⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.05.2016)
გაუქმებულია:

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2013
ძალის დაკარგვა 10.05.2016
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.140.016079
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 296 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2013 მიღება
10.05.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2013 წლის 7 ნოემბერი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ქ“ ქვეპუნქტის  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების  შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (შემდგომში – მიწა) სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) დაბა ასპინძაში 1 კვ.მ-დან  -20-კვ.მ-ის  ჩათვლით  –   4 (ოთხი) ლარი. ბ) დაბა ასპინძაში 20კვ.მ -დან 40-კვმ-ის ჩათვლით  – 2 (ორი) ლარი. გ) დაბა ასპინძაში 40 კვ.მ -დან  ზევით – 1 (ერთი) ლარი. დ) ასპინძის მუნიციპალიტეტის დანარჩენ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალებში  გარდა „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის  27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) ერთ  კვ.მ მიწაზე – 2 (ორი) ლარი. ე) ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის  27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) ერთ  კვ.მ მიწაზე არსებული მიწაზე – 4 (ოთხი) ლარი. 2. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) დაბა ასპინძაში  შენობა - ნაგებობებზე 1 კვ.მ-ზე – 30 (ოცდაათი) ლარი. ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის დანარჩენ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალებში 15 (თხუთმეტი) ლარი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 21 თებერვლის №4 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე