⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.04.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2013
ძალის დაკარგვა 10.04.2013
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2013
matsne.gov.ge 456 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2013 მიღება
10.04.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ               თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №45 2013 წლის 30 ოქტომბერი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 10 აპრილის  №23  დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში  შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე დანართი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს და გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, გამგეობის სამართლებრივი ინტერესების დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. 2. დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის (შემდეგში ,,სამსახური’’) დანიშნულებას,  მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება - მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია:  ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზირი №16. მუხლი 2🔗. სამსახურის  ამოცანები  და ფუნქციები  1. სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და კანონმდებლობასთან  შესაბამისობაში მოყვანას; ბ) მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების ვიზირებას; გ)   საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დ) მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას; ე) გამგეობის წარმოდგენას სასამართლოში.       მუხლი  3🔗. სამსახურის მართვა, ორგანიზება  1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.  2.    სამსახურის  უფროსი: ა)  წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ)  პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს; ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  ვ) ახორციელებს გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმეტების ვიზირებას; ზ)    გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის შესახებ ანგარიშს; თ)   ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი. მუხლი 4🔗. სამსახურის  მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. 3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე  თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება - მოვალეობების შესრულებას. 4. სამსახურის მოსამსახურეს სავალდებულოა იყოს სამართალმცოდნეობის სპეციალობით და ჰქონდეს იურისტის კვალიფიკაცია. მუხლი 5🔗.  დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი 1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.