📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

მიღების თარიღი 30.10.2013
ძალის დაკარგვა 07.03.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.104.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 462 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2013 მიღება
07.03.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია საკრებულოს თავმჯდომარე
IMG I TL
0.37 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. (ძალადაკარგულია - 26.02.2014, №8) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №34 2013 წლის 30 ოქტომბერი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული  ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗  დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №5 დადგენილება (სსმ, 05/03/2013,  სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.104.016112). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.                                         საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია       წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:             Cn= IMG x I TL x C x K ,       სადაც: ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის წალენჯიხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს; გ) I TL –  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება); დ) C–არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K– არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: ა) ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:  IMG I TL C K Cn  (ლარი) 0.37 1 0.24 100 8.88 ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში  – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით (4.44 ლარი); გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში – ამ დადგენილების მე -2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით (2.66 ლარი); დ) წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის  რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – ამ დადგენილების  მე-2  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით (4.80 ლარი); ე) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის  რადიუსში (თითოეულ მხარეს) – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55%-ის ოდენობით  (4.80 ლარი); ვ) სოფ. ჯგალის სქურის უბანში –  ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით  (7.10 ლარი).