„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლიბიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
მიღების თარიღი 24.09.2013
ძალაში შესვლა 24.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №174/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2013
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლიბიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლიბიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ლიბიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო (შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“),
სურთ რა გააძლიერონ და განავითარონ მათ შორის არსებული პოლიტიკური თანამშრომლობა და გაამყარონ მეგობრული კავშირები და ერთობლივი თანამშრომლობა ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ერთმანეთთან პოლიტიკური პოზიციების კოორდინირების მიზნით მუშაობის გზით, გაცვალონ მოსაზრებები იმ მრავალფეროვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა მსოფლიოში შენარჩუნებულ იქნეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება,
ორივე მხარე შეთანხმდა შემდეგზე:
მუხლი (1)
თანამშრომლობის მიზნები
ორივე მხარე იმუშავებს, რათა გამონახოს მექანიზმები ორ ქვეყანას შორის ორმხრივი კონსულტაციების გამართვის მიზნით მინისტრების ან მაღალი თანამდებობის პირების დონეზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ლიბიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროდან.
მუხლი (2)
კონსულტაციების მექანიზმი
მხარეებს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ შექმნან კომიტეტი, რომელიც შეიკრიბება ორ წელიწადში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში, ორი ქვეყნიდან ერთ-ერთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რათა გაიმართოს კონსულტაციები საერთო ინტერესის მქონე ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ორივე მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეთანხმდება შეხვედრის დეტალებზე, დროზე, ადგილზე, დღის წესრიგსა და დონეზე.
მუხლი (3)
საერთო ინტერესი
ორივე მხარე იმუშავებს, რათა ხელი შეუწყოს კონტაქტებსა და კონსულტაციებს თავიანთ დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ასევე, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, რათა გააღრმავონ ორმხრივი თანამშრომლობა და მოსაზრებებისა და საერთო ინტერესის საკითხთა გაცვლა, ასევე, თავიანთი პოზიციების კოორდინაცია.
მუხლი (4)
იმპლემენტაცია
ორივე მხარე გამართავს კონსულტაციებს საერთო ინტერესის მქონე საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ კი, შემდეგ საკითხებზე:
1. საკითხები, რომლებიც ეხება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონტაქტების გაღრმავებასა და გაძლიერებას.
2. საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ორმხრივი თანამშრომლობის პროგრესის ხელისშემშლელი ბარიერებისა და დაბრკოლებების გადალახვასთან.
3. საკითხები, რომლებიც ეხება რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს.
4. საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა საერთო ინტერესის მქონე საკითხების თაობაზე.
მუხლი (5)
კონფიდენციალურობა
ორივე მხარე უზრუნველყოფს მათ შორის გაცვლილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობას. აღნიშნული დოკუმენტაცია და ინფორმაცია არ უნდა გადაეცეს მესამე მხარეს, მეორე მხარის თანხმობის გარეშე.
მუხლი (6)
ცვლილებები
ამ მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი (7)
უთანხმოების გადაწყვეტა
წინამდებარე მემორანდუმის განმარტებას ან იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით, ორივე მხარეს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი (8)
ძალაში შესვლა
მემორანდუმი ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერის თარიღიდან. იგი მოქმედებს ხუთი წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება იგივე პერიოდით, თუ რომელიმე მხარე მეორე მხარეს წერილობით არ შეატყობინებს მისი განზრახვის თაობაზე შეწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმის მოქმედება არაუმეტეს სამი თვით ადრე ზემოხსენებული პერიოდის გასვლამდე.
შესრულებული და ხელმოწერილია ქ. -------------------, 2013 წლის --------------------------, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა ლიბიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო
სამინისტრო თანამშრომლობის სამინისტრო