⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.08.2015)
გაუქმებულია:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2013
ძალის დაკარგვა 05.08.2015
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 445 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2013 მიღება
05.08.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი საკრებულოს თავმჯდომარე
LMGG ITL
0,37 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №28 2013 წლის 29 ოქტომბერი დ. ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის,  ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნორმატიული ფასის  განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 იანვრის №1 დადგენილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის  დადგენის შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი მაჭავარიანი                                                                        დანართი №1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗. დადგენდეს მიწის ნორმატიული ფასი  1. .ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის– დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი არასასოფლო – სამეურნეოს დანიშნულების 1კვმ. მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება  შესაბამის ტერიტორიაზე მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება ფორმულის მიხედვით:       ა) C N  არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; ბ) I M G არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და უდრის 0, 37; გ) I T L - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და  უდრის 1; დ) C - არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია; ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის   80 -ს. 2. პირველი მუხლის პირველი პუნქტის  მიხედვით ხარაგაულის ადმინისტრაციული ცენტრისათვის  დაბა ხარაგაულისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: LMGG ITL C K CN (lari) 0,37 1 0,24 80       7,10 3. მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის გარდა მე–5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების  მიწის     ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა   ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის  40% და   იგი      განისაზღვროს  2.84  ლარით;  4. .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში  გარდა მე–5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25% და იგი შეადგენს 1.78 ლარს. 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში  გამავალ ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის #287 ბრძანებულებით განსაზღვრულ : ა) ს–1  ინდექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობლიო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100% და იგი შეადგენს 7.10 ლარს; ბ) შ–55, შ–56, შ–101  ინდექსის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50% და იგი შეადგენს 3.55 ლარს.