გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.10.2013
ძალის დაკარგვა 04.03.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.161.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ItL |
| 0,52 | 1.0 |
| 0.52 | 0.8 |
| ქ. გარდაბნის ზონების აღწერა | ლოკალური ტერიტორიული ინდექსი LtL |
| ცენტრალური ზონა: დავით აღმაშენებლის ქუჩა | 1.2 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2013 წლის 30 ოქტომბერი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის, “სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 3🔗
ამ დადგენ
ილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013
წლის 18
იანვრის №1
დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი
დანართი №1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გარდაბნის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMGXItLXCXK, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG
–არის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,52-ს;
გ) ItL
– არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.2-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1.0-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს;
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.
ე) K–არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 70-ს.
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გარდაბნის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ItL
C
K
CN (ლარი)
ცენტრალური ზონა
0,52
1.2
0.24
70
10.4832
შუალედური ზონა
0,52
1.0
0.24
70
8.736
პერიფერიული ზონა
0.52
0.8
0.24
70
6.9888
3.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.
4.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.
5.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.1152 ლარს.
დანართი №2
ქ. გარდაბნის ზონების აღწერა
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი LtL
ცენტრალური ზონა
ცენტრალური ზონა: დავით აღმაშენებლის ქუჩა
1.2
შუალედური ზონა
შუალედური ზონა: ქეთევან წამებულის ქუჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, ლადო ასათიანის ქუჩა, ს.ვურგუნის ქუჩა, გორკის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩა, სადგურის ქუჩა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, კოლმეურნის ქუჩა ლადო ასათიანის ქუჩის გადაკვეთამდე, სიხნოს ქუჩას.ვურგუნის ქუჩის გადაკვეთამდე. ბაქოს, კომისრების, პირველი მაისის ქუჩები გორკის ქუჩის გადაკვეთამდე, სადგურის და დ.აღმაშენებლის ჩიხი 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთამდე.
1.0
პერიფერიული ზონა
პერიფერიული ზონა: გამარჯვების ქუჩა, ნიზამის ქუჩა, კოსმონავტების ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩა, ჭაჭავჭავაძის ქუჩა, თბილწყაროს დასახლება, მე-7 ქარხნის დასახლება, თბილსრესის დასახლება, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩის ჩიხი, 9 აპრილის ქუჩის II ჩიხი, ქვემო კაპანახჩის დასახლება, ლელაშხას დასახლება და სხვა.
0.8