⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.03.2018)

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2013
ძალის დაკარგვა 23.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/73
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016101
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 448 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2013 მიღება
23.03.2018 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი მირიანე ოდიშარია მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება 05/73 2013 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ   „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის  მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრიმირიანე ოდიშარია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის  მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის რეგიონული პროგრამების სამმართველოს უფროსი ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის რეგიონული პროგრამების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ხელოვნებათმცოდნეს); ბ)მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; ინტერნეტი) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა. მუხლი 2🔗. ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის რეგიონული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის რეგიონული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ხელოვნებათმცოდნეს); ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ", საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ" ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; ინტერნეტი) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა. მუხლი 3🔗. ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მიმდინარე ღონისძიებათა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მიმდინარე ღონისძიებათა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ხელოვნებათმცოდნეს) ; ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ" ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; ინტერნეტი) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა. მუხლი 4🔗. ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მიმდინარე ღონისძიებათა სამმართველოს სპეციალისტი ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მიმდინარე ღონისძიებათა სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ხელოვნებათმცოდნეს) ; ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“ ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; ინტერნეტი) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა.