⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.03.2014)
გაუქმებულია:

თვითმმართველი ქალაქის- ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2013
ძალის დაკარგვა 10.03.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №20/29
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.111.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 676 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2013 მიღება
10.03.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (13)
თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონის დასახელება ImG
პირველი ზონა 1.5
მეორე ზონა 1.4
მესამე ზონა 1.3
მეოთხე ზონა 1.2
შუალედური ზონა 0.7
პირველი პერიფერიული 0.9
მეორე პერიფერიული 0.8
პირველი ქვეზონა 0.7
მეორე ქვეზონა 0.7
მესამე ქვეზონა 0.7
მეოთხე ქვეზონა 0.7
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის- ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ              თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №20/29 2013 წლის 30 ოქტომბერი ქ. ფოთი თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ" ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი №1-ისა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი (ტერიტორიული კოეფიციენტი) და ნორმატიული ფასის მარეგულირებელი K კოეფიციენტი 220 (ორასოცი) ოდენობით თანახმად დანართი №2-ისა. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანახმად დანართი №3-ისა. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №4/7 დადგენილება ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ'. მუხლი 5🔗 დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას. მუხლი 6🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა დანართი №1    თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიის ზონირება ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა              ჩრდილოეთიდან     შემოსაზღვრულია  მდინარე რიონის  ქალაქის  არხით,    ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აეროპორტით, 8 მარტის ქუჩის დასახლებით მდინარე კაპარჭამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე კაპარჭის გაყოლებით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, გურიის ქუჩით, იონა მეუნარგიას ქუჩით (ყოფილი კუიბიშევის)  სამხრეთ-აღმოსავლეთით ს.ს “გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით,  დასავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით. ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით, ქობულეთის, ყაზბეგის, ზვიად ჩიჩუას  (ყოფილი ფურცელაძის) მზარელუას ქუჩების დასახლებით, დავითაიას, ჯავახიშვილის, სამეგრელოს, რეკვავას ქუჩებით მდინარე რიონის ქალაქის არხამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით, სამხრეთ დასავლეთით და დასავლეთით შავი ზღვით. ცენტრალური ზონის მესამე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით და მდინარე რიონის ჩრდილო  ტოტით ყულევში გადასასვლელ ხიდამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთით ტბა ნაბადით, კოკაიას ხეივნით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით რკინიგზის ხიდიდან წყალ გამყოფ ხიდამდე. აღმოსავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით რეკვავას ქუჩამდე. სამხრეთიდან შემოსაზღვრულია რეკვავას ქუჩით, დასავლეთიდან სამეგრელოს, ჯავახიშვილის, დავითაიას ქუჩებით. მზარელუას, ზვიად ჩიჩუას  (ყოფილი ფურცელაძის), ყაზბეგის, ქობულეთის, ჭავჭავაძის ქუჩების დასახლებით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტამდე. ცენტრალური ზონის მეოთხე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და სს ,,გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით, იონა მეუნარგიას (ყოფილი კუიბიშევის), გურიის ქუჩით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, მდინარე კაპარჭის გაყოლებით პალიასტომის ტბამდე, აღმოსავლეთით პალიასტომის ტბით, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით შავ ზღვამდე. შუალედური ზონა             ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ხობის რაიონის საზღვრამდე. აღმოსავლეთიდან ხობის რაიონის საზღვრით პალიასტომის ტბამდე. სამხრეთით პალიასტომის ტბით მდინარე კაპარჭამდე. სამხრეთ-დასავლეთით 8 მარტის ქუჩის დასახლებით. ჩრდილო-დასავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით.           პერიფერიული ზონის პირველი ქვეზონა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით ლანჩხუთის რაიონის საზღვრამდე, სამხრეთ აღმოსავლეთით მშრალი ხიდით შავ ზღვამდე. პერიფერიული ზონის მეორე ქვეზონა             ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელი ხიდიდან რკინიგზის ხიდამდე. აღმოსავლეთით კოკაიას ხეივნით სამხრეთ-დასავლეთით ტბა ნაბადით.                                                                                                                                           დანართი N2 თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი (I T L), მიწის ნორმატიული ფასის  მარეგულირებელი კოეფიციენტი (K). ზონის დასახელება I T L მიწის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი K მიწის ნორმატიული ფასის  მარეგულირებელი კოეფიციენტი ცენტრალური ზონა პირველი ზონა 1.5 220 მეორე ზონა 1.4 220 მესამე ზონა 1.3 220 მეოთხე ზონა 1.2 220 შუალედური ზონა შუალედური ზონა 1 220 პერიფერიული ზონა პირველი პერიფერიული 0.9 220 მეორე პერიფერიული 0.8 220                                                                                                                                                  დანართი N3 თვითმმართველ  ქალაქ ფოთში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ–ზე ზონის დასახელება ImG I T L C K                     CN                    ცენტრალური ზონა პირველი ქვეზონა 0.7 1.5 0.24 220 55,44 მეორე ქვეზონა 0.7 1.4 0.24 220 51,75 მესამე ქვეზონა 0.7 1.3 0.24 220 48,05 მეოთხე ქვეზონა 0.7 1.2 0.24 220 44,36 შუალედური ზონა შუალედური ზონა 0.7 1 0.24 220 36,96 პერიფერიული ზონა პირველი ქვეზონა 0.7 0.9 0.24 220 33,27 მეორე ქვეზონა 0.7 0.8 0.24 220 29,57 CN=ImGXITLXCXK CN-არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1კვ.მ–ზე (ლარი) ImG-ქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი I T L-ლოკაკურ-ტერიტორიული ინდექსი C-არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზისო განაკვეთი 1 კვ.მ-ზე K-არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის  მარეგულირებელი კოეფიციენტი