მეორადი კაპიტალი (სალიკვიდაციო კაპიტალი). 3. პირველადი კაპიტალი  შედგება ისეთი ინსტრუმენტებისაგან, რომელთაც შეუძლია ზარალის უპირობოდ მათი წარმოქმნისთანავე დაფარვა ისე, რომ კომერციულმა ბანკმა შეძლოს თავისი საქმიანობის შეფერხების გარეშე გაგრძელება. პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები კომერციულ ბანკს უნდა აძლევდეს გადახდების განხორციელებას შესაძლებლობას მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ (მათი გადაუხდელობა არ უნდა იწვევდეს კომერციული ბანკის დეფოლტს) და ზარალის დაფარვისათვის მათი სრულად გამოყენების შესაძლებლობას. 4. მეორადი კაპიტალი არის სალიკვიდაციო კაპიტალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბანკის ზარალის დაფარვა დეპოზიტორებამდე და არაუზრუნველყოფილ კრედიტორებამდე კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას და/ან მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების დროს. მუხლი 4🔗. ძირითადი პირველადი კაპიტალი 1. ძირითადი პირველადი კაპიტალი არის საზედამხედველო კაპიტალის უმთავრესი წყარო და უდრის ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული ძირითადი პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები. 2. ძირითადი პირველადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან: ა) ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც სრულად განაღდებულია და აკმაყოფილებს ამ დებულების XIII თავში მოცემულ კრიტერიუმებს; ბ) დამატებითი სახსრები, რომლებიც წარმოიქმნება ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიით; გ) აკუმულირებული  სხვა სრული შემოსავალი და სხვა რეზერვები; დ) გაუნაწილებელი მოგება (ზარალი). მუხლი 5🔗. დამატებითი პირველადი კაპიტალი 1. კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალი უდრის დამატებითი პირველადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული დამატებითი პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები. 2. დამატებითი პირველადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან: ა) ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ დებულების XIII თავში მოცემულ დამატებითი პირველადი კაპიტალის კრიტერიუმებს და არ არის ძირითადი პირველადი კაპიტალის ნაწილი; ბ) დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები. მუხლი 6🔗. მეორადი კაპიტალი 1. მეორადი კაპიტალი არის საზედამხედველო კაპიტალის დამატებითი წყარო და უდრის მეორადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული მეორადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები. 2. მეორადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან: ა) ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ დებულების XIII თავში მოცემულ მეორადი კაპიტალის კრიტერიუმებს და არ არის  პირველადი კაპიტალის ნაწილი; ბ) მეორად კაპიტალში შემავალი ინსტრუმენტების ემისიით მიღებული  დამატებითი სახსრები; გ) საერთო რეზერვები, საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების მაქსიმუმ 1.25%–ის ოდენობით. მუხლი 7🔗. საზედამხედველო კორექტირებები 1. კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებისათვის საზედამხედველო კომპონენტებს უნდა გამოაკლდეს ამ მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო კორექტირებები. 2. საზედამხედველო კაპიტალის დათვლისას  გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი კორექტირებები: ა) აქტივების გადაფასების რეზერვის დაქვითვა უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან; ბ) მოგებასა და ზარალში აქტივების არარეალიზებული გადაფასების შედეგად მიღებული აკუმულირებული მოგების ის ნაწილი (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის მოგება), რომელიც აღემატება მოგებასა და ზარალში არარეალიზებული გადაფასების შედეგად ასახულ აკუმულირებულ ზარალს (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის ზარალი), უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. აღნიშნულის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციაში“ მოცემული ოთხნიშნა კოდით გამოსახული ცალკეული აქტივის კლასისათვის. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კომერციულმა ბანკებმა არ უნდა გაითვალისწინონ მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივები, რომლებიც ივაჭრება ლიკვიდურ ბაზრებზე. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოთხოვოს კომერციულ ბანკს, კონკრეტული აქტივები არ მიიჩნიოს მაღალი ლიკვიდურობის მქონედ და კაპიტალიდან დაქვითოს მათი გადაფასების შედეგად აკუმულირებული მოგება, რომელიც აღემატება აკუმულირებულ ზარალს; გ) არამატერიალური აქტივები უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან; დ) გადავადებული საგადასახადო აქტივები, რომელთა რეალიზება დამოკიდებულია  კომერციული ბანკის სამომავლო მომგებიანობაზე უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. გადავადებული საგადასახადო აქტივი შეიძლება გაიქვითოს მასთან დაკავშირებულ გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორივე, გადავადებული საგადასახადო აქტივიც და ვალდებულებაც, გადაიხდება ერთსა და იმავე საგადასახადო ორგანოში და გაქვითვა დაშვებულია შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ. დროებითი სხვაობების (მაგ: შესაძლო დანაკარგების რეზერვები) შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივების თანხის დაქვითვა უნდა მოხდეს „ზღვრული დაქვითვის“ მეთოდის გამოყენებით ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ყველა სხვა ასეთი აქტივი, როგორიცაა საოპერაციო დანაკარგებთან დაკავშირებული მომავალ პერიოდზე გადატანილი  გამოუყენებელი ზარალი ან გამოუყენებელი საგადასახადო კრედიტები, სრულად უნდა დაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებთან გაქვითვის შემდეგ, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი. გადავადებული საგადასახადო ვალდებულება, რომელიც შეიძლება გაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო აქტივთან, არ უნდა შეიცავდეს თანხას, რომელიც უკვე გაიქვითა გუდვილის, არამატერიალური აქტივებისა და საპენსიო აქტივების კორექტირებისას და უნდა გადანაწილდეს გადავადებული საგადასახადო აქტივის სრულად და ზღვრული დაქვითვის პროპორციულად; ე) ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვის თანხა, რომელიც დაკავშირებულია საბალანსო უწყისის იმ ელემენტების ჰეჯირებასთან, რომლებიც არ არის აღიარებული სამართლიანი ღირებულებით (მათ შორის, დაგეგმილი ფულადი ნაკადები), არ უნდა იქნას გათვალისწინებული ძირითადი პირველადი კაპიტალის დათვლისას  (დადებითი თანხა უნდა გამოაკლდეს, ხოლო უარყოფითი  თანხა უნდა დაემატოს). ამგვარი მიდგომით, ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი არ უნდა იქნას აღიარებული პრუდენციული მიზნებისთვის. ელემენტები, რომლებიც იწვევენ ხელოვნურ მერყეობას ძირითად კაპიტალში არ აღიარდება; ვ) ინვესტიციები საკუთარ აქციებში უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. კომერციული ბანკის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ინვესტიციები საკუთარ ჩვეულებრივ აქციებში  მთლიანად დაიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან (თუ უკვე არ მოხდა მათი აღიარების შეწყვეტა შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით).  გარდა ამისა, ნებისმიერი საკუთარი აქცია, რომელიც კომერციულმა ბანკმა უნდა გამოისყიდოს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების თანახმად, უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. დამატებითი პირველადი კაპიტალის დათვლისას უნდა დაიქვითოს კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები  საკუთარ დამატებით პირველად კაპიტალში და მეორადი კაპიტალის დათვლისას უნდა დაიქვითოს კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები საკუთარ მეორად კაპიტალში; ზ) კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალში ჯვარედინი მფლობელობა (ურთიერთმფლობელობა), რომელიც კაპიტალის ხელოვნურ გაზრდას იწვევს, სრულად დაიქვითება საზედამხედველო კაპიტალიდან. კომერციულმა ბანკებმა უნდა დაქვითონ სხვა ბანკების, სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა და სადაზღვევო ორგანიზაციების კაპიტალში  აღნიშნული ტიპის ინვესტიციები „შესაბამისი დაქვითვის მეთოდის“ გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ დაქვითვა უნდა მოხდეს კაპიტალის იმ კომპონენტიდან, რომლის ნაწილიც ის იქნებოდა ამ წესის შესაბამისად თუ იგი თავად კომერციული ბანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კაპიტალი წარმოადგენს ამ დებულებით განსაზღვრულ პირველად და მეორად კაპიტალს; თ) აქტივების კლასიფიკაციის შედეგად მიღებული რეზერვების უკმარისობა უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან, კერძოდ, დაქვითვას ექვემდებარება ეროვნული ბანკი მიერ დადგენილი აქტივების კლასიფიკაციის წესზე დაყრდნობით გაანგარიშებული შესაძლო დანაკარგების რეზერვების  მეტობა ფასს–ით გაანგარიშებულ შესაძლო დანაკარგების რეზერვზე. ამასთან, ღირებულება სრულად უნდა დაიქვითოს და არ უნდა მოხდეს ღირებულების შემცირება რაიმე საგადასახადო ეფექტებით, რომლებიც წარმოიშობოდა თუ რეზერვების დონე მიაღწევდა მოსალოდნელი დანაკარგების დონეს; ი) ინვესტიციები კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალში, რომლებიც არ ექვემდებარება საზედამხედველო კონსოლიდირებას უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კაპიტალი წარმოადგენს ამ დებულებით განსაზღვრულ პირველად და მეორად კაპიტალს. თუ მოცემული ორგანიზაციის კაპიტალის ინსტრუმენტი, რომელშიც კომერციულ ბანკს აქვს ინვესტიცია განხორციელებული, არ აკმაყოფილებს ამ დებულების XIII თავში განსაზღვრულ ძირითადი პირველადი, დამატებითი პირველადი და მეორადი კაპიტალის კრიტერიუმებს,  ამ საზედამხედველო კორექტირების მიზნებისთვის ინსტრუმენტი უნდა მიეკუთვნოს ჩვეულებრივ აქციებს (ძირითადი პირველადი კაპიტალი), ხოლო თუ ინსტრუმენტი გამოშვებულია კომერციული ბანკის მიერ  და არ მიეკუთვნება საზედამხედველო კაპიტალს, იგი არ უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან; კ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინვესტიციები, რომლებიც არ წარმოადგენს ჩვეულებრივ აქციებს, სრულად უნდა დაიქვითოს  შესაბამისი დაქვითვის მეთოდის გამოყენებით. შესაბამისი დაქვითვის მეთოდის მიხედვით, დაქვითვა უნდა მოხდეს კაპიტალის იმ კომპონენტიდან, რომლის ნაწილიც ის იქნებოდა ამ წესის შესაბამისად, თუ იგი თავად კომერციული ბანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული. თუ კაპიტალის კონკრეტული კომპონენტიდან დაქვითვის მოთხოვნის შემთხვევაში კომერციულ ბანკს არ აქვს აღნიშნული კომპონენტის საკმარისი ოდენობა, დარჩენილი თანხა უნდა დაიქვითოს  მომდევნო (უფრო მაღალი) რანგის კაპიტალიდან; ლ) აქციების ფლობა და სხვა სახით 10%–ზე მეტი წილის ფლობა კომერციული იურიდიული პირების კაპიტალში დაიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. 3. ჩვეულებრივ აქციებში განხორციელებული ინვესტიციები დაექვემდებარება ზღვრულ მიდგომას (ზღვრული დაქვითვის მეთოდი): ა) ძირითადი პირველადი კაპიტალის დათვლისას  ქვემოთ მოცემული ელემენტები დაექვემდებარება ლიმიტირებულ აღიარებას/ჩათვლას ძირითად პირველად კაპიტალში სრულად დაქვითვის ნაცვლად.  აღიარებას ექვემდებარება თითოეული ელემენტი არაუმეტეს ძირითადი პირველადი კაპიტალის (ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა” -„ი“ ქვეპუნქტების ჩათვლით ყველა საზედამხედველო კორექტირების გათვალისწინების შემდეგ) 10%–ის ოდენობით: ა.ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მნიშვნელოვანი ინვესტიციები არაკონსოლიდირებული კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩვეულებრივ აქციებში, როდესაც კომერციული ბანკი ფლობს მათ მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების 10%-ზე მეტს და ინვესტიციები კომერციულ ბანკთან მონათესავე არაკონსოლიდირებული კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩვეულებრივ აქციებში; ა.ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი სხვაობების შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივები. ბ) კომერციულმა ბანკმა ასევე უნდა დაქვითოს ზემოთ ხსენებული ორი ელემენტის ჯამის ის ნაწილი, რომელიც აჭარბებს ძირითადი პირველადი კაპიტალის (დათვლილი ზემოხსენებული ელემენტების დაქვითვამდე, მაგრამ ძირითადი პირველადი კაპიტალის ყველა სხვა დანარჩენი საზედამხედველო კორექტირებების გათვალისწინების შემდეგ) 15%–ს; გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციები არაკონსოლიდირებული კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩვეულებრივ აქციებში, როდესაც კომერციული ბანკი ფლობს მათ მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების 10%-ზე ნაკლებს დაექვემდებარება ლიმიტირებულ აღიარებას/ჩათვლას: თუ ინვესტიციები ჯამურად აჭარბებს კომერციული ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის 10%–ს (ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა” -„თ“ ქვეპუნქტების ჩათვლით ყველა საზედამხედველო კორექტირების გათვალისწინების შემდეგ), ნამეტი თანხა უნდა იქნას დაქვითული. ძირითადი პირველადი კაპიტალიდან უნდა დაიქვითოს ინვესტიცია, რომელიც აჭარბებს 10%–ს გამრავლებული ძირითადი პირველადი კაპიტალის მთლიან საზედამხედველო კაპიტალში წილზე. დამატებითი პირველადი კაპიტალიდან უნდა დაიქვითოს ინვესტიცია, რომელიც აჭარბებს 10%–ს გამრავლებული დამატებითი პირველადი კაპიტალის მთლიან საზედამხედველო კაპიტალში წილზე. მეორადი კაპიტალიდან უნდა დაიქვითოს ინვესტიცია, რომელიც აჭარბებს 10%–ს გამრავლებული მეორადი კაპიტალის მთლიან საზედამხედველო კაპიტალში წილზე. თავი III კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკუთარი სახსრების მინიმალური დონე და რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები( I პილარი) მუხლი 8🔗. საკუთარი სახსრების მინიმალური დონე 1. ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია, ჰქონდეს საკუთარი სახსრების ის ოდენობა, რომელიც ყოველთვის მეტი ან ტოლი იქნება  კაპიტალის შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებზე: ა) ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – კომერციული ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 7%–ზე მეტი ან ტოლი; ბ) პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – კომერციული ბანკის პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 8.5%–ზე მეტი ან ტოლი; გ) საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი – კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 10.5%–ზე მეტი ან ტოლი. 2. ძირითადი პირველადი კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტების დათვლისათვის გამოყენებული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები წარმოადგენს ამ დებულების IV-XI თავებით განსაზღვრული საკრედიტო, საბაზრო და საოპერაციო რისკების მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ჯამს. 3. მოცემული მუხლით განსაზღვრული კოეფიციენტების დათვლის მიზნებისათვის კომერციულმა ბანკებმა უნდა ისარგებლონ „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის“ საფუძველზე გაანგარიშებული რიცხვებით. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს კაპიტალის კონსერვაციისა და კონტრციკლური ბუფერების დაჭერის ვალდებულებასა და მათი მოცულობის შესაბამისად კომერციულ ბანკებზე დაწესებულ შეზღუდვებს. მუხლი 9🔗. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები მე-8 მუხლის მიზნებისათვის საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების თანხების დასათვლელად  კომერციულმა ბანკებმა უნდა გამოიყენონ IV თავში მოცემული სტანდარტიზებული მიდგომა და მე-18 მუხლში აღწერილი სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის დათვლის მეთოდოლოგია. თავი IV კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება. სტანდარტიზებული მიდგომა( I პილარი.) მუხლი 10🔗. რისკის პოზიციები 1. აქტივის რისკის პოზიციის ღირებულება არის მისი საბალანსო ღირებულება, ხოლო XIV თავში ჩამოთვლილ გარესაბალანსო ელემენტების რისკის პოზიციის ღირებულება არის მათი ღირებულების შემდეგი პროცენტი: თუ მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება - 100%, თუ საშუალო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 50%, თუ საშუალო/დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება - 20%, თუ დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთნება - 0%. აღნიშნულ გარესაბალანსო ელემენტებს უნდა მიენიჭოთ რისკის კატეგორიები ამ დებულების XIV თავის მიხედვით. 2. სავალუტო ან საპროცენტო განაკვეთის წარმოებული ინსტრუმენტების რისკის პოზიციის ღირებულება, რომელიც ექვემდებარება კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას, განისაზღვრება ამ დებულების XVI თავის შესაბამისად. 3. თუ რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფით, მისი ღირებულება შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების V თავის შესაბამისად. მუხლი 11🔗. რისკის პოზიციის კლასები 1. თითოეული რისკის პოზიცია უნდა მიეკუთვნოს რისკის პოზიციის შემდეგი კლასებიდან ერთ–ერთს: ა) უპირობო და პირობითი  მოთხოვნები ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ; ბ) უპირობო  და პირობითი მოთხოვნები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ; გ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები საჯარო დაწესებულებების მიმართ; დ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ; ე)უპირობო და პირობითი მოთხოვნები საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ; ვ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები კომერციული ბანკების მიმართ; ზ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები კორპორატიული კლიენტების მიმართ; თ) უპირობო და პირობითი საცალო მოთხოვნები; ი)უპირობო და პირობითი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფილია საცხოვრებელი უძრავი ქონებით; კ) ვადაგადაცილებული სესხები; ლ) მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულები; მ) მოკლევადიანი მოთხოვნები კორპორატიული კლიენტების მიმართ; ნ) მოთხოვნები კოლექტიური ინვესტიციების სახით; ო) სხვა ერთეულები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში მოცემული საცალო კლიენტების მიმართ უპირობო და პირობითი მოთხოვნების კლასისთვის მიკუთვნებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება: ა) რისკის პოზიცია უნდა იყოს ფიზიკური პირის/პირების ან მცირე/საშუალო ბიზნესის მიმართ; ბ) რისკის პოზიცია უნდა მიეკუთვნებოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის რისკის პოზიციებს, რისკის პოზიცია საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე ერთი მხარის მიმართ არ უნდა აჭარბებდეს საზედამხედველო საცალო პორტფელის 0.2%–ს და ასეთი რისკის პოზიციებს უნდა ჰქონდეთ ისეთი მსგავსი მახასიათებლები, რომლებიც არსებითად ამცირებს გასესხებასთან დაკავშირებულ რისკებს; გ) მოვალე მხარის (რომელშიც იგულისხმება ურთიერდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი) მიმართ რისკის პოზიცია საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უპირობო ან პირობითი მოთხოვნების გამოკლებით, არ უნდა აჭარბებდეს 350,000 ლარს. კომერციულმა ბანკებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად; დ)ფასიანი ქაღალდები არ უნდა მიეკუთვნოს საცალო რისკის პოზიციების კლასს. 3.  კომერციულმა ბანკებმა უნდა შეიმუშავონ და დანერგონ პოლიტიკები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა სახის რისკის პოზიციის სათანადოდ და თანმიმდევრულად იდენტიფიკაციასა და  კლასიფიკაციას. მუხლი 12🔗. რისკის პოზიციების გაანგარიშება 1. რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დასათვლელად უნდა მოხდეს ყველა რისკის პოზიციისთვის წონის მინიჭება ამ დებულების 32-ე–45-ე მუხლების შესაბამისად გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება მათი საკუთარი სახსრებიდან დაქვითვა. რისკის წონის მინიჭება ხდება რისკის პოზიციის  კლასისა და კრედიტის ხარისხის მიხედვით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ დებულების 32–ე- 45-ე მუხლებით. კრედიტის ხარისხი შეიძლება დადგინდეს საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტების (შემდგომში – სშგი) საკრედიტო შეფასებაზე დაყრდნობით მე-13 -მე–16 მუხლების მოთხოვნების შესაბამისად. 2. პირველ პუნქტში აღნიშნული რისკის წონის მისანიჭებლად რისკის პოზიციის ღირებულება უნდა გამრავლდეს ამ თავის მიხედვით განსაზღვრულ და მითითებულ რისკის წონაზე. 3. უზრუნველყოფილი  რისკის პოზიციის შემთხვევაში მისანიჭებელი წონა შეიძლება შეიცვალოს V თავის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება მათი საკუთარი სახსრებიდან დაქვითვა. მუხლი 13🔗. რისკის პოზიციისათვის მისანიჭებელი რისკის წონის დადგენა 1. მე-12 მუხლის მიხედვით რისკის პოზიციის რისკის წონის დასადგენად შეიძლება გამოყენებული იქნას სშგი–ების საკრედიტო შეფასება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ინსტიტუტი ამ მიზნებისთვის  აღიარებულია ეროვნული ბანკის მიერ (შემდგომში –აღიარებული სშგი). 2. მე-13 მუხლის მიზნებისთვის ეროვნული ბანკის მიერ სშგი–ს აღიარება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მისი შეფასების მეთოდოლოგია აკმაყოფილებს ობიექტურობის, დამოუკიდებლობის, უწყვეტი განხილვისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს, ხოლო მის მიერ გაკეთებული საკრედიტო შეფასებები აკმაყოფილებს სანდოობისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს. 3. ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სშგი–ების სია საჯაროა  და განთავსდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მუხლი 14🔗. საკრედიტო ხარისხის შეფასების ბიჯები და შეფასებების გამოყენება 1. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ამ დებულების 32–ე – 45–ე მუხლებში მითითებულ საკრედიტო შეფასების თუ რომელ ბიჯს შეესაბამება აღიარებული          სშგი–ს საკრედიტო შეფასებები. 2. კომერციული ბანკის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას გამოყენებული სშგი–ების მიერ გაკეთებული საკრედიტო შეფასება უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების 46-ე – 49–ე მუხლებით გასაზღვრულ მოთხოვნებს. საკრედიტო შეფასება არ უნდა ხდებოდეს შერჩევით. 3. კომერციულმა ბანკებმა უნდა გამოიყენონ დაკვეთილი საკრედიტო შეფასებები.  ეროვნული ბანკის ნებართვით მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ არადაკვეთილი საკრედიტო შეფასებები. თავი V კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება. საკრედიტო რისკის მიტიგაცია (I პილარი) მუხლი 15🔗. სტანდარტიზებული მიდგომის გამოყენებისას ნებადართული საკრედიტო რისკის მიტიგაცია 1. ამ თავის მიზნებისათვის გამსესხებელი კომერციული ბანკი არის კომერციული ბანკი, რომელიც ფლობს რისკის პოზიციებს მიუხედავად იმისა, აღნიშნული რისკის პოზიციები წარმოქმნილია თუ არა სესხის გაცემიდან. 2. მე-8 მუხლის მიზნებისათვის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც IV თავის შესაბამისად იყენებენ სტანდარტიზებულ მეთოდს, შეუძლიათ გამოიყენონ ამ თავში აღწერილი საკრედიტო რისკის მიტიგაციის დებულებები. მუხლი 16🔗. მოთხოვნები საკრედიტო რისკის მიტიგაციის გამოყენებისათვის 1. გამსესხებელი კომერციული ბანკების მიერ გამოყენებული კრედიტის უზრუნველყოფის მექანიზმები, შესაბამისი ქმედებები და მათთან დაკავშირებული დანერგილი პროცედურები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ მიტიგაციას, რომელიც არის სავალდებულო ძალის მქონე და ყველა შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი. 2. გამსესხებელი კომერციული ბანკი ვალდებულია მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რათა უზრუნველყოს კრედიტის უზრუნველყოფის ეფექტიანობა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირება. 3. იმისათვის, რომ მოხდეს კრედიტის დაფინანსებულ უზრუნველყოფად აღიარება,  გამოყენებული აქტივები უნდა იყოს საკმარისად ლიკვიდური, ხოლო დროის განმავლობაში მათი ღირებულება საკმარისად სტაბილური, რათა რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას ნებადართულ ფარგლებში უზრუნველყოფის აღიარებამ განაპირობოს შესაბამისი რწმუნება საკრედიტო რისკის შემცირების შესახებ. ნებადართული ინსტრუმენტები განისაზღვრება ამ დებულების 51–ე– 53–ე მუხლებით. 4. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის შემთხვევაში გამსესხებელ კომერციულ ბანკს უფლება უნდა ჰქონდეს, მოვალის დეფოლტის შემთხვევაში, მოახდინოს უზრუნველყოფაში არსებული აქტივების დროული რეალიზაცია და/ან დასაკუთრება. უზრუნველყოფაში არსებული აქტივის ღირებულებასა და მოვალის საკრედიტო ხარისხს შორის არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი დადებითი კორელაცია. 5. იმისათვის, რომ მოხდეს კრედიტის დაუფინანსებელ უზრუნველყოფად აღიარება, უზრუნველყოფის მიმწოდებელი უნდა იყოს საკმარისად საიმედო, ხოლო უზრუნველყოფის ხელშეკრულება – სავალდებულო ძალის მქონე და შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი, რათა რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისა და ნებადართული რაოდენობით აღიარებისთვის გამოყენებული მეთოდით მიღებული იქნას შესაბამისი რწმუნება კრედიტის უზრუნველყოფის შესახებ. ნებადართული უზრუნველყოფის ხელშეკრულებები და უზრუნველყოფის მიმწოდებლები განისაზღვრება/შემოიფარგლება ამ დებულების  51–ე – 53–ე მუხლებით. 6.  კრედიტის უზრუნველყოფად აღიარებისათვის დაკმაყოფილებული უნდა იყოს ამ დებულების  54–ე– 56–ე მუხლებით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნები. მუხლი 17🔗. საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გაანგარიშება 1. ამ დებულების მე-16 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების თანხა შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების 57–ე – 59–ე მუხლების შესაბამისად.  2. რისკის პოზიციებიდან, რომლებზეც ვრცელდება საკრედიტო რისკის მიტიგაცია, არ შეიძლება მიღებული იქნას უფრო მაღალი რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიცია, ვიდრე მიიღებოდა  ამავე რისკის პოზიციაზე საკრედიტო რისკის მიტიგაციის გარეშე. 3. იმ შემთხვევაში, თუ რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას უკვე გათვალისწინებულია  კრედიტის უზრუნველყოფა, აღნიშნული აღარ უნდა ჩაითვალოს საკრედიტო რისკის მიტიგაციად მოცემული თავის მიზნებისათვის. თავი VI კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკი( I პილარი.) მუხლი 18🔗. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკით შეწონილი რისკის პოზიციები 1. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის გათვალისწინებისათვის კომერციულმა ბანკებმა უნდა დაითვალონ  აღნიშნული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები ამ მუხლის შესაბამისად. 2. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული რისკის მიხედვით შეწონვას ექვემდებარება ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“-„ო“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული საბალანსო რისკის პოზიციები საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების შემდეგ, რომლებიც დენომინირებულია რისკის პოზიციის დაფარვის წყაროს ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, გარდა შემდეგისა: ა) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის მიერ ექსპორტის შედეგად მიღებული ფულადი სახსრები რისკის პოზიციის ვალუტაში; ბ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია ამავე კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტებით რისკის პოზიციის ვალუტაში; გ) ფული და მისი ეკვივალენტები კომერციულ ბანკში; დ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის მიერ მიღებული შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა აღნიშნული შემოსავლები სათანადოდ ჰეჯირებულია და ეფექტურად უზრუნველყოფს შემოსავლების რისკის პოზიციის ვალუტაში დენომინაციას; ე) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა შემოსავლების სიდიდე რეალურად არ იცვლება რისკის პოზიციის ვალუტის კურსის ცვლილებით, რადგან მსესხებლის შემოსავლები არაელასტიური საქონლის გაყიდვიდან მიიღება (მაგალითად, იმპორტირებული საქონლის გაყიდვის საქმიანობა, თუ აღნიშნული საქონელი არაელასტიურია ფასის მიმართ, რაც ადგილობრივი გაცვლითი კურსის გაუფასურების შემთხვევაში და, შედეგად, ლარში დენომინირებული ფასების დონის გაზრდისას არ იწვევს მოცემული საქონლის გაყიდვების მოცულობისა და შესაბამისად მიღებული შემოსავლების შემცირებას). იმისათვის, რომ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციები არ დაექვემდებაროს სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას, კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს თანხმობა ეროვნული ბანკისგან კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობების ასეთად მიჩნევაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს უნდა შეეძლოს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ რისკის პოზიციაზე, რომლებიც ამ ქვეპუნქტიდან გამომდინარე არ დაექვემდებარა სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას. 3. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული რისკის პოზიციები იწონება 75% რისკის წონით. თავი VII კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საბაზრო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება( I პილარი.) მუხლი 19🔗. საბაზრო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები 1. ამ თავის მიზნებისათვის საბაზრო რისკში ჩაითვლება მხოლოდ სავალუტო რისკი. 2. სავალუტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული რისკის პოზიცია უდრის „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესით“ განსაზღვრულ კრებსით საერთო ღია სავალუტო პოზიციას. თავი VIII კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება( I პილარი.) მუხლი 20🔗. საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის გაანგარიშების მეთოდები 1. კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ საოპერაციო რისკებისთვის მინიმალური  დონის კაპიტალის ქონა. 2. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მეთოდს, რომლის გამოყენება შეუძლიათ კომერციულ ბანკებს საოპერაციო რისკისთვის გამოყოფილი კაპიტალის დათვლისათვის. 3. კომერციული ბანკის ზომისა და სირთულიდან გამომდინარე კომერციულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს კაპიტალი საოპერაციო რისკისათვის ამ დებულების 21-ე ან 22-ე მუხლის შესაბამისად. 4. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები წარმოადგენს საოპერაციო რისკისთვის გამოყოფილი კაპიტალის თანაფარდობას ამ დებულების   მე-8 მუხლით განსაზღვრულ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნილ დონესთან. 5. საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის გაანგარიშებისათვის ამ დებულების 22-ე მუხლში მოცემული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე დაუბრუნდეს ან დაიწყოს ამ დებულების 21-ე მუხლში მოცემული მეთოდის გამოყენება. თავი IX კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშების მეთოდები (I პილარი.) მუხლი 21🔗. ძირითადი ინდიკატორის მეთოდი ძირითადი ინდიკატორის მეთოდით დათვლილი საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალი არის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდაკატორის პროცენტული წილი ამ დებულების მე-60 მუხლში მოცემული პარამეტრებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. მუხლი 22🔗. სტანდარტიზებული მეთოდი 1. საოპერაციო რისკისთვის სტანდარტიზებული მეთოდის გამოყენების  შემთხვევაში კომერციულმა ბანკებმა უნდა დაყონ თავიანთი საქმიანობები რამდენიმე ბიზნეს ხაზად ამ დებულების 61–ე მუხლის შესაბამისად. 2. თითოეული ბიზნეს ხაზისათვის კომერციულმა ბანკმა უნდა დათვალოს საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის მოთხოვნები საოპერაციო რისკის მიმართ, როგორც ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ინდაკატორების პროცენტი ამ დებულების 61–ე მუხლში. 3. სტანდარტიზებული მეთოდით დათვლილი საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის მოთხოვნები საოპერაციო რისკის მიმართ შედგება თითოეული ბიზნეს ხაზის მიხედვით გაანგარიშებული საჭირო ინდივიდუალური კაპიტალის მოთხოვნების ჯამისგან. 4. სტანდარტიზებული მეთოდის მოთხოვნებისა და საჭირო პარამეტრების აღწერა მოცემულია ამ დებულების 61–ე მუხლში. 5. საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის მოთხოვნების სტანდარტიზებული მეთოდით დათვლისათვის კომერციული ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების 61–ე მუხლის მოთხოვნებს. თავი X კომერციული ბანკების შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესი (II პილარი.)  მუხლი 23🔗. მოთხოვნები შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესზე 1. კომერციულმა ბანკმა უნდა დანერგოს ძლიერი, ეფექტიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგია და პროცესები, რათა შეაფასოს და მუდმივად შეინარჩუნოს შიდა კაპიტალის საკმარისი ოდენობა, რომელიც ადეკვატური იქნება ყველა მნიშვნელოვანი დონისა და ტიპის რისკების დასაფარავად (არა მხოლოდ I პილარით გათვალისწინებული რისკები, არამედ ყველა რელევანტური რისკი, მათ შორის, საბაზრო რისკები, რომლებიც არ არის  I პილარში, სექტორის მიმართ კონცენტრაციის რისკები, საპროცენტო, ლიკვიდობის, სტრატეგიული და რეპუტაციის რისკები და სხვა). უნდა ხორციელდებოდეს აღნიშნული სტრატეგიებისა და პროცესების რეგულარულად გადახედვა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი ყოვლისმომცველობა და კომერციული ბანკის ტიპთან, საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობასთან შესაბამისობა. 2. კომერციულმა ბანკებმა მინიმუმ წელიწადში ერთხელ ეროვნული ბანკს უნდა წარუდგინონ შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შედეგები. 3. კომერციულ ბანკებს II პილარის ფარგლებში შეუძლიათ გამოიყენონ ფასს–ის მიხედვით გაანგარიშებული რიცხვები. თავი XI საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესი (II პილარი.) მუხლი 24🔗. საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესის მახასიათებლები 1. ეროვნული ბანკი განიხილავს კომერციული ბანკების მიერ დანერგილი ღონისძიებების, სტრატეგიების, პროცესებისა და მექანიზმების ამ დებულებასთან  შესაბამისობასა და შეაფასებს კომერციული ბანკების რისკებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განხილვისა და შეფასების პროცესის სფერო/ობიექტი შემოიფარგლება ამ დებულების მოთხოვნებით და ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებული „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ მიერ შემუშავებულ საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესის ჩარჩოს. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ განხილვისა და შეფასების პროცესზე დაყრდნობით ეროვნული ბანკი ადგენს, რამდენად უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, სტრატეგიები, პროცესები და მექანიზმები, ასევე, მფლობელობაში არსებული საკუთარი სახსრები კომერციული ბანკის რისკების ჯანსაღ მართვასა და მათი განეიტრალების შესაძლებლობას. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული განხილვისა და შეფასების პროცესის პერიოდულობასა და ინტენსიურობას ეროვნული ბანკი განსაზღვარავს კომერციული ბანკის ზომის, სისტემური მნიშვნელობის, ტიპის, კომპლექსურობისა და სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებზე დაყრდნობით. მუხლი 25🔗. საზედამხედველო ქმედება ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს მოსთხოვს სათანადო ზომების მიღებას. აღნიშნული მიზნებისათვის ეროვნულ ბანკს შუძლია მიიღოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი ზომები, მათ შორის, კომერციულ ბანკს დაავალდებულოს ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ მინიმალურ დონეზე მეტი საკუთარი სახსრების ფლობა. თავი XII კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის გამჟღავნება (III პილარი.) მუხლი 26🔗. ინფორმაციის გამჭვირვალობაზე მოთხოვნები ამ დებულების მიზნებისათვის  კომერციულმა ბანკებმა საჯარო უნდა გახადონ  „კომერციული ბანკების გამჭვირვალობის წესით“ დადგენილი ინფორმაცია. თავი XIII კაპიტალის განმარტება მუხლი 27🔗. ეროვნული ბანკის დასტური ნებისმიერი ახლად გამოშვებული ინსტრუმენტის საზედამხედველო კაპიტალის დათვლაში ჩართვამდე კომერციულ ბანკს სჭირდება ეროვნული ბანკის დასტური. ეროვნული ბანკი განიხილავს საკითხს კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც მკაფიოდ უნდა აღწერდეს ინსტრუმენტის შესაბამისობას ამ თავის შესაბამის მუხლებში მითითებულ კრიტერიუმებთან. მუხლი 28🔗. ძირითად პირველად კაპიტალში შემავალ ჩვეულებრივ აქციებად კლასიფიკაციის კრიტერიუმები 1. ძირითად პირველად კაპიტალში ჩასართავად კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში წარმოადგენს ყველაზე სუბორდინირებულ მოთხოვნას; ბ) მასზე ვრცელდება მოთხოვნის უფლება ლიკვიდაციის დროს უპირატესი ვალდებულებების დაფარვის შემდეგ დარჩენილ აქტივებზე გამოშვებულ კაპიტალში წილის პროპორციულად; გ) ძირი თანხა არის უვადო და მისი ანაზღაურება არასდროს ხდება, გარდა ლიკვიდაციის შემთხვევისა (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხორციელდება ნებაყოფლობით გამოსყიდვა ან სხვა საშუალებით კაპიტალის ნებაყოფლობითი შემცირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთვევებში); დ) ინსტრუმენტების გამოშვებისას კომერციული ბანკის რაიმე ქმედება არ ქმნის მოლოდინს, რომ მოხდება გამოშვებული ინსტრუმენტების გამოსყიდვა, დაფარვა ან გაუქმება, ასევე, არც კანონით განსაზღვრული ან სახელშეკრულებო პირობები  არ უნდა იძლეოდეს ასეთი მოლოდინის შექმნის საფუძველს; ე) განაწილება ხდება განაწილებადი ელემენტებიდან (გაუნაწილებელი მოგების ჩათვლით). განაწილების ოდენობა არ არის დამოკიდებული გამოშვების დროს გადახდილ თანხაზე და ხელშეკრულებით დადგენილ ზღვარზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომერციული ბანკი ვერ იხდის გასანაწილებელ ოდენობას, რადგან იგი მეტია გასანაწილებელი ელემეტების დონეზე); ვ) არ არსებობს განაწილების სავალდებულო გარემოებები. შესაბამისად, განაწილებული თანხის გადაუხდელობა არ ითვლება დეფოლტად; ზ) განაწილება ხდება მხოლოდ ყველა კანონისმიერი და სახელშეკრულებო და უპირატესი კაპიტალის ინსტრუმენტების მიმართ ვალდებულების გადახდის შემდეგ. აღნიშნული ნიშნავს, რომ არ არსებობს პრივილეგირებული განაწილების ვალდებულება, მათ შორის, კაპიტალის იმ ელემენტების მიმართ, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალი;  თ) არის კაპიტალი, რომელიც პირველ რიგში და პროპორციულად უდიდესი წილით ფარავს ზარალს. ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალის ელემენტებს შორის თითოეული ინსტრუმენტი მიმდინარე დანაკარგებს ფარავს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპის მიხედვით პროპორციულად და ერთდროულად; ი) საბალანსო უწყისით გადახდისუუნაროდ აღიარების მიზნებისათვის განაღდებული თანხა ითვლება სააქციო კაპიტალად და არა ვალდებულებად; კ) განაღდებული თანხა ითვლება კაპიტალად შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტით; ლ) ინსტრუმენტი არის პირდაპირი გზით გამოშვებული და განაღდებული და პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით მის შესყიდვას კომერციული ბანკი არ აფინანსებს; მ) განაღდებული თანხა არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია, ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს; ნ) მისი გამოშვება ხდება მხოლოდ კომერციული ბანკის აქციონერების თანხმობით, ხოლო თუ ეს ნებადართულია კომერციული ბანკების შესახებ კანონითა და მეწარმეთა შესახებ კანონით, სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების თანხმობით სხვა უფლებამოსილი პირების თანხმობით; ო) ის გარკვევით და ცალკე აისახება კომერციული ბანკის საბალანსო უწყისში. მუხლი 29🔗. დამატებით პირველად კაპიტალად კლასიფიკაციის კრიტერიუმები 1. დამატებით პირველად კაპიტალად კლასიფიკაციისათვის კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის გამოშვებული და განაღდებული; ბ) სუბორდინირებულია დეპოზიტორების,  არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისა და კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალის მიმართ; გ) არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია. ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს კომერციული ბანკის კრედიტორებთან მიმართებაში; დ) არის უვადო, საპროცენტო განაკვეთი არ იზრდება და არ არსებობს სხვა რაიმე მოტივაცია დაფარვისათვის; ე) ის შეიძლება გამოთხოვილი იქნას ინსტრუმენტის გამომშვების მიერ გამოშვებიდან მხოლოდ მინიმუმ ხუთი წლის შემდეგ: ე.ა) გამოთხოვის უფლების გამოყენებისათვის კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკისაგან; ე.ბ) კომერციულმა ბანკმა არ უნდა შექმნას გამოთხოვის უფლების გამოყენების მოლოდინი; ე.გ) კომერციულმა ბანკმა არ უნდა გამოიყენოს გამოთხოვის უფლება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოთხოვილი ინსტრუმენტის ჩანაცვლება ხდება იგივე ან უკეთესი ხარისხის კაპიტალით და აღნიშნული კაპიტალის ჩანაცვლება ხდება ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება კომერციული ბანკის შემოსავლის მასშტაბებს, ან კომერციულ ბანკს შეუძლია დემონსტრირება, რომ თანხის გამოთხოვის უფლების გამოყენების შემთხვევაში, კომერციული ბანკის კაპიტალი საკმარისად აღემატება მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს. ვ) ძირი თანხის (მაგ: გამოსყიდვის ან დაფარვის გზით) გადახდისათვის საჭირო უნდა იყოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა, ამასთან, კომერციულმა ბანკმა არ უნდა ჩათვალოს ან შექმნას ბაზარზე ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების მოლოდინი; ზ) დივიდენდის/კუპონის გადახდის შეჩერების უფლებამოსილება: ზ.ა) კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს თანხის განაწილების/გადახდის შეჩერების სრული უფლებამოსილება; ზ.ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდის შეჩერება არ უნდა იყოს დეფოლტის გამომწვევი მიზეზი; ზ.გ)  კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს სრული წვდომა შეჩერებულ გადახდებზე, რათა დაფაროს სხვა დავალიანება მისი დაფარვის ვადის დადგომისას; ზ.დ) განაწილების/გადახდების შეჩერებამ კომერციულ ბანკს არ უნდა შეუქმნას შეზღუდვები, გარდა ჩვეულებრივი აქციების მფლობელი აქციონერებისათვის გადასახდელ წილთან მიმართებაში. თ) დივიდენდები/კუპონები გადახდილი უნდა იქნას განაწილებადი ელემენტებიდან; ი) ინსტრუმენტზე დივიდენდის გაცემა არ უნდა იყოს კომერციული ბანკის საკრედიტო მდგომარეობაზე დამოკიდებული, რაც გამოიწვევს დივიდენდის/კუპონის ცვლილებას კომერციული ბანკის საკრედიტო მდგომარეობის/რეიტინგის მიხედვით; კ) ინსტრუმენტი არ შეიძლება იყოს იმ ვალდებულებების ნაწილი, რომელიც აჭარბებს აქტივებს; ლ) ინსტრუმენტს, რომელიც ბუღალტრული მიზნებისთვის კლასიფიცირდება  ვალდებულებად, უნდა შეეძლოს ზარალის დაფარვა წინასწარ განსაზღვრულ ამოქმედების მომენტში ჩვეულებრივ აქციებში კონვერტაციის ან ჩამოწერის მექანიზმით, რომლის საშუალებითაც ზარალს ფარავს მოცემული ინსტრუმენტი. ჩამოწერას ექნება შემდეგი ეფექტები: ლ.ა) ინსტრუმენტის მფლობელის მოთხოვნის შემცირება ლიკვიდაციის დროს; ლ.ბ) გამოთხოვის უფლების გამოყენების დროს გადასახდელი თანხის შემცირება; ლ.გ) ინსტრუმენტის მფლობელის მიმართ კუპონის/დივიდენდის გადახდის ნაწილობრივ ან მთლიანად შემცირება. მ) კომერციულ ბანკს ან მასთან დაკავშირებულ პირს, რომელზეც კომერციულ ბანკს აქვს კონტოლი ან მნიშვნელოვანი ზეგავლენა, არ აქვს შესყიდული მოცემული ინსტრუმენტი, ასევე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, კომერციულ ბანკს არ აქვს დაფინანსებული ინსტრუმენტის ყიდვის ოპერაცია; ნ) ინსტრუმენტს არ უნდა ჰქონდეს ისეთი თვისებები, რომლებიც ხელს შეუშლის რეკაპიტალიზაციას, როგორიცაა მაგალითად, განსაზღვრულ დროში ახალი ინსტრუმენტის უფრო დაბალ ფასად გამოშვების შემთხვევაში  ინვესტორის ანაზღაურების ვალდებულებები. მუხლი 30🔗. მეორად კაპიტალად კლასიფიკაციის კრიტერიუმები 1. მეორად კაპიტალად კლასიფიცირებისათვის კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის გამოშვებული და განაღდებული; ბ) სუბორდინირებულია დეპოზიტორებისა და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიმართ; გ) არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია. ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს კომერციული ბანკის არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან მიმართებაში; დ) დაფარვის ვადა: დ.ა) თავდაპირველი ვადიანობა უნდა იყოს მინიმუმ ხუთი წელი; დ.ბ) დაფარვის ვადამდე დარჩენილი 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში მისი აღიარება საზედამხედველო კაპიტალში უნდა მოხდეს ამორტიზებული ღირებულებით წრფივად; დ.გ) საპროცენტო განაკვეთი არ იზრდება და არ არსებობს წინასწარ დაფარვის სხვა წამახალისებელი მოტივაცია. ე) შეიძლება გამოთხოვილ იქნას გამომშვების მიერ მინიმუმ ხუთი წლის შემდეგ: ე.ა) გამოთხოვის უფლების გამოყენებისათვის კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკისაგან; ე.ბ) კომერციულმა ბანკმა არ უნდა შექმნას გამოთხოვის უფლების გამოყენების მოლოდინი; ე.გ) კომერციულმა ბანკმა არ უნდა გამოიყენოს გამოთხოვის უფლება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოთხოვილი ინსტრუმენტის ჩანაცვლება ხდება იგივე ან უკეთესი ხარისხის კაპიტალით და აღნიშნული კაპიტალის ჩანაცვლება ხდება ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება კომერციული ბანკის შემოსავლის მასშტაბებს ან კომერციულ ბანკს შეუძლია დემონსტრირება, რომ თანხის გამოთხოვის უფლების გამოყენების შემთხვევაში კომერციული ბანკის კაპიტალი საკმარისად აღემატება მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს; ე.დ) ინვესტორს არ აქვს მომავალი გადახდების (კუპონი ან ძირი თანხა) დაჩქარების უფლება, გაკოტრებისა და ლიკვადაციის შემთხვევების გარდა; ე.ე) ინსტრუმენტზე დივიდენდის გაცემა არ უნდა იყოს კომერციული ბანკის საკრედიტო მდგომარეობაზე დამოკიდებული, რაც გამოიწვევს დივიდენდის/კუპონის ცვლილებას კომერციული ბანკის საკრედიტო მდგომარეობის/რეიტინგის მიხედვით; ე.ვ) კომერციულ ბანკს ან მასთან დაკავშირებულ პირს, რომელზეც კომერციულ ბანკს აქვს  კონტოლი ან მნიშვნელოვანი ზეგავლენა, არ უნდა ჰქონდეს შესყიდული მოცემული ინსტრუმენტი, ასევე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, კომერციულ ბანკს არ უნდა ჰქონდეს დაფინანსებული ინსტრუმენტის ყიდვის ოპერაცია. 2. თუ ინსტრუმენტი დაყოფილია ტრანშებად, ზემოთმოცემული პირობები უნდა დააკმაყოფილოს თითოეულმა მათგანმა ცალ–ცალკე. თავი XIV გარესაბალანსო ელემენტების კლასიფიკაცია მუხლი 31🔗. გარესაბალანსო ელემენტების კლასიფიკაცია 1. მაღალი რისკის (როცა ინსტრუმენტი არის კრედიტის პირდაპირი შემცვლელი და საკრედიტო რისკი ტოლფასია იგივე მხარის მიმართ საბალანსო რისკის პოზიციის საკრედიტო რისკისა და როცა კომერციულ ბანკს საკრედიტო რისკი აქვს მთლიან ნომინალურ ღირებულებაზე) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები: ა) კრედიტის მახასიათებლების მქონე გარანტიები; ბ) საკრედიტო დერივატივები; გ) აქცეპტები; დ) ინდოსამენტები ჩეკებზე, რომლებზეც მითითებული არ არის სხვა კომერციული ბანკის დასახელება; ე) ტრანზაქციები რეგრესის უფლებით; ვ) კრედიტის მახასიათებლების მქონე შეუქცევადი სთენდბაი აკრედიტივები; ზ) ფორვარდული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი აქტივები; თ) ნაწილობრივ განაღდებული აქციებისა და ფასიანი ქაღალდების გადაუხდელი ნაწილი; ი) აქტივების გაყიდვისა და გამოსყიდვის ხელშეკრულებები; კ) სხვა მაღალი რისკის  მქონე გარესაბალანსო ელემენტები, მათ შორის,  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი. 2. საშუალო რისკის (როცა ინსტრუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი საკრედიტო რისკით, მაგრამ გარკვეული გარემოებები, როგორიცაა სხვა ტრანზაქციების განხორციელებაზე დამოკიდებულება და სხვა, გვაძლევს მაღალ რისკზე ნაკლებ რისკს) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები: ა) გაცემული და დამტკიცებული დოკუმენტური აკრედიტივები; ბ) გარანტიები (შეპირებები) და ზარალის კომპენსაცია (ტენდერზე დამოკიდებული, შედეგებზე დამოკიდებული) და კრედიტის შემცვლელთა მახასიათებლების არმქონე გარანტიები; გ) კრედიტის შემცვლელთა მახასიათებლების არმქონე შეუქცევადი სთენდბაი აკრედიტივები; დ) ერთ წელზე მეტი თავდაპირველი ვადიანობის მქონე აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტები (ხელშეკრულებები სესხის გაცემაზე, ფასიანი ქაღალდების შესყიდვაზე, გარანტიებისა და აქცეპტების გაცემაზე); ე) სხვა საშუალო რისკის  გარესაბალანსო ელემენტები, მათ შორის,  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი. 3.  საშუალო/დაბალი რისკის (როცა უზრუნველყოფის ან/და თვითვლიკვიდირების შესაძლებლობის ან ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის პირობა გვაძლევს საშუალოზე დაბალ საკრედიტო რისკს) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები: ა) დოკუმენტური აკრედიტივები, რომელთა უზრუნველყოფას წარმოადგენს  გადასაზიდი საქონელი და სხვა თვითლიკვიდირებადი  ტრანზაქციები; ბ) ერთი და ერთ წელზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის მქონე აუთვისებელი  საკრედიტო ინსტრუმენტები (ხელშეკრულებები სესხის გაცემაზე, ფასიანი ქაღალდების  შესყიდვაზე, გარანტიებისა და აქცეპტების გაცემაზე), რომელთა ნებისმიერ დროს  უპირობოდ გაუქმება შეტყობინების გარეშე შეუძლებელია ან რომლებიც მსესხებლის  საკრედიტო მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში რეალურად ვერ  უზრუნველყოფს მისი ავტომატური გაუქმების შესაძლებლობას; გ) სხვა საშუალო/დაბალი რისკის  გარესაბალანსო ელემენტები, მათ შორის,  ეროვნული ბანკის  მიერ დადგენილი. 4. დაბალი რისკის (როცა შესაძლებელია საკრედიტო რისკის უგულებელყოფა, რადგან სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე ის ძალიან შემცირებულია) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები: ა) აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტები (ხელშეკრულებები სესხის გაცემაზე, ფასიანი ქაღალდების შესყიდვაზე, გარანტიებისა და აქცეპტების გაცემაზე), რომლებიც შეიძლება  უპირობოდ გაუქმდეს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე ან/და რომლებიც მსესხებლის საკრედიტო მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში რეალურად უზრუნველყოფს მისი ავტომატურად გაუქმების შესაძლებლობას. საცალო საკრედიტო ხაზები შეიძლება ჩაითვალოს უპირობოდ გაუქმების შესაძლებლობის მქონედ თუ ხელშეკრულების სრულად გაუქმების უფლების პირობის ხელშეკრულებაში ჩადება ნებადართულია მომხმარებელთა დაცვისა და სხვა შესაბამისი კანონმდებლობით; ბ) სხვა დაბალი რისკის  გარესაბალანსო ელემენტები, მათ შორის,  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი. თავი XV სტანდარტიზებული მიდგომა. რისკის წონები და სშგი–ის საკრედიტო შეფასების გამოყენება მუხლი 32🔗. რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ 1. ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების და ცენტრალური ბანკების მიმართ უნდა შეიწონოს 100%-ით. 2. ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით, იმ ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ რისკის პოზიციებს, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასებები, უნდა მიენიჭოს რისკის წონები ამ დებულების N1 დანართის პირველი ცხრილის შესაბამისად სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. 3. ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის მიმართ  ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული და განთავსებული  რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს 0%-ით. მუხლი 33🔗. რისკის პოზიციები რეგიონული მთავრობებისა დაადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ 1. ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რისკის პოზიციები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ უნდა შეიწონოს ამ დებულების N1 დანართის მე–2 ცხრილის შესაბამისად სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. რეიტინგის არმქონე რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების  მიმართ რისკის პოზიციები  უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით. 2. რისკის პოზიციები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების მიმართ თუ ასეთი რისკის პოზიციების რისკებს შორის არ არსებობს განსხვავება პირველი მათგანის (რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების) მიერ შემოსავლების მიღების სპეციფიური  შესაძლებლობიდან გამომდინარე და ისეთი ინსტიტუციონალური გარიგებების არსებობიდან გამომდინარე, რაც ამცირებს დეფოლტის რისკს. ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციებიც უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების მიმართ. 3. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა. მუხლი 34🔗. რისკის პოზიციები საჯარო დაწესებულებების მიმართ 1. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, რისკის პოზიციებს საჯარო დაწესებულებების მიმართ უნდა მიენიჭოს 100% რისკის წონა, თუ მოცემული რისკის პოზიცია უკვე არ არის კლასიფიცირებული რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ რისკის პოზიციების კლასში. 2. გამონაკლის შემთხვევებში, საჯარო დაწესებულებების მიმართ რისკის პოზიციებს უნდა მიენიჭოს ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციებისათვის მინიჭებული რისკის წონები თუ ეროვნული ბანკი თვლის, რომ არ არსებობს აღნიშნული რისკის პოზიციების რისკებს შორის განსხვავება ცენტრალური მთავრობის მიერ გაცემული გარანტიების არსებობიდან გამომდინარე. ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს საჯარო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციებიც შეიწონება ისევე, როგორც რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების მიმართ. 3. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას საჯარო დაწესებულებების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა. მუხლი 35🔗. რისკის პოზიციები მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ 1. ამ დებულების  IV თავის მიზნებისთვის მრავალმხრივი განვითარების ბანკებად ითვლება ინტერამერიკული საინვესტიციო კორპორაცია, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი და ცენტრალური ამერიკის ბანკი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის, საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია; ინტერამერიკული განვითარების ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; აფრიკის განვითარების ბანკი; ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი; ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი; კარიბის განვითარების ბანკი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;ევროპის საინვესტიციო ბანკი;ევროპის საინვესტიციო ფონდი;მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო; იმუნიზაციის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი; ისლამური განვითარების ბანკი. 2. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, რისკის პოზიციები მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები  კომერციული ბანკების მიმართ, ამ დებულების 37-ე მუხლის შესაბამისად. 3. შემდეგი მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს 0% რისკის წონით: ა) საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; ბ) საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია; გ) ინტერამერიკული განვითარების ბანკი; დ) აზიის განვითარების ბანკი; ე) აფრიკის განვითარების ბანკი; ვ) ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი; ზ) ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი; თ) კარიბის განვითარების ბანკი; ი) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; კ) ევროპის საინვესტიციო ბანკი; ლ) ევროპის საინვესტიციო ფონდი; მ) მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო; ნ) იმუნიზაციის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი; ო) ისლამური განვითარების ბანკი. 4. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა. მუხლი 36🔗. რისკის პოზიციები საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ 1. რისკის პოზიციები შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების  მიმართ უნდა შეიწონოს 0% რისკის წონით: ა) ევროპის ცენტრალური ბანკი; ბ) საერთაშორისო სავალუტო ფონდი; გ) საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი. 2. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა. მუხლი 37🔗. რისკის პოზიციები კომერციული ბანკების მიმართ 1. რისკის პოზიციებს კომერციული ბანკების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება, ამ დებულების N1 დანართის მე–3 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. 2. რეიტინგის არმქონე კომერციული ბანკების მიმართ რისკის პოზიციები  უნდა შეიწონოს 50% რისკის წონით. აღნიშნული რისკის წონა არ უნდა იყოს იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციისათვის მისანიჭებელ რისკის წონაზე ნაკლები, რომელშიც დაფუძნებულია მოცემული ბანკი. 3. მოკლევადიან რისკის პოზიციებს კომერციული ბანკების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება, ამ დებულების N1 დანართის მე–3 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. 4. სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციები რეიტინგის არმქონე კომერციული ბანკების მიმართ უნდა შეიწონოს 20% რისკის წონით. აღნიშნული რისკის წონა არ უნდა იყოს იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციისათვის მისანიჭებულ რისკის წონაზე ნაკლები, რომელშიც დაფუძნებულია მოცემული ბანკი. 5. სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული და განთავსებული რისკის პოზიციები კომერციული ბანკების მიმართ შეიწონება 20% რისკის წონით. 6. როდესაც მოსალოდნელია, რომ სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციის ვადა გაგრძელებული იქნება წარმოქმის დღიდან სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეალური/მოსალოდნელი ვადიანობა აღემატება სამ თვეს, რისკის პოზიცია არ უნდა ჩაითვალოს სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციად ამ მუხლის მიზნებისათვის. 7. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას კომერციული ბანკების მიმართ მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა. მუხლი 38🔗. რისკის პოზიციები კორპორატიული კლიენტების მიმართ 1. რისკის  პოზიციებს კორპორატიული კლიენტების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება,  უნდა მიენიჭოს რისკის წონები ამ დებულების N1 დანართის მე–4 ცხრილის მიხედვით სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. 2. იმ რისკის პოზიციებს, რომელთათვისაც ნომინირებული სშგი–ების საკრედიტო შეფასებები ხელმისაწვდომი არაა, უნდა მიენიჭოთ 100% რისკის წონასა და ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციის რისკის წონას შორის უმაღლესი. 3. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას კორპორატიული კლიენტების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა გარე შეფასებების მხედველობაში მიღების გარეშე. მუხლი 39🔗. საცალო რისკის პოზიციები რისკის პოზიციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, უნდა შეიწონოს 75% რისკის წონით. მუხლი 40🔗. საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციები 1. რისკის პოზიციები ან რისკის პოზიციების ნაწილი, რომლებიც სრულად და სრულყოფილად არის უზრუნველყოფილი საცხოვრებელი უძრავი ქონებით, რაც დამაკმაყოფილებელია ეროვნული ბანკისთვის და რომელშიც ცხოვრობს ან იცხოვრებს მესაკუთრე ან რომელსაც აქირავებს მესაკუთრე, უნდა შეიწონოს 35% რისკის წონით. 2. რისკის პოზიცია საცხოვრებელი უძრავი ქონების დამქირავებლის/ლიზინგის მიმღების (მაცხოვრებლის) მიმართ მიმართ,  უნდა შეიწონოს 35%-ით, თუ გამქირავებელს/ლიზინგის გამცემს წარმოადგენს კომერციული ბანკი და დამქირავებელს/ლიზინგის მიმღებს აქვს ყიდვის უფლება და იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკისათვის დამაკმაყოფილებელია კომერციული ბანკის რისკის პოზიციის სრულად და სრულყოფილად უზრუნველყოფა ქონებაზე მისი საკუთრების გზით. 3. ამ მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების  მიზნებისთვის ეროვნული ბანკის დასკვნა იქნება დამაკმაყოფილებელი თუ სრულდება შემდეგი პირობები: ა) ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული მსესხებლის  საკრედიტო ხარისხზე. ეს მოთხოვნა არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მხოლოდ მაკროეკონომიკური ფაქტორები ახდენს გავლენას, როგორც ქონების ღირებულებაზე,  ასევე მსესხებლის მდგომარეობაზე/ფინანსურ შესაძლებლობებზე; ბ) მსესხებლის რისკი მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული ქონების ან პროექტის შედეგიანობაზე, არამედ დამოკიდებულია მსესხებლის უნარზე ვალი დაფაროს სხვა წყაროებიდან. გადახდები არ უნდა იყოს  მნიშვნელოვნად დამოკიდებული უზრუნველყოფაში მყოფი ძირითადი ქონებიდან გენერირებულ ფულად სახსრებზე; გ) კმაყოფილდება აღნიშნული მუხლის მე–5 პუნქტით განსაზღვრული  მინიმალური მოთხოვნები და მე–6 პუნქტით დადგენილი შეფასების წესები. 4. საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების კლასზე მიკუთვნებისათვის რისკის პოზიციის ღირებულების უზრუნველყოფის ღირებულებასთან თანაფარდობა არ უნდა აღემატებებოდეს 50 % –ს. შესაბამისად, აღნიშნულ კლასს უნდა მიეკუთვნოს სესხი ან მისი მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეადგენს საცხოვრებელი ქონების ღირებულების 50%–ს. 5. საცხოვრებელი უძრავი ქონების აღიარებისათვის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები: ა) სამართლებრივი ნამდვილობის პირობა: საკრედიტო ხელშეკრულების დადების დროს იპოთეკის ხელშეკრულება უნდა იყოს სათანადოდ და დროულად დადებული და ყველა  შესაბამის იურისდიქციაში სამართლებრივად აღსრულებადი. ხელშეკრულება უნდა ასახავდეს მასზე უპირატეს უფლებას (ყველა სამართლებრივი მოთხოვნა იპოთეკით დატვირთისათვის უნდა იყოს შესრულებული). უზრუნველყოფის ხელშეკრულება და დამხმარე სამართლებრივი პროცესები კომერციულ ბანკს უნდა აძლევდეს უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციით ღირებულების მიღების შესაძლებლობას დროის გონივრულ ფარგლებში; ბ) ქონების ღირებულების მონიტორინგი: ქონების ღირებულების მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს საკმარისი სიხშირით, მინიმუმ წელიწადში ერთხელ. როდესაც საბაზრო პირობები ხასიათდება მნიშვნელოვანი ცვალებადობით, მონიტორინგი უნდა განხორციელდეს უფრო მეტი სიხშირით. ქონების ღირებულების მონიტორინგისა და გადასაფასებელი ქონების იდენტიფიცირებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას სტატისტიკური მეთოდები. თუ არსებობს ქონების საბაზრო ღირებულების მნიშვნელოვანი შემცირების ეჭვი, ქონების შეფასება უნდა გადაიხედოს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ.  სესხებისთვის, რომლებიც აჭარბებს 200 000 ლარს ან კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%–ს, ქონების შეფასება უნდა გადაიხედოს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ. დამოუკიდებელ შემფასებლად მიიჩნევა პირი, რომლსაც აქვს შეფასებისათვის საჭირო  კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება და დამოუკიდებელია საკრედიტო გადაწყვეტილების პროცესებისგან; გ) დოკუმენტირება: კომერციული ბანკის მიერ დაშვებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ტიპები და მასთან დაკავშირებული გასესხების პოლიტიკა მკაფიოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული. 6. საცხოვრებელი ქონების შეფასების პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) სესხის გაცემამდე ქონება უნდა შეფასდეს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ საბაზრო ღირებულებით; ბ) საბაზრო ღირებულება არის შეფასებული თანხა, რომლითაც შეფასების თარიღისთვის გაშლილი მკლავის პრინციპით განხორციელდებოდა ქონების გაყიდვა დაინტერესებულ მყიდველსა და დაინტერესებულ გამყიდველს შორის სათანადო მარკეტინგის განხორციელების შედეგად იმ პირობით, რომ მონაწილე მხარეები მოქმედებენ გათვითცნობიერებულად, წინდახედულად და იძულების გარეშე.  საბაზრო ღირებულების დოკუმენტირება უნდა მოხდეს გამჭვირვალე და მკაფიო გზით; გ) უზრუნველყოფის ღირებულება ტოლია ქონების საბაზრო ღირებულებისა. საჭიროების შემთხვევაში, მან უნდა ასახოს ამ მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის შედეგები და ღირებულებაზე სხვა მოთხოვნების არსებობით გამოწვეული ზეგავლენა. 7. ამ მუხლის მიზნებისათვის უზრუნველყოფად ჩაითვლება მხოლოდ ის საცხოვრებელი ქონება, რომლის საცხოვრებელი ფართობიც არ აღემატება 120 კვადრატულ მეტრს. ეროვნული ბანკის თანხმობით აღნიშნული მოთხოვნა არ გავრცელდება კომერციულ ბანკზე, თუ მის მიერ წარმოდგენილი რისკის პოზიციების საცხოვრებელი ქონების იპოთეკით უზრუნველყოფილ აქტივებად კლასიფიკაციის პოლიტიკა ადეკვატურად ითვალისწინებს ქონების ლიკვიდურობასა და კომერციული ბანკი აღნიშნულ კლასს მიაკუთვნებს მხოლოდ მაღალი ლიკვიდურობის მქონე ქონებით უზრუნველყოფილ რისკის პოზიციებს. 8. საცხოვრებელი ქონების რეალური ფართობი უნდა ემთხვეოდეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართობს. საცხოვრებელი ქონების იპოთეკით უზრუნველყოფილ აქტივებად კლასიფიკაციის პოლიტიკა უნდა განსაზღვრავდეს დასაშვები ცდომილების ზღვარს. მუხლი 41🔗. ვადაგადაცილებული სესხები 1. ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ნებისმიერი რისკის პოზიციის მთლიან თანხას უზრუნველყოფილი ნაწილის (V თავის შესაბამისად) გამოკლებით, რომელიც  ვადაგადაცილებულია  90–ზე მეტი დღით, უნდა მიენიჭოს შემდეგი რისკის წონები: ა) 150%, თუ სესხების შესაძლო დანაკარგების სპეციალური რეზერვი („კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ“  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წესით გაანგარიშებული) არის მთლიანი რისკის პოზიციის (სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოკლების გარეშე) 20%–ზე ნაკლები; ბ) 100%, თუ სესხების შესაძლო დანაკარგების სპეციალური რეზერვი („კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ“  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წესით გაანგარიშებული) არის მთლიანი რისკის პოზიციის (სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოკლების გარეშე) არანაკლებ 20% . 2. ვადაგადაცილებული სესხების უზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისთვის გამოიყენება საკრედიტო რისკის მიტიგაციისათვის ნებადართული უზრუნველყოფა და გარანტიები. 3. უპირობო და პირობითი მოთხოვნები, რომლებიც მიეკუთვნება საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ კლასს ამ დებულების მე-40 მუხლის მიხედვით, 90-ზე მეტი დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში უნდა შეიწონოს 100%-ით. ამასთან, თუ სესხების შესაძლო დანაკარგების სპეციალური რეზერვი („კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ“  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წესით გაანგარიშებული) მთლიანი რისკის პოზიციის 20% – ზე ნაკლები არ არის, რისკის პოზიცია შეიწონება 50% რისკის წონით. მუხლი 42🔗. მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულები 1. რისკის პოზიციები, რომლებიც ასოცირდება განსაკუთრებით მაღალ რისკთან, როგორიცაა  ინვესტიციები ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდებში მაქსიმუმ 10%–იანი წილის ფლობით, ან  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სხვა მაღალი რისკის მატარებელი რისკის პოზიციები, უნდა შეიწონოს 150% რისკის წონით. 2. ეროვნულმა ბანკმა შესაძლებელია ნება დართოს კომერციულ ბანკს, რისკის ის პოზიციები, რომლებიც არ იმყოფება ვადაგადაცილებაში, შეწონოს 100% რისკის წონით თუ შესაძლო დანაკარგების სპეციალური რეზერვი მთლიანი რისკის პოზიციის (შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოკლების გარეშე) 20%–ზე ნაკლები არ არის. 3. იჯარით გაცემის მიზნით საკუთრებაში არსებული ქონება უნდა შეიწონოს 250 % რისკის წონით. მუხლი 43🔗. მოკლევადიანი რისკის პოზიციები კორპორატიული კლიენტების მიმართ 1. სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციებს კორპორატიული კლიენტების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება, N1 დანართის მე–5 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის რისკის პოზიცია არ უნდა ჩაითვალოს სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციად, როდესაც მოსალოდნელია, რომ სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციის ვადა გაგრძელებული იქნება წარმოქმის დღიდან სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეალური/მოსალოდნელი ვადიანობა აღემატება 3 თვეს.  მუხლი 44🔗. რისკის პოზიციები საპაიო საინვესტიციო ფონდის (კოლექტიური საინვეტიცო სქემების) სახით 1. ამ მუხლის მე-2 და მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა რისკის პოზიციები საპაიო საინვესტიციო ფონდების სახით უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით. 2. რისკის პოზიციებს საპაიო საინვესტიციო ფონდების სახით, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომია სშგი–ის საკრედიტო შეფასება, უნდა მიენიჭოს რისკის წონები N1 დანართის მე–6 ცხრილის მიხედვით სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. 3. როდესაც ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კოლექტიურ საინვესტიციო სქემებში პოზიცია დაკავშირებულია განსაკუთრებით მაღალ რისკებთან, რისკის წონა უნდა განისაზღვროს 150%–ით. მუხლი 45🔗. სხვა ერთეულები 1. ძირითადი საშუალებები უნდა შეიწონოს 100%-ით. 2. ფული და მისი ექვივალენტები კომერციულ ბანკში უნდა შეიწონოს 0%–ით, ხოლო ნაღდი ფული სხვა სახით (შეგროვების პროცესში) 20%–ით. 3. მნიშვნელოვანი ინვესტიციები (ბანკის სააქციო კაპიტალის 10%–ზე მეტი) არაკონსოლიდირებულ კომერციულ ბანკებში, სადაზღვევო ორგანიზაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში და  გადავადებული საგადასახადო აქტივები, რომლებიც არ გამოიქვითა ძირითადი პირველადი კაპიტალიდან, უნდა შეიწონოს 250%–ით. 4. ინვესტიციები იმ არაკონსოლიდირებულ კომერციულ ბანკებში, სადაზღვევო ორგანიზაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში, სადაც ინვესტიცია მოცემული კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციებისა თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტის კაპიტალის 10%-ზე ნაკლებია და რომელიც არ გამოიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან, უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით. 5. აქციების ფლობა და/ან სხვა სახით 10%–ზე ნაკლები წილით მონაწილეობა კომერციული იურიდიული პირების  კაპიტალში უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება მათი დაქვითვა საკუთარი სახსრებიდან.  6. კომერციული ბანკის მიერ მფლობელოში არსებული ოქროს ზოდი, საცავში ან გადანაწილებული ვალდებულების უზრუნველყოფის სახით, უნდა შეიწონოს 0% რისკის წონით. 7. აქტივის გაყიდვისა და გამოსყიდვის და ვალუტის ფორვარდული  ხელშეკრულებების შემთხვევაში, შეწონვისათვის რისკის წონა უნდა მიენიჭოს აქტივს და არა კონტრაგენტ მხარეს. 8. სხვა აქტივები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული მე-11 მუხლის მიხედვით უნდა შეიწონოს 100%–ით. მუხლი 46🔗. რისკის წონების განსაზღვრისათვის სშგი–ის საკრედიტო შეფასებების გამოყენება 1. კომერციულ ბანკს შეუძლია ერთი  ან ერთზე მეტი აღიარებული სშგი–ის ნომინირება აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტების რისკის წონის განსაზღვრაში გამოყენებისათვის. 2. თუ კომერციული ბანკი აირჩევს კონკრეტული აღიარებული სშგი–ის გამოყენებას რისკის პოზიციების გარკვეული კლასისთვის, მან მისი საკრედიტო შეფასებები უნდა გამოიყენოს ამ კლასში შემავალი ყველა რისკის პოზიციის მიმართ. 3. თუ კომერციული ბანკი გადაწყვეტს რომელიმე კონკრეტული აღიარებული სშგი–ის საკრედიტო შეფასების გამოყენებას, მაშინ მან იგივე საკრედიტო შეფასებები უნდა გამოიყენოს მუდმივად და თანმიმდევრულად. 4. კომერციულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ იმ სშგი–ების შეფასებები, რომლებიც ითვალისწინებს მთლიან თანხას, როგორც ძირს, ასევე დარიცხულ პროცენტს. 5. თუ რომელიმე შესაფასებელი ერთეულისათვის არსებობს მხოლოდ ერთი ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება,  მაშინ იგი გამოიყენება ამ ერთეულის რისკის წონის განსაზღვრისათვის. 6. თუ არსებობს ნომინირებული სშგი–ების ორი საკრედიტო შეფასება, რომლებიც  შეესაბამება განსხვავებული რისკის წონებს შეფასებული ერთეულისათვის, გაითვალისწინება უმაღლესი რისკის წონა. 7. თუ არსებობს ორზე მეტი საკრედიტო შეფასება ნომინირებული სშგი–ების მიერ შეფასებული ერთეულისათვის, გაითვალისწინება  ის ორი მათგანი, რომლებიც შეესაბამებიან უმცირეს რისკის წონებს. თუ ეს ორი უმცირესი რისკის წონა ერთმანეთისგან განსხვავებულია, გაითვალისწინება მათ შორის უდიდესი და თუ ისინი ერთმანეთის ტოლია, აიღება თავად ეს რისკის წონა. მუხლი 47🔗. ემიტენტებისა და გამოშვებული ინსტრუმენტების შეფასება 1. თუ საკრედიტო შეფასება არსებობს კონკრეტულ ინსტრუმენტთა კლასზე, რომელსაც მიეკუთვნება რისკის პოზიციის ერთეული, აღნიშნული საკრედიტო შეფასება უნდა იქნას გამოყენებული მოცემული ერთეულისათვის რისკის წონის მინიჭებისას. 2. როდესაც არ არსებობს კონკრეტული ინსტრუმენტის საკრედიტო შეფასება, ამასთან, არსებობს იმ ინსტრუმენტის საკრედიტო შეფასება, რომელთაც არ მიეკუთვნება მოცემული ერთეული ან არსებობს ემიტენტის ზოგადი საკრედიტო შეფასება, კომერციულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ზემოთხსნებული არსებული საკრედიტო შეფასებებიდან ის, რომელიც უფრო მაღალ რისკის წონას იძლევა.  ამასთან, შეფასება, რომელიც უფრო დაბალ რისკის წონას იძლევა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთვევაში თუ მოცემული რისკის პოზიცია  მოთხოვნის უფლების რიგითობით უპირატესია, ვიდრე მოცემული შეფასებული ინსტრუმენტი ან შეფასებული ემიტენტის არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციები. 3. ერთ კორპორატიულ ჯგუფში მყოფი ემიტენტის საკრედიტო შეფასება არ უნდა იქნას გამოყენებული ამავე ჯგუფში შემავალი სხვა ემიტენტების საკრედიტო შეფასებად. მუხლი 48🔗. მოკლევადიანი და გრძელვადიანი საკრედიტო შეფასებები 1. მოკლევადიანი საკრედიტო შეფასებები შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ იმ მოკლევადიანი აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტების შეწონვისათვის, რომლებიც წარმოადგენენ რისკის პოზიციებს კომერციული ბანკებისა და კორპორატიული კლიენტების მიმართ. 2. მოკლევადიანი საკრედიტო შეფასება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ ერთეულებზე, რომლებზეც ეს მოკლევადიანი საკრედიტო შეფასება ვრცელდება და არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა ერთეულებისათვის რისკის წონის მინიჭებისას. 3. თუ მოკლევადიან ინსტრუმენტს შეესაბამება 150% რისკის წონა, მაშინ აღნიშნული კონტრაგენტის მიმართ ყველა შეფასების არმქონე არაუზრუნველყოფილი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს ასევე 150% რისკის წონით. 4. თუ მოკლევადიან ინსტრუმენტს შეესაბამება 50% რისკის წონა, მაშინ შეფასების არმქონე რისკის პოზიციებს მოცემული კონტრაგენტის მიმართ არ უნდა მიენიჭოს 100%–ზე დაბალი რისკის წონა. მუხლი 49🔗. ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ერთეულები საკრედიტო შეფასება, რომელიც გამოიყენება კონტრაგენტის მიმართ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული რისკის პოზიციებისთვის, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმავე კონტრაგენტის მიმართ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული რისკის პოზიციების შეწონვისთვის. თავი XVI კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი მუხლი 50🔗. კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი 1. კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი არის ტრანზაქციის განხორციელებამდე კონტრაგენტის დეფოლტის რისკი. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის გაითვალისწინება კონტრაგენტთან დაკავშირებული მხოლოდ ის რისკები, რომელსაც მოიცავს საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო კურსის წარმოებული ინსტრუმენტები (ფიუჩერსები, ფორვარდები, სვოპები, ოფციონები და სხვა ანალოგიური ხელშეკრულებებით წარმოშობილი გარესაბალანსო ვალდებულებები). 3. თუ საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო კურსის წარმოებული ინსტრუმენტების ხელშეკრულების ვადა არ აღემატება 14 კალენდარულ დღეს, იგი არ გაითვალისწინება  რისკის მიხედვით შეწონვის მიზნებისათვის. 4. საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო კურსის წარმოებული ინსტრუმენტების ხელშეკრულებით განსაზღვრული რისკის პოზიციის ღირებულება განისაზღვრება ამ დებულების N1 დანართის მე–7 ცხრილის მიხედვით. თავი XVII საკრედიტო რისკის მიტიგაცია. მუხლი 51🔗. ჩართვის უფლება ამ თავით განისაზღვრება ამ დებულების მე-16 მუხლის მიზნებისთვის საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმები. მუხლი 52🔗. ჩართვის უფლება. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა 1. ნებადართულია კომერციულ ბანკსა და კონტრაგენტს შორის არსებული ორმხრივი საბალანსო მოთხოვნების ერთმანეთთან ურთიერთგაქვითვა. 2. ურთიერთგაქვითვას ექვემდებარება მხოლოდ კომერციულ ბანკსა და კონტრაგენტს შორის ორმხრივი ფულადი სახსრების საბალანსო ერთეულები. 3. მხოლოდ გამსესხებელი კომერციული ბანკის სესხები და დეპოზიტები შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებას რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების თანხის დათვლისას. 4. ნებადართულია უზრუნველყოფის შემდეგი სახეების კრედიტის დაფინანსებულ უზრუნველყოფად აღიარება: ა)ფინანსური უზრუნველყოფის შემდეგი სახეები: ა.ა) გამსესხებელ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები ან გამსესხებელი კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული ფულთან გათანაბრებული ფინანსური ინსტრუმენტები. ა.ბ) ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების, რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების, საჯარო დაწესებულებების, მრავალმხრივი განვითარების ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების შემდეგი ჯგუფი: ა.ბ.ა) ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთა საკრედიტო შეფასება ხდება ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და რომლის საკრედიტო ხარისხი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვის წესით შეესაბამება მე–4 ან უკეთეს ბიჯს; ა.ბ.ბ) რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ამ დებულების IV თავის მიხედვით შეიწონება იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციების ანალოგიურად, რომლის იურისდიქციაშიც ისინი დაარსდნენ; ა.ბ.გ) საჯარო დაწესებულებების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ამ დებულების 34–ე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით შეიწონება ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციების ანალოგიურად; ა.ბ.დ) მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთაც ამ დებულების IV თავის მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა; ა.ბ.ე) საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთაც ამ დებულების IV თავის მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა. ა.გ) რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების, საჯარო დაწესებულებებისა და მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების შემდეგი მეორე ჯგუფი: ა.გ.ა) კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთა საკრედიტო შეფასება ხდება ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და რომლის საკრედიტო ხარისხი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კომერციული ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვის წესით შეესაბამება მე-3 ან უკეთეს ბიჯს; ა.გ.ბ) რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები გარდა იმ ფასიანი ქაღალდებისა, რომლებიც ამ დებულების IV თავის მიხედვით  განიხილება იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციად, რომლის იურისდიქციაშიც ისინი დაარსდნენ; ა.გ.გ) მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები გარდა იმ ფასიანი ქაღალდებისა, რომელთაც ამ დებულების IV თავის მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა. ა.დ) სხვა იურიდიული პირების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთა საკრედიტო შეფასება ხდება ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და რომლის საკრედიტო ხარისხი კორპორატიული კლიენტების მიმართ რისკის პოზიციების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეწონვის წესით შეესაბამება მე-3 ან უკეთეს ბიჯს; ა.ე) სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია სშგი–ს მოკლევადიანი საკრედიტო შეფასება და რომლის საკრედიტო ხარისხი მოკლევადიანი რისკის პოზიციების შეწონვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შეესაბამება მე-3 ან უკეთეს ბიჯს; ა.ვ) წილი კაპიტალში ან კონვერტირებადი ობლიგაციები (რომელიც არ არის ემიტირებული გამსესხებელი კომერციული ბანკის მიერ), რომლებიც შედის მთავარ ინდექსში. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის მთავარ ინდექსად მიიჩნევა ეროვნული ბანკის მიერ ასეთად აღიარებული ინდექსი. ა.ზ) ოქრო (სტანდარტული ზოდი ან მისი ექვივალენტი). ბ) კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომელთათვისაც ხელმისაწვდომი არაა აღიარებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება, შეიძლება ჩაითვალოს ნებადართულ უზრუნველყოფად, თუ: ბ.ა) ისინი განთავსებულია აღიარებულ საფონდო ბირჟაზე. ამ მუხლის მიზნებისათვის ბირჟა ჩაითვლება აღირებულ ბირჟად, თუ  იგი ფუნქციონირებს რეგულარულად და აქვს ადგილობრივი ორგანოების მიერ გამოცემული ან დამტკიცებული წესები, რომლითაც დგინდება ბირჟის საქმიანობისა და მასთან წვდომის პირობები და ამავდროულად არსებობს ეროვნული ბანკის თანხმობა ბირჟის ასეთად მიჩნევისათვის. წესები ასევე უნდა განსაზღვრავდეს ხელშეკრულების მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია ბირჟაზე სავაჭროდ;  ბ.ბ) ინსტრუმენტზე კომერციულ ბანკს აქვს დეპოზიტორების გარდა ყველა სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატესი მოთხოვნის უფლება; ბ.გ) კომერციული ბანკის მიერ გამოშვებულ საკრედიტო შეფასების მქონე სხვა სავალო ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ხასიათდებიან ანალოგიური უპირატესი მოთხოვნის უფლებით, აქვთ საკრედიტო შეფასება ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და საკრედიტო ხარისხი კომერციული ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვის წესით შეესაბამება მე-3 ან უკეთეს ბიჯს; ბ.დ) გამსესხებელი კომერციული ბანკი არ ფლობს ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება ივარაუდოს, რომ ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად ამ მუხლის მე–4 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობა არ კმაყოფილდება; და ბ.ე) კომერციულ ბანკს შეუძლია დაუმტკიცოს ეროვნულ ბანკს, რომ ინსტრუმენტის საბაზრო ლიკვიდობა საკმარისია ამ მიზნებისთვის. გ) წილი კოლექტიურ საინვესტიციო სქემებში შეიძლება მიჩნეულ იქნას ნებადართულ უზრუნველყოფად თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები: გ.ა) ფასი საჯაროა და ყოველდღიურად კოტირდება; გ.ბ) საპაიო საინვესტიციო ფონდები ლიმიტირებულია იმ ინსტრუმენტებში ინვესტირებით, რომელთა აღიარება ნებადართულია ამ მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტების მიხედვით. დ) საპაიო საინვესტიციო ფონდის მიერ წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება ან პოტენციური გამოყენება ინვესტიციების ჰეჯირების მიზნებისთვის არ აბრკოლებს ფონდში არსებული წილების ნებადართულ უზრუნველყოფად გამოყენებას; ე) ამ მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, როდესაც არსებობს ფასიანი ქაღალდის ორი საკრედიტო შეფასება აღიარებული სშგი–ების მიერ, გამოიყენება უფრო მაღალი რისკის წონა. როდესაც არსებობს ფასიანი ქაღალდის ორზე მეტი საკრედიტო შეფასება, აღიარებული სშგი–ების მიერ, გამოიყენება ორი ყველაზე დაბალი რისკის შეფასება, ხოლო თუ ეს ორი შეფასება ერთმანეთისგან განსხვავებულია, მათ შორის უმაღლესი. 5. სხვა სახის კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა: სხვა კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრები ან ფულთან გათანაბრებული სხვა სახის ინსტრუმენტები, რომლებიც განთავსებული არაა ფასეულობათა შენახვის მომსახურების მიღების მიზნით და რომლებიც გამსესხებელი კომერციული ბანკის მიერ დატვირთულია გირავნობით, შესაძლებელია აღიარებული იქნას კრედიტის ნებადართულ უზრუნველყოფად. მუხლი 53🔗. ჩართვის უფლება. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა 1. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის მომწოდებლად შეიძლება ჩაითვალოს: ა) ცენტრალური მთავრობები და ცენტრალური ბანკები; ბ) რეგიონული მთავრობები და ადგილობრივი თვითმმართველობები; გ) მრავალმხრივი განვითარების ბანკები; დ) საერთაშორისო ორგანიზაციები/ინსტიტუტები, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების IV თავის მიხედვით შეიწონება 0% რისკის წონით; ე) საჯარო დაწესებულებები, რომელთა მიმართ მოთხოვნები ამ დებულების IV თავის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ განიხილება, როგორც მოთხოვნები კომერციული ბანკებისა და ცენტრალური მთავრობების მიმართ; ვ) კომერციული ბანკები; ზ) სხვა კორპორატიული პირები, მათ შორის, კომერციული ბანკის მშობელი კომპანია, შვილობილი და მონათესავე საწარმო, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია საკრედიტო შეფასება ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და საკრედიტო ხარისხი კორპორატიული კლიენტების მიმართ რისკის პოზიციების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეწონვის წესით შეესაბამება მე-2 ან უკეთეს ბიჯს. მუხლი 54🔗. მინიმალური მოთხოვნები 1. კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს, რომ იგი იყენებს მართვისა და კონტროლის ადეკვატურ პროცესებს იმ რისკებისათვის, რომლებიც წარმოიქმნება საკრედიტო რისკის მიტიგაციის გამოყენების შედეგად. 2. საკრედიტო რისკის მიტიგაციის გამოყენების პარალელურად, მიტიგაციის შედეგად რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციისა და მოსალოდნელი ზარალის ცვლილების/შემცირების მიუხედავად, კომერციულმა ბანკებმა უნდა განაგრძონ აღნიშნული რისკის პოზიციის საკრედიტო რისკის სრულად შეფასება და ნათლად უნდა შეძლონ ეროვნული ბანკისათვის აღნიშნული მოთხოვნის შესრულების დემონსტრირება. მუხლი 55🔗. მინიმალური მოთხოვნები. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა 1. ამ დებულების მე–15–მე–17 მუხლების მიზნებისთვის საბალანსო ელემენტების ერთმანეთთან ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულებების აღიარებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება: ა) უნდა იყოს სავალდებულო ძალის მქონე და შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი მაშინაც კი, როდესაც კონტრაგენტი მხარე გადახდისუუნარო ან გაკოტრებულია; ბ) კომერციულ ბანკს უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროს დაადგინოს ის აქტივები და ვალდებულებები, რომლებზეც ვრცელდება საბალანსო ელემენტების ერთმანეთთან ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულებები; გ) კომერციულმა ბანკმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს და გააკონტროლოს კრედიტის უზრუნველყოფის შეწყვეტასთან დაკავშირებული რისკები; დ) კომერციულმა ბანკმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს და გააკონტროლოს შესაბამისი რისკის პოზიციები წმინდა ღირებულებით. 2. ფინანსური უზრუნველყოფისა და ოქროს აღიარებისთვის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები: ა) დაბალი კორელაცია: მსესხებლის საკრედიტო ხარისხსა  და უზრუნველყოფის ღირებულებას შორის არ უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი დადებითი კორელაცია. მსესხებლის ან მის ჯგუფთან დაკავშირებული ნებისმიერი საწარმოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები არ ჩაითვლება ფინანსურ უზრუნველყოფად; ბ)სამართლებრივი ნამდვილობის პირობა: კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს სახელშეკრულებო და საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება, რათა მოხდეს  უზრუნველყოფის ხელშეკრულების აღსრულებადობა. კომერციულ ბანკს ჩატარებული უნდა ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი კვლევა, რაც ადასტურებს უზრუნველყოფის ხელშეკრულების აღსრულებადობას შესაბამის იურისდიქციაში. საჭიროების შემთვევაში, მან ხელახლა უნდა ჩაატაროს მსგავსი კვლევა აღსრულებადობაში დარწმუნების მიზნით; გ) საოპერაციო მოთხოვნები: უზრუნველყოფის ხელშეკრულებები უნდა იყოს სათანადოდ დოკუმენტირებული უზრუნველყოფის დროული რეალიზაციისათვის ნათელი და მკაფიო პროცედურებით. კომერციულმა ბანკებმა უნდა შეიმუშავონ უზრუნველყოფის გამოყენებით წარმოშობილი რისკების კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები, მათ შორის, კრედიტის უზრუნველყოფის შემცირების ან საერთოდ გაუქმების რისკები, მისი ღირებულების შეფასების რისკები, კრედიტის უზრუნველყოფის შეწყვეტასთან დაკავშირებული რისკები, უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად წარმოშობილი კონცენტრაციის რისკები და უნდა განსაზღვრონ მათი დამოკიდებულება კომერციული ბანკის რისკის პროფილთან. კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფის ნებადართული სახეებისა და თანხების შესახებ დოკუმენტირებული პოლიტიკა და პროცედურები. კომერციულმა ბანკმა უნდა დაითვალოს უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულება და მოახდინოს მისი გადაფასება მინიმუმ ექვს თვეში ერთხელ  და, ასევე, როდესაც კომერციულ ბანკს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ. როდესაც უზრუნველყოფის საგანს ფლობს მესამე მხარე, კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ მესამე მხარის მიერ უზრუნველყოფის საგანი განცალკავებული იქნას საკუთარი აქტივებისგან. დ) სტანდარტული ზოდის ექვივალენტი ოქროს აღიარებისთვის, კომერციულმა ბანკებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან  ერთად უნდა შეიმუშავონ სტანდარტული ზოდის ექვივალენტი ოქროს ღირებულების ადეკვატურად შეფასებისა და დისკონტირების პოლიტიკა და პროცედურები. სტანდარტული ზოდის ექვივალენტი ოქროს უზრუნველყოფად აღიარებისათვის აღნიშნული პოლიტიკა და პროცედურები დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს ეროვნული ბანკისათვის; ე)ამ მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებთან ერთად ფინანსური უზრუნველყოფის აღიარებისათვის  უზრუნველყოფის დარჩენილი ვადა უნდა იყოს სულ მცირე მოთხოვნის დარჩენილი ვადის ტოლი. 3. მინიმალური მოთხოვნები სხვა დაფინანსებული საკრედიტო უზრუნველყოფის აღიარებისთვის: ამ დებულების 58–ე მუხლის მე–2 პუნქტის პირობების გამოყენებისთვის ამ დებულების 52–ე მუხლის მე–5 პუნქტში მითითებული უზრუნველყოფა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) მსესხებლის მოთხოვნა მესამე მხარედ წარმოდგენილი კომერციული ბანკის მიმართ საჯაროდ დაგირავებულია გამსესხებელი კომერციული ბანკის მიერ ან დათმობილია მისთვის და გირაო ან მოთხოვნის დათმობა არის სავალდებულო ძალის მქონე და შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი; ბ) მესამე მხარედ წარმოდგენილ კომერციულ ბანკს ეცნობა გირაოს ან მოთხოვნის დათმობის შესახებ; გ) მიღებული შეტყობინების საფუძველზე შესაძლებელი ხდება მესამე მხარედ წარმოდგენილი კომერციული ბანკის მიერ გადახდების მხოლოდ გამსესხებელი კომერციული ბანკისათვის განხორციელება ან სხვა მხარისათვის მოცემული გამსესხებელი კომერციული ბანკის თანხმობით; დ) გირაო ან მოთხოვნის დათმობა უპირობო და შეუქცევადია. მუხლი 56🔗. მინიმალური მოთხოვნები. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა 1. მოთხოვნები გარანტიების მიმართ: ა) გარანტიები აღიარებულ იქნება უზრუნველყოფად თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები: ა.ა) საკრედიტო უზრუნველყოფა უნდა იყოს პირდაპირი; ა.ბ) საკრედიტო უზრუნველყოფის პირობები  უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და უდავო; ა.გ) საკრედიტო უზრუნველყოფის ხელშეკრულება არ უნდა შეიცავდეს ისეთ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც სცდება გამსესხებლის პირდაპირი კონტროლის ფარგლებს, მათ შორის: ა.გ.ა) საშუალებას აძლევს გარანტიის გამცემს (გარანტს) ცალმხრივად გააუქმოს უზრუნველყოფა; ა.გ.ბ) უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის საკრედიტო ხარისხის გაუარესების შედეგად ზრდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ ხარჯს; ა.გ.გ) მსესხებლის  მიერ  გადასახდელების დროულად ვერ დაფარვის შემთხვევაში საშუალებას აძლევს გარანტიის გამცემს (გარანტს) დროულად არ გადაიხადოს გადასახდელები; ა.გ.დ) გარანტიის გამცემს (გარანტს) უზრუნველყოფის ვადის შემცირების საშუალებას აძლევს; ა.დ) საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას იგი  სავალდებულო  ძალის მქონე და აღსრულებადი უნდა იყოს ყველა შესაბამის იურისდიქციაში. ბ)კომერციულ ბანკში გარანტიების გამოყენების შედეგად  წარმოშობილი პოტენციური კონცენტრაციის რისკის მართვისათვის არსებული სისტემები ეროვნული ბანკისათვის დამაკმაყოფილებებლი უნდა იყოს. კომერციულმა ბანკმა უნდა შეძლოს დემონსტრირება თუ როგორ შესაბამისობაშია და რა გავლენას ახდენს გარანტიების გამოყენების სტრატეგია მისი საერთო რისკის პროფილზე. გ) გარანტიის აღიარებისთვის დამატებით უნდა სრულდებოდეს შემდეგი პირობები: გ.ა) პრინციპალის დეფოლტის შემთხვევაში კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს უფლება, დროულად მიიღოს გარანტიის გამცემისგან (გარანტისგან) ყველა ის თანხა, რაზე მოთხოვნაც აქვს კომერციულ ბანკს და რომელზეც უზრუნველყოფა ვრცელდება. გარანტიის გამცემისგან (გარანტისგან) თანხის მიღება არ უნდა იყოს დამოკიდებული პირველ რიგში კომერციული ბანკის მიერ მსესხებლის (პრინციპალის) მიმართ მოთხოვნის წაყენებაზე; გ.ბ) გარანტია უნდა იყოს მკაფიოდ დოკუმენტირებული ვალდებულება, რომელსაც იღებს გარანტიის გამცემი (გარანტი); გ.გ) გარანტია უნდა ფარავდეს მოთხოვნასთან დაკავშირებულ მსესხებლის (პრინციპალის) ყველა სახის გადასახდელებს. როდესაც გარანტია არ ითვალისწინებს გარკვეული სახის გადასახდელებს, გარანტიის აღიარებული ღირებულება უნდა დაკორექტირდეს ისე, რომ ასახავდეს გარანტიის გავრცელების ლიმიტირებულ ნაწილს. 2. სამთავრობო და სხვა საჯარო ორგანოების კონტრ–გარანტიები: ა) როდესაც რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია გარანტიით, რომელიც კონტრ–გარანტირებულია ცენტრალური მთავრობის ან ცენტრალური ბანკის, ადგილობრივი მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო დაწესებულების მიერ, რომლის მიმართ მოთხოვნებიც ამ დებულების IV თავის თანახმად მიიჩნევა ამავე იურისდიქციაში მოქმედი ცენტრალური მთავრობის მიმართ არსებული მოთხოვნების ანალოგიურად, ან მრავალმხრივი განვითარების ბანკის მიერ, რომლის მიმართ რისკის პოზიციებიც ამ დებულების IV თავის თანახმად იწონება 0% რისკის წონით,  ის შეიძლება ჩაითვალოს გარანტიის გამცემის მიერ უზრუველყოფილ მოთხოვნად თუ: ა.ა) კონტრ–გარანტია ფარავს მოთხოვნის საკრედიტო რისკის ყველა ელემენტს; ა.ბ) თავდაპირველი გარანტიაც და კონტრ–გარანტიაც აკმაყოფილებს ამ დებულების 56–ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  მოთხოვნებს, გარდა აღნიშნული პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნისა. ბ) ეროვნული ბანკისათვის დამაკმაყოფილებელია უზრუნველყოფის სიმყარე და ისტორიული ფაქტები, რომლებიც არ მეტყველებს კონტრ–გარანტიის უფრო ნაკლებად ეფექტიანობაზე პირდაპირ გარანტიასთან შედარებით. გ) ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირობები ასევე ვრცელდება რისკის პოზიციებზე, რომლებიც არ არის კონტრ–გარანტირებული აღნიშნულ ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ თუ ამ რისკის პოზიციის კონტრ–გარანტია თავის მხრივ პირდაპირ გარანტირებულია ჩამოთვლილი სუბიექტების მიერ და ამ პუნქტში მითითებული პირობები დაკმაყოფილებულია. მუხლი 57🔗. საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლა 1. ამ დებულების 51–ე– 56–ე მუხლების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში,  ამ დებულების IV თავით გასაზღვრული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლა შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების57-ე, 58–ე და 59–ე მუხლების შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში, როცა კომერციულ ბანკს აქვს სამართლებრივად აღსრულებადი სესხებისა და დეპოზიტების ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულებები, მას შეუძლია ამ დებულების 56–ე მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში კაპიტალის ადეკვატურობის დათვლისას გამოიყენოს რისკის პოზიციის წმინდა ღირებულება. 3. ფინანსური უზრუნველყოფით საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლისათვის კომერციული ბანკები გამოიყენებენ ამ დებულების 58-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკრედიტო რისკის მიტიგაციის მარტივ მეთოდს. ამ შემთხვევაში მსესხებლის რისკი ნაცვლდება უზრუნველყოფის რისკით რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილის პროპორციულად (მინიმუმ 20% რისკის წონით და გამონაკლის შემთვევებში, 0%–ით). ნაწილობრივი უზრუნველყოფა დასაშვებია, ხოლო ვადების შეუთავსებლობა არ დაიშვება. 4. კრედიტის დაუფინანსებული უზრუნველყოფის შემთხვევაში, უზრუნველყოფილ ნაწილს ენიჭება გარანტიის გამცემისგან (გარანტის) რისკის წონა, ხოლო არაუზრუნველყოფილ ნაწილს - პრინციპალის რისკის წონა. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფა და რისკის პოზიცია დენომინირებულია სხვადასხვა ვალუტაში,(ადგილი აქვს ვალუტის შეუთავსებლობას,) მოხდება რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილის შემცირება. მუხლი 58🔗. საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლა. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა 1. ფინანსური უზრუნველყოფის მარტივი მეთოდი: ა) მარტივი მეთოდის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მაშინ თუ უზრუნველყოფის შეფასება ხდება ამ დებულების IV თავის შესაბამისად. ბ) ამ მეთოდით ნებადართული ფინანსური უზრუნველყოფა განისაზღვრება მისი საბაზრო ღირებულების თანხით ამ დებულების 55–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების  დაცვით. გ) მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფილია ნებადართული უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულებით, მიენიჭება რისკის ის წონა, რაც მიენიჭებოდა ამ დებულების IV თავით იმ შემთხვევაში თუ გამსესხებელს რისკის პოზიცია ექნებოდა თავად უზრუნველყოფის ინსტრუმენტის მიმართ, სულ მცირე 20%–ის ოდენობით გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღწერილი შემთხვევებისა. რისკის პოზიციის დარჩენილი ნაწილი კი უნდა შეიწონოს რისკის პოზიციის იმ კლასის მიხედვით, რომელსაც იგი მიეკუთვნება ამ დებულების IV თავის შესაბამისად. დ) შესაძლებელია 0% რისკის წონის მინიჭება, თუ: დ.ა) რისკის პოზიცია და უზრუნველყოფა დენომინირებულია ერთსა და იმავე ვალუტაში; და დ.ბ) უზრუნველყოფა წარმოადგენს დეპოზიტზე განთავსებულ ფულად სახსრებს ან ფულთან გათანაბრებულ სხვა ინსტრუმენტს; დ.გ) უზრუნველყოფის  საბაზრო ღირებულება დადისკონტებულია 20%–ით და წარმოადგენს: დ.გ.ა) იმ ცენტრალური მთავრობების და ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ამ დებულების IV თავის მიხედვით უნდა შეიწონოს 0%-ით; დ.გ.ბ) იმ რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების IV თავის თანახმად უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები აღნიშნულ იურისდიქციებში ცენტრალური მთავრობების მიმართ; დ.გ.გ) იმ მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების IV თავის თანახმად უნდა შეიწონოს 0%–ით; დ.გ.დ) იმ საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების IV თავის თანახმად უნდა შეიწონოს 0%–ით. 2.  სხვა დაფინანსებული უზრუნველყოფა: ამ დებულების 55–ე მუხლის მე–3 პუნქტის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ დებულების 52–ე მუხლის მე–5 პუნქტში მითითებული კრედიტის უზრუნველყოფა შეიძლება ჩაითვალოს მესამე მხარედ წარმოდგენილი კომერციული ბანკის გარანტიად. 3. სტანდარტული ოქროს ზოდის ექვივალენტით უზრუნველყოფილი რისკის პოზიცია უნდა შემცირდეს უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულების 50%–ით. მუხლი 59🔗. საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლა. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა 1. შეფასება: ა) კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის თანხა (G) არის მსესხებლის დეფოლტის/გადაუხდელობის ან სხვა კონკრეტული საკრედიტო მოვლენის შემთხვევაში  უზრუნველყოფის მიმწოდებლის მიერ გადახდილი თანხა: ა.ა) თუ უზრუნველყოფის მიმწოდებლის (გარანტის) მიერ გადასახდელი თანხა არ აღემატება რისკის პოზიციის თანხას, ამ პუნქტის „ა“  ქვეპუნქტის მიხედვით დათვლილი კრედიტის უზრუნველყოფის თანხა უნდა შემცირდეს 40%–ით. ა.ბ) თუ უზრუნველყოფის მიმწოდებლის (გარანტის) მიერ გადასახდელი უზრუნველყოფის თანხა აღემატება რისკის პოზიციის თანხას, კრედიტის უზრუნველყოფის თანხა არ უნდა იყოს რისკის პოზიციის თანხის 60%–ზე მეტი. ბ) იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა და რისკის პოზიცია დენომინირებულია სხვადასხვა ვალუტაში, კრედიტის უზრუნველყოფის თანხა უნდა შემცირდეს შემდეგნაირად: G* = G x (1-HFX), სადაც: ბ.ა)G - კრედიტის უზრუნველყოფის ნომინალური ღირებულება ბ.ბ)G* არის სავალუტო რისკით კორექტირებული G ბ.გ)Hfx კრედიტის უზრუნველყოფისა და ძირითადი ვალდებულების ვალუტებს შორის სხვაობით გამოწვეული მერყეობების კორექტირება. ბ.დ) როდესაც კრედიტის უზრუნველყოფა და ძირითადი ვალდებულება დენომინირებულია ერთსა და იმავე ვალუტაში: G* = G გ) ვალუტებს შორის განსხვავებების გამო წარმოშობილი მერყეობების კორექტირება უნდა იყოს 8%. 2.  რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ღირებულების დათვლა: ა) სრული უზრუნველყოფა: g არის რისკის წონა, რომელიც მიენიჭება რისკის პოზიციას, რომელიც სრულად უზრუნველყოფილია დაუფინანსებელი უზრუნველოფით (GA), სადაც g არის ამ დებულების IV თავით განსაზღვრული რისკის წონა უზრუნველყოფის გარანტის მიმართ რისკის პოზიციებზე და GA არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით დათვლილი G* ბ) ნაწილობრივი უზრუნველყოფა - თანაბარი უპირატესობა: როდესაც უზრუნველყოფის თანხა ნაკლებია რისკის პოზიციის თანხაზე და უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი ნაწილები თანაბარი უპირატესობისაა, ანუ კომერციული ბანკი და უზრუნველყოფის მიმწოდებელი (გარანტი) დანაკარგებს პროპორციულად ინაწილებენ, კაპიტალის მოთხოვნა შესაბამისი პროპორციულობით უნდა იქნას შემსუბუქებული. ამ დებულების მე-12 მუხლის მიზნებისათვის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლა უნდა მოხდეს შემდეგი ფორმულის შესაბამისად: (E-GA) x r + GA x g, სადაც: ბ.ა)E – რისკის პოზიციის ღირებულება; ბ.ბ)GA – პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით დათვლილი G*; ბ.გ) r – IV თავით განსაზღვრული მსესხებლის მიმართ რისკის პოზიციების რისკის წონა; ბ.დ) g – IV თავით განსაზღვრული გარანტორის მიმართ რისკის პოზიციების რისკის წონა. გ) სახელმწიფო გარანტიები: ამ დებულების 32–ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება რისკის პოზიციებზე ან მათ ნაწილზე, რომლებიც გარანტირებულია ცენტრალური მთავრობისა ან ცენტრალური ბანკის მიერ და ასევე, გარანტია დენომინირებულია მსესხებლის ეროვნულ ვალუტაში და რისკის პოზიცია განთავსებულია ამავე ვალუტაში. თავი XVIII საოპერაციო რისკი მუხლი 60🔗. ძირითადი ინდიკატორის მეთოდით საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის გაანგარიშება 1. ძირითადი ინდიკატორის მეთოდით  საოპერაციო რისკის კაპიტალის მოთხოვნა უნდა შეადგენდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდიკატორის 15%–ს, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებში. 2. შესაბამისი ინდიკატორის განმარტება: ა) ეროვნული ბანკი ადგენს შესაბამის ინდიკატორს კაპიტალის დათვლის მიზნებისთვის; ბ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდიკატორი განისაზღვრება, როგორც წმინდა საპროცენტო და წმინდა არასაპროცენტო შემოსავლების ჯამის საშუალო მაჩვენებელი ბოლო სამი წლის მანძილზე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში; გ) სამი წლის საშუალო  გამოითვლება ფინანსური წლის ბოლოს მდგომარეობით ბოლო სამი თორმეტთვიანი დაკვირვებებით. აუდიტებული შედეგების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ბიზნეს  შეფასების გამოყენება; დ) თუ რომელიმე ინდიკატორისთვის წმინდა საპროცენტო და წმინდა არასაპროცენტო შემოსავლების ჯამი უარყოფითი ან ნულის ტოლია, ზემოთხსენებული შედეგი სამი წლის საშუალოს დათვლისას არ გაითვალისწინება. შესაბამისად, საოპერაციო რისკის კაპიტალის დათვლისათვის აიღება შედეგი, რომელიც ტოლია დადებითი ინდიკატორების ჯამის თანაფარდობისა იმ წლების რაოდენობაზე, როდესაც ეს ინდიკატორი იყო დადებითი; ე) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდიკატორი შედგება N 1 დანართის მე–8 ცხრილში არსებული ელემენტების ჯამისგან. თითოეული ელემენტი შეყვანილი უნდა იქნას ელემენტთა ჯამის გამოთვლაში ელემენტის დადებითი ან უარყოფითი ნიშნის მიუხედავად; ვ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ინდიკატორი (N1 დანართის მე–8 ცხრილი) დაითვლება საოპერაციო ხარჯებისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების დაქვითვამდე. მესამე მხარის მიერ შესრულებულ მომსახურებასთან  დაკავშირებული ხარჯები მიეკუთვნება საოპერაციო ხარჯებს. მესამე მხარეში მოიაზრება ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც არ არის კომერციული ბანკის მშობელი ან შვილობილი საწარმო ან არ არის კომერციული ბანკის მშობელი კომპანიის შვილობილი საწარმო; ზ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ინდიკატორის დათვლისას არ უნდა იქნას გათვალისწინებული შემდეგი ელემენტები: ზ.ა) არასავაჭროდ განკუთვნილი საბალანსო ერთეულების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები/ხარჯები; ზ.ბ) განსაკუთრებული ან არარეგულარული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი; ზ.გ) დაზღვევიდან მიღებული შემოსავლები. თ) როდესაც სავაჭრო საბალანსო ელემენტების გადაფასების აღიარება ხდება მოგება–ზარალის უწყისში, გადაფასება გათვალისწინებული უნდა იქნას ინდიკატორის დათვლისას. მუხლი 61🔗. სტანდარტიზებული მეთოდით საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის გაანგარიშება 1. კაპიტალის მოთხოვნები: ა) სტანდარტიზებული მეთოდის მიხედვით საოპერაციო რისკისთვის კაპიტალის მოთხოვნები წარმოადგენს ამ დებულების 60–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ა“– „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წლიური შესაბამისი ინდიკატორების ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელს  შესაბამისი ინდიკატორი დაითვლება ყოველ წელს N1 დანართის მე-9 ცხრილით განსაზღვრული ბიზნეს ხაზების მიხედვით, რომელიც მრავლდება კაპიტალის N1 დანართის მე-9 ცხრილით განსაზღვრულ მოთხოვნის შესაბამის კოეფიციენტზე. გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ ნებისმიერი ბიზნეს ერთეულისათვის შესაბამისი ინდიკატორით გამოწვეული უარყოფითი კაპიტალის მიღების შემთხვევაში  ინდიკატორი გაითვალისწინება ჯამში, ხოლო, თუ ყველა ბიზნეს ერთეულის ინდიკატორი წლის განმავლობაში არის უარყოფითი, მაშინ ინდიკატორი ამ წლისათვის უნდა განისაზღვროს როგორც 0; ბ) სამი წლის საშუალო მაჩვენებელი გაიანგარიშება ბოლო სამი თორმეტთვიანი ხანგრძლივობის დაკვირვების შედეგებით ფინანსური წლის ბოლოს. აუდიტებული მონაცემების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ბიზნეს  შეფასების გამოყენება. 2. კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშავოს და დანერგოს სპეციალური დოკუმენტირებული პოლიტიკა და შეიმუშავოს კრიტერიუმები სხვადასხვა ოპერაციის/საქმიანობის შესაბამის ბიზნეს ხაზებში დაჯგუფებისათვის, ასევე, უნდა აღწეროს თუ რომელი ბიზნეს ხაზი რა კონკრეტულ საქმიანობებს  მოიცავს სტანდარტიზებული მეთოდისათვის. ბიზნეს ერთეულებში დაჯგუფების პრინციპები შემდეგნაირია: ა) დაჯგუფება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი და ამომწურავი, რათა იძლეოდეს კომერციული ბანკის ნებისმიერი საქმიანობის  ერთ კონკრეტულ ბიზნეს ხაზში მოხვედრის შესაძლებლობას; ბ) ის საქმიანობა, რომლის შესაბამისი ბიზნეს ერთეულის განსაზღვრა რთულია, მაგრამ წარმოადგენს დამხმარე საქმიანობას, მიკუთვნებული უნდა იქნას იმ ბიზნეს ერთეულს, რომლის დამხმარე საქმიანობადაც ის ითვლება.  თუ საქმიანობა დამხმარე ფუნქციას წარმოადგენს ერთზე მეტი ბიზნეს ერთეულისთვის, გამოყენებული უნდა იქნას ობიექტური დაჯგუფების კრიტერიუმები; გ) თუ კონკრეტული საქმიანობის/ოპერაციის მარტივად მიკუთვნება ვერ ხორციელდება ვერცერთი ბიზნეს ხაზისთვის, მოცემული ოპერაცია უნდა მიეკუთვნოს იმ ბიზნეს ხაზს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი პროცენტული კოეფიციენტი.  იგივე ბიზნეს ხაზს უნდა მიეკუთვნოს დამხმარე საქმიანობა/ოპერაციაც; დ) საოპერაციო რისკისათვის კაპიტალის დათვლის მიზნებისთვის საქმიანობების ბიზნეს ერთეულებში დაჯგუფება შესაბამისობაში უნდა იყოს საკრედიტო და საბაზრო რისკების კატეგორიებთან; ე) კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია საბანკო საქმიანობების შესაბამის ბიზნეს ერთეულებში დაჯგუფების პოლიტიკის შემუშვებაზე; ვ) დაჯგუფების პროცესი უნდა ექვემდებარებოდეს დამოუკიდებელ განხილვას/გადახედვას. 3. საოპერაციო რისკის კაპიტალის სტანდარტიზებული მეთოდით დათვლისას კომერციულმა ბანკმა, რისკების მართვის ზოგადი სტანდარტების დაკმაყოფილების გარდა, უნდა დააკმაყოფილოს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები. აღნიშნულ კრიტერიუმებთან სრულყოფილად შესაბამისობისათვის მნიშვნელოვანია კომერციული ბანკის ზომისა და განხორციელებული ოპერაციების სირთულის გაითვალისწინება. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას პროპორციულობის პრინციპი: ა) კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს საოპერაციო რისკების შეფასებისა და მართვის კარგად დოკუმენტირებული სისტემა. იგი უნდა მოიცავდეს აღნიშნული სისტემის ფარგლებში მკაფიოდ განსაზღვრულ პასუხისმგებლობებს. აღნიშნული სისტემა უნდა იძლეოდეს კომერციული ბანკის საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული რისკის პოზიციების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი საოპერაციო რისკების შემთხვევების მონიტორინგის შესაძლებლობას, კომერციული ბანკის მატერიალური დანაკარგების ჩათვლით. სისტემის გადახედვა უნდა ხდებოდეს რეგულარულად დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ; ბ) საოპერაციო რისკების შეფასების სისტემა მჭიდროდ ინტეგრირებული უნდა იყოს კომერციული ბანკის რისკების მართვის  მთლიან პროცესთან. შეფასების სისტემის შედეგები კომერციული ბანკის რისკის პროფილისა და კონტროლის პროცესის მონიტორინგის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს; გ) კომერციული ბანკი ვალდებულია, დანერგოს საოპერაციო რისკების ანგარიშგების სისტემა, რომელიც ასევე მოიცავს ანგარიშგებას მენეჯმენტთან/დირექტორატთან. კომერციულ ბანკს  უნდა ჰქონდეს პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავს სამოქმედო გეგმასა და საოპერაციო რისკების მართვის ანგარიშგებაში ინფორმაციის შეტანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. თავი XIX გარდამავალი ხასიათის დებულებები მუხლი 62🔗. გარდამავალი ხასიათის დებულებები 1. ყველა კომერციულმა ბანკმა უნდა დაიწყოს ამ დებულებით დადგენილი მინიმალური კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დაკმაყოფილება არა უგვიანეს 2014 წლის 30 ივნისისა და უწყვეტად განაგრძოს მისი დაცვა მოცემული თარიღიდან. 2. კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს უნდა მიმართონ და თანხმობა  მიიღონ იმისათვის, რომ გამოიყენონ: ა) 75% რისკის წონა უპირობო და პირობითი საცალო მოთხოვნებისათვის; ბ) 35% რისკის წონა უპირობო და პირობითი მოთხოვნებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფილია საცხოვრებელი უძრავი ქონებით; გ) სშგი-ს მიერ დადგენილი რეიტინგები; დ) სტანდრტული მიდგომა საოპერაციო რისკისთვის; ე) საკრედიტო რისკის მიტიგაცია. 3. ეროვნული ბანკი განიხილავს თანხმობის მიცემის  საკითხს კომერციული ბანკის მიერ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე, რომელშიც ახსნილი და დასაბუთებული უნდა იყოს  ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისათვის დანერგილი პოლიტიკები და კომერციული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. ამ პუნქტით განსაზღვრული მეთოდების გამოყენებამდე კომერციულმა ბანკმა იგი უნდა  წარუდგინოს ეროვნულ ბანკს სულ მცირე 2 თვით ადრე. 4. 2014 წლის 31 დეკემბრამდე ეროვნული ბანკის თანხმობით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ არ განახორციელონ აქტივების მიკუთვნება ამ დებულების XV თავის 32–ე, 33-ე, 34–ე, 35–ე, 36–ე, მე–37, 38–ე და 43–ე მუხლებსა და 45–ე მუხლის პირველ, მე–2 და მე–6 პუნქტებით განსაზღვრული კლასებისათვის და მიაკუთვნონ ისინი ამ დებულების 45–ე მუხლის მე–8 პუნქტით განსაზღვრულ სხვა აქტივების კატეგორიას. 5. 2014 წლის 31 დეკემბრამდე ეროვნული ბანკის თანხმობით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ არ განახორციელონ გარესაბალანსო ელემენტების კლასიფიკაცია ამ დებულების 31–ე მუხლის შესაბამისად და ყველა მათგანი მიაკუთვნონ მაღალი რისკის კატეგორიას, რომელსაც რისკის პოზიციის ღირებულების მისაღებად ენიჭება 100% რისკის წონა. 6. კომერციულმა ბანკებმა უნდა გააგრძელონ მინიმალური კაპიტალის პარალელურ რეჟიმში დათვლა და ეროვნულ ბანკში წარდგენა „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ“ დებულების დამტკიცების  თაობაზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის N9 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მანამ, სანამ ეროვნული ბანკის მითითებით მიეცემათ აღნიშნულის შეწყვეტის უფლება. განახლებული კაპიტალის ადეკვატურობის დებულებით სავალდებულო  ანგარიშგების სამუშაო ვერსიები 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და ყოველი მომდევნო თვის ბოლოს მდგომარეობით  წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით და ყოველი მომდევნო თვის ბოლოს მდგომარეობით ანგარიშგების ფორმები წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. 7. კომერციულმა ბანკებმა გარდამავალ ეტაპზე (2014–2017 წლები) უნდა დაიცვან, როგორც მიმდინარე წესით განსაზღვრული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები, ასევე, „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ“ დებულების დამტკიცების  თაობაზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის N9 ბრძანებით განსაზღვრული მინიმალური დონის მოთხოვნა შემდეგი წესის შესაბამისად: მინიმალური დონის გასაანგარიშებლად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის N9 ბრძანებით განსაზღვრული პირველადი და მეორადი კაპიტალის მინიმალური მოთხოვნა უნდა გამრავლდეს შესაბამისი წლის მაკორექტირებელ კოეფიციენტზე, რომელიც 2014 წელს უდრის – 100%–ს, 2015 წელს – 95%–ს, 2016 წელს – 90%–ს, 2017 წელს – 80%–ს. 8. 2014 წლის განმავლობაში კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა ნორმისა თუ კოეფიციენტის გაანგარიშებისათვის კომერციულმა ბანკებმა უნდა გამოიყენონ  საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის N9 ბრძანებით განსაზღვრული კაპიტალის განმარტება, ხოლო შემდგომ პერიოდებში ამ დებულებით განსაზღვრული კაპიტალის განმარტება. 9. ამ დებულების ძალაში შესვლიდან 2017 წლის ჩათვლით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ საზედამხედველო კაპიტალს მიაკუთვნონ ის ინსტრუმენტები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ დებულების 30–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, თუ მოცემული ინსტრუმენტების წინასწარი დაფარვა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობითა და აღნიშნული მკაფიოდ განსაზღვრულია ხელშეკრულებაში. 10. კომერციულმა ბანკებმა უნდა წარმოადგინონ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღწერილი  შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების მიმდინარე პროცესის შედეგები  არა უგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბრისა. 11. ამ დებულების მოთხოვნების დაცვის ვადების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის თანხმობით. დანართი N1 ცხრილი 1 ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა კრედიტის ხარისხის ბიჯი 1 2 3 4 5 6 რისკის წონა 0% 20% 50% 100% 100% 150% ცხრილი 2 რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა კრედიტის ხარისხის ბიჯი 1 2 3 4 5 6 რისკის წონა 20% 50% 100% 100% 100% 150% ცხრილი 3 კომერციული ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა კრედიტის ხარისხის ბიჯი 1 2 3 4 5 6 რისკის წონა 20% 50% 50% 100% 100% 150% კომერციული ბანკების მიმართ 3 ან 3 თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციების შეწონვა კრედიტის ხარისხის ბიჯი 1 2 3 4 5 6 რისკის წონა 20% 20% 20% 50% 50% 150% ცხრილი 4 კორპორატიული კლიენტების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა კრედიტის ხარისხის ბიჯი 1 2 3 4 5 6 რისკის წონა 20% 50% 100% 100% 150% 150% ცხრილი 5 კორპორატიული კლიენტების მიმართ 3 ან 3 თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის მქონე რისკის პოზიციების შეწონვა კრედიტის ხარისხის ბიჯი 1 2 3 4 5 6 რისკის წონა 20% 50% 100% 150% 150% 150% ცხრილი 6 საპაიო საინვესტიციო ფონდების (კოლექტიური საინვესტიციო სქემების) სახით რისკის პოზიციების შეწონვა კრედიტის ხარისხის ბიჯი 1 2 3 4 5 6 რისკის წონა 20% 50% 100% 100% 150% 150% ცხრილი 7 ვადა ხელშეკრულების მიხედვთ ხელშეკრულებები საპროცენტო განაკვეთზე ხელშეკრულებები სავალუტო კურსზე 1 წელზე ნაკლები 0.5% 2.0% 1-დან 2 წლამდე 1.0% 5.0% ყოველ დამატებით წელზე +1.0% +3.0% ცხრილი 8 საპროცენტო და მასთან დაკავშირებული შემოსავლები საპროცენტო და მასთან დაკავშირებული ხარჯები აქციებიდან მიღებული შემოსავალი და სხვა ცვალებადი და ფიქსირებული განაკვეთის მქონე ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლები საკომისიო შემოსავლები საკომისიო ხარჯები წმინდა მოგება ან წმინდა ზარალი ფინანსური ოპერაციებიდან სხვა საოპერაციო შემოსავალი ცხრილი 9 ბიზნეს ხაზი საქმიანობის აღწერა კაპიტალის მოთხოვნის კოეფიციენტი კორპორატიული ფინანსები ფინანსური ინსტრუმენტების ანდერრაიტინგი ან/და ფინანსური ინსტრუმენტების განთავსება საწარმოს სახელით; ანდერრაიტინგთან დაკავშირებული მომსახურება; საინვესტიციო რჩევები; ბიზნესისთვის რჩევების მიცემა კაპიტალის სტრუქტურასთან, ინდუსტრიულ სტრატეგიასა და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ბიზნესის შესყიდვასა და შერწყმასთან დაკავშირებით რჩევები და მომსახურება; საინვესტიციო კვლევები, ფინანსური ანალიზი და სხვა სახის ზოგადი რეკომენდაციების გაწევა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე; 18% ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა და გაყიდვები გარიგებები კომერციული ბანკის პირად ანგარიშზე; საბროკერო მომსახურება ფულად ბაზრებზე; ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული დავალების მიღება და გადაცემა; კლიენტების სახელით დავალების შესრულება; ფინანსური ინსტრუმენტების განთავსება სხვისი სახელით (რაც არ წარმოშობს საწარმოს ვალდებულებას); მრავალმხირივი სავაჭრო ინსტრუმენტებით ოპერაციები.    18% საცალო საბანკო საქმიანობა დეპოზიტებისა და სხვა საცალო ვალდებულებების მოზიდვა; ბარათებით, მერჩანტული მომსახურება; სესხის გაცემა; ფინანსური ლიზინგი; გარანტიები და სხვა ვალდებულებები. 12% კომერციული საბანკო საქმიანობა დეპოზიტებისა და სხვა ვალდებულებების მოზიდვა; სესხის გაცემა; ფინანსური ლიზინგი; გარანტიები და სხვა  ვალდებულებები. 15% გადახდები და ანგარიშსწორება ფულის გადარიცხვის  მომსახურება; საგადახდო საშუალებების გამოშვება და ადმინისტრირება. 18% სააგენტო (კლიენტის დავალებით) მომსახურება კლიენტების სახელით  ფინანსური ინსტრუმენტების შენახვა და მართვა, ნაღდი ფულის/გირაოს მართვა და სხვა შემნახველი მომსახურება. 15% აქტივების მართვა პორტფელის მართვა; აქტივების მართვის სხვა ფორმები. 12% საცალო საბროკერო მომსახურება ერთ ან მეტ ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით დავალების მიღება და გადაცემა; კლიენტების დავალების შესრულება; ფინანსური ინსტრუმენტების განთავსება სხვისი სახელით (რაც არ წარმოშობს საწარმოს ვალდებულებას). 12%