ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.10.2013
ძალის დაკარგვა 04.03.2014
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ფარჯანაძე | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,32 | 0,9 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 26.02.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.02.2013
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2013 წლის 29 ოქტომბერი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქ. ამბროლაურის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №05 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 05/03/2013წ; სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016135) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
1.
ქ. ამბროლაურში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ამბროლაურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც:
ა)
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ)
IMG არის ქ. ამბროლაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;
გ)
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისთვის 1,1–ს; ქ.ამბროლაურის შუალედური ზონისთვის–1–ს; ქ. ამბროლაურის პერიფერიული ზონისთვის–0,9–ს;
დ)
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე)
K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისათვის 190–ს, ქ. ამბროლაურის შუალედური ზონისათვის–131–ს და ქ. ამბროლაურის პერიფერიული ზონისათვის–102–ს;
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის ცენტრალურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
1,1
0,24
190
16.05
3.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
1
0,24
131
10.06
4.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
0,9
0,24
102
7.05
5.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 30%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.02 ლარს.
6.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 25%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.52 ლარს.
7.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ამბროლაურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 5.03 ლარით.
დანართი №2
ქ. ამბროლაურის ზონების აღწერა
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
ცენტრალური ზონა
1
ვაჟა-ფშაველას ქუჩა-N1დან N37-ის ჩათვლით, მ. კოსტავას ქუჩა, ვ. მახალდიანის ქუჩა, ვანო კობახიძის ქუჩა, შ. რუსთაველის ქუჩა- მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ხვანჭკარის ქუჩა მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ა. შიშინაშვილის ქუჩა- კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩა- N9-დან N12ა -ს ჩათვლით, კ. გამსახურდიას ქუჩა-დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან კ. გამსახურდიას ქუჩა N9-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩა- მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან თამარ მეფის ქუჩა N13-ის ჩათვლით,თამარ მეფის ქუჩის N01 შესახვევი, ბრატისლავა რაჭის ქუჩა- მ.კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ბრატისლავა-რაჩის ქუჩის N01 შესახვევი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის N01 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის N02 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის N03 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის N04 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის N05 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის N01 ჩიხი, კ. გამსახურდიას N02 ჩიხი.
1,1
შუალედური ზონა
2
ა. შიშინაშვილის ქუჩა-ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან ა. შიშინაშვილის ქუჩის N33-ის ჩათვლით, აკ. წერეთლის ქუჩა, ხვანჭკარის ქუჩა-ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა- ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩა- N9-დან N38-ის ჩათვლით, კ. გამსახურდიას ქუჩა- N9-დან -N88-ის ჩათვლით, გრ. ხუციშვილის ქუჩა, ილ. ჭავჭავაძის ქუჩა- დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე, გ. წულუკიძის ქუჩა- ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე, გ. წულუკიძის ქუჩის N02 ჩიხი, გ. წულუკიძის ქუჩის N01 ჩიხი, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, ალ. გურგენიძის ქუჩა-ბრატისლავა რაჭის- ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის N16-ის ჩათვლით, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა- გურგენიძის ქუჩის გადაკვეთიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე, სოფიო შარაბიძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის N01 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის N02 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის N03 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის N04 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის N37- დან სოფელ კვაცხუთის დასაწყისმდე, ვაჟა ფშაველას ქუჩა- N01-დან სოფ. ძირაგეულის დასაწყისამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩის N01 ჩიხი, დ. აღმაშენებლის ქუჩის N02 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის N03 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის N04 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის N05 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის N06 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის N07 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის N08 ჩიხი, ალ. გურგენიძის ქუჩის N01 ჩიხი.
1
პერიფერიული ზონა
3
რ. დვალის ქუჩა, ი. გოგებაშვილის ქუჩა, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა-ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N20-ის ჩათვლით, ექვთიმე აღმსარებლის ქუჩა, კ. გამსახურდიას ქუჩა- N88-დან N59-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩა- N 13 დან N 22-ის ჩათვლით, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა- თამარ მეფის ქუჩის N01 ჩიხი, შოთა რუსთაველის ქუჩა- წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან რუსთაველის ქუჩის N64-ის ჩათვლით, შ. რუსთაველის ქუჩის N01 ჩიხი, შ. რუსთაველის ქუჩის N02 ჩიხი, კ. ჭიჭინაძის ქუჩა, ა. შიშინაშვილის ქუჩა- N33-დან N49-ის ჩათვლით, დიმიტრი ყიფიანის ქუჩა, ალ. გურგენიძის ქუჩა- N16-დან N 18-ის ჩათვლით, ალ. გურგენიძის ქუჩის 02 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის N01 შესახვევი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის N05 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის N06 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის N01 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის N02 ჩიხი.
0,9