⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.03.2014)
გაუქმებულია:

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2013
ძალის დაკარგვა 06.03.2014
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 330 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2013 მიღება
06.03.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ იაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №13 2013 წლის 29 ოქტომბერი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ   ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად: მუხლი 1🔗 დადგენილ იქნეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი - 189,4 ოდენობით. მუხლი 2🔗 დადგენილი იქნეს ქ. საჩხერის ზონირება ერთი ზონის ფარგლებში და განისაზღვროს ლოკალური ტერიტორიული ინდექსი - 1-ის სიდიდით. მუხლი 3🔗 დამტკიცებული იქნეს ქ. საჩხერისათვის 1 კვ. მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 15 ლარი. გაანგარიშებული ფორმულით CN/15ლარი/=0,33X1X0,24X189,4 სადაც 1. CN - არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი. 2. 0,33 - არის ქ. საჩხერის მაკრომდებარეობის ინდექსი, განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის, 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის” №1 დანართის შესაბამისად. 3. 1 - არის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი. 4. 0,24 -  არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 1 კვ. მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი. 5. 189,4 - არის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 30% - 4,5 ლარი. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი და ჭიათურა-უსახელო-კორბოული) 50მ რადიუსში (ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 - 50 მეტრი) არსებული 1 კვ. მეტრი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 50% - 7,5 ლარი. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების მესამე და მეოთხე მუხლები. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის  №2 დადგენილება. მუხლი 7🔗 დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ იაშვილი