ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.10.2013
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.142.016067
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2013
matsne.gov.ge 509 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ                      ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2013 წლის 28 ოქტომბერი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის  „თ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის  27 ივნისის N48 დადგენილება  ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების   სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ (სარეგისტრაციო კოდი: 010.250.050.35.142.001.400  02.07.07 წ.). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და  ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗.  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგარამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა  სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3.  მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება  სამსახურის უფროსის და მოხელეებისაგან. 2.  სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ამ  დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით,  უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე. 3.  სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ამ დებულებით დადგენილი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები  სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს; ა) მუნიციპლიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; გ) დასახლებათა  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ე) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების  დაპროექტებასა და მშენებლობის მშენებლობის კოორდინაციას; ვ) მუნიცპალიტეტის სივრცით მოწყობისა და ქალაქმშენებლობის  საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; ზ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი  მნიშვნელობის, გზების  ხიდების, გარე განათებების, სანიაღვრე  მეურნეობის,  მუნიციპალიტეტის   გამგეობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას. შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; თ) მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის ობიექტის შენახვასა და მოვლა-პატრონობას; ი) ეკონომიკური  განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებისათვის სათანადო სტატისტიკურ  ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; კ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების  შემუშავებას ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო  პროგრამისა და პროექტების მომზადების საკითხებზე. ლ) მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; მ) წინადადების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ნ) წინადადებისა და საჭირო  დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების  შექმნის, შეძენის, პრივატიზების, სარგებლობაში გადაცემის,  მოვლა - პატრონობის, დაცვის  და მართლზომიერი სარგებლობის საკითხებზე. ო) მუნიციპალიტეტის  მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის , აქციონერის უფლება მოვალეობათა  განხორციელებას; პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ- სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას; ჟ) სივრცითი მოწყობასა და ქალაქთმშენებლობის  დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; რ) წინადადებების, დასკვენებისა და რეკომენდაციების მომზადებას  დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი  ზონირების, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; ს) სამშენებლო მუნიციპალური  დაკვეთების მომზადებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას; ტ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; უ) არქიტექტურულ-სამშენებლო  სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას; ფ) არქიტექტურულ-სამშენებლო  სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას; ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  სხვა ფუნქციების განხორციელებას.