„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №272 |
|
2013 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში (სსმ, 100020020.22.038.016052, 03/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების: ა) დებულების დანართი №2-ის, მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კვების პროდუქტები, რომელთა ამანათის სახით მიღების, შენახვის და გამოყენების უფლება აქვთ №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და №19 დაწესებულებაში (ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი) განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს: კივი, ბანანი, ციტრუსი და ყველა სხვა სახეობის ხილი კენკროვანი ხილის, ყურძნის, ნესვის და საზამთროს გარდა (ერთდროულად, ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა); თაფლი ქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე (ერთდროულად არაუმეტეს 5 კილოგრამისა), მოხარშული კვერცხი (კვირაში ერთხელ - არაუმეტეს 10 ცალისა), საქონლის და ქათმის უძვლო ხორცი (ფარშირებულის და დაკეპილის გარდა) მოხარშული (ერთდროულად არაუმეტეს 2 კილოგრამისა).“; ბ) დებულების დანართი №22 პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თაფლი – ქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე, ერთდროულად არა უმეტეს 3 კილოგრამისა (№18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და №19 დაწესებულებაში (ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი) განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს - არაუმეტეს 5 კილოგრამისა).“. 2. მე-5 მუხლით დამტკიცებული დებულების: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დაქვემდებარებაში არსებული სამკურნალო ცენტრი, რომელიც ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმით დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას.“; ბ) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ცენტრზე ვრცელდება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება.“; გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრის ამოცანებია: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სამედიცინო რეაბილიტაცია, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში.“; დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ჩაუტაროს ავადმყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს „DOTS“-ის სტრატეგიით გათვალისწინებული ანტიტუბერკულოზური მკურნალობა;“ ; ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გაატაროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სამართლებრივი რეჟიმის დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებები;“; ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“და „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, გამონაკლის შემთხვევაში, მთავარი ექიმის წარდგინებით, ამტკიცებს კონკრეტული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისთვის სამკურნალო და კვების რეჟიმს; ნ) გამოსცემს განკარგულებას ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებას;“; ზ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ცენტრის მოსამსახურეების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“; თ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ) ცენტრიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნის უზრუნველყოფა; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნის სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება-გატარება;“; ი) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ ცენტრის დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;“; კ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა;“; ლ) მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვა; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეების წარმოება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის, შეწყალების, გათავისუფლების და სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელება; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. მუხლი 12. სოციალური განყოფილება სოციალური განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე მათი ახლო ნათესავების უფლებების დაცვის და განხორციელების უზრუნველყოფა, შესაბამისი საქმისწარმოება და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი ახლობლების მიღება და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებისა და საჩივრების განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირება; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი და პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, მათთვის საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევა, დახმარების გაწევა იმ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, ვინც იღებს ზოგად განათლებას, სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან ექსტერნატის ფორმით სურს ზოგადი განათლების მიღება; ე) მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესაბამისი მუშაობის წარმოება; ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების, საექსპერტო გამოკვლევებზე გაყვანის, მსჯავრდებულთა დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის საქმისწარმოება და დახასიათებების შედგენა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.“; მ) მე-14 - მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ცენტრის და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების და სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. მუხლი 15. კანცელარია კანცელარიის ძირითადი ამოცანაა ცენტრის კორესპონდენციისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წერილების, საჩივრების, წინადადებების, განცხადებების აღრიცხვა, მათი დროული მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება. მუხლი 16. ბუღალტერია 1. ბუღალტერიას წარმოადგენს ბუღალტერი, რომელიც ანგარიშვალდებულია დაწესებულების დირექტორისა და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე. 2. ბუღალტრის ამოცანაა ცენტრისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება.“; ნ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამედიცინო ნაწილის ძირითადი ამოცანაა ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევა, ცენტრის სამედიცინო კონტროლის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება/მოვალეობების განხორციელება.“; ო) 23-ე და 24-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. ცენტრში მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები და მოვალეობები 1. ცენტრში მყოფ ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით, ცენტრის დღის განრიგით, აგრეთვე, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაბამისი პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. 2. ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე შესაბამისი პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება და შესაბამისი დაწესებულების დღის განრიგი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევევში, თუ სამედიცინო ჩვენებით და ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამა თუ იმ უფლებისა და ვალდებულების განხორციელება. 3. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია: ა) დაიცვას ცენტრის დებულება, დღის განრიგი და შესაბამისი სამკურნალო რეჟიმი; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებული მოვალეობები. 4. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული განზრახ უხეშად არღვევს ცენტრის დებულებას, დღის განრიგსა ან/და სამკურნალო რეჟიმს, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მთავარი ექიმის წარდგინებით დააყენოს საკითხი დაწესებულებიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 24. დღის განრიგი და სამკურნალო რეჟიმი 1. ცენტრში დგება მკაცრად რეგლამენტირებული დღის განრიგი ამა თუ იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, წელიწადის დროის, ადგილობრივი პირობებისა და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. 2. თვეში არანაკლებ ერთხელ, არსამუშაო დროს ტარდება ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება-დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა. 3. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დგება სამკურნალო რეჟიმი, რომელსაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი მთავარ ექიმთან შეთანხმებით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|