⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2015)
გაუქმებულია:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.10.2013
ძალაში შესვლა 05.11.2013
ძალის დაკარგვა 01.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №1273
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.026.016216
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,342 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2013 მიღება
05.11.2013 ძალაში შესვლა
01.10.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №1273 2013 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის” თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №636 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 5 ნოემბრიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების  დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.  მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.  მუხლი 4🔗 დეპარტამენტი დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, ან/და მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, ახორციელებს სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა (შემდეგ – „გაერთიანებული შტაბი“) და საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვის (შემდგომში – შესყიდვა) ორგანიზებას.  მუხლი 5🔗 დეპარტამენტს აქვს  ორი ბეჭედი წარწერით: ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი’’; ბ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი – სასაქონლო ოპერაციებისათვის“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე). თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარება; ბ) შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება; გ) შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; დ) სახელმწიფო შესყიდვებისათვის ხელშეკრულებების პროექტების  სამართლებრივი ექსპერტიზა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ვ) შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების კონტროლზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის მიზნით, წინადადებების  წარდგენა; ზ) შესყიდვების ხელშეკრულებების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და/ან შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარდგენა მათ მიერ კონტროლის (ინსპექტირების) განხორციელების და მიღება-ჩაბარების გაფორმების მიზნით; თ) ხელშეკრულებების კონტროლზე უფლებამოსილი პირების ინფორმაციის საფუძველზე, შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, საქართველოს კანონმდებლობისა და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისი სხვა ზომების გამოყენება, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, მასალების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის; ი) გაერთიანებული შტაბის J-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შედგენა-კორექტირება; კ) საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის  სათანადო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე წინადადებების წარდგენა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების განხორციელება; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში; ნ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების აღრიცხვის წარმოება; ო) მონაცემთა და სააღრიცხვო ბაზების წარმოება; პ)  კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუხლი 7🔗 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინებით.  მუხლი 8🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) შესყიდვებთან (გარდა შესყიდვების ხელშეკრულებების ხელმოწერისა) დაკავშირებით წარმოადგენს სამინისტროს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია სხვა თანამდებობის პირი), ხოლო სხვა შემთხვევებში – დეპარტამენტს; ბ) დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობის სრულყოფილად შესრულებისათვის, შესყიდვის განხორციელების პროცესში, უფლებამოსილია წარუდგინოს შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირს წინადადებები  ხელშეკრულების პირობების (შესყიდვის საგნის, ანგარიშსწორების ფორმის, შესყიდვის ვადებისა და სახელშეკრულებო პირობების უზრუნველყოფის) განსაზღვრის თაობაზე; გ) მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს განზოგადებულ ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ; დ) აწარმოებს ურთიერთობებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  2. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ფუნქციები და ხელმძღვანელობა  მუხლი 10🔗  დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:  ა) შესყიდვების, მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო;  ბ)   მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;  გ) სამშენებლო-სარემონტო სამმართველო;  დ) ელექტრონული შესყიდვების უზრუნველყოფის სამმართველო;  ე) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სამმართველო.      მუხლი 11🔗 შესყიდვების, მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია: ა) ფინანსების მართვისა და გაერთიანებული შტაბის J-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტებთან ერთად, ჩატარებული წინამოსამზადებელი სამუშაოების საფუძველზე, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება, აღნიშნული მონაცემების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა; ბ) ხელშეკრულებების კონტროლზე უფლებამოსილი პირების ინფორმაციის საფუძველზე, შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში,  მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, საქართველოს კანონმდებლობისა და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისი სხვა ზომების გამოყენება; გ) ხელშეკრულებების შესრულების თაობაზე შესაბამისი მონაცემებისა და დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა;  დ) შესყიდვების ხელშეკრულებების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და/ან შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარდგენა, მათ მიერ კონტროლის (ინსპექტირების) განხორციელების და მიღება-ჩაბარების გაფორმების მიზნით; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში; ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების აღრიცხვის წარმოება; ზ) მონაცემთა და სააღრიცხვო ბაზების წარმოება.  მუხლი 12🔗 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა) შესყიდვების გეგმის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, აგრეთვე მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, საქონლისა და მომსახურების არაელექტრონული წესით შესყიდვის განხორციელებისას მიმწოდებლის მოძიება, ხელშეკრულების პროექტის მომზადება, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სხვა სათანადო ღონისძიებების გატარება; ბ) იმპორტირებულ და ექსპორტირებულ საქონელზე და მომსახურებაზე საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; გ) ბაზრის კვლევა, მიწოდების სავარაუდო ვადების დადგენა და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული და სხვა სახის ინფორმაციის ელექტრონული შესყიდვების უზრუნველყოფის სამმართველოსათვის მიწოდება; დ) არაელექტრონული შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, კომპეტენციის ფარგლებში, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება; ე) არაელექტრონული შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მათში ცვლილებების პროექტების მომზადება; ვ) შესყიდვების, მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოში ელექტრონული ბაზის წარმოებისა და  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენისათვის სათანადო დოკუმენტაციის მიწოდება. მუხლი 13🔗  სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ფუნქციებია: ა) შესყიდვების გეგმის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, ან/და მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო მომსახურების, აგრეთვე, უძრავი ქონების შესყიდვის ორგანიზება, მიმწოდებლის მოძიება, ხელშეკრულებების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამოუკიდებელი საექსპერტო მომსახურების არაელექტრონული შესყიდვა, პროექტთან და დეფექტურ აქტთან ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის განსაზღვრა; ბ) სამინისტროში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სამშენებლო მასალების, და ამ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურებების არაელექტრონული წესით შესყიდვის ორგანიზება; გ) ამ მუხლის „ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტების ელექტრონული წესით შესყიდვის შემთხვევაში, ყველა საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების წარდგენა დეპარტამენტის ელექტრონული შესყიდვების უზრუნველყოფის სამმართველოში; დ) შესაბამისი შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება; ე) შესაბამისი შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მათში ცვლილებების პროექტების მომზადება; ვ) შესყიდვების, მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოში ელექტრონული ბაზის წარმოებისა და  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენისათვის სათანადო დოკუმენტაციის მიწოდება. მუხლი 14🔗 ელექტრონული შესყიდვების უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა) შესყიდვების გეგმის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, ან/და მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტრონული შესყიდვის პროცედურების განხორციელება; ბ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შედგენა და დასამტკიცებლად სატენდერო/საკონკურსო კომისიისათვის წარდგენა; გ) სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და მათი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა; დ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულებიდან, შესყიდვის ობიექტის დამატებითი ტექნიკური აღწერილობისა და ელექტრონულ შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა საკითხების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა; ე) ელექტრონული პროცედურების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების, მათში ცვლილებების პროექტების მომზადება და გაფორმებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა; ვ) შესყიდვების, მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოში ელექტრონული ბაზის წარმოებისა და  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენისათვის სათანადო დოკუმენტაციის მიწოდება. მუხლი 15🔗 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის ხელშეკრულებების პროექტების  სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა. მუხლი 16🔗 1.სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ)     დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს  მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე. 2. სამმართველოს უფროსს სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ჰყავდეს ერთი ან მეტი მოადგილე, რომელიც: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში; ბ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში; გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს.