📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2013
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2013
matsne.gov.ge 1,609 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ                       თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №48 2013 წლის 30 ოქტომბერი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013  წლის 15  თებერვლის №13 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება  ძალაში  შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე დანართი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური (შემდეგში - სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ორგანიზაციას, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, წინამდებარე დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის კომპეტენცია, უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის წინამდებარე დებულებით. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების, შესრულების მიმდინარეობის და შესრულების ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება. 2. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენასთან, ბიუჯეტის შესრულებასთან  დაკავშირებით მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი. 3. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში აღრიცხვა - ანგარიშგების მდგომარეობის გაუმჯობესება და საბიუჯეტო სახსრების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა. 4. მუნიციპალიტეტის ქონების ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამის მუნიციპალურ სამსახურთან ერთად. 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების პროცესში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოში წინადადებების წარდგენა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. 6. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა, რისთვისაც: ა) ამუშავებს საჭირო ინფორმაციას და ამზადებს წინადადებებს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერის გამოსაანგარიშებლად; ბ) შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად საჭირო ორგანიზაციულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მის შესრულებას; გ) საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, დადგენილ ვადაში ამზადებს  საბიუჯეტო ცირკულარს დაწესებულებებზე დასაყვანად; დ) უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილ შესაბამისი ინფორმაციის მიღება-დამუშავებას, მის განხილვას; ე) ახორციელებს შემოსულობების პროგნოზირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საგადასახო ინსპექციასთან და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით; ვ)  მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს ბიუჯეტის პროექტს; ზ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე მუნიციპალიტეტში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებს, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნას; თ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით შეაქვს შესწორება ბიუჯეტის პროექტში;            ი) ამზადებს სარეზერვო ფონდის ფორმირების შესახებ წინადადებებს; კ) თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად განიხილავს ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნების გადანაწილების შესახებ მხარჯავი დაწესებულებების წერილებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს; 7.  უზრუნველყოფს  თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, რისთვისაც: ა) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელები განწერას თვეების ან  კვარტლების მიხედვით; ბ)  ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას; გ)  ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; დ)   ახორციელებს ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის და ეფექტიანობის ანალიზს, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და რეკომენდაციებს; ე)  საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, გამგებლის მიერ გამოცემულ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გაცემულ თანხებს ასახავს ბიუჯეტის შესაბამის მუხლებში; ვ)  საბიუჯეტო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ დადგენილების  შესაბამისად აღრიცხავს მუნიციპალიტეტის ფულად სახსრებს და მატერიალურ ფასეულობებს. ზ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს და არსებული წესით წარუდგენს შესაბამის უწყებებს. თ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საწარმოებს უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგების გაუმჯობესების საკითხებში; ი) ახორციელებს ადგილობრივ შესყიდვებს; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლება - მოვალეობანი 1. სამსახურს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საბიუჯეტო დაწესებულებებიდან, საკრებულოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან და შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისათვის მოიწვიოს მათი წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს  საჭირო ინფორმაცია.  2. განიხილოს დაწესებულებებსა და ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული წერილები, მოთხოვნები, მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს შესაბამისი მასალები, წინადადებები, დასკვნები და პასუხები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.  სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა)  საბიუჯეტო - საგეგმო განყოფილება; ბ)  ადგილობრივი ფინანსების მართვისა და ხაზინის განყოფილება; გ)  ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება; დ)  მატერიალურ - ტექნიკური მომსახურების განყოფილება; ე)   ადგილობრივი შესყიდვების განყოფილება. მუხლი 5🔗. სამსახურის საბიუჯეტო - საგეგმო განყოფილების ფუნქციები 1.  სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება: ა) შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად საჭირო ორგანიზაციულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მის შესრულებას; ბ)  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებთან დაკავშირებით ახორციელებს მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მხარჯავ დაწესებულებებისათვის ამზადებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, წერილებს, მითითებებსა და ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს; დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მხარჯავ დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან და უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღება - დამუშავებას; ე) ახორციელებს საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერების გასაანგარიშებლად; ვ) ახორციელებს მუნიციპალური პროგრამების და პროექტების ფინანსურ ანალიზს, ზ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ადგენს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელებს; თ) შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების საფუძველზე; ი) საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით შეაქვს შესწორება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში; კ) ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების განწერას თვეების ან კვარტლების მიხედვით; ლ) არსებული წესის შესაბამისად ამზადებს დადგენილების პროექტს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მ) ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ფორმირების შესახებ; ნ) განიხილავს ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ მხარჯავი დაწესებულებების წერილებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს; ო) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აწარმოებს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური და წლიური შესრულების ანალიზს, ამზადებს ინფორმაციას, მათ შორის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ; პ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 6🔗.  ადგილობრივი ფინანსების მართვისა და ხაზინის განყოფილების ფუნქციებია 1.  ადგილობრივი ფინანსების მართვის და ხაზინის განყოფილება ახორციელებს: ა) სახელმწიფო ხაზინიდან საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას, აწესებს კონტროლს საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსულობების ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე; ბ) საბიუჯეტო ვალდებულებების და დამოწმებების მიღებას, უზრუნველყოფს გამგეობის ხელმძღვანელობაზე წარსადგენად ვალდებულებების ყოველდღიური რეესტრის მომზადებას; გ) თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულების, ვალდებულებების დამოწმების შესაბამისად გადახდას დადგენილი წესის მიხედვით; დ) ბიუჯეტის შემოსავლების და გადასახდელების ყოველდღიურ აღრიცხვას, ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას; ე) ბიუჯეტის გადასახადების აღრიცხვას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ვ) თელავის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო სახსრების ანგარიშების მიღებას, შემოწმებას და ანალიზს; ზ) დადგენილ ვადაში ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით დადგენილ ვადებში სამინისტროსათვის წარდგენას; თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობას და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია ა) საბიუჯეტო  ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესაბამისად თელავის მუნიციპალიტეტის სამსახურების და მმართველობითი აპარატის შენახვის ხარჯების ყოველდღიურ ოპერატიულ აღრიცხვა; ბ) თელავის მუნიციპალიტეტის სამსახურების და მმართველობითი აპარატის მუშაკთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების დარიცხვას, უწყისების შედგენა და გასაცემი თანხების ბანკში დროული გადარიცხვა; გ) საშემოსავლო გადასახადების ანგარიშების შედგენა და დადგენილ ვადაში საგადასახადო ინსპექციაში წარდგენა;   დ) მოქმედი დებულების შესაბამისად მუნიციპალიტეტის პერიოდული და წლიური საბუღალტრო ანგარიშის (ბალანსის) შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენა;   ე) საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგების და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის თაობაზე მხარჯავ დაწესებულებებისათვის მეთოდოლოგიურ დახმარება;   ვ) საბუღალტრო დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრირების, ხარჯთაღრიცხვების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვაზე კონტროლი და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარება; ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. მუხლი 8🔗. მატერიალურ-ტექნიკური შესყიდვის და აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია ა) მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარება, შედეგების გამოვლენა და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ ანგარიშგებებში ასახვა; ბ) თელავის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სამსახურის მატერიალურ - ტექნიკურ უზრუნველყოფა;  გ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული სხვა ფუნქციები. მუხლი 9🔗.  ადგილობრივი შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია ა)  ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;  ბ) ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით და მისი დადგენილ ვადებში წარდგენა მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის; გ) შესყიდვების  სამუშაოების უზრუნველყოფა, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და შესყიდვის საშუალების შერჩევა; დ)  გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და  ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების, სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და სხვა დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; ე)  კვარტალური ანგარიშის შედგენა და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გამგებლისათვის  წარდგენა; ვ) სატენდერო  კომისიის წევრებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა; ზ) კოორდინაცია ადგილობრივი შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში; თ) კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, კვარტალური ანგარიშების   და სხვა მასალების ინფორმაციის მომზადება და სააგენტოში მათი დროულად გადაგზავნის უზრუნველყოფა; ი)  სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად შესყიდვების განხორციელების თაობაზე ანგარიშის მომზადება; კ) შეისწავლის ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს წარუდგენს გამგებელს მათი აღმოფხვრის თაობაზე; ლ)  ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი   10🔗.     სამსახურის მართვა, ორგანიზება  1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.  2.    სამსახურის  უფროსი:  ა)  წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;  ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;  გ)  პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;  ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  ვ)    გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს; ზ)   ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.   3.სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი. მუხლი   11🔗.    სამსახურის განყოფილების უფროსი 1.  სამსახურის განყოფილების უფროსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს გამგებელი.  2.  განყოფილების უფროსი ზედამხედველობას უწევს განყოფილების   მოსამსახურეების  მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.  3.    ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.  4. ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. მუხლი 12🔗. სამსახურის  მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს გამგებელი. 2.  პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსისა და განყოფილების უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.  3.  უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და განყოფილების უფროსის, აგრეთე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით  დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. მუხლი 13🔗.  დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი 1.  დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.