აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა მიმართ წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2013
ძალის დაკარგვა 09.09.2015
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №277
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.058.016052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,915 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2013 მიღება
09.09.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი გიორგი თავამაიშვილი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა მიმართ წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №277 2013 წლის 7 ნოემბერი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა მიმართ წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა მიმართ წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგიერთი საჯარო მოხელისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 19 დეკემბრის №493 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრიგიორგი თავამაიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა მიმართ წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. რესურსების მართვის დეპარტამენტი 1. რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური ან/და იურიდიული განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; ე.დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე.ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ვ) ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის VII თავი; ე.ზ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.თ)  ,,პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების №3 დანართი (ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგია); ე.ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 2. საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილების უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; ე.ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ვ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე.ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 3. საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უცხო ენა (სასურველია); გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; დ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; დ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.დ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; დ.ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”; ე) საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი - არქივარიუსი ამ პუნქტით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად უნდა ფლობდეს ,,დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებას. 4. სამინისტროს საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; გ.დ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; გ.ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 5. ფინანსური დაგეგმვის განყოფილების უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ე) ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის VII თავი; ე.ვ) ,,პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების №3 დანართი (ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგია); ე.ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 6. ფინანსური დაგეგმვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური განათლება; ბ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ’’ ინსტრუქცია; ე.ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 7. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; ე.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ე) ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ვ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 8. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უცხო ენა (სასურველია); გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; დ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; დ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.დ) ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”; ე) ამ პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარ სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას დამატებით  ევალება windows server საფუძვლების ცოდნა, კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ტექნიკური გამართვის უნარი, Microsoft–ის ოპერაციული სისტემების მართვის უნარი და ქსელის საფუძვლიანი ცოდნა. მუხლი 2🔗. განათლების დეპარტამენტი 1. განათლების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.დ) ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ე) ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ვ) ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ზ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანების I-VII თავები; ე.თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 2. განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უცხო ენა (სასურველია); გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; დ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; დ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.დ) ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.ე) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანების I-VII თავები; დ.ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 3🔗. კულტურის დეპარტამენტი 1. კულტურის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.დ) ,,კულტურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ე) ,,მუზეუმების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ვ) ,,პროფესიული თეატრების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ზ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 2. კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.დ) ,,კულტურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ე) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილება. მუხლი 4🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი 1. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;     ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ე) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ვ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ზ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ე.თ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ე.ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 2. იურიდული განყოფილების უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;     ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე.დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ე.ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ვ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ზ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ე.თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 3. იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;     ბ) უცხო ენა (სასურველია); გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; დ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; დ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.ე) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.ვ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; დ.ზ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 4. შესყიდვების განყოფილების უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური ან/და იურიდიული განათლება;      ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ე) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ე.ვ) ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’’  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბერის №7 ბრძანება; ე.ზ) ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვალის №2 ბრძანება; ე.თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 5. შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური ან/და იურიდიული განათლება; ბ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ე) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ე.ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 5🔗. ბუღალტრული აღრიცხვა _ ანგარიშგების დეპარტამენტი 1. ბუღალტრული აღრიცხვა _ ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.დ) ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ე) ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე‘’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1318 ბრძანება; ე.ვ) ,,ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანება; ე.ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”.  2. ბუღალტრული აღრიცხვა_ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური განათლება; ბ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; გ) უცხო ენა (სასურველია); დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.დ) ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე.ე) ,,ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანება; ე.ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. მუხლი 6🔗. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი 1. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური ან/და იურიდიული განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) აუდიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); დ) უცხო ენა (სასურველია); ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ვ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ვ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ვ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ვ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ვ.დ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ვ.ე) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი; ვ.ვ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ვ.ზ) ,,შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1013 განკარგულება; ვ.თ) ,,შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1014 განკარგულება; ვ.ი) ,,შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 30 ივლისის N1015 განკარგულება; ვ.კ) ,,შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1016 განკარგულება; ვ.ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 2. შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური ან/და იურიდიული განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) აუდიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); დ) უცხო ენა (სასურველია); ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ვ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ვ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ვ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ვ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ვ.დ) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი; ვ.ე) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ვ.ვ) ,,შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება; ვ.ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 3. შიდა აუდიტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური ან/და იურიდიული განათლება; ბ) უცხო ენა (სასურველია); გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; დ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; დ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.დ) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი; დ.ე) ,,შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება; დ.ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 4. ინსპექტირების განყოფილების უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; გ) აუდიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); დ) უცხო ენა (სასურველია); ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ვ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ვ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ვ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ვ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ვ.დ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ვ.ე) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი; ვ.ვ) ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ვ.ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. 5. ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური ან/და იურიდიული განათლება;     ბ) უცხო ენა (სასურველია); გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; დ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; დ.გ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.ე) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი; დ.ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება”. ე) ინსპექტირების განყოფილების მთავარ სპეციალისტს - იურისტს, ამ პუნქტით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა.