სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №447
2006 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 19 სექტემბრის №1-1/985 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ზემოაღნიშნული ქონების გადაცემის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი