თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.10.2013
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2013
matsne.gov.ge 1,302 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე                             თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2013 წლის 25 ოქტომბერი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 16-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების  საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო  სიტუაციებზე რეაგირების გეგმა დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი დანართი თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო  სიტუაციებზე რეაგირების გეგმა თავი I ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1🔗. საფუძველი და მიზანი 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  ბუნებრივი  და  ტექნოგენური  ხასიათის  საგანგებო  სიტუაციებზე  რეაგირების  გეგმა შემუშავებულია ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო  სიტუაციებისაგან  მოსახლეობისა და  ტერიტორიის   დაცვის   შესახებ“   საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის  სიტუაციებზე ეროვნული  რეაგირების  გეგმის  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  პრეზიდენტის  2008 წლის  26  აგვისტოს №415 ბრძანებულების მოთხოვნათა საფუძველზე. 2. გეგმის მიზანია თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვა, ამ სიტუაციების თავიდან აცილებისა და სიტუაციიდან გამომდინარე შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და  მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში კოორდინაციის უზრუნველყოფა. გეგმის თანახმად, უნდა შემუშავდეს ამ სისტემაში ჩართული სუბიექტების საგანგებო სიტუაციებზე სამოქმედო გეგმები, რაც გააადვილებს ერთიან მართვას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვას. მუხლი 2🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დახასიათება  და მოსალოდნელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათი საფრთხეები 1. თეთრიწყაროს მუნციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, ქვემო ქართლის ისტორიულ მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი თეთრიწყარო, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულია 117.4 ათასი ჰექტარი ფართობი. ჩრდილოეთით მუნიციპალიტეტს კასპის და მცხეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთით გარდაბნის, აღმოსავლეთით მარნეულის, სამხრეთით ბოლნისის, დასავლეთით კი წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილები მთაგორიანია. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება თრიალეთის ქედის კალთები.  შუა და სამხრეთ ნაწილი უჭირავს ქვემო ქართლის პლატოს, რომელიც თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან 450 მეტრამდე და დასავლეთისაკენ 1400 მეტრამდე და გასწვრივადაა გაჭრილი მდინარე ხრამის კანიონით. მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს შუა ხრამის მთათა კვანძი, მათ შორის ყველაზე დიდია ბედენის მასივი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს დაახლოებით 56.83% ტყის მასივი და 43.17% სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები. მუნიციპალიტეტი მოიცავს სამ ურბანულ დასახლებას: ქალაქი  თეთრიწყარო, რომელიც ამავე დროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიცაა, კურორტი დაბა მანგლისი და სოფელი კოდა, სადაც კომპაქტურად ჩასახლებულია დევნილთა 446 ოჯახი. მუნიციპალიტეტში შედის 82 დასახლებული პუნქტი, მათ შორის ერთი ქალაქი, ერთი დაბა და ოთხმოცი სოფელი. ეს დასახლებები გაერთიანებული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ოც ტერიტორიულ ორგანოში. 2013 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა 27 737 (ოცდაშვიდი ათას შვიდასოცდაჩვიდმეტი). 2. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შემდეგი რისკები: მეწყერი, ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა, სეტყვა, ყინვა, ღვარცოფი, გვალვა. 3. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს შემდეგი რისკის შემცველი  ფაქტორები: ნავთობსადენის მაგისტრალი, საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთები, რკინიგზა, ბენზინგასამართი სადგურები. 4. ძლიერმა წვიმებმა, სეტყვამ და თოვლის დნობამ  შეიძლება გამოიწვიოს მეწყერები, ღვარცოფები, წყალდიდობები, მდინარეების კალაპოტებიდან გადმოსვლა, რაც გამოიწვევს კერძო სექტორის, სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო სავარგულების დატბორვას, მცენარეთა და ცხოველთა განადგურებას, გზებისა და კომუნიკაციების მოშლას, ინფრასტრუქტურული ობიექტების მწყობრიდან გამოსვლას. თავი II რეაგირების მართვა და საგანგებო დახმარების ფუნქციები მუხლი 3🔗. რეაგირების მართვა 1. რეაგირების მართვა ხორციელდება საგანგებო შტაბის მიერ დახმარების ფუნქციების გათვალისწინებით, ამ სფეროში არსებული  კანონმდებლობის შესაბამისად. 2. წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებზე პირველადი მორეაგირე რაზმები ვალდებულნი არიან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამორიგეოსთან, შესაძლო ძალთა მობილიზაციისა და ესკალაციის გართულების აცილების მიზნით. არსებული საკითხის ერთ სისტემაში მოქცევის მიზნით საჭიროა პირველადი მორეაგირე ძალების ერთიანი ეთერი (სიხშირე) და ერთიანი საგანგებო ზარი, საგანგებო ზარი, რომლითაც ისარგებლებს მოსახლეობა და ოპერატიულს გახდის პირველად რეაგირებას. 3. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა რამდენიმე სხვადასხვა მორეაგირე ჯგუფის ჩართვა სალიკვიდაციო სამუშაოებში (მიუხედავად ავარიის ხასიათისა), დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო შტაბი. მუხლი 4🔗. საგანგებო შტაბი 1. საგანგებო შტაბი, რომელიც იქმნება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე მართვის ცენტრს, რომელიც კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას. 2. შტაბის სამუშაო ორგანოს წარმოადგენს და  ყოველდღიურ სამუშაოებს  ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახური. 3. შტაბი იკრიბება მინიმუმ წელიწადში ორჯერ, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. დამატებით შეკრების აუცილებლობას განსაზღვრავს შტაბის უფროსი. 4. შტაბის შეკრების მიზანია: ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების არსებული მდგომარეობა, მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, პრევენციის, რეაგირების რაციონალური წინადადებები; ბ) შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები მათი გადაჭრის მიზნით; გ) უზრუნველყოს მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოება; დ) საგანგებო სიტუაციების საკითხებში ფინანსური რეზერვების პრიორიტეტულობის გამოყოფის საკითხების განხილვა. 5. შტაბის წევრები კომპლექტდება რეაგირების გეგმის ფუნქციებიდან გამომდინარე, შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია დაამატოს წევრი თავისივე შეხედულებით. 6. შტაბის წევრების საქმიანობა არ ნაზღაურდება ბიუჯეტიდან. 7. საგანგებო შტაბი მოქმედებს რეაგირების გეგმის ფუნქციების მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მოსალოდნელ ან შექმნილ სიტუაციებზე, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე დახმარების ჩარევამდე, ესე იგი მანამ, სანამ რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე არსებულ საკითხებში ჩართვა იქნება საჭირო, შემდგომ მოქმედების მართვა რჩება იგივე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება და ხელმძღვანელობა ხორციელდება ეროვნული რეაგირების გეგმის მიხედვით. 8. შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბს ხელმძღვანელობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგებელი, რომელიც გეგმის მიხედვით კოორდინაციას უწევს ადგილობრივ ძალებსა და საშუალებებს, კავშირზეა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოპერატიულ მორიგესთან. მუხლი 5🔗. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება 1. საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფომაციის მიღებისთანავე შტაბის უფროსი იწვევს შტაბის სხდომას, შტაბი გეგმავს გასატარებელ ღონისძიებებს და გასცემს შესაბამის დავალებებს. 2. საგანგებო სიტუაციის რაიონში იშლება საველე ოპერაციების ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი. 3. საველე ოპერაციების ცენტრში იქმნება: ა) კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის ჯგუფი; ბ) სამაშველო ოპერაციების ჯგუფი; გ) ინფორმაციისა და მედიის ჯგუფი; დ) ლოჯისტიკის ჯგუფი. მუხლი 6🔗. საგანგებო დახმარების ფუნქციები 1. საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ლიკვიდაციის ღონისძიებები ხორციელდება ძირითადი ფუნქციების ამოქმედებით. თითოეული ფუნქციის კოორდინაციას ახდენს ძირითადი ორგანო დამხმარე ორგანოს მხარდაჭერით. 2. საგანგებო დახმარების ფუნქციებია: ა) საგანგებო მართვის უზრუნველყოფა; ა.ა) გასატარებელი ღონისძიებები: საგანგებო სიტუაციის საფრთხის არსებობის ან მისი   განვითარების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციის ანალიზი და შეფასება. ა.ბ) ძირითადი შემსრულებელი - საგანგებო შტაბის უფროსი; ა.გ) დამხმარე შემსრულებელი - საგანგებო შტაბი. ბ) კავშირგაბმულობისა და შეტყობინებების  უზრუნველყოფა; ბ.ა) გასატარებელი ღონისძიებები: ადგილობრივ დონეზე კავშირის უზრუნველყოფა, საერთო ლოკალური ქსელის შექმნა, ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა.  ბ.ბ) ძირითადი შემსრულებელი - სს  ,,სილქნეტი“ ბ.გ) დამხმარე შემსრულებელი - შს სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველო, მობილური ოპერატორები. გ) ევაკუაციის უზრუნველყოფა; გ.ა) გასატარებელი ღონისძიებები: ადგილობრივ დონეზე მოსახლეობისა და ფასეულობის ევაკუაცია წინასწარ შედგენილი გეგმით. გ.ბ) ძირითადი შემსრულებელი:  შტაბის თავმჯდომარის მოადგილე საევაკუაციო საკითხებში. გ.გ) დამხმარე შემსრულებელი - ააიპ  ,,თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“,  თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური  სამსახური, შპს ,,ჯეოჰოსპიტალს“-ის თეთრიწყაროს მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი,  თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების სამსახური, თეთრიწყაროს შს რაიონული სამმართველო. დ) სახანძრო-სამაშველო, საძიებო სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების  უზრუნველყოფა; დ.ა) გასატარებელი ღონისძიებები: სახანძრო-საავარიო (ხანძარი, წყალდიდობა, დატბორვა) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, გაწმენდითი  და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. დ.ბ) ძირითადი შემსრულებელი:  სახანძრო-სამაშველო სამსახური; დ.გ) დამხმარე შემსრულებელი - თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, შპს ,,თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“, შპს ,,თეთრიწყარო ტანსი“,   თეთრიწყაროს შს რაიონული სამმართველო. ე) სამედიცინო უზრუნველყოფა; ე.ა) გასატარებელი ღონისძიებები: ადგილობრივ დონეზე სამედიცინო და ჰოსპიტალური მომსახურება, მედიკამენტების მარაგის შექმნა. ე.ბ) ძირითადი შემსრულებელი:  ააიპ  ,,თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“ ე.გ) დამხმარე შემსრულებელი - თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახური,  შპს ,,ჯეოჰოსპიტალს“-ის თეთრიწყაროს მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი. ვ) მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფა; ვ.ა) გასატარებელი ღონისძიებები: ადგილობრივ დონეზე მოსალოდნელი ეპიზოოტიის და პანდემიის პრევენციული ღონისძიებები; ვ.ბ) ძირითადი შემსრულებელი:  სსიპ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სამსახური. ვ.გ) დამხმარე შემსრულებელი - ააიპ  ,,თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური. ზ) საგზაო და სატრანსპორტო უზრუნველყოფა; ზ.ა) გასატარებელი ღონისძიებები: ადგილობრივი გზების დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, მოთხოვნილებებიდან გამომდინარე სატრანსპორტო საშუალებების მობილიზება და გადანაწილება. ზ.ბ) ძირითადი შემსრულებელი:  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, შპს ,,თეთრიწყარო ტრანსი“. ზ.გ) დამხმარე შემსრულებელი - ააიპ  ,,თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური. თ) საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა; თ.ა) გასატარებელი ღონისძიებები: ადგილობრივი დონეზე მოსახლეობისა და მათი ქონების დაცვის უზრუნველყოფა; თ.ბ) ძირითადი შემსრულებელი:  თეთრიწყაროს შს რაიონული სამმართველო. თ.გ) დამხმარე შემსრულებელი - საპატრულო პოლიცია, დაცვის პოლიცია. ი) კომუნალური მომსახურება. ი.ა) გასატარებელი ღონისძიებები:  დაზიანებული წყალმომარაგების ქსელის აღდგენა, სხვა კომუნალური მომსახურებები; ი.ბ) ძირითადი შემსრულებელი:  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური. ი.გ) დამხმარე შემსრულებელი - შპს  ,,აღმოსავლეთის წყალი“, ააიპ ,,თეთრიწყარო წყალი“, შპს ,,თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური“.